Jump to content
Planeta.Ge

"ჩემი ბავშვობის თბილისი"


Recommended Posts

ხოდა გაკაიფო -ისევ ეგ ნავებია უფრო გადახრილი და 99 პირი აფცქვნილი საღებავი ეპორწიალება და დაჟემც წყალი იგივე ასხია-ისე ყარს 500 მეტრში იგრძნობა:)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა გაკაიფო -ისევ ეგ ნავებია უფრო გადახრილი და 99 პირი აფცქვნილი საღებავი ეპორწიალება და დაჟემც წყალი იგივე ასხია-ისე ყარს 500 მეტრში იგრძნობა

 

 

ზატო საქართველოს პარლამენტზე ქართული დროშა ფრიალებს. :)

 

 

ჩვენ რომ ბავშვობა გვქონდა,მე მგონი არავის აღარ ექნება ეგთი ბავშვობა საქართველოში.მაგარი დრო იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუუუ...რა მაგარი თემაა?!

ეხლა ვიტირებ... :(

მართლა განსაკუთრებული ბავშვობა მქონდა...

თან ყველაფერი ნათლად მახსოვს...ნუ ძირითადად მამაჩემის ღრეობები, მაგრამ მაინც. :D

სასტუმრო თბილისის კაფე მახსოვს მაგრად, თბილისის პირობაზე ზეპური საზოგადოება იყო შეკრებული მუდამ, ერთიდაიგივე სასტავი ყოველტვის ერთსა და იმავე მაგიდასტან იჯდნენ. უფროსი რობერტ სტურუა იყო იქაურობის სული და გული, ელგუჯა ამაშუკელი, მერაბ ბერძენიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი ჯერ კაფეში, მერე მხატვრის სახლის რესტორანში...მერე სახლში...სახლში შამპანურის გაზის და სიგარეტის სუნი აზელილი...რუსთაველის გამზირზე რაღაც კაფე იყო სადღაც ოპერის პირდაპირ, სტაფილოსფერი სკამები იდგა, მანდ მაჭმევდნენ პელმენებს არაჟნით. ოფიცერთა სახლში დავყავდით საახლწლო ზეიმებზე. გვიან ღამე მთაწმინდაზე მახსოვს ქეიფები. რატომღაც შთაბეჭდილება მრჩება რომ ყველა ყველას იცნობდა თბილისში. სულ ხელის აწევები, თავის დაკვრები, ღიმილები. რავი მე ესე მახსოვს.

"ვაჰ, შენ შემოგევლე! როგორა ხარ ბიჭო?" ეს ფრაზა ძალიან ჩარჩენილი მაქვს, სულ თავში მიტრიალებს, სადაც არ უნდა გამევლო სულ ეს მესმოდა ირგვლივ უცაბედად შეფეთებული კაცები რომ ეუბნებოდნენ ერთმანეთს.

რესტორანი ბუდაპეშტი მახსოვს ვაკის პარკში, ნამეტანი "ძველები" რომ იჯდნენ მუდმივად.

...უი, შარდენი მახსოვს საშინლად. :D ვერ ვიტანდი მაქაურობას. პირველად მანდ რომ ვიყავი, ბნელი და ნესტიანი ქუჩები იყო, სადღაც მანდვე რაღაც ფეხსაცმელების ფაბრიკაც იყო, ხოდა პირველად რომ ვიყავი კარგად მახსოვს ორი სამი "დაწესებულება" იყო, ამათრია მამაჩემმა რაღაც ბნელ და ვიწრო სადარბაზოში, ბარის პონტში რაღაცაში შევედით, ბნელოდა და შავი, მოტკეცილი მინიიუბკიანი, წითელპომადიანი და ამავე ფერის მანიკიურიანი ქალები იყვნენ, ყველა სვამდა და უსიამოვნოდ იცინოდნენ.

ცირკში დავყავდით ხშირად, სუნი დღესაც მახსოვს. :D

ციგნები მახსოვს, 32 კაბა რო ეცვათ ერთმანეთზე, "ბრიიტვა, ბრიიტვა, პეედრო, დონაალდო!" :D თავიდან რაღაც "მიატნი" კევებს ყიდიდნენ, wrigleys-ის პონტში უპაკოვკით, მერე პედროზე და დონალდოზე გადავიდნენ. კიდე რაღაც სათამაშოს ყიდიდნენ, ფოლგის ქაღალდში ჩატენილი ნახერხი იყო, მანდარინის ფორმით და წვრილი, გრძელი რეზინი ქონდა ყუნწივით გამობმული. ყოველდღე ვყიდულობდი.

რუსთაველის მეტროსთან სანაყინეც მაგრად მახსოვს. ალუმინის ლამბაქებში ნაყინის ბურთები, ვანილის და შოკოლადის. თავისუფლების (მაშინდელი ლენინის)მოედნის მეტროსთან, რაღაც ლურჯი აპარატები რო იდგა წვენების, შუშის ჭიქა რო იდგა შიგნით. 5 კაპიკიანი უნდა ჩაგეგდო.

ყვითელი ტაქსები, გაზ 24, სოჩიკით. :D

 

აუცილებლად გავაგრძელებ მერე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც ლურჯი აპარატები რო იდგა წვენების, შუშის ჭიქა რო იდგა შიგნით. 5 კაპიკიანი უნდა ჩაგეგდო.

 

 

მე სამ კაპიკიანი მანქანებიც მახსოვს.ტოისტ ერთად იყო,ხუთიანიც და სამიანიც.დვაინოს ვასხამდით ხოლმე.ერთს ჩააგდებდი,სეროფს ჩამოგისხავდა,გამოწევდი და მეორეს სამ კაპიკიანს სდრუზავდი.გამოდიოდა ორმაგი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც ბნელ და ვიწრო სადარბაზოში, ბარის პონტში რაღაცაში შევედით, ბნელოდა და შავი, მოტკეცილი მინიიუბკიანი, წითელპომადიანი და ამავე ფერის მანიკიურიანი ქალები იყვნენ, ყველა სვამდა და უსიამოვნოდ იცინოდნენ.

analgin

 

რა ხდებოდა ააქ? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წითელპომადიანი და ამავე ფერის მანიკიურიანი ქალები იყვნენ

არადა ეხლა ქალიშვილების მოდაა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

აუუუ...მცხელააა:)

 

ზემელზე ჩემს ბავშობაში კვასი რო იყიდებოდა,ის მომინდა ეხლა :)

 

მამაჩემა ერთხელ 5 მანეთი აჩუქა კვასის გამყიდველ ქალს და მთელი სეზონი უბნის ბავშვები უფასოდ ვსვავდით

 

დიდი ბაკალი 6 კაპიკი ღირდა, პატარა 3

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი ბაკალი 6 კაპიკი ღირდა, პატარა 3

სიგარეტის სუნის გასაყვანად ვიყენებდი. გაცერების წინ ყვითელი ბაკი . ძალიანაც არ მიყვარდა ,მაგრამ ფოთლების წამას მერჩივნა. :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ ერტხელ გასკდა და დაიღვარა იმ ცისტერნიდან და სულ პუტკუნა თეთრი ამტლები -მუხლუხოსავით ეყარა...ხოდა მას მერე შემეზიზღა აღAრ ვსვავდი :018:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

analgin

რესტორანი ბუდაპეშტი მახსოვს ვაკის პარკში

მანდ დავიწყეთ ღვინის სმა..მაგარი დრო იყო..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

არ მოვკლათ ბებრებმა ეს თემა

აი ახალგაზრდობის სურათი და პარკი "მზიური" ახალი გახსნილია..შატალოზე ნანდ ვიჩითებოდით,ჩვენი სკოლის წინ იყო..

http://i077.radikal.ru/1007/3f/4a06340d0074.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

lasha1997

lasha_alo

გიორგი68

 

http://s56.radikal.ru/i153/1007/9b/e845a791581d.jpg

 

 

ეს გახსოოვთ? :givi: :yes:

 

აუუ... :D :D :D

 

სად გაჩითე სურათი ტო? პიცუნდაში ვთამაშობდი ხოლმე მაგას და მაგაზე მაგრად ის მევასებოდა, მანქანები რო იყო მაგნაირ პონტში, პედლებით და რულით.:D

 

და ეს სათამაშო თუ გახსოვთ? :D :D :D აუუუ, რა მევასებოდაააა...

http://5800i.ru/picture/igra_nu_pogodi_nokia_5800_n97_5530.jpg

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...