giauridia Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 უტოპია _ ერთი შეხედვით, ოცნებათა შემმუსვრელი სიტყვა. სიტყვა, რომელიც თავის თავში მოიცავს ირონიას, ცინიზმს, გულგრილობას. ეს სიტყვა ნებისყოფა და გონებადაქვეითებულს ოცნების სიმძიმისა და ამ ოცნების აღსრულებისათვის საჭირო ქმედებისაგან ათავისუფლებს. გულგრილი ადამიანისათვის უტოპია ის უკანასკნელი ვერდიქტია, რომლითაც ის შემოქმედ ადამიანში ქმედების სურვილის მოკვლას ცდილობს. ვერდიქტი _ “ეგ ხომ უტოპიაა”, ნიშნავს _ შეწყვიტე ოცნება, შეწყვიტე წინსვლა, გახდი ისეთი უმოქმედო, როგორიც მე ვარ. უტოპია ჩვენს საზოგადოებაში ფართო მოხმარების სიტყვაა. ჩვენს სოციუმში ეს სიტყვა ოცნების, ფანტაზიების, შემოქმედების, უდიდესი ჩანაფიქრის აღსრულების ყველაზე მძლავრ ბარიერს აღნიშნავს. მის კედლებთან გროვებად ყრია მიმსხვრეული ილუზიები, ოცნებები, მისწრაფებები. თუმცა, ჩვენი აზრით, უტოპიის არსში სოციუმის თვითგადარჩენის, თავდაცვის უდიდესი, პოზიტიური მნიშვნელობაცაა ჩადებული. დიახ, უტოპია უდიდესი ფასეულობა, მართლაც გადაულახავი ბარიერია იმ არშემდგარი ადამიანებისათვის, რომლებიც ამ ბარიერის კედლის ძირში, საკუთარ ოცნებებთან ერთად იხრწნებიან და ესეც ბუნების უდიადესი კანონზომიერებაა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ეს ბარიერი რომ არ არსებობდეს. მაშინ ყველა ნებისყოფადაქვეითებული თავის ოცნებას, მიზანს განახორციელებდა. დაუკვირდით, რამდენი ნებისყოფადაქვეითებული (ანუ იგივე გონებადაქვეითებული) ჩუმად ბუზღუნებს, ნირწამხდარია, რაღაცით სასტიკად უკმაყოფილოა. ჩვენ მათი არ გვეშინია, რადგან მათ ისეთი უხამსი ოცნება, ისეთი ბოროტება ჩაიფიქრეს, რასაც ვერასდროს აღასრულებენ. მათაც ბარიერი აღუდგებათ წინ და ეს ბარიერიც უტოპიაა. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ არშემდგარი ადამიანები ჩვენც უტოპიის ბარიერს აღგვიმართავენ.კვანტურ ფიზიკაში არის ერთობ საინტერესო, ე.წ. გვირაბული ეფექტი. ამ ეფექტის არსი შემდეგია: არის შემთხვევა, რომ ელემენტარული ნაწილაკი რაღაც ისეთი პოტენციური ბარიერის წინაშე აღმოჩნდება, რომლის გადალახვა კლასიკური გაგებით, უბრალოდ შეუძლებელია. თუმცა, ხდება საოცრება _ ნაწილაკი, რომელიც ბარიერის დაძლევისთვის საჭირო ენერგიას არ ფლობს, მაგრამ აქვს მისი დაძლევის უდიდესი “სურვილი”, მოულოდნელად ბარიერის მიღმა აღმოჩნდება. თუ ადამიანი იდეას, მიზანს სიცოცხლის აზრად აქცევს, მაშინ მის სვლას ამ მიზნისაკენ ვერავითარი ბარიერი ვერ შეაჩერებს თუნდაც ორი მიზეზის გამო:პირველი _ გაიხსენეთ, რომ უდეფექტო სისტემა ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად, ნებისმიერ ბარიერს აქვს “დეფექტი” და თუ ამ დეფექტს აღმოვაჩენთ, ეს იმ ბერკეტის საყრდენი იქნება, რომელიც არქიმედეს აზრით ყველა წინააღმდეგობას დაგაძლევინებს. მეორე _ ყველაზე მაღალი ბარიერიც კი მხოლოდ ილუზორული, ჩვენს არასრულყოფილ გონებაში აღმართული ბარიერია და მისი სიმაღლე ჩვენი არასრულფასოვნების რიგსა და ხარისხზე მიუთითებს. სწორედ ეს, ჩვენ მიერ წარმოსახვით შექმნილი ბარიერია ჩვენი ოცნებების მსხვრევისათვის საშიში. თორემ მიზანმიმართულმა ადამიანებმა რეალურ ასმეტრიან ბარიერს, კედელს კი არა 8848 მეტრიან ევერესტსაც კი გადაუარა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ნუ დავივიწყებთ, რომ რეალური ბარიერების უმრავლესობა ქაღალდზე დახატული ბეტონის კედელია, გაბედეთ და ხელი შეახეთ, ნახავთ, რომ ის უბრალოდ გაიხევა. ესეც თქვენი გვირაბული ეფექტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted January 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2013 giauridiaმართალია! ქართული ოცნებაც უტოპია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted January 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2013 ქართული ოცნებაც უტოპიაცოტა განიტვირთე და ყველგან ქართული ოცნება ნუ გელანდება შენი,როგორც მიშ სექტის მიმდევრის,მხრიდან ოცნების მიზანმინართული დისკრედიტაცია გასაგებია მარა სანამ ოცნება ფობიაში გადაგზრდია სჯობს თავს მიხედო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted January 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2013 ცოტა განიტვირთე და ყველგან ქართული ოცნება ნუ გელანდება შენი,როგორც მიშ სექტის მიმდევრის,მხრიდან ოცნების მიზანმინართული დისკრედიტაცია გასაგებია მარა სანამ ოცნება ფობიაში გადაგზრდია სჯობს თავს მიხედო ) ) ) ) მაგარია ) ) ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted January 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2013 mamaარა.სერიოზულად ოცნება არასეროზულია, და მაგიტომაა უტოპია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted January 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2013 სერიოზულად ოცნება არასეროზულია,კი,მეტ-ნაკლებად და მაგიტომაა უტოპია. უტოპია სხვა რამაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted January 10, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2013 კი,მეტ-ნაკლებად უფრო მეტად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mateo Falkone Posted January 15, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2013 ერთ სიტყვაზე ამხელა განმარტება რა ამბავია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Afrodite Miloseli Posted January 15, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2013 გეთანხმები Mateo Falkone... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted January 15, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2013 (edited) ერთ სიტყვაზე ამხელა განმარტება რა ამბავია... გეთანხმები Mateo Falkone..თუ დაკვირვებით წაიკითხავთ მიხვდებით რო არ არის სიტყვის განმარტება Edited January 15, 2013 by mama Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Shaten Posted January 15, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2013 (edited) გეთანხმები Mateo Falkone... "ნიკის ჩასმა" რომ აწერია, იმას უნდა დაუჭირო.. - Mateo Falkone ნიკის ჩასმა Edited January 15, 2013 by Shaten Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mercia merlani Posted January 15, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2013 Giorgi Kiskeidze ოცნება აუცილებლად "ქართული" არ არის, ის შეიძლება იყოს რუსული, ამერიკული.... მიიღეთ "აბი გლუკოზა" და განიქარვეთ ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Giorgi Kiskeidze Posted January 15, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2013 ოცნება აუცილებლად "ქართული" არ არის, ის შეიძლება იყოს რუსული, ამერიკული.... მიიღეთ "აბი გლუკოზა" და განიქარვეთ ოცნება კარგია როცა, ოცნებობ ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mateo Falkone Posted January 16, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2013 რა მნიშვნელობა აქვს Afrodite Miloseli მა რომ მიგულისხმა ხომ მაინც მივხვდი.... ნუ ერთი სიტყვით სრულიად უინტერესოა ეს თემა ჩემთვის... ადვილია ილაპარაკო იმაზე ადამიანმა რა უნდა გააკეთოს მაგრამ ამით არაფერი იცვლება... თუ თავად ინდივიდმა არ მოისურვა... ბლა ბლა ბლა.... და ასე შემდეგ... თუ დაკვირვებით წაიკითხავთ მიხვდებით რო არ არის სიტყვის განმარტება რა მნიშვნელობა აქვს მაინც არფერია... სიტყვა ერთია საქმე მეორე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted January 16, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2013 ნუ ერთი სიტყვით სრულიად უინტერესოა ეს თემა ჩემთვის... ადვილია ილაპარაკო იმაზე ადამიანმა რა უნდა გააკეთოს მაგრამ ამით არაფერი იცვლება... თუ თავად ინდივიდმა არ მოისურვა... ბლა ბლა ბლა.... :yes: გეთანხმები, თუმცა აზრი კარგადაა ჩამოყალიბებული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.