Guest ჭანო Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 თავისუფალი მასონობა (ფრანგ. franc-maçonnerie ინგლ. Freemasonry) სიტყვასიტყვით ნიშნავს ქვისმთლელს. ძმობაზე და სამსახურზე დამყარებული ორგანიზაციაა, მორალურ-ეთიკური მოძრაობა, აღმოცენებული XVIII საუკუნეში (1717 წლის 24 ივლისი, პირველი ოფიციალური დიდი ლოჟა დიდ ბრიტანეთში)დახურული ორგანიზაციის სახით, საკუთარი რიტუალებით და სიმბოლოებით, რომლებიც გადმოღებულია ნაწილობრივ ქრისტიანობიდან. მასონური ეთიკა და ფილოსოფია აგებულია მონოთეისტურ შეხედულებებზე. დღევანდელ დღეს თავისუფალი მასონობა სხვადასხვა ფორმით არსებობს მსოფლიოში. ორგანიზაცია დაახლოებით 5 მილიონ წევრს ითვლის, რომელთაგან 2 მილიონამდე აშშ-ში ცხოვრობს და 480,000 ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში. თავისუფალ მასონებს ერთმანეთთან აკავშირებთ ერთიანი მორალური და მეტაფიზიკური იდეალები. მაგალითად, როგორც წესი, მათი ერთ-ერთი ფუძემდებლური იდეალია უზენაესი არსების რწმენა. თავისუფალი მასონები სიმბოლოებად იყენებენ ქვისმთლელების იარაღებსა და ხელსაწყოებს სოლომონის ტაძრის მშენებლობის ალეგორიული სიმბოლოს წინააღმდეგ. მასონური იერარქია თავის წევრებს მოუწოდებს იღვაწონ კაცობრიობის "პროგრესისათვის", თუმცა დაიტოვონ თავიანთი შეხედულება ამ სიტყვებზე.[1] ძმობა ადმინისტრაციულად დაყოფილია დიდ ლოჟებად (ან ზოგჯერ ორიენტებად). თითოეულ დიდ ლოჟას საკუთარი იურისდიქცია გააჩნია და მოიცავს დაქვემდებარებულ ლოჟებს. დიდი ლოჟები ერთმანეთს აღიარებენ მასონური სასაზღვრო ნიშნებისა და რეგულარული მასონური იურისდიქციის რიტუალით. არსებობენ, ასევე, ცალკეული ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან მასონთა ძირითად პალატასთან, მაგრამ დამოუკიდებელი მმართველობა გააჩნიათ. ეს ლოჟები და ორგანიზაციები გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე[2] და ატარებენ თავიანთ შეხედულებებსა და მიზნებს სხვადასხვა გზით, თუმცა მათ ქმედებებს მოწინააღმდეგეებიც ჰყავთ: დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის აზრით, ევროკავშირში გაერთიანებას მისი ქვეყნისთვის სიკეთე არ მოუტანია. მისთვის მიუღებელია მასონური პრინციპები მსოფლიო ინტეგრაციის, ერების გაერთიანების შესახებ, რომლითაც, მისივე აზრით, ევროკავშირი ხელმძღვანელობს. http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/7/70/Square_compasses.png წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%...%83%91%E1%83%98 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 მატ გააცნიატ 5 უმთავრესი პრიციპი: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, შემწყნარებლობა ანუ ტოლერანტობა, ადამიანობა ანუ ჰუმანურობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 მასონები უარყოფენ რელიგიურ( კონფესიურ ) დანაწევრებას, ნაციონალიზმ-შოვინიზმს და საზოგადოებას ყოფენ 2 ნაწილად..მმარტველი და სამარტავი...მე პირადად ყველანაირად მივესალმები და მგონია რომ მსოფლიო მოწყობის უნიკალური და ერტადერტი სწორი საშუალებაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 FRIDRIXმაპატიე მაგრამ შენი პოსტი რომ წავიკითხე -უცებ მანანისტების მიტინგი გამახსენდა-შევარდნაძე მასონიიი! რომ ყვირიან ისე მასონებზე ტემა მქონდა ერტ ფორუმზე გახსნილი და პირველ გვერდებზე საკმაოდ საინტერესო პოსტები იყო...კარგი იქნება ამ მიმარტულებით თუ წავა ეს თEმაც: მასონები სოლომონ მეფის დროიდან მოდიან-ეხლა დრო არ მაქვს ლეგენდის შინაარსი ჩAმოვაყალიბო, ვინმე თუ მოიცლიტ დაწერეთ( სოლომონის ტაძრის მშენებლობისას მომხდარ მკვლელობაზე ვუბნობ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 (edited) FRIDRIXმაპატიე მაგრამ შენი პოსტი რომ წავიკითხე -უცებ მანანისტების მიტინგი გამახსენდა-შევარდნაძე მასონიიი! რომ ყვირიან ისე მასონებზე ტემა მქონდა ერტ ფორუმზე გახსნილი და პირველ გვერდებზე საკმაოდ საინტერესო პოსტები იყო...კარგი იქნება ამ მიმარტულებით თუ წავა ეს თEმაც: მასონები სოლომონ მეფის დროიდან მოდიან-ეხლა დრო არ მაქვს ლეგენდის შინაარსი ჩAმოვაყალიბო, ვინმე თუ მოიცლიტ დაწერეთ( სოლომონის ტაძრის მშენებლობისას მომხდარ მკვლელობაზე ვუბნობ) http://s56.radikal.ru/i154/1002/63/593966c4372c.gif ძველი წელთაღრიცხვის 990 წელიან წლებში როცა სოლომონის ტაძარი შენდებოდა მაშინ იქ მომუშავე მუშებმა გადაწყვიტეს რომ შეექმnaT gaerTianeba რათა მესიისთვის გზა განემზადებინათ. ჭეშმარიტი მესია მათ არ მიიღეს, რადგან ისისნი ელოდნენ რომ მესია მათ ფერხთით მოუფენდა ამა ქვეყნის ავლა დიდებას; მაგრამ უფალმა მათ თავმდაბლობა და ჭეშმარიტება უქადაგა, რაც მათ უარყვეს. ისისნი ამჟამად ელიან მესიას რომელიც მათ ძალაუფლებას მოუტანს და რომელი იქნება ანტიქრისტე. მათთან გაწევრიანების დროს ასეთი ფრაზა იყო წინა საუკუნეებში:"მე თუ გავცემ თქვენს საიდუმლოებას, მაშინ გამომჭერით ყელი, ამომაჭერით ენა და ნილოსის ფსკერზე დამარხეთ". ერთ-ერთმა წევრმა ერთხელ გადაწყვიტა გამოსვლა მასონობიდან და ყველაფრის მოყოლა და იგი ზუსტად ასე მოკლეს. ამერიკაში (სხვაგანაც ალბათ) უბნები ისე შენდება რომ, ზევიდან რო დახედო_ მასონურნიშნებს მიიღებ. ჩემი თვალით მაქ ნანახი გადაცემა მასონებზე სადაც ნაჩვენები იყო თუ მასონები როგორ აკურთხებდნენ შენობის საძირკველს:ზეთით, ღვინით და ხორბლით 1738 წელს რომის პაპმა კლიმენტ XII _ემ გამოაცხადა რომ: ვინც კი მასონთა ლოჟაში გაწევრიანდებოდა ის ავტომატურად განიკვეთებოდა კათოლიციზმიდან. ეს კანონიკური კოდექსის წესებში შევიდა 1917 წელს. 1983 წელს გამოვიდა ახალი კოდექსი სადაც მასონური ორგანიზაციები ნახსენები არ იყო, რამაც შთაბეჭდილება დატოვა თითქოს კათოლიკურმა ეკლესიამ შეასუსტა თავის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. თუმცა იმავე წელს (1983) რწმენის დოქტრინის დოკუმენთში (ზუსტად კი Congregatio pro Doctrina Fidei_Конгрегация Доктрины Веры) გამუშვეს განცხადება სადაც ნათქვამი იყო რომ კათოლიკეებისთვის ძველებურად მიუღებელი იკო მასონთა_ლოჟის წევრობა. გახსოვდეთ რომ რაც მათ შესახებ ვიცით ეს ყველაფერი მათი ნებართვით ხდება. 1917 წლის 24 ივნისს ლონდონში შედგა ოთხი მსხვილი ლოჟის შეხვედრა, რომლის დროსაც შეიქმნა ინგლისური “დიადი ლოჟა”-რომელსაც “მსოფლიოს დედალოჟას” უწოდებენ. ევროპაში მოქმედებს ნახევრად გასაიდუმლოებული ორგანო სის – საერთაშორისო კავშირების საბჭო, რომელიც ხელმძღვანელობს ამერიკის მმართველ ლოჟებს. მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი საიდუმლო ორგანიზაცია არის „კომიტეტი 300“. რომელსაც როკფელერის სინდიკატი მართავს. ისინიც საკუთარ თავს „ილუმინატებს” უწოდებენ. ჯონ კოულმანი წიგნში: „კონსპირატორების იერარქია“ აღწერს მათ წარმოუდგენელ ძალაუფლებას. მიიჩნევენ, რომ ილუმინატებთან და როზენკრეიცერებთან კავშირი ჰქონდა მარტინ ლუთერს, – რომლის პირადი ბეჭედი იყო ვარდი და ჯვარი. ვარდი და ჯვარი წარმოადგენს ასევე როზენკრეიცერების სიმბოლოსა და ბეჭედს. როზენკრეიცერთა ორდენი კი მიზნად ისახავდა რელიგიათა სინთეზირებას. ჯვარი ქრისტანობის სიმბოლოა. ვარდი_ისლამის. ლუთერანელებს ლუთერის სიკვდილის შემდეგ ხელმძღვანელობდა – როზენკრეიცერების უმაღლესი ხელმძღვანელი ინგლისში სერ ფრენსის ბეკონი 1969 წელს „300-თა კომიტეტმა“ ჩამოაყალიბა ჯგუფი V – 6–სის, რომელიც სპეცმომსახურებას გადიოდა დიდი ბრიტანეთის საიდუმლო ბაზაზე. მასონობის ცნობილი მკვლევარნი საიდუმლო მასალებზე დაყრდნობით ადასტურებენ, რომ „300თა კომიტეტის“ მიერ მოხდა „დემოკრატიული რუსეთის“ სათავეში ბორის ელცინის მოსვლა, რომელიც პრეზიდენტობის დროს დირექტივებს V – 6 –სის- დან იღებდა. ცნობილი რუსი პოლიტოლოგი გლებ პავლოვსკი წერს, რომ ელცინის კარიერის დასასრულს შემუშავებული იქნა პროექტი სახელწოდებით – „წამსვლელი ელცინი“. რომელიც 3 წელი მუშავდებოდა. ამ დროს პრეზიდენტობის ალტერნატად მოისინჯა ათობით ადამიანი, ვისაც უკეთ შეეძლო მათი დავალების შესრულება. მალტის ორდენის დიდმა კომანდორმა, ალკოჰოლიკმა ბორის ელცინმა საახალწლოდ მთვრალ რუსეთს წარუდგინა საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი პიროვნების ვლადიმერ პუტინის კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. XX საუკუნის 90-იან წლებში ნეოკოსმოპოლიტებმა შემოიტანეს იდეა „მსოფლიო სახელმწიფოს“ შექმნის შესახებ, რომელსაც იდეოლოგიურ საფუძვლად დაუდეს მონდიალიზმის დოქტრინა. მონდიალიზმი ფრანგული სიტყვაა და გულისხმობს „მსოფლიო სინათლეს“. მათი უპირველესი ამოცანა არის მსოფლიოს ყველა ერში წაიშალოს – ნაციონალობა, პატრიოტიზმი, ტრადიციები. მასონიზმი დაარსეს ტამპლიერებმა მათი ხელმძღვანელი იყო ჟაკ დე მოლე რომის პაპმმა 1311-წელს აკრძალა ტამპლიერების ორდენი და ჟაკ დე მოლე დაწვეს მაგრამ სანამ დაწვავდნენ მან მოასწრო 4-ლოჟის დაარსება მასონისზმი ითვალისწინებს მსოფლიოს დაპყრობას ებრაელების მიერ ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია რომელიც უკვე ისე გაძლიერდა რომ ქვეყნების ხელისუფლებს ნიშნავენ და ამხობენ იმდენი ფული აქვთ რომ ნებისმიერი ოპერაციის დაფინანსება შეუძლიათ ასე რომ მასონიზმი დაუმარცხებელია და იგი დაიპყრობს მთელს მსოფლიოს შევარდნაძე მასონთა ლოჟაში მიიღეს 1991-წელს და ვინ უჭერდა მას მხარს ?! ალექსანდრე იაკოვლევი მასონი(საკავშირო ცეკას მდივანი) "პერესტროიკის" ერთერთი მთავარი იდეოლოგი დღეისათვის შევარდნაძე მართავს მასონთა კლუბს "მაგისტერიუმს' და 2002-წელს მიიღო "მალტის ორდენი" საართველოში მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად ასევე ამ ორდენს ფლობდა ელცინი და ფლობს გორბაჩოვი და ასე შემდეგ რაც შეეხება ცნობილ ქართველებს მასონების რიგებში საკმაოდ ბევრს წავაწყდებით 2000-წელს რუსეთში მწერალმა ოლეგ პლატინოვმა გამოსცა წიგნი "რუსეთი მასონთა მმართველობის ქვეშ" და ასევე ამ წიგნში შეტანილია ქართველების გვარები და მიღების ღარიღები აი მაგალითად კახა ბენდუქიძე (1993წ.) ბულატ ოკუჯავა (1992წ.) ზურაბ წერეთელი (1993წ.) ოლეგ ბასილაშვილი (1995წ.) ეს სია კიდევ გრძელდება ქალების მიღება ხდება ძალიან იშვიათად ასევე ძალიან ძნელია მასონთა ლოჟიდან გამოსვლა მაგალითად პუშკინმა მოინდომა გამოსვლა და მაშინდელმა კლუბის მმართველმა დოლგორუკოვმა დაგეგმა დუელი და პუშკინი ცნობილმა მასონმა დანტესმა მოკლა მასონიზმის მთავარი სიმბოლოა "იერუსალიმური გველი" ვინც ბიბლიოთეკებში დადის (მე დავდივარ) შეამჩნევდა ეროვნული ბიბლიოტეკის მე-3 კორპუსის შიდა ფასადზე 6-გველია გამოსახულიდა ვინ ააშენა ეს შენობა ?! მასონმა ვორონცოვ-დაშკოვმა ასე რომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია 2007-წელს კანადაში მოხდა პირველი ჩიპის ჩადგმა ახალშობილისთვის არსებობს სპეციალური გეგმა რომლის მიხედვიტაც ბრიუსელში აშენდება 100-სართულიანი ცათამჯენი სადაც განთავსდება კომპიუტერული ბაზა და მანდედან მოხდება მთელი 6-მილიარდი ადამიანის გაკონტროლება ვინც ჩიპზე უარს იტყვის იქნება დაპატიმრებული და გაგზავნილი ახალ "ოსვენციმში" და არსაიდან არ მოვლენ გადასარჩენად თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდები იმიტომ რომ მაგ რაინდებმა დაარსეს მასონიზმი და დამყარდეა მსოფლიო წესრიგი და სიმშვიდე სადაც აღარ იქნება დანაშაული და ასე შემდეგ იქნება წესრიგი და დისწიპლინა მასონები თითქმის ყველა ქვეყანაში ავრცელებენ თავიანთ იდეოლოგიას. ცნობილი ჩინელი ასტროფიზიკოსი „ჩინელ სახაროვად“ წოდებული ჟან ლიჩეი – წერს: – „ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ პატრიოტიზმს, რადგან იგი უკვე საკმაოდ საშიში ძალა ხდება და ვეღარ ეტევა თანამედროვე მსოფლიოს ჩარჩოებში“. გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა პერეს დე კუელერმა ვაშინგტონში გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი გლობალური იდეით მოაზროვნე ხალხთა საზოგადოება, მათ ისე ღრმად უნდა ჰქონდეთ გამჯდარი იდეა გლობალიზაციისა, როგორც ადრე ჰქონდათ გრძნობა ნაციონალური პატრიოტიზმისა“. 1986 წელს მსოფლიოს მასონთა პატრიციუსმა ჰენრი კისინჯერმა მონდიალიზმი მიიჩნია უძლიერეს იარაღად გლობალიზაციის იდეოლოგიისა. მონდიალისტებმა – სოფისტური აზროვნებით – თავიანთი იდეოლოგიის გასამართლებლად გამოიყენეს პლატონის გამონათქვამი – „მწყემსის გარეშე ვერც ცხვრები და ვერც სხვა ცხოველები ვერ იცხოვრებენ, ასევე მონებიც ვერ იცხოვრებენ ბატონების გარეშე“. ურიცხვი სექტების შემოტევით – ფარულად და ღიად დაწყებულია მსოფლიო მასონობის შემოტევა მართლმადიდებლობაზე. მასონური სამმხრივი კომისიის მდივანმა ზბიგნევ ბჟეზინსკეიმ პირდაპირ, დაუფარავად განაცხადა, რომ "ამერიკის მთავარი მტერია მართლმადიდებლობა". 1997 წელს ილუმინატებისა და მასონური სამმხრივი კომისიის ინიციატივით ამერიკაში, ინგლისსა და არგენტინაში ჩატარდა – ოკულტისტებისა და სექტანტების კონფერენციები მასონური იერარქიის საფეხურები (შოტლანდიური წესდება) 1)მოსწავლე; შეგირდი 2)ქვეოსტატი 3)ოსტატი (ჩამოყალიბების გრადუსი---"წითელი მასონობა") 4)საიდუმლო ოსტატი 5)სრულყოფილი ოსტატი 6)საიდუმლო მდივანი 7)ზედამხედველი და მსაჯული 8)მშენებლობის ზედამხედველი 9)ცხრათა შორის რჩეული 10)სახელოვანი ოსტატი (რაინდი)-თხუთმეტთა შორის რჩეული 11)დიდი რჩეული რაინდი 12)დიდი ოსტატი-არქიტექტორი 13)ენოქის სამეფო რაინდი 14)უმაღლესი, სრულყოფილი ქვისმთლელი ისტორიული---ფილოსოფიური გრადუსი (ვარდისა და ჯვრისსაზოგადოება-წითელი მასონობა) 15)აღმოსავლეთის ანუ მახვილის რაინდი 16)იერუსალიმის და დასავლეთის რაინდი 17)აღმოსავლეთის რაინდი 18)თავადი როზენკრეიცერი-ტრადიციონალური და რაინდული გრადუსი (კადოშის აეროპაგი) "შავი მასონობა" ) 19)ციური იერუსალიმის დიდი პანტიფიკატი 20)დიდი ოსტატი ყველა სიმბოლური ლოჟისა "Ad Vitam" 21)დიდი ნოეს პატრიარქი 22)სამეფო ნაჯახის ანუ ლივანის რაინდი 23)სკინიის რაინდი 24)სკინიის თავადი 25)სპილენძის გველის რაინდი 26)მოწყალების რაინდი (თავადი) 27)რაინდი-ტაძრის კომანდორი 28)მზის რაინდი 29)წმინდა ანდრეას დიდი რაინდი_ადმინისტრაციული გრადუსი-("თეთრი მასონობა") 30)კადოშის დიდი რჩეული რაინდი ანუ შავ-თეთრი არწივის რაინდი (არეოპაგი) 31)დიდი კომანდორი-ინსპექტორ ინკვიზიტორი (ტრიბუნალი) 32)სამეფო საიდუმლოს უმაღლესი თავადი (კონსისტორია) საპატიო გრადუსი 33) დიდი მაგისტრი (უმაღლესი საბჭო) მასონური ლოჟების ანოტაცია 1) ალექსანდრე პუშკინი (1991 წ, პარიზი) 2)ბავარიელი ილუმინატები (1770 წ) 3)ბოგომილები ( X ს. ბალკანეთი) 4)სინათლის საძმო (1919 წ. გერმანია) 5)ბილდერბერგის კლუბი (1945 წ. ჰოლანდია) 6)ბნეი ბრიტი (1843 წ.ნიუ-იორკი) 7)ამერიკის ლოჟა 8)დიდი აღმოსავლეთი (ორდენების სინთეზი) 9)იტალიის ლოჟა 10)რუსეთის დიდი აღმოსავლეთი (1992 წ.) 11)ინგლისის დიდი ლოჟა (იგივე დედა ლოჟა) (1717 წ) 12)ვატიკანის დიდი ლოჟა (ეკუთვნის P-2) (1981) 13) რუსეთის ნაციონალური დიდი ლოჟა (1994 წ) 14)შოტლანდიის ლოჟა (1736) 15)მსოფლიოს უზენაესი საბჭო (1801) 16)ახალგაზრდა, ქრისტიანული, ასოციაციის მსოფლიო ალიანსი (YMCA) (1885) 17)უკრაინის ხმა (1916) 18)როზენკრეიცერები (ძვ.წ. აღ XV) 19)ოქროს განთიადი (1880) 29) როკფელერის იმპერია 21)კომიტეტი 300 (1729) 22)მრგვალი მაგიდა (1891) 23) კუ-კლუს-კლანი (ჩვენთვის ყველაზე ცნობილი მასონური ლოჟა) 24)უკვდავების ლოჟა (1784) კიევი 25)ლოტოსი 26)მაგისტერიუმი (1992) მოსკოვი 27)მალტის ორდენი 28)მარტინისტები (1910) 29)საერთაშორისო რეკლი კლუბი (1992) 30)ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმათა საერთაშორისო ფონდი "M" 31)მემფისი-ებრაული ლოჟა 32)გაერო (1945) 33)თავისუფალ ქვის მთლელთა ოქროს ცენტურიონი (ოლიგარქია) 34)წმინდა იოანეს ოედენი 35)P-2 36)რომაული კლუბი 37)იერუსალიმის რაინდები 38)თავისუფალი რისეთი (1992) 39)სამმხრივი კომისია (1973) 40)თავის ქალა და ძვლები (1833) ეს კი ქართველ მასონებზე : რუსეთის იმპერიაში 19 - ე საუკუნის ბოლოს და 20 - ე საუკუნის დასაწყისში არსებობდა ლოჟა " რუსეთის დიადი აღმოსავლეთი '" რომელიც ყველაზე გავლენიანი იყო , მას ფილიალი ჰქონდა ქუთაისშიც რომელსაც "კავკასიური ლოჟა " ერქვა , მისი წევრები იყვნენ , 1 ) კარლო ჩხეიძე , 2 ) ევგენი გეგეჩკორი , 3 ) კიტა აბაშიძე , 4 ) იასონ ბაქარაძე , 5 ) პეტრე კიპიანი , 6 ) ალექსანდრე დიასომიძე . " ასევე მას ჰქონდა მისივე სახელწოდების ფილიალი თბილისში , მთავარ ლოჟას ჰქონა მმართველი ორგანო რომელსაც ერქვა " რუსეთის ხალხების დიადი აღმოსავლეთის უმაღლესი საბჭო " ამ საბჭოში ორი ქართველი იყო ევგენი გეგეჩკორი და კარლო ჩხეიძე . ასევე ამ ლოჟის ერთ - ერთი ფილიალის " ჩრდილოეთის ციალის " დიდი მაგისტრი იყო ევგენი გეგეჩკორი . ასევე ლოჟას დუმაში ჰქონდა ფილიალი ლოჟა " ვარდი " , ამ დუმის ლოჟაში 4 ქართველი იყო ესენი იყვნენ აკაკი ჩხენკელი , კარლო ჩხეიძე, ევგენი გეგეჩკორი , ვარლამ გელოვანი . საქართველოში მოღვაწეობდა 3 ძლიერი მასონური ლოჟა ": 1 ) " რუსეთის ხალხების დიადი აღმოსავლეთი " თბილისი , 2 ) კავკასიური ლიჟა " ქუთაისი , 3 ) " ცეცხლოვანი მტრედის ორდენი " თბილისი . ამერიკის შეერთებული შტატების” შექმნისა და ევროპის გაერთიანების შემდეგ, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს “მსოფლიოს შეერთებული შტატების” შექმნისათვის. ამ მიზნის განხორციელებას წინ ეღობებიან პიროვნული ღმერთის აღმსარებელი რელიგიები და ეროვნული სახელმწიფოები. ისინი მასონური გენერალური გეგმის მიხედვით უნდა განადგურდნენ: უნდა წაიშალოს რელიგიური და ეროვნული განსხვავებანი, ყოველივე ძველი და ტრადიციული შეიცვალოს და მის ადგილას აშენდეს “ახალი მეუფება”. მასონობა, რომელიც თავს “თავისუფალ ქვისმთლელთა ძმობას” უწოდებს, სოლომონ ბრძენის ეპოქაში იღებს სათავეს. პირველი მასონები სოლომონის ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი, ოსტატი ადონირამი და მისი კირითხურონი იყვნენ. მასონური გადმოცემით, ქრისტეს შობამდე 929 წელს მოხდა სიონელ ბრძენთა შეკრება, რომელზეც შეიმუშავეს მათი მესიისთვის, სინამდვილეში, ანტიმესია-ანტიქრისტესთვის, მსოფლიოს განმზადების ინტელექტუალური გეგმა. მის განხორციელებაზე თაობები საუკუნეების განმავლობაში მუშაობდნენ. ეს არის მსოფლიო ინტეგრირებისა და მასზე გაბატონების გეგმა. ეს შეთქმულება მისტიკურად გველის სახით გამოიხატება, რომელიც აღნიშნულ წელს გამოცოცდა იერუსალიმიდან და მსოფლიოზე შემოხვევ-შემორკალვა დაიწყო; როდესაც გველის თავი საწინააღმდეგო მხრიდან კვლავ დაბრუნდება იერუსალიმში და კბილებს ჩასჭიდებს საკუთარ კუდს, შემორკალვა დასრულდება და ანტიქრისტე შემოვა მსოფლიოში. გველის მოძრაობა გულისხმობს მასონების გავლენის ქვეშ მსოფლიოს მოქცევას და ბრძოლას ქრისტიანობასთან, რისი თვალსაჩინო მაგალითებია საფრანგეთისა და რუსეთის რევოლუციები. ზოგადად, დემოკრატიისა და რესპუბლიკის იდეები მასონურმა ლოჟებმა ქრისტიანული მონარქიების დასამხობად წამოსწიეს, ვინაიდან ქრისტიანული მონარქია, წმ. თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, არის “ერთგვარი შემაკავებელი მასონური საქმისა”. მსოფლიო პოლიტიკის უახლესი მაგალითები ნათელს ჰფენენ, თუ როგორია “ახალი წესრიგის” დამყარების ანტიქრისტესეული გზები. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია ინსპირირებული და პროვოცირებული კონფლიქტების მართვის მეთოდები. ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი ენტონ სატტონი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში - “როგორ ახდენს მასონური ორდენი ომებისა და რევოლუციების ორგანიზებას” - წერს: “მართვადი კონფლიქტების გარეშე ახალი მსოფლიო წესრიგი არ დამყარდება; ცალკეული პირების შემთხვევითი ქმედებანი საზოგადოებაში სასურველ სინთეზს ვერ გამოიწვევს. ეს სინთეზი დაპროგრამებულია, იგი უნდა შეიქმნას; და მას ქმნიან მართვადი, გამოწვლილვით გათვლილ-გაანგარიშებული კონფლიქტის მეშევეობით. გორდონ ბრაუნი „მსოფლიოს მთავრობის“ შექმნის წინადადებით გამოდის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი „მსოფლიოს ეკონომიკური მთავრობის“ შექმნის წინანადებით გამოდის. ბრიტანეთის პრემიერის აზრით, მისი დაკომპლექტება მსოფლიოს 20 წამყვანი ქვეყნის ჯგუფის საფუძველზეა შესაძლებელი. მისი განცხადებით, ინდუსტრიულად განვითარებული ოცი ქვეყნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, რეგულარულ შეხვედრებზე ეკონომიკური განვითარების სტრატეგია განიხილონ და, კრიზისების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელი თავდასაცავი სისტემაც შექმნან. „დიდმა ოცეულმა“ საერთო ძალისხმევით მსოფლიოს ფინანსური სისტემის კოლაფსის თავიდან აცილება შეძლო. ეს გამოცდილება გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის გაფართოების კარგ შანსს იძლევა. ეკონომიკურად განვითარებულ ყველა ქვეყანას საკუთარი ფინანსური ინსტიტუტები აქვს, რომლებიც მსოფლიო ასპარეზზეც აქტიურად მოქმედებენ. „გლობალური პრობლემები გლობალურ მიდგომებსა და გლობალურ ქმედებებს საჭიროებენ“, – აცხადებს ბრაუნი. პრემიერი ფიქრობს, რომ, ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა ფინანსური სექტორის კონტროლი, „საგადასახადო ოაზისების“ სტატუსი და ტოპ-მენეჯერების პრემიების შეზღუდვა მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი. ჯერ ვითომ ეკონომიკის გადარჩენისთვის შეიქნება ესეთი მთავრობები ხოლო შემდეგ მსოფლიოს დასაპყრობად ერთიანი აზიური ვალუტა 2015 წლისთვის შეიქმნება „ერთიანი აზიური ვალუტა, შესაძლოა, 2015 წლისთვის შეიქმნას“, – აცხადებს 1999 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის სფეროში რობერტ მანდელი. მისი თქმით, აზიური ვალუტა, რომელიც ჩინეთში, იაპონიასა და რეგიონის სხვა ქვეყნებში ერთდროულად იქნება ბრუნვაში, სრულიად შესაძლებელია, ხუთ წელიწადში გამოჩნდეს. მანდელს, რომელსაც ერთიანი ევროპული ვალუტის სულიერ მამასაც უწოდებენ, მიაჩნია, რომ მსოფლიოში მსხვილი სავალუტო რეგიონების შექმნის ტენდენცია ძლიერდება. მისი აზრით, ჩინური იუანისთვის კონვერტირებადი ვალუტის სტატუსის მინიჭება ნაადრევია, რადგან ვალუტის კურსის მკაცრად დაცვას ქვეყნის ეკონომიკისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს და, იუანი რომ უფრო ადრე გამხდარიყო კონვერტირებული ვალუტა, მიღებული შემოსავლების დიდ ნაწილს ჩინეთი ვეღარ მიიღებდა. 2005 წლიდან ჩინეთმა უარი თქვა იუანის დოლარის კურსზე მკაცრი მიბმის პოლიტიკაზე. პეკინმა საკუთარი ეროვნული ვალუტის შეზღუდულად მცურავი კურსი შემოიღო. მას შემდეგ იუანის კურსი დოლართან მიმართებაში 20 პროცენტით დაეცა. მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთი ეროვნული ვალუტის კურსით მანიპულირებაში არაერთხელ დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე ზოგიერთმა ექსპერტმა ჩინური იუანის მსოფლიოს ახალ სარეზერვო ვალუტად გადაქცევაც არ გამორიცხა. ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საამისო პირობები ჯერჯერობით არ არსებობს და ამის ერთ-ერთი მიზეზი იუანის არაკონვერტირებულობაა. ჯერ აზიურიო ვალუტა და შემდეგ მსოფლიოს ერთიანი ვალუთაც შეიქმნება მონდიალიზმის ანუ ნეოატლანტიზმის იდეის არსი არის – დასავლეთის ცივილიზაციის გამარჯვება მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციებსა და ტრადიციულ რელიგიებზე. ზბიგნევ ბჟეზინსკი ასკვნის „ამერიკას აქვს უფლება იყოს მსოფლიოს პატრონი“. მასონები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ სიმბოლურ ნიშნებს. ამისთვის ისინი იყენებენ კაბალისტიკას. კაბალის თანახმად კი ყოველ ასოს შეესაბამება გარკვეული რიცხვი. ამით ყოველი ციფრი და ასო იძენს განსაზღვრულ მნიშვნელობებს. აპოკალიფსში ნათქვამია: 666 ეცდება, რომ ყველამ მიიღოს მისი ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. ანტიქრისტეს ეს ნიშანი მკვლევართა მიერ დადგენილია, რომ არის აგრეთვე ფულის ძალაუფლების სიმბოლო, რომ 666 საერთო გააჩნია შტრიხულ კოდთან, ბანკებთან და კრედიტული ბარათების სისტემასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ბანკის კოდის ნომერია 666. ამერიკის, ავსტრალიისა თუ ინდოეთის – უდიდესი ბანკების საჩეკო კოდი არის 666; კაბალაში რიცხვი 6 სიმბოლიზდება, როგორც ცდუნება: გზა – სულიერებიდან მატერიამდე. ხოლო 9 როგორც სიბრძნის რიცხვი არის სიმბოლო მატერიიდან სულიერებისაკენ. საიდუმლო მასონურ ორგანიზაციათა ლობირებით შემუშავებულია პროექტი ლაზერული ტატუირებისა, მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. ეს იქნება თვალისთვის შეუმჩნეველი ლაზერული კოდი, იგივე დებიტორული ბარათი, რომლითაც უნაღდო ანგარიშსწორებით შესაძლებელი გახდება ყიდვა-გაყიდვა, იგივე კოდი ექნება პირადობის დამადასტურებელი მოწმობასაც. თქვენი ხელიდან კოდის სკანირებით მათ შეეძლებათ მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. ამგვარი ლაზერული ტატუირება უკვე შემოღებულია ამერიკის აეროპორტებში – იმ საბაბით, რომ ბიზნესმენებს სწრაფად გაუფორმონ საბუთები. შორეულ მომავლისათვის განსაზღვრულია ფართო მასებისათვის დაღდასმა მარჯვენა ხელსა და შუბლზე, ამით განხორციელდება აბსოლუტური კონტროლი ხალხზე. ამის შესახებ ჯერ კიდევ ჯორჯ ორეული მიანიშნებდა წიგნში „1984“ აპოკალიფსში – "იოანეს გამოცხადება" თავი 13. (16-18)– წერია „და იქმს იმას, რომ ყველა მცირე თუ დიდი, მდიდარი თუ ღატაკი, თავისუფალი თუ მონა, ყველა აღიბეჭდოს ნიშნით მათს მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.და ვერავინ იყიდოს ან გაყიდის რასმე, გარდა იმისა, ვისაც აქვს ნიშანი“. დიტერ რიუგჰებერგის წიგნში „საიდუმლო პოლიტიკა" (გვ 75) მოჰყავს რუზველტის გამონათქვამი: „ხილული ხელისუფლების უკან, ტახტხე ზის უხილავი ხელისუფლება, რომელიც სრულებით არ ენდობა ხალხს და არავის პასუხისმგებლობას არ იღებს თავზე“. აუცილებლობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მასონობისა და სხვა საიდუმლო ორგანიზაციათა ძირითადი იდეოლოგია არის სატანიზმი. მასონობის აღიარებული მკვლევარი ჰელზინგი მიუთითებს, რომ ილუმინატებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ „თავისუფალი კალატოზების“ უფროსთან სატანისტ სუვერენ გროსმაისტერ ალბერტ პაიკთან –რომელმაც შემდგომში ჩამოაყალიბა_”კუ კლუს კლანი”, ის როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მოიხსენიებოდა დამატებით „დიდი დრაკონის“ სახელწოდებით. კკკ–ს მმართველი ორგანო იყო „თავისუფალი კალატოზები“. თავის საქმიანობაში ის იყენებდა მალტის ჯვარს. 1867 წელს სატანისტი ალბერტ პაიკი დაუპირისპირდა ამერიკის პრეზიდენტ ენდრიუ ჯეკსონს – იმ მოტივით, რომ ის მასონობის კიბეზე მე–4 ხარისხიდან უსამართლოდ იყო დაწინაურებული 32–ე ხარისხში. 40 დღის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი იძულებული გახდა გადამდგარიყო. დღემდე ვაშინგტონში აღმართულია ალბერტ პაიკის ძეგლი Edited February 6, 2010 by FRIDRIX Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 FRIDRIX წყარო?შენი პირველი პოსტი წაისლება, რადგან ისტორიის განყოფილებას არ შეესაბამება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 წერია წიგნებში ისტორიკოსების მკვლევარების ნაშრომებში ინტერნეტშიცწყაროს მიტითება იმას ნიშნავს, რომ რაც შენ დაპოსტე იმას უნდა დაურთო წყარო, ანაც დაწერო რომ ეს შენი მოსაზრება ამ ისტორიულ მოვლენის შესახებო.ვიცი რომ ბევრი წყაროები არსებობს, როლმების ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს გამორიცხავენ. ძალიან ბევრი მითია აგორებული ამ ხალხზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 FRIDRIX ერთი არმია - კი მაგრამ ვის წინააღმდეგ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted February 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 7, 2010 ჯერ ვითომ ეკონომიკის გადარჩენისთვის შეიქნება ესეთი მთავრობები ხოლო შემდეგ მსოფლიოს დასაპყრობადდა ვინ დაიპყრობს მსოფლიოს? ჯერ აზიურიო ვალუტა და შემდეგ მსოფლიოს ერთიანი ვალუთაც შეიქმნებარა არის ამაში ცუდი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 FRIDRIX ერთი არმია - კი მაგრამ ვის წინააღმდეგ? შეიქმნება ორი სოციალური ფენა მოსამსახურეები და მომსახურების მიმღებები მოსამსახურეები აჯანყდებიან ხოლმე ხანდახან ვისაც დასჯის არმია სამხედროები მოაწყობენ ხოლმე საყასბოებს და მერე ჩაცხრება ვნებათაღელვა დროებით მერე ისევ თავიდან და ვინ დაიპყრობს მსოფლიოს? რა არის ამაში ცუდი? მსოფლიოს დაიპყრობს ამერიკელი მასონები მათი რესურსები და შესაძლებლობები განუსაზღვრელია მასონიზმის წინააღმდეგი არ ვარ პირიქით კარგიც იქნება ყველაფრის ერთხელში მოქცევა და მართვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 (edited) რას ლაპარაკობთ ხალხნო... :beat: სიმართლე გითხრათ ეს სიმბოლოები ვერაფერს მეუბნება... მაგალითად არწივი, სხვადასხვა სახის ვარსკვლავი და ასევე სხვადასხვა სახის გეომეტრიულ-გრაფიკული ნახაზები სხვადასხა კულტურებსა და ერებში სხვადასხვა სიმბოლური დანიშნულებისაა და ვიღაც კონკრეტულმა შარლატანმა ,,მასონმა'' თუ რა დატვირთვა მისცა ამა თუ იმ გეომეტრიულ ფიგურებს ეს უკვე მისი პირადი ფანტაზიის ნაყოფია... და ასევე ყველა სხვა სიმბოლოებიც! სიმბოლოების სტანდარტული ახსნა არ არსებობს!!! ყველა თავისებურად აღმერთებს სხვადასხვა სიმბოლოს... არ ჯობია ყველაფერს თავისი თანამედროვე სახელი დავარქვათ? რას ვაფეტიშებთ და რას ვამისტიკებთ ამ ისტორიას? მეც შემიძლია მაგალითად როგორც გავლენიანმა, წარმატებულმა და მდიდარმა ბიზნესმენნმა საწერი კალამი ანდაც ხაზვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი ფანქარი გავაფეტიშო, შევქმნა მისგან სხვადასხვა გრაფიკულ-გეომეტრიული სიმბოლოები, მივაბა მას რამე ისტორიული იდეოლოგია ან რელიგია, მედია საშუალებები გავუკეთო ამ ყველაფერს პროპაგანდა, მოვუწოდო ხალხს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება და ლეგენდაც გამოცხობილია... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე რაღაც ზებუნებრივ, მისტიკურ და/ან ჭეშმარიტ ცოდნას ვფლობ რადგან ეს ,,ლეგენდა“ მხოლოდ ჩემი, როგორც მოკვდავი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი იქნება... ეს მთელი ისტორია მაგონებს პირველყოფილ ადამიანს რომელსაც ელვა-ჭექაქუხილის ახსნა არ შეეძლოთ და ამას ზებუნებრივ ძალებს მიაწერდნენ... მათი გეომეტრიულ-გრაფიკული სიმბოლოები მართლა იმას არ ნიშნავს რომ რამე მისტიკურ და ზებუნებრივ ძალას ფლობენ... მიზნები კიდევ წერონ და თვითონვე იკითხონ, მასეთ ფანტასტიკურ და უტოპიურ მიზნებს მეც დავწერ და გავამისტიკებ, მაგრამ მერე რა? ეს ხომ მართლა იმას არ ნიშნავს რომ მე ზებუნებრივ ძალას ვფლობ... მზაკვრული გეგმა-მიზნები კი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ კრიმინალურ დაჯგუფებასაც, ან კიდევ ნებისმიერ გაზულუქებულ მილიონერს და პარტიასაც... მაგრამ საზოგადოება იმდენად ამბიციური და მრავალფეროვანია რომ ყოველთვის მოიძებნება ასეთი მზაკვრული იდეების მქონე მილიონერის საპირწონე - განსხვავებული აზრისა და მიზნის მქონე მეორე ,,კეთილი" მილიონერი... ასე რომ არც ისე მისტიკურად და მაშტაბურად არის საქმე როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს... საზოგადოება იმდენად ამბიციური და მრავალფეროვანია რომ ყოველთვის მოიძებნება ერთი იდეის გამანეიტრალებელი და საპირწონე მეორე იდეა და საშუალება! სად ქრისტეშობამდე არსებული ებრაელი კალატოზი, სად შუასაუკუნეების ევროპელი რაინდი-ტამპლიერი-,,სამურაი“ და სად ოცდამეერთე საუკუნის ბანკირი ანუ მევახშე!!! აქ მათ შორის განსხვავებაა აბსოლიტურად ყველაფერში: დროში, მიზნებში აზროვნებაში, იდეოლოგიაში, პროფესიებში, ტერიტორიებში, რელიგიებში და ა.შ. ... და თანაც ყველა მაგ პოლიტიკოდიდან და ეკონომისტიდან ერთ აზრზე ვერ იქნება... ავანტიურისტი ყოველთვის მოიძებნება... სხვა თუ არაფერი ამ მასონების თვით შიდა სტრუქტურებში მოხდება განხეთქილება რადგან აქ დასახელებული პოლიტიკოსები, ეკონომისტები თუ სხვა ისტორიულ ფიგურები იმდენად ამბიციურნი და განსხვავებულნი არიან ერთმანეთისგან თავისი ხასიათით, ფსიქოლოგიით, პროფესიით, მიზნებითა და ცხოვრების წესით რომ შეუძლებელია ასეთი კონტრასტი ერთ რამე იდეას და თანაც ამდენი საუკუნეების განმავლობაში ასე გააერთიანებინოს... ნებისმიერი ისტორიული ფიგურა იმდენად ძალმოსილი და ამბიციურია რომ შეუძლებელია ის მეორე ისტორიული ფიგურის იდეებს დაექვემდებაროს... მაგალითად გიტლერი და სტალინი - ორივეზე ამბობენ მასონი იყოო... მაგრამ ორივენი ერთმანეთის კონტრა იყვნენ!!! ანუ შეუძლებელია ასეთი სერიოზული და ამბიციური ინდივიდები რამე იდეას გააერთიანებინოს და ერთ ჭერქვეშ ყოფილიყვნენ!!! ხოლო თუ ეს დაქსაქსული მასონური ორგანიზაციები ასე დაქსაქსულად და ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ მაშინ აქ მსოფლიო ბატონობაზე შეუძლებელია ლაპარაკი!!! ბოლოს და ბოლოს ერთმანეთ დაერევიან... ხან ერთი ,,მასონური" ორგანიზაცია იქნება სათავეში და ხან მეორე! ეს კი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი თანამედროვე პარტიების ან კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფეფბების ბრძოლას ტერიტორიების, ძალაუფლებისა და გავლენის სფეროების გადანაწილებისათვის! რომ იტყვიან ამათთაგან ყველა თავისას აწვება რა... ასე რომ მათი ასეთი ,,მყარი'' კავშირი შეუძლებელია ან კიდევ არაყარია! ... ფული, საერთაშორისო კავშირები, მონოპოლია, ჩვენ ხომ ფაქტიურად ამ მახასიათებელი თვისებებისა გვეშინია და არა თვით მასონებისა! ჩვენ ხომ რეალურად მასონებისა არაფერი ვიცით გარდა მათი ქმედებებისა... როგორიცაა მაგალითად: სხვადასხვა ჩიპიანი პასპორტები, ფაქტების ცალმხრივად დანახვის იძულება და ასე შემდეგ... ჩვენ ვამჩნევთ ამ მოვლენებს ცხოვრებაში და ვარქმევთ მასონიზმს როცა შეიძლება დაერქვას ნებისმიერი სხვა სახელიც... მაგალითად ,,ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად, ბრძოლა ძალაუფლებისათვის!'' ბრძოლა ძალაუფლებისათვის პარტიებს შორის, სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებს შორის, სხვადასხვა ეკონომიკურ კორპორაციებს შორის, სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის და ა.შ. ანუ ყველა ცდილობს სხვადასხვა საშუალებით გავლენის მოპოვებას მასებზე... მაგრამ ადამიანთაგან არავის არ ძალუძს აბსოლიტური, ტოტალური და საყოველთაო გავლენის მოპოვება კაცობრიობაზე (რაც თურმე მასონების მიზანი ყოფილა)!!! ეს ორგანიზაცია შეუძლებელია განხილულ იქნას ცენტრალიზებულ, ორგანიზებულ, მართვად, ერთიან და მძლავრ ორგანიზაციად! შესაბამისად საშიშროებაც მათი მხრიდან არც ისეთი მისტიკური და მძლავრია როგორც ზოგიერთ ფანატებს აქ ჰგონიათ... მით უმეტეს თუ ისინი ცდილობენ ,,არაპირდაპირი" გზებით მართონ მსოფლიო... რამოდენიმე მსოფლიო ძლიერმა დამპყროობელმა და ტირანმა (აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის) ვერ შეძლო მსოფლიო პირდაპირი მეთოდებით ემართა და არაპირდაპირი მეთოდებით ეყოფათ ამათ ძალა მსოფლიო მართონ??? ასე რომ არც ისე მისტიკურად და მაშტაბურად არის საქმე როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს!!! ანუ შეუძლებელია ერთი ორგანიზაციის ხელში აღმოჩნდეს მსოფლიოს ხალხთა მართვა....უბრალოდ შეუძლებელია მათ ერთად ემოქმედად და ერთმანეთში საერთო პირი ჰქონოდათ! ინფორმაციაც და სტატიებიც მასონების შესახებ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია... იმდენად რომ მოკლედ უკვე აბსურდამდე მიდის! მაგალითად რა ლოგიკური კავშირი აქვთ ერთმანეთთან ქრისტეშობამდე არსებულ ქვის მთლელებს, შუასაუკუნეების ტამპლიერებსა და თანამედროვე საერთაშორისო მასონებს? და ერთი ვერ გავიგე კიდევ: პრაქტიკაში და რეალობაში ეს მასონური გაერთიანება თავისუფალ ქვისმთლელთა პროფკავშირული გაერთიანებაა, მებრძოლ ტამპლიერ-რაინდთა რელიგიური სექტა თუ ამბიციური ეკონომიკურ-პოლიტიკური ფიგურების საერთაშორისო ბლოკი?რა იდეურ-რელიგიური და ამავე დროს ასეთი მტკიცე კავშირი აქვთ ერთმანეთთან ქრისტეშობამდე არსებულ ებრაელ თავისუფალ ქვისმთლელ-კალატოზებს და ევროპელ ჯვაროსან რაინდებს??? (სად ებრაელი კალატოზი და სად ევროპელი ,,სამურაი“) მიპასუხებს ვინმე? ჯერ წერენ რომ ეს ტამპლიერები ქრისტეს საიდუმლოების ერთგული დამცველები არიანო... მერე კი სატანას ეთაყვანებიანო... სად არის ლოგიკა? ანდა კიდევ სად მევახშეობა და ბანკირობა... და სად რაინდობა? ეს როგორ მოხდა რომ სულით სამურაებმა მევახშეობა დაიწყეს? ევროპელ მეფეებს რა ჰქონდათ ტამპლიერების სამათხოვრო? შეეძლოთ ერთ ღამეში დაეჭირათ ეს რაინდები და თავის ქონებიანად ყურებით დაეკიდათ... წესით რაინდები ვალდებულნი იყვნენ ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის ნაალაფები, ნაყაჩაღარ-ნაძარცვი პირწმინდად მიერთმიათ მეფისთვის!!! აქ ხომ არ ხდება მცნებების აღრევა? ვინ ვინ არის და რა იდეების მატარებელი ორგანიზაციებია? ,,მასონებს'' ეძახიან ქრისტეშობამდე არსებულ ებრაელ თავისუფალ ქვისმთლელ კალატოზებსაც, შუასაუკუნეების ევროპელ ჯვაროსან რაინდებსაც და თანამედროვე მსოფლიოს წარმატებულ და ძლიერ პოლიტიკოსებს და ეკონომისტებსაც... მოკლედ მთელი ამ მასონების ისტორიულ ჯაჭვში ლოგიკური ჯაჭვი ძალიან მოიკოჭლებს... ამ ლოგიკურ ჯაჭვს ძალიან ბევრი რგოლი აკლია... ძალიან ბევრი წყვეტილია მათ მისტიკურ ისტორიაში რაც ძალიან ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას წარმოშობს... მოკლედ აქ მოყვანილი არგუმენტები საკმაოდ უსუსურია... ეს ლეგენდაა და მეტი არაფერი!დრო, დრო და ისევ დრო! შეუძლებელია მასონების ასეთი ერთობა და ,,ჭეშმარიტი ცოდნა‘‘ ასწლეულებში ასე ურყევად გაწელილიყოს... ესენიც ხომ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები იყვნენ თავიანთი ქვენა გრძნობებით! Edited March 30, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 მასონები მაგარი კაცები არიან და მიენდეთ... თავიდან შეიძლება გეტკინოთ, მაგრამ მერე ისიამოვნებთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zoixter Posted March 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2010 name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src=" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="500" height="405"></embed></object>" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="425" height="350" align="center"> Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
დაჩი Posted July 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 19, 2011 http://richardfalk.files.wordpress.com/2011/06/images-6.jpegსისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ანუმსოფლიო მმართველთა სასამართლო მსოფლიო მმართველებმა ხანგრძლივი ზეწოლისა და დაშინების შემდეგ ბოლოს და ბოლოს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აიძულეს ხელი მოეწერათ ე.წ. "საერთაშორისო სასამართლოს' შექმნაზე. 2002 წლის 1 ივლისს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გაიხსნა მსოფლიო მმართველთა სისხლის სამართლის სასამართლო ორგანო, ანუ როგორც მას უწოდეს საერთაშორისო სასამართლო ("ტრიბუნალი"). ამიერიდან მასონები თავის მოწინააღმდეგე ძალებს უბრალოდ კი აღარ გაანადგურებენ, არამედ საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით დააკისრებენ სასურველ სასჯელს და ისე გაუსწორდებიან, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა მოკავშირეებმა ამერიკა, რუსეთმა და ინგლისმა სასამართლო მოუწყველს ომში დამარცხებულ გერმანელ და იაპონელ სახელმწიფო მოღვაწეებს. ისინი გაასამართლეს, როგორც ომის დამნაშავეები, ნიურნბერგისა და ტოკიოს დროებით საერთაშორისო სასამართლოებში. მაშინ ამას, “გამარჯვებულთა მართლმსაჯულება” უწოდეს. მაგრამ გავიდა 50 წელზე მეტი და მასონთა მიერ მართვადმა ე.წ. ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფმა "ამნესტი ინტერნეიშენელმა" წამოაყენა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსების წინადადება 1992-93 წლებში. თუმცა, ეს აზრი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში 1872 წელს გაჩნდა. ეს იყო მასონი გუსტავ მოინიე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. მაშინ მასონთა გავლენა მსოფლიოზე ასეთი ყოვლისმომცველი არ იყო და ჩათვალეს რომ ამ მიზის განხორციელება შეუძლებელია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო მმართველობის ჩანასახმა - ერთა ლიგამ გადაწყვიტა, მაგრამ ვერ მოახერხა სისხლის სამართლის მუდმივმოქმედი საერთაშორისო სასამართლოს დაარსება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მცდელობებს განაგრძობს "ერთა ლიგის" მემკვიდრე "გაერო", რასაც ცივმა ომმა შეუშალა ხელი. ამერიკა და რუსეთის საბჭოთა კავშირი – ორივეს ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოში აკრძალვის ("ვეტოს") უფლება – ვერ მორიგდნენ ამის თაობაზე. მსოფლიო მმართველთა მიერ წამოწყებულ 1990-იანი წლების ბალკანეთის ომების დროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის საკითხი კვლავ დააყენეს დღის წესრიგში. მაჯერად მასონებმა ამერიკის მთავრობის წამოწყებით, გაეროს უშიშროების საბჭომ დააარსა სასამართლო ყოფილ იუგოსლავიაში მოწინააღმდეგეთა გასამართლებისთვის. დააარსდა, აგრეთვე, განსაკუთრებული და დროებითი სასამართლო უგანდაში არასასურველ პირთა დასასჯელად. 1998 წლის 15 ივნისს 160 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ რომში სისხლის სამართლის საერთაშორის სასამართლოს ("ტრიბუნალის") დასაარსებლად. შეკრება თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. მასზე მოხდა შემოთავაზებული წესდების განხილვა.. ამერიკა თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა ამ საერთაშორისო სასამართლოს. ბილ კლინტონმა, ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, მაგრამ არ გადასცა კონგრესს დამტკიცებისთვის. მხოლოდ დამტკიცების შემდეგ იღებს ქვეყანა ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულების პირობები. შემდგომ ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან გადის. ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად 60 ქვეყნის თანხმობა იყო საჭირო, მაგრამ მსოფლიო მმართველთა ზეწოლით, ეს 71-მა ქვეყანამ გააკეთა. მათ შორის ევროპის კავშირის ყველა ქვეყანამ, ბოსნიამ, ყოფილმა იუგოსლავიამ, ესტონეთმა, ტაჯიკეთმა. ბუშის მთავრობა იმუქრებოდა, რომ გაიყვანდა თავის ჯარისკაცებს საერთაშორისო სამშვიდობო ძალებიდან, თუ აშშ-ის მოქალაქეებს არ გაანთავისუფლებდნენ სისიხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პასუხისმგებლობიდან. 2002 წლის 27 ივნისს გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ჯონ ნეგროპონტემ თქვა, რომ მისმა ქვეყანამ შეიძლება ვეტო დაადოს ბოსნიაში გაეროს სადამსჯელო მოქმედებებში მონაწილეობის გარძელებას, თუ მის "მშვიდობის დამცველებს" (ჯალათებს) არ მიეცემათ ხელშეუხებლობა საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.არაბული ქვეყნების აზრით, უშიშროების საბჭოს, რომელშიც ამერიკას აკრძალვის (" ვეტოს") უფლება აქვს, სასამართლოს მუშაობაზე მეტისმეტად დიდი ზეგავლენა ეძლევა. 13 არაბული ქვეყნიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს საერთაშორისო სასამართლოს შექმნის ხელშეკრულებას, საბოლოო ხელშეკრულების დამტკიცება მხოლოდ იორდანიამ გააკეთა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted August 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 31, 2011 დაჩი"მშვიდობის დამცველებს" (ჯალათებს)ვინ დაამტკიცებს რომ ჯალათები არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.