Jump to content
Planeta.Ge

ეკა ბესელიას შვილი იძებნება


Recommended Posts

ოპოები და მათი ოჯახის წევრებო. გახსოვდეთ რომ ოპოები ხართ ავტორიტარულ ქვეყანაში

24 საათი:

2010-02-05

 

“მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ეკა ბესელიას შვილი რატი მილორავა იძებნება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს და განმარტეს, რომ მოსამართლემ მილორავაზე ძებნის გადაწყვეტილება განაჩენის გამოტანისთანავე მიიღო. განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დეკემბერში გამოაცხადა.

 

მათივე ინფორმაციით, მილორავას სასამართლომ ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ამ დროს მილორავას აღმკვეთ ღონისძიებად გირაო ჰქონდა შეფარდებული. სასჯელის გამოტანის შემდეგ კი, სამართალდამცავებს არ ჩაბარდა.

 

მილორავას მსჯავრი დაედო პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და ხულიგნობაში.

 

“ინტერპრესნიუსის” ცნობით, საქმე ეხება 2009 წლის აგვისტოში ქობულეთში, კაფე-ბარ “ელზაში” მომხდარ ინციდენტს. სამართალდამცავებმა ამავე ბრალდებით დააკავეს ეკა ბესელიას ძმა სერგო ბესელია და მათი თანმხლები პირები - როინ ცაგარელი და ვალერი კირვალიძე.

 

არასრულწლოვნებს, რატი მილორავასა და ვალერი კირვალიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი მიუსაჯა, რაც მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული მინიმალური სასჯელია.

 

სერგო ბესელიასა და როინ ცაგარელსაც შეუმსუბუქდათ ბრალდება და მათ სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 4000 ლარი მიუსაჯა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მესმის, ყველაფერი მესმის... მაგრამ, რადგან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრი ხარ, ამის გამო არ უნდა იხულიგნო...

 

იგივე, რაც ბესელიას შვილმა გააკეთა, ვთქვათ მიხეილ მაჭავარიანის შვილს რომ გაეკეთებინა და არ დაეჭირათ, ატყდებოდა ერთი ამბავი...

 

მე ვფიქრობ, საზოგადოებას სამართლიანობის განცდა აკლია.......

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

მაგრამ, რადგან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ოჯახის წევრი ხარ, ამის გამო არ უნდა იხულიგნო...

ჩვეულებრივი ჩხუბი იყო საკმაოდ საეჭვო დეტალებით. საეჭვო დეტალებს რომ თავი დავანებოთ, ჩხუბის გამო ყველას წელწადნახევარი რომ მიუსაჯონ, გისოსებს გაღმა ვინღა დარჩება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ჩვეულებრივი ჩხუბი იყო საკმაოდ საეჭვო დეტალებით. საეჭვო დეტალებს რომ თავი დავანებოთ, ჩხუბის გამო ყველას წელწადნახევარი რომ მიუსაჯონ, გისოსებს გაღმა ვინღა დარჩება?

 

აქ პრობლემა იმ უნდობლობაშია, რაც პოლიციის და სასამართლოს მიმართ არსებობს, თორემ შეიძლება უარესის ღირსიც კი იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...