Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ქართული ოცნებაც უტოპია

:facepalm: :facepalm: :facepalm:

 

 

 

უტოპიას რაც შეეხება, ძირითადად უტოპიის კლასიფიკაციაც უნდა მოვახდინოთ: არსებობს მოდელები, თეორიები რომლებსაც კონსევატორები უტოპიას უწოდებენ და რომელთა განხორციელების იმედი არ გააჩნიათ, მაგრამ იმის უარყოფაც არ შეიძლება, რომ ეს უტოპია განუხორციელებელია. მაგალითად აბსოლუტიზმის დროს არც ერთ კონსევატორ როიალისტს არ წარმოედგინა, როგორ შეიძლება ეარსება რესპუბლიკას, მაგრამ ფაქტია რომ იარსება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 37
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

:yes: :yes: გეთანხმები, თუმცა აზრი კარგადაა ჩამოყალიბებული :)

კარგია...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukrikoუტოპია, არის Uპრობლემო ანუ შესანიშნავი სამყარო. ეს კი თავითავად ნიშნავს, სისულელეს! ასე რომ ვისაც სჯერა უტოპიის, დებილია ან მეოცნებე :grr: დასკვნები გამოიტანე თავად. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

????

რა არი კარგი? :D

რომ მეთანხმები და თან შენი აზრიც გაქვს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უტოპია _ ერთი შეხედვით, ოცნებათა შემმუსვრელი სიტყვა. სიტყვა, რომელიც თავის თავში მოიცავს ირონიას, ცინიზმს, გულგრილობას. ეს სიტყვა ნებისყოფა და გონებადაქვეითებულს ოცნების სიმძიმისა და ამ ოცნების აღსრულებისათვის საჭირო ქმედებისაგან ათავისუფლებს. გულგრილი ადამიანისათვის უტოპია ის უკანასკნელი ვერდიქტია, რომლითაც ის შემოქმედ ადამიანში ქმედების სურვილის მოკვლას ცდილობს. ვერდიქტი _ “ეგ ხომ უტოპიაა”, ნიშნავს _ შეწყვიტე ოცნება, შეწყვიტე წინსვლა, გახდი ისეთი უმოქმედო, როგორიც მე ვარ.

უტოპია ჩვენს საზოგადოებაში ფართო მოხმარების სიტყვაა. ჩვენს სოციუმში ეს სიტყვა ოცნების, ფანტაზიების, შემოქმედების, უდიდესი ჩანაფიქრის აღსრულების ყველაზე მძლავრ ბარიერს აღნიშნავს. მის კედლებთან გროვებად ყრია მიმსხვრეული ილუზიები, ოცნებები, მისწრაფებები. თუმცა, ჩვენი აზრით, უტოპიის არსში სოციუმის თვითგადარჩენის, თავდაცვის უდიდესი, პოზიტიური მნიშვნელობაცაა ჩადებული.

დიახ, უტოპია უდიდესი ფასეულობა, მართლაც გადაულახავი ბარიერია იმ არშემდგარი ადამიანებისათვის, რომლებიც ამ ბარიერის კედლის ძირში, საკუთარ ოცნებებთან ერთად იხრწნებიან და ესეც ბუნების უდიადესი კანონზომიერებაა.

თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ეს ბარიერი რომ არ არსებობდეს. მაშინ ყველა ნებისყოფადაქვეითებული თავის ოცნებას, მიზანს განახორციელებდა. დაუკვირდით, რამდენი ნებისყოფადაქვეითებული (ანუ იგივე გონებადაქვეითებული) ჩუმად ბუზღუნებს, ნირწამხდარია, რაღაცით სასტიკად უკმაყოფილოა. ჩვენ მათი არ გვეშინია, რადგან მათ ისეთი უხამსი ოცნება, ისეთი ბოროტება ჩაიფიქრეს, რასაც ვერასდროს აღასრულებენ. მათაც ბარიერი აღუდგებათ წინ და ეს ბარიერიც უტოპიაა. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ არშემდგარი ადამიანები ჩვენც უტოპიის ბარიერს აღგვიმართავენ.

კვანტურ ფიზიკაში არის ერთობ საინტერესო, ე.წ. გვირაბული ეფექტი. ამ ეფექტის არსი შემდეგია: არის შემთხვევა, რომ ელემენტარული ნაწილაკი რაღაც ისეთი პოტენციური ბარიერის წინაშე აღმოჩნდება, რომლის გადალახვა კლასიკური გაგებით, უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა, ხდება საოცრება _ ნაწილაკი, რომელიც ბარიერის დაძლევისთვის საჭირო ენერგიას არ ფლობს, მაგრამ აქვს მისი დაძლევის უდიდესი “სურვილი”, მოულოდნელად ბარიერის მიღმა აღმოჩნდება.

 

თუ ადამიანი იდეას, მიზანს სიცოცხლის აზრად აქცევს, მაშინ მის სვლას ამ მიზნისაკენ ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს თუნდაც ორი მიზეზის გამო:

პირველი _ გაიხსენეთ, რომ უდეფექტო სისტემა ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად, ნებისმიერ ბარიერს აქვს “დეფექტი” და თუ ამ დეფექტს აღმოვაჩენთ, ეს იმ ბერკეტის საყრდენი იქნება, რომელიც არქიმედეს აზრით ყველა წინააღმდეგობას დაგაძლევინებს.

მეორე _ ყველაზე მაღალი ბარიერიც კი მხოლოდ ილუზორული, ჩვენს არასრულყოფილ გონებაში აღმართული ბარიერია და მისი სიმაღლე ჩვენი არასრულფასოვნების რიგსა და ხარისხზე მიუთითებს. სწორედ ეს, ჩვენ მიერ წარმოსახვით შექმნილი ბარიერია ჩვენი ოცნებების მსხვრევისათვის საშიში. თორემ მიზანმიმართულმა ადამიანებმა რეალურ ასმეტრიან ბარიერს, კედელს კი არა 8848 მეტრიან ევერესტსაც კი გადაუარა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

ნუ დავივიწყებთ, რომ რეალური ბარიერების უმრავლესობა ქაღალდზე დახატული ბეტონის კედელია, გაბედეთ და ხელი შეახეთ, ნახავთ, რომ ის უბრალოდ გაიხევა. ესეც თქვენი გვირაბული ეფექტი.

ამბობთ რომ ყოველივე დაძლევადიაო და ყოველივე წინააღმდეგობა სისუსტედან და უძლურედისან მოდისო და ხალხი წუწუნებს, ბუზღუნებს ცხოვრებაზე და გამართლებული ის იქნება მათ ცხოვრება კი არ უნდა ლანძღონ არამედ საკუთარი თავი მათი სისუსტის და უძლურების გამო. გონს კი შესწევს იმის ძალა რომ ცხოვრებასთან შეპირისპირებულმა ყოველივე ძლიოს მაგრამ გინახავთ გონება რომელიც ასე მოძლიერებულა და თავს ცხოვრებაში ისე გრძნობს როგორც საკუთარ სახლში?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ გინახავთ გონება რომელიც ასე მოძლიერებულა და თავს ცხოვრებაში ისე გრძნობს როგორც საკუთარ სახლში?

კარგი შენიშვნაა.. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

giauridiaმართალია! ქართული ოცნებაც უტოპია

შენ ეგრე თუ გააგრძელე გაგიჟდები :facepalm:

 

ვახ, ეს რა ძველი თემაა...ბავშვობა გამახსენდა :D

:D უი ძველია?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემო გოგო

:facepalm: შენი გოგო როდის მერე გავხდი? :))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 weeks later...
უტოპია იყო ატლანტიდა სანამ 11 000 წლის წინ არ დაიტბორა :cry: :sad:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...