Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

  • Replies 37
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მადლობა :love
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Giorgi Kiskeidze

..ბავშვობა გამახსენდა

მე კიდევ ღვინის ქურდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰიპერბორეა
- ლემურიამდელი ცივილიზაცია, რომელზეც კიდევ უფრო ნაკლები ცნობები მოიპოვება, ვიდრე ლემურია-ატლანტიდა-არიელებზე.

 

ჰიპერბორეა - ძველი ბერძნული მითების მიხედვით

 

ჰიპერბორეა არის ზღაპრული ქვეყანა, სადაც მარად გაზაფხულია, მზე ექვს თვეს არ ჩადის. მდებარეობს შორეულ ჩრდილოეთში ზამთრის მიწების გადაღმა. ჰიპერბორეელები ბედნიერები და უზრუნველები იყვნენ, ცხოვრობდნენ ხანგრძლივად, არ იცოდნენ შუღლი და ომები, მძიმე შრომა, სიბერე და დაავადებები.

ჰიპერბორეას ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა ოკეანოსი - მდინარე, რომელიც გარს ერტყმის დედამიწას; სამხრეთით - მითიური რიფეის მთები. მთავარი მდინარე იყო ერიდანოსი, რომელიც ოკეანიდან სამხრეთით მიედინებოდა. მდინარე ერიდანოსის სანაპიროებზე ალვები ქარვას ისხამდა, მის წ####ბში თეთი გედების გუნდები ცხოვრობდნენ. მარადიული ზაფხულის პირობებში მარცვლეული წელიწადში ორჯერ იძლეოდა მოსავალს. მაგრამ ყველაზე მშვენიერი ადგილი იყო მდიდარი, ლამაზი ტყით დაფარული "აპოლონის ბაღი".

ჰიპერბორეას სამხრეთით იცავდა რიფეის მთების გადაულახავი თოვლიანი მწვერვალები. ეს იყო ქარის ღმერთის - ბორეასის სამფლობელო, რომელსაც გრილი სუნთქვა მოჰქონდა ზამთრის მიწებიდან სამხრეთში. მთის მწვერვალებზე ცხოვრობდნენ გრიფონები - არწივის თავიანი და ლომის ტანიანი მტაცებელი ფრინველები, ხოლო ხეობები დასახლებული იყო სასტიკი, ცალთვალა არიმასპების ტომებით.

ჰიპერბორეა თეოკრატული ქვეყანა იყო. მას მართავდა აპოლონის სამი ქურუმი, გიგანტი მეფეები - ბორეადები, ძენი ან შთამომავლები ღმერთ ბორეასისა. დედაქალაქში იყო მრავალი მრგვალი ტაძარი და ჰეკატომბები, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს. ჰიპერბორეელები მუსიკალური ხალხი იყო, საღვთო დღესასწაულებზე მართავდნენ სიმღერისა და ცეკვის ფესტივალებს.

ჰიპერბორეა რამდენიმე მითში მოიხსენიება. ერთ-ერთია მითი ფაეტონზე, ბიჭზე, რომელმაც სცადა მზის ეტლის მართვა, რაც ვერ შეძლო და ზევსმა ელვით განგმირა. ფაეთონის ალმოდებული სხეული ჩავარდა ჰიპერბორიის მდინარე ერიდანოსში. მის ნაპირთან შეკრებილი მწუხარე დები - ჰელიადები გადაიქცნენ ქარვამდინარე ალვის ხეებად. ფაეტონის მეგობარი კიკნოსი თავადაც გადახტა მდინარეში, მეგობრის დაღუპვის ადგილას, ღმერთებმა იგი გედად აქციეს. შემდეგში ჰიპერბორეელები, როცა დაიღლებოდნენ სიცოცხლით, ხტებოდნენ მდინარეში და გედებად იქცეოდნენ.

ჰიპერბორეაში იმოგზაურა გმირმა პერსევსმა, რომელიც ეძებდა ღმერთების საგანძურის მცველ ნიმფებს, ან გრაიებს, რომლებმაც გოგრონების ადგილსამყოფელი მიასწავლეს. ასევე ამ მხარეში ორჯერ მოხვდა ჰერაკლე. პირველად როცა არტემიდეს ოქროს ირემს მისდევდა, ხოლო მეორედ ატლასის ასულებისთვის ოქროს ვაშლები რომ მოეპარა.

ლემურია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან

ლემურია
— მითიური კუნძული (ან კონტინენტი)
. ინდოეთის ოკეანეში ლემურიის, როგორც მაღალი ცივილიზაციის მატარებელი მიწის შესახებ გადმოცემები, მსოფლიოს ბევრი ხალხის თქმულებებშია დაცული.

ლემურიელები და ლემურია — დაკარგული კონტინენტია. ფილოსოფოს
მტკიცებით, მსოფლიო ისტორიის საიდუმლო სამალავი — აკაშის ქრონიკები — გვაუწყებენ, რომ დედამიწის მოსახლეობის დიდი წინაპრები ლემურიელები იყვნენ.

 

 

ლემურია _ მითიური კუნძული (ან კონტინენტი) ინდოეთის ოკეანეში. ლემურია, როგორც მიწა განვითარებული ცივილიზაციით, ინდოეთის ოკეანეში, მოხსენიებულია სხვადასხვა ხალხების მოთოლოგიებში.სახელი მომდინარეობს შემდეგი მოსაზრებიდან: ბევრი ცხოველი და მცენარე გავრცელებულია ზოგიერთი კონტინენტის მხოლოდ სამხრეთ სანაპიროებზე. მე–19 საუკუნეში (მანამ სანამ ტექტონიკური ფილების მოძრაობას აღმოაჩნდნენ), მეცნიერები ვარაუდოდნენ რომ ამ სახეობებმა იქ მათი თანამედროვე “დროებითი სახმელეთო ხიდების” მეშვეობით შეაღწიეს. ამის პირველი მაგალითია ლემურია _ თეორიული მიწა ინდოეთის ოკეანეში, რომელიც ზოოლოგმა ფ. სკლეიტერმა მოიგონა 1864 წელს, რათა პირდაპირ გადაეყვანა ლემურები აფრიკიდან ინდოეთში. ჩარლზ დარვინმა შენიშნა რომ ამ მიმდინარეობის მომხრეები ძალიან შეიჭრნენ როლში და დაიწყეს მსგავსი ხიდების დიდი რაოდენობით “აღმოჩენა”. შედეგად ეს დასახელება სამეცნიერო სპეკულაციების საბაბი გახდა.

ინდური
მითოლოგია

“მახაბხარტაში”, “მასტია–პურანეში” და სხვა ძველ ტექსტებში ლაპარაკია, ღმერთების მტრებით, დემონი ასურებით დასახლებულ ქალაქზე, რომელიც ” ჩაიძირა ოკენაის წ####ბში და გაქრა ღმერთების თვალთახედვიდან”. შეიძლება ეს გახდა მიზეზი მითისა დვარაკზე, ქალაქაზე, რომელიც ზღვამ ჩაყლაპა კრიშნას სიკვდილიდან 7 დღის შემდეგ. დვარაკა უნდა ყოფილიყო დღევანდელი ბომბეის ტერიტორიაზე. ამ მითებმა, მიზეზი მისცეს შუა საუკუნეებში სამხრეთ კონტინენტის შესახებ მითებს გაჩენას, სადაც იყო პირველი პოეტური აკადემია (სანგა) შივას თაოსნობით. თქმულების თანახმად ამ აკადემიამ 4400 წ. იარსება.

მადაგასკარის
მითოლოგია

მადაგასკარი ლემურიის ჰიპოთეზაში ცალკე ადგილს იკავებებს. კუნძულის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შემონახული აქვთ პოეტური ხელოვნების უძველესი ტრადიციები სადაც მოთხრობილია კუნძლის ისტორია. ადგილობრივი მითების თანახმად, კუნძული ადრე შორეულ აღმოსავლეთში მდებარეობდა. ასევე მოხსენიებულია დიდი წყალდიდობაც.

მიუხედავად იმისა, რომ კუნძლი ძალიან ახლოსაა აფრიკასთან, მადაგასკარზე არსებული ცხოველების და მცენარეების უმეტესობა ენდემურია, მათი რაოდენობა კი იმდენად დიდია, რომ სავსებით შესაძლებელია, კუნძული რომელიმე კონტინენტის ნაწილად ჩაითვალოს. ამასთან, ადგილობრივი მაცხოვრებლები ნეგროიდულ რასას არ განეკუთვნებიან.

ევროპული
მითოლოგია

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვერსიები, რომ აფრიკას სამხრეთიდან ჯერ კიდევ ეგვიპტურმა, რომაულმა და ფინიკიურმა ექსპედიციებმა შემოუარეს, ევროპელებმა ინდოეთში რეგულარულად ცურვა მხოლოდ მე–15 საუკუნეში დაიწყეს. ევროპაში ლემურიის შესახებ ლეგენდებს იშვიათად აღიქვამდნენ სერიოზულად. მოგვიანებით ეგვიპტელები ლემურიას მოიხსენიებდნენ როგორც ატლანტიდის საპირწონეს (ან პირიქით _ ატლანტიდის დამატებად). უკვე მე–20 საუკუნეში, როდესაც ცნობილი გახდა რომ მადაგასკარსა და ინდოეთს შორის არანაირი კონტინენტი არ არსებობდა, ლემურიის თეორიის მომხრეებმა გამქრალი კონტინენტი წყნარ ოკეანეში “გადაიტანეს”, თუმცა ამ ვერსიამ დიდი გავრცელება ვერ ჰპოვა, რადგან იქ უკვე “არსებობდა” პაციფიდა.

ელენა
ბლავატსკაიას
მითოლოგია

ელენა ბლავატსკაიამ ლემურის წარმოშობის თავისი ვერსია წარმოადგინა. მან ივარაუდა, რომ ლემურიის მაცხოვრებლები საწყისი რასა იყო. პროფესორი რუდოლფ შნაინერი ამტკიცებდა, რომ სამყაროს ისტორიის საიდმლო საცავი _ “აკაშს ქრონიკები” _ ასევე ასახელებენ ლემურიის მაცხოვრებლებს ადამიანების წინაპრებად.

1926 წელს პოლკოვნიკმა ჯეიმს ჩორჩვარდმა განაცხადა, რომ ერთმა ინდოელმა ბერმა მას აჩვენა ძველი დაფები, სადაც ნახსენებია კონტინენტი მუ (ლემურია), რომელიც გადაშლილი იყო 6000 კმ–ზე ჰავაის კუნულებიდან აღდგომის კუნძულამდე. ჩორჩვარდის თანახმად, ვილკანების ამოფრქვევამ, მიწისძვრებმა და მაღალმა ტალღებმა გაანადგურეს ლემურია დაახლოვებით 12 000 წლის წინ. პატარ–პატარა კუნძულები შემორჩა ლემურიისაგან რომლებიც გაფანტული იყო წყნარ ოკეანეში და იქ გადარჩენილი ლემურიელებისაგან წარმოიშვნენ სხვადასხვა ერები.

ბლავატსკაია “საიდუმლო დოქტრინაში” ცხადად და არაორაზროვნად მიანიშნებს კონტინენტ ლემურიაზე (მუ), რომელიც არსებობდა ატლანტიდამდე ბევრად ადრე.

ლემურია
,
როგორც
ჩვენ
ვეძახდით
მესამე
რასის
კონტინენტს
,
მაშინ
გიგანტური
ქვეყანა
იყო
.
ის
ფარავდა
მთელ
სივრცეს
ჰიმალაის
ძირიდან
,
რომელიც
მას
შიდა
ზღვებისგან
ყოფდა
,
რომელიც
მდებარეობდა
დღევანდელი
ტიბეტის
ადგილას
,
მონღოლეთამდე
და
შამოს
დიდ
უდაბნომდე
.
ჩიტაგონგიდან
დასავლეთის
მიმართულებით
ჰარვარდისკენ
და
აღმოსავლეთ
მიმართულებით
ასსამისკენ
.
შიდა
ზღვიდან
ლემურია
ვრცელდებოდა
სამხრეთისკენ
იმის
გავლით
,
რასაც
დღეს
ჩვენ
სამხრეთ
ინდოეთს
,
ცეილონს
და
მუმატრას
ვეძახით
.
შემდეგ
სამხრეთისკენ
შეიცავდა
მადაგასკარს
მარჯვნიდან
და
ტასმანიას
მარცხნიდან
.
და
ანტარქტიდის
არქტიკულ
სარტყელამდე
რამდენიმე
გრადუსით
მოშრებით
.
შვედეთი
და
ნორვეგია
იმ
დროს
ლემურიის
განუყოფელ
ნაწილს
შეადგენდნენ
.
ასევე
ატლანტიდა
ევროპის
მხრიდან
და
აღმოსავლეთ
და
დასავლეთ
ციმბირი
,
და
კამჩატკა
აზიის
მხრიდან
წარმოადგენდნენ
ლემურიის
ნაწილებს
.

(
.
.
ბლავატსკაიას
სადუმლო
დოქტრინა
)

მეცნიერული
კვლევები

ატლანტიდისაგან განსხვავებით, ლემურიის შესწავლაზე ექსპედიციები პრაქტიკულად არ გაგზავნილა, რაც სულაც არაა გასაკვირი. არამრავალრიცხოვანმა კვლევებმა ვერ აღმოაჩინეს დიდი კნტინენტის ან კუნძულის არსებობის ვერანაირი კვალი.

ლემურია
მხატვრულ
ლიტერატურაში

ამერიკელი დრუნვალო მელქისედეკის წიგნში “ცხოვრების ყვავილის ძველი საიდუმლო” ნათქვამია რომ “ლემურიის არსებობის ფაქტი აღიარებულ იქნა 1910 წელს და დაკავშირებულია მარჯნებთან. წყნარ ოკეანეში 550 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილ იქნა მარჯნის რგოლები, რომლებიც აღდგომის კუნძულიდან უზარმაზარ ტერიტორიაზეა გაშლილი”.

ფანდრე ნორტონის ანტასტიკურ რომანშ “ოპერაცია ძიება დროში” (1967 წ.) მთავარი გმირი ხვდება 1980 წლიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე12 ათასწლეულში ატლანტიდაში, შველის ლემურიელ მებრძოლს და შედეგად აჩენს სამყაროს დატბორვსაგან. ატლანტიდა და ლემურია რჩებიან მსოფლიო რუქაზე.

- See more at:

ჯერი ფოსტერის მიხედვით

ლემურია

 

ლემურიის კონტინენტი სავარაუდოდ აფრიკასა და ინდოეთს შორის მდებარეობდა. ეს სახელი უწოდა ინგლისელმა ზოოლოგმა ფილიპ ლ. სლეიტერმა, რომლის აზრით, ეს ხმელეთი შესაძლებელია ადამიანისა და ანთროპოლოგიური მაიმუნის შუალედური არსების - ”დაკარგული რგოლის” სამშობლო ყოფილიყო. იგი მიიჩნევდა, რომ ერთ დროს ინდოეთის ოკეანეში არსებული ხმელეთი ერთმანეთთან აკავშირებდა აფრიკას და ინდოეთს, ასევე მადაგასკარსა და სამხრეთ აზიის ქვეყნებს. ეს იყო გარკვეული ”სახმელეთო ხიდი”, რომლითაც ლემურები და სხვა მაიმუნისმაგვართა ჯიშის ცხოველები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ორ კონტინენტზე.

 

 

ცნობილი ფსიქოლოგი და ოკულტისტი ელენა ბლავატსკაია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა კავშირი მაჰატმას საძმოსთან (ეთერულ არსებებთან, რომელთა შტაბიც ტიბეტში მდებარეობს). მათ გაუმხილეს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის ნამდვილი ისტორია. ბლავატსკაია წერდა, რომ დედამიწაზე ადამიანთა სულ შვიდმა რასამ უნდა იცხოვროს. თანამედროვე ადამიანები მეხუთე რასას მივეკუთვნებით, ჩვენს შემდეგ კიდევ ორი განსხვავებული რასა დასახლდება. მეექვსე რასა იქნება ჩვენზე მეტად განვითარებული, ისინი კვლავ დაბრუნდებიან ლემურიაზე, ხოლო ბოლო - მეშვიდე რასა საერთოდ დატოვებს დედამიწას და ცხოვრებას თვიდან დაიწყებს პლანეტა მერკურზე. დედამიწაზე ასევე არსებობენ ქვე-რასები, რომლებიც მთავარი რასებისაგან წარმოიშვნენ. მაგალითად, მეოთხე რასის (ატლანტიდელების ) შთამომავლები არიან ავსტრალიელი აბორიგენები, პაპუასები და ჰოტენტოტები.

ბლავატსკაიას თქმით ზოგ ლემურიელს ოთხი ხელი ჰქონდა, ხოლო სხვებს კეფაზე ჰქონდათ მესამე თვალი, რომლითაც გონებით ხედვა შეეძლოთ. მათ ჰქონდათ ტელეპატიის უნარი და შეეძლოთ მთების გადადგმა მხოლოდ ნების ძალით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ფლობდნენ სისტემატურ (მყარ) ტვინს, ჩვენეული გაგებით.

ბლავატსკაიას გარდაცვალების შემდეგ (1891 წ.), მისმა მოსწავლემ ენი ბესანტმა განაგრძო წერა ლემურიასა და მისი მოსახლეობის შესახებ. მისი ცნობით, ლემურიელებს ათვისებული ჰქონდათ მთელი სამხრეთ ნახევარსფერო ჰიმალაის მთებიდან ანტარქტიდამდე და ატლანტიკის ოკეანის ცენტრალური ნაწილი.

იგივე საკითხზე წერდა ბრიტანელი თეოსოფისტი ვ. სკოტ-ელიოტი. მან მნიშვნელოვნად შეავსო ცნობები ლემურიაზე ტიბეტელი ეთერული მაგისტრების დახმარებით. 1896 წელს გამოსცა წიგნი ”ამბავი ატლანტიდისა და დაკარგული ლემურიისა” სადაც გამოაქვეყნა მსოფლიო რუკები, რომლებზეც ნაჩვენებია დედამიწის განვითარების სხვადასხვა ეტაპები, რომლებიც მიაწოდეს ტიბეტელმა მაჰატმას მაგისტრებმა.

 

1932 წელს ”ლოს-ანჯელეს თაიმსის” ჟურნალისტმა ედუარდ ლანსერმა განაცხადა, რომ იპოვა ლემურიელთა დასახლება შასტას მთის ფერდობზე, ჩრდილოეთ კალიფორნიაში. როცა მატარებლით ორეგონში მიემგზავრებოდა, მისი ყურადღება მიიპყრო მთაზე უცნაური ფერის სინათლემ. გამცილებელმა უთხრა, რომ იქ ლემურიელები თავიანთ რიტუალებს ატარებდნენ. ჟურნალისტი დააინტერესა ამან და გადაწყვიტა ეპოვა და შეესწავლა ეს უცნაური არსებები, რომლებიც იყვნენ დედამიწის პირველი მოსახლეების შთამომავლები. მთასთან ახლოს, პატარა ქალაქ ვიდში, უამბეს, რომ ლემურიელები თავიანთ რიტუალებს ატარებდნენ დღისითაც და ღამითაც, მაგრამ მათ წმინდა დასახლებაში შეღწევა არავის შეეძლო. თუმცა ერთმა ადგილობრივმა ”მკვლევარმა” გაიგო უფრო მეტი მათ შესახებ, იგი მუდმივად აკვირდებოდა მთას ძლიერი ასტრონომიული ტელესკოპით. ეს იყო პროფესორი ედგარ ლარკინი. ის ყვებოდა, რომ მთაზე შენიშნა ბრწყინვალე ტაძარი, მოპირკეთებული მარმარილოთი და ონიქსით, რომელიც მაიას იუკატანის უდიდეს ტაძარს მეტოქეობას გაუწევდა. მოსახლეობას ეშინოდა ლემურიელთა ტერიტორიაზე გადასვლა, თუმცა ჩანდა ისინი მშვიდობიანი და მეგობრული ხალხი იყვნენ. მათ უბრალოდ სურდათ ეცხოვრათ ისე, როგორც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ოდესღაც, მშობლიური მიწების ოკენაში ჩაძირვამდე.

საგაზეთო წერილში ლანსერი წერდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ხვდებოდნენ ლემურიელებს და აღწერდნენ მათ, როგორც ფეხშიშველ, მაღალ, ლამაზ, კეთილშობილ მამაკაცებს, მოკლედ შეჭრილი თმით, ატარებდნენ თეთრ მოსასხამებს. სოფლელებს ისინი მოსწონდათ, რადგან ყიდულობდნენ მათგან დიდი რაოდენობით გოგირდს, მარილს და ღორის ქონს და გულუხვად იხდიდნენ სუფთა ოქროთი, რასაც მოიპოვებენ შანტას მთის მაღაროებში.

 

შასტას მთა

 

ამ სენსაციურ ისტორიაში დიდ ინტერესს იწვევდა, თუ როგორ არხერხებდნენ ”ლემურიელები” ყველასთვის შეუმჩნეველნი ყოფილიყვნენ. ლანსერი ამბობდა, რომ ისინი იყენებდნენ ტიბეტელი მაგისტრების წმინდა ძალებს, რომლის მეშვეობითაც მათ სოფელს დამცავი უხილავი საზღვარი შემოავლეს. მისი განცხადებით, მათ თანამედროვე ადამიანზე გაცილებით მეტი მეცნიერული ცოდნა აქვთ. თუმცა ათასობით წელია ამერიკაში ცხოვრობენ, ახსოვთ თავიანთი წინაპრების რიტუალები და ატარებენ მას მთაზე.

 

სხვა მკველვარების ჩვენებებმა გული გაუტეხეს ხალხს, ვისაც ლანსერის მონათხობი სჯეროდა. მათ მთაზე მსგავსი დასახლების კვალიც ვერ იპოვეს. ”გამოჩენილი პროფესორი” ლარკინი ადგილობრივი დილეტანტი ოკულტისტი აღმოჩნდა, რომელიც თავისი მცირემასშტაბიანი ტელესკოპით ვარსკვლავებს აკვირდებოდა.

 

მიუხედავად ამისა შანტის მთა და ლანსერის ისტორია ხშირად ხდება ოკულტისტთა დავის საგანი. ზოგი თვლის, რომ მან ისტორია შეთხზა ფრედერიკ. ს. ოლივერის წიგნის ”ორი პლანეტის ბინადარნი” გავლენით. წიგნი გამოიცა 1894 წელს. ავტორმა გამოიყენა ფსევდონიმი "Phylos The Tibetan". მთხრობელი მოულოდნელად ხვდება ერთ-ერთ ოსტატს (ჩინელ ბრძენს, სახელად ქუონგს) იმავე მთაზე, სადაც სასულიერო საზოგადოება ინახავდა წინაპართა ცოდნას. იგი მიიღეს თავიანთ წრეში, შემდეგ კი, სულიერი სხეულით წაიყვანეს სამოგზაუროდ პლანეტა ვენერაზე. მათ ასევე ასწავლეს როგორ გაეხსენებინა წინა ინკარნაციები ატლანტიდადან მოყოლებული.

ასევე ლანსერი ალბათ იცნობდა სკოტ-ელიოტის წიგნებსაც, მისი ისტორია ლემურიაზე მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი არ უნდა ყოფილიყო . სკოტ-ელიოტი ახსენებს არსებებს იმდროინდელ ვენერადან, როცა პლანეტა თავის ძველ ორბიტაზე მოძრაობდა მარსსა და იუპიტერს შორის, რომელსაც უწოდებდნენ „"Lords of The Flame" . ვენერიანებს მაღალი ცივილიზაცია აქვთ თავიანთ პლანეტაზე, მათ ასწავლეს ლემურიელებს როგორ მიეღწიათ უკვდავებისთვის ინკარნაციათა განმეორებით.

შესაძლებელია ვენერიელებს ასევე უწოდებდნენ ”ასტეროიდელებს”, რომლებსაც აღწერდნენ როგორც პატარა ადამიანებს, მცხოვრებს ”მეხუთე პლანეტაზე”, რომლის ორბიტა იყო ახლანდელ ასტეროიდთა ქამრის ადგილას.

 

ატლანტიდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან

ატლანტიდა (ბერძნ. Ἀτλαντίς νῆσος — „ატლანტის კუნძული“) — ლეგენდარული მიწა (კუნძული, არქიპელაგი ანდაც კონტინენტი), რომელიც ზღვის ფსკერზე დაეშვა მიწისძვრის ან რაღაც სხვა კატაკლიზმის შედეგად. ქვეყნის მოსახლეობას ატლანტები ეწოდებოდა. პირველად პლატონი იხსენიებს ტიმეოსთან და კრიტეოსთან დიალოგებში.

ამჟამად სამეცნიერო წრეებში ატლანტიდაზე თქმულება ან პლატონის მიერ სრულიად გამონაგონად, ანდაცფილოსოფიურ მითად მიიჩნევა, რომელიც რაღაც ბუნდოვანი კატასტროფის გახსენებას ემყარება დაახლოებით ძველი წელთ აღრიცხვით 4-ე ათასწლეულში, როდესაც ხმელთაშუა ზღვის წ####ბი ეგეოსისმეშვეობით შავ ზღვას დაუკავშირდა; ანდაც კუნძულ სანტორინზე ვულკანის ამოფრქვევას ძვ. წ. აღ-ით 16-ე საუკუნეში. არასამეცნიერო წრეებში კი ატლანტიდა ყველაზე საყვარელი თემაა, როგორც ყველაზე არაბუნებრივი მოვლენების აღსაწერად გამოსადეგი ობიექტი. ატლანტიდას უამრავი მხატვრული თუ სამეცნიერო ფანტასტიკური გამონაგონი უკავშირდება.

 

მითის ისტორია[რედაქტირება]

ყველა ცნობა ატლანტიდაზე პლატონთან არის შემონახული ორ დიალოგში: ტიმეოსთან (მოკლედ) და კრიტიასთან (უფრო ვრცლად). დიალოგი „ტიმეოსი“ სოკრატესა და პითაგორელი ტიმეოსის განსჯით იწყება სახელმწიფოს საუკეთესო მოწყობაზე. აღწერს რა მოკლედ იდეალურ სახელმწიფოს, სოკრატე მიღებული სურათის აბსტრაქტულობასა და სქემატურობას უჩივის და სურს იმის აღწერილობა მიიღოს, თუ როგორ მოიქცეოდა ეს სახელმწიფო სხვა სახელმწიფოებთან ბრძოლაში; როგორ ღირსეულად ჩაერთვებოდა ომში, ომის დროს კი მისი მოქალაქეები ისე მოიქცეოდნენ, როგორც მათ შეშვენით, თანახმად მათი განათლებისა და აღზრდისა, იმის მიუხედავად, მოლაპარაკება იქნებოდა თუ ბრძოლის ველი ნებისმიერ სახელმწიფოსთან. დიალოგის მესამე მონაწილე კრიტიასი კი ამბავს მოჰყვება, რომელიც თითქოს პაპამისისგან — კრიტიას-უფროსისგან აქვს მოსმენილი, მას კი თავის დროზე სოლონისგან ჰქონია გაგონილი, რომელსაც მსახურებმა უამბეს ეგვიპტეში. მონათხრობის აზრი შემდეგია: ოდესღაც, 9 000 წლის წინ ათენი უფრო სასახელო, მძლავრი და კეთილსინდისიერი სახელმწიფო იყო. ათენის უმთავრესი მეტოქე ზემო ხსენებული ატლანტიდა იყო. ეს კუნძული ერთად აღებულ მცირე აზიასა და ლიბიას აღემატებოდა ზომით. ამ კუნძულზე საოცარად დიდი და მძლავრი სამეფო შექმნილიყო, რომელიც ლიბიას ფლობდა ეგვიპტემდე დაევროპას ტირენემდე. ამ სამეფოს ყველა ძალა ათენის დასამონებლად იქნა გადმოსროლილი. ათენელებიც თავიანთი თავისუფლების დასაცავად აღსდგნენ ელინთა მეთაურობით; და იმის მიუხედავად, რომ ყველა მოკავშირემ მათ უღალატა, ათენელებმა მაინც მოახერხეს ატლანტების მოდრეკვა და მათ მიერ დამონებული ერების გათავისუფლება. ამას უდიდესი ბუნებრივი კატასტროფაც მოჰყვა, რომლის შედეგად, ათენელთა მთელი ჯარი და მთლიანად ატლანტიდა ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა.

კრიტიასის დიალოგი იმავე მონაწილეებთან ერთად, ტიმეოსის გაგრძელებად მიიჩნევა, რაც ათენელებისა და ატლანტიდის შესახებ გვაწვდის დამატებით ინფორმაციას. ათენი იმხანად (მიწისძვრამდე და წყალდიდობამდე) დიდი და ნაყოფიერი სამეფოს ცენტრი იყო; დასახლებული კეთისლინდისიერი ერით, რომელთაც (პლატონის აზრით) სახელმწიფოს ყველაზე იდეალური მოწყობა ჰქონდათ. ყველაფერს მმართველები და მეომრები განკარგავდნენ, რომლებიც მიწათმოქმედ-დარგობრივი მასისგან მოშორებით, აკროპოლზე ცხოვრობდნენ განცალკევებულ კომუნაში. თავმდაბალ და კეთილსინდისიერ ათენელებს მძლავრი და ქედმაღალი ატლანტიდა უპირისპირდება. ატლანტების ჯარის მეთაური, პლატონის მიხედვით, ღმერთი პოსეიდონი იყო, რომელსაც მოკვდავ გოგონა კლეიმოსთან ათი ღვთიური ვაჟი შესძენოდა, ისინი კი, უფროსი ატლანტის მეთაურობით, სამეფო ჯარებს ჩასდგომოდნენ სათავეში.

კუნძულის ცენტრს ბორცვი წარმოადგენდა, რომელიც ზღვის ნაპირიდან 50 სტადიის (8-9 კილომეტრის) დაშორებით მდებარეობდა. პოსეიდონმა დაცვის მიზნით, ბორცვს სამი წყლის არხი და ორი ნათხარი რკალი შემოავლო; ატლანტებმა კი რკალებზე არხები გაჭრეს და ხიდები გადადეს, რათა გემებს პირდაპირ ქალაქში, უფრო სწორად კი, ქალაქის ცენტრალურ კუნძულამდე შესძლებოდათ მიცურვა, რომელიც 5 სტადიის ოდენა (კილომეტრზე ნაკლები) თუ იქნებოდა დიამეტრში. კუნძულს ოქრო-ვერცხლით სავსე ტაძრები, ოქროს ქანდაკებები და სასახლე ამშვენებდა. კუნძულს, რომელზეც სასახლე იდგა (…) ასევე მიწათხრილებსა და პლეტრის (30 მ) სიგანის ხიდებს მეფეებმა ქვის ღობე შემოავლეს, ზღვისკენ გასასვლელებთან კი ჭიშკრები დაუტანეს. თეთრი, შავი და წითელი ფერის ქვას ისინი შუა კუნძულის წიაღიდანა და შიდა და გარე მიწათხრილების წიაღიდან იღებდნენ, რომლის ორმხრივ შეღრმავებებს ამავე ქვით აპირკეთებდნენ და ნავმისადგომებს აწყობდნენ.

თუკი ზოგიერთ რამეს უბრალო ელფერით აკეთებდნენ, დანარჩენს მრავალფეროვანი ქვებით აპირკეთებდნენ, რათა ხელოვნების მწვერვალზე აეყვანათ. გარე მიწათხრილის კედლები ატლანტებმასპილენძით მოაპირკეთეს, შიდა თხრილი კი კალით იყო შემოსილი, რაც შეეხება თავად აკროპოლს — ოქროცურვილი ფირფიტებით იყო დაფარული რათა ცეცხლოვანი შუქი ეფრქვიათ.

მანამ, სანამ ატლანტებში ღვთიური ბუნება იყო შენარჩუნებული, ისინი სიმდიდრეს უფრთხილდებოდნენ და კეთილქმედებას აყენებდნენ პირველ რიგში; მაგრამ, როდესაც მათში ადამიანურმა ბუნებამ იმძლავრა, ისინი გახარბდნენ, ფუფუნებაში ჩაეფლნენ, გაძუნწდნენ და გაქედმაღლდნენ. განცვიფრებულმა ზევსმაატლანტების დაღუპვა განიზრახა და ღმერთთა სხდომა მოიწვია… სწორედ აქ წყდება, ჩვენამდე მოღწეული ტექსტის მიხედვით, ხსენებული დიალოგი.

 

სხვა ანტიკური ავტორები[რედაქტირება]

პლატონი

 

ატლანტიდა ანდებში[რედაქტირება]

პერუში არსებობს ძველი ქალაქი- ოლანტაიტამბო - რომელიც მდებარეობს 2700 მეტრზე ზღვის დონიდან. იქ არის უზარმაზარი მეგალითური ნაგებობები. მზის ტაძრის ერთ-ერთი კედელი საძირკველთან ახლოსაა - 5 დიდი მეგალითური ბლოკით. მის ჩრდილოეთ კედელზე კი დიდგვაროვანთა სახლები იყო აშენებული - ოფიციალურად ცნობილია, რომ ეს ქალაქი აშენდა 15 საუკუნეში, თუმცა არსებობს ბევრი კითხვა, რომელიც ამ თარიღს ეჭვის ქვეშ აყენებს საინტერესოა ტონიანი ბლოკების დადების სტილი, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს.

ახლა რა იწვევს ეჭვს ამ ნაგებობებში - უზარმაზარი ბლოკები გადაყრილია ერთი მიმართულებით - ეჭვგარეშეა, რომ ოდესღაც ამ ნაგებობას წინა კედელიც ჰქონდა, რომელიც რაღაც დიდმა ძალამ დაანგრია - ამ კედლის დანგრეული ბლოკები ტერასის ქვევით ჩანს. ამ რაღაც დიდი ძალის მოქმედების ვექტორი ასე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ - ყველა ბლოკი (ტონიანი !) ამ მიმართულებითაა გადაყრილი; ეს დამანგრეველი ძალა ვერ იქნებოდა მიწისძვრა - რადგან მიწისძვრის დროს სახლები ერთი მიმართულებით არ ინგრევა. უზარმაზარ ბლოკებს ვერ დაანგრევდნენ ესპანელებიც .- ეს შეეძლო გაეკეთებინა მხოლოდ წყლის ნაკადს! აი ეს ბლოკი სულ ძირშია ნაპოვნი - რა ძალას უნდა ჩამოეტანა იგი ასე დაბლა ახლა შეხედეთ თუ სად მდებარეობს ოლანტაიტამბო - იგი მდებარეობს 2700 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან - მთის კენწეროზე არანაირი ტბა და მდინარე არ მდებარეობს - რას შეეძლო შეექმნა ასეთი ძლიერი წყლის ნაკადი თუ არა მსოფლიო წარღვნას.

ნაგებობების შესწავლისას რჩება შთაბეჭდილება, რომ ნაქალაქევზე გვაქვს ორი ტიპის მშენებლობა - პრიმიტიული აგურებისმაგვარი წყობა და ამ ნაგებობების ძირში მეგალითური - სრულიად უნიკალური მშენებლობის სტილი, გრანიტის ქვების დამუშავების კვალი - გრანიტის ასე დამუშავება დღევანდელი ტექნოლოგიებითაც კი გაუჭირდებოდათ და შეადარეთ ახლა ასეთი უნიკალური ბლოკები პრიმიტიულ სახლებს, რომლებიც ეტყობა მართლა მე-15 საუკუნეში იყო აგებული. ბოლოს ავტორი ასკვნის, რომ წყლის დიდი ნაკადი მოდიოდა ერთი მხრიდან - ანუ ატლანტიური ოკეანიდან და გადაუარა 2700 მეტრის სიმაღლეზე უმაღლეს მთებს. ხოლო წარღვნამდე დედამიწაზე არსებობდა უდიდესი ტექნოლოგიების მქონე ცივილიზაციები, რომელთაც თავისუფლად აჰქონდათ ასეთი მრავალტონიანი ბლოკები 2700 მეტრის სიმაღლეზე.

:love :) :cool:

 

--------------------
Edited by შანკარადევა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ი? რა შუაშია ღვინის ქურდები ა? :read: :mda:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოხმა! :D :D :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...