lasha_alo Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 (edited) http://s59.radikal.ru/i164/1002/c3/f0c5e49c6fd2.jpgამ პატარა ფრაგმენტის ფონზე ვისაუბროთ თბილისის საზღვრებზე როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა.წარსულზე და დღევანდელობაზე. Edited February 6, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 ამ პატარა ფრაგმენტის ფონზე ვისაუბროთ თბილისის საზღვრებზე როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა.წარსულზე და დღევანდელობაზე.რუკები არ გვაქვს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 რუკები არ გვაქვს?ხელზე არა .თუ ვნახე კი რუკები არ გვაქვს?ხელზე არა .თუ ვნახე კი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 1972 წლის გენგეგმას და ამასწინათ დამტკიცებულ გენგეგმას თAვისი ექსპლიკაციით ვინმე თუ დადებს პრიზს გადავცემ მერიის საიტზე რა მასალაც დევს არ იკითხება. ვიკიპედიაში რუქები არაა და გუგლში ვერ ვპოვესაკრებულომ რაც დაამტკიცა კი-ციტირებას ვახდენ " სხვადასხვაფერის ფლომასტერით შეფერადებული თბილისის რუქაა" არანაირი კვლევები და ანგარიშები თAნ არ ახლავს.ახალი გენერალური გეგმა, რომელსაც არქიტექტორები ქალაქის პასპორტსა და კონსტიტუციასაც უწოდებენ, თბილისის იერსახეს ძირფესვიანად შეცვლის. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა დაამტკიცა. ბოლო, 1971 წელს მიღებულ გეგმას ვადა ჯერ კიდევ 9 წლის წინ გაუვიდა.„სამართლებრივად ამ რუკამ სულ სხვა შინაარსი შეიძინა. ეს არის ახალი ტიპის იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ძალიან გამჭვირვალეა და ინტერაქტიული. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს იგი მერიის ვებ-გვერდზე", _ აცხადებს გენგეგმის კოორდინატორი პაპუნა ძიძიგური, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.არქიტექტორები გენგეგმას ქალაქის პასპორტსა და კონსტიტუციასაც უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მისი დამტკიცება მნიშვნელოვანი ფაქტია. "გენერალური გეგმის გარეშე ყოფნა იგივეა, რაც კონსტიტუციის გარეშე ცხოვრება. კონსტიტუციის გარეშე ყოფნას კი ცუდი კონსტიტუციით ყოფნა ჯობს. ჩვენ დეველოპერები ვართ და ამ გეგმის დამტკიცებამ ბევრი უაზრო და უშედეგო შეკითხვა აგვარიდა. პროექტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შენიშვნა გვქონდა, ბევრი გათვალისწინებულია, ზოგიერთი კი სამსჯელოა. მთავარია, რომ ძირითადი არტერიები და ტენდენციები იყოს ჯანსაღი. რა თქმა უნდა, გენგეგმას ოპონენტებიც ბევრი ეყოლება", - აღნიშნავს "არსის" დამფუძნებელი, არქიტექტორი გია აბულაძე. ახალი გენგეგმის მიხედვით, თბილისში ბევრი ცვლილებაა დაგეგმილი. სამრეწველო ზონა მომავალში ქალაქის გარეუბანში განვითარდება (აეროპორტთან, ლილოს ტერიტორიაზე), რკინიგზის ცენტრალური სადგური კი თბილისის ზღვაზე გადავა. შესაბამისად, გამოთავისუფლდება დიდუბე-ნაძალადევის გამყოფი, რკინიგზის ინფრასტრუქტურით დაკავებული საკმაოდ ვრცელი ტერიტორია, სადაც ახალი გეგმით მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის განთავსებაა გათვალისწინებული. პაპუნა ძიძიგურის თქმით, რკინიგზის სადგურები აღმოსავლეთით - ნავთლუღში, ხოლო დასავლეთით დიდუბეში დარჩება, მცხეთასა და გარდაბანს შორის კი თანამედროვე ტიპის ტრამვაი - "ეურო-თრემი" იმოძრავებს, რომელიც გარადაბანში აეროპორტის გავლით ჩავა. ახალი გენ-გეგმით, რეკომენდირებულია ორთაჭალჰესის გაუქმება და მტკვრის დონის 4 მეტრით აწევა, რაც სანიაღვრე ქსელის მუშაობას გააჯანსაღებს. გეგმაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისს გაზის სარეზერვო მიწისქვეშა საცავი უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, ერთი კვირის მარაგით. აუცილებელ საკითხთა ნუსხაში შევიდა სხვადასხვა გზატკეცილსა და მაგისტრალზე უწყვეტი მოძრაობის უზრუნველყოფა. ეს ახალი სატრანსპორტო კვანძების მოწყობასაც გულისხმობს (აღმაშენებლის ძეგლთან), ზოგან ხიდების გაგრძელებას (ვახუშტის ხიდის მიმართულების გაგრძელება ცოტნე დადიანის გამზირამდე), ზოგან კი - ახალი გვირაბებისა და გზების გაყვანას.-აი ეს პრეზენტაცია ფაქტიური მასალა სადაა?http://s005.radikal.ru/i210/1002/64/159a60c5eb31.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.