lasha_alo Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებაზე დემოკრატიული განვითარების კუთხით პროგრესის მისაღწევად კულუარულ სამუშაოს აწარმოებს და ზეწოლას ახორციელებს. "ქართველი ხალხი მოუთმენლად ელის იმ კულუარული ზეწოლის შედეგებს, რომელიც აშშ-ის მხრიდან რეალურად ხორციელდება დემოკრატიის კუთხით რაიმე პროგრესის მისაღწევად" – განაცხადა არასაპარლამენტო ოპოზიციონერმა ლიდერმა აშშ-ის სახლემწიფო მდივნის მოადგილესთან ჯეიმს სტეინბერგთან და მდივნის თანაშემწესთან ფილიპ გორდონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართველმა ოპოზიციონერებმა მკაფიო დაპირება მიიღეს იმისა, რომ "აშშ დემოკრატიისა და სამოქალაქო განვითარებისთვის საქართველოს მხადაჭერას მომავალშიც გააგრძელებს". "ამერიკისთვის მნიშვენლოვანი საქართველოში დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმაა და არა აშშ-სთვის მეგობრის იმიჯის შექმნა. ჩვენი მხრიდან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, ამმხრივ დიდი პროგრესი ამ დრომდე არაა", - განაცხადა ბურჯანაძემ. შეგახსენებთ, რომ ამერიკული დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა. რამდენიმე წუთში სტეინბერგი და გორდონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრესის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგს გამართავენ, შემდეგ კი ქვეყანას დატოვებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 არჩევნების ჩატარების შემდეგ შეშფოთებას გამოხატავენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 ძუკუ said: არჩევნების ჩატარების შემდეგ შეშფოთებას გამოხატავენსულ სხვა სახის პოსტს ველოდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted February 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2010 ძუკუ ძუკუ said: არჩევნების ჩატარების შემდეგ შეშფოთებას გამოხატავენამჯერად ეგ შეშფოთება ვიღაცას ძვირად დაუჯდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.