Jump to content
Planeta.Ge

ბოსნია და საქართველო ევროპული უსაფრთხოებისთვის საშიშია


Recommended Posts

ევროკავშირის უსაფრთხოების მთავარი საფრთხე 2010 წლისთვის ბოსნიაში პოლიტიკური არასტაბილურობა და სამხრეთ-კავკასიაში სისხლისღვრა იქნება, ამტკიცებს ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელი. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმსხვილესი მეზობელი რუსეთი ცივი ომის მენტალობამ შთანთქა.

 

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენის ბლერმა ამის შესახებ სამშაბათს (2 თებერვალს) ვაშინგტონში სენატის დაზვერვის სპეციალური კომიტეტისთვის გაკეთებულ თავის ანგარიშში ისაუბრა.

”რუსეთ-საქართველოს გაყინულ კონფლიქტებს აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთზე კონტროლის მოსაპოვებლად და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს მთიანი-ყარაბახის ირგვლივ, შეიძლება სისხლისღვრა მოჰყვეს” – ამბობს იგი.

 

”ევრაზიის რეგიონში ცხელი წერტილების წარმოქმნის ყველაზე დიდ შესაძლებლობას კავკასიის მოუგვარებელი კონფლიქტები ქმნის. მოსკოვის სამხედრო ძალების გაფართოვება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში სამხრეთ-ოსეთსა და აფხაზეთში და მათთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, ასევე ქვედა დონეზე ძალადობის პერიოდული გამოვლინებები შეცდომებისა და არასწორი რეაქციების რისკს ზრდის, რასაც შეიძლება ბრძოლის განახლება მოჰყვეს“.

 

ბატონმა ბლერმა აღიარა, რომ ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ვადის პირველ წელს, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები გაუმჯობესდა და მაინც, ევროკავშირის დიდ მეზობელზე ის ხაზგასმული შეშფოთებით საუბრობდა.

 

”მე ის მაშფოთებს, რომ რუსეთი თავის მეზობლებთან ურთიერთობებს ყოფილი საბჭოთა სივრციდან, რომელსაც პრეზიდენტმა მედვედევმა მოსკოვის ”პრივილეგირებული ინტერესების ზონა” უწოდა, ნულოვანი თანხით დაწყებულ თამაშად განიხილავს” – განაცხადა მან.

 

”რუსეთი განაგრძობს საკუთარი არმიის გამოყენებას იმისთვის, რომ ზესახელმწიფოს სტატუსი დაიმკვიდროს და მეზობლებთან საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინოს. საუბარია ასევე მძიმე ბომბდამშენების პატრულებზე, ფლოტის მისიებზე რუსული ტერიტორიული წ####ბის მიღმა და ერთობლივ წვრთნებზე” – აღნიშნა ამერიკული დაზვერვის ხელმძღვანელმა.

 

http://foreignpress.ge/?p=11399

მოკლედ - არაფერი სახარბიელო.

მიუნჰენის კომფერენციაზე ამ საკითხებს განიხილავენ?

თუ ვინმეს მოგეპოვებათ ინფო, დადეთ ამ ტემაში

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

”რუსეთ-საქართველოს გაყინულ კონფლიქტებს აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთზე კონტროლის მოსაპოვებლად და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტს მთიანი-ყარაბახის ირგვლივ, შეიძლება სისხლისღვრა მოჰყვეს” – ამბობს იგი.

 

 

არა მგონია ესე მოხდეს.ჩვენ ხომ მოვაწერეთ ხელი ცეცხლის არ გახსნის ხელშეკრულებას ხელი?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

მიუნჰენის კომფერენციაზე ამ საკითხებს განიხილავენ?

კულუარებში მაინც...და მაგ სტატიაში რამე ის წერია, რაც არ ვიცოდით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მაგ სტატიაში რამე ის წერია, რაც არ ვიცოდით?

პრინციპში არაფერი ახალი, მაგრამ მაინც :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

პრინციპში არაფერი ახალი, მაგრამ მაინც

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ვარდერბის რევოლუციის შემდეგ დიდ იმედებს ამყარებდნენ ჩვენზე, ვერ გავუმართლეთ და ყველაფერი ძველებურად დადგა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ვარდერბის რევოლუციის შემდეგ დიდ იმედებს ამყარებდნენ ჩვენზე, ვერ გავუმართლეთ და ყველაფერი ძველებურად დადგა

ეს იმედგაცრუება ძალიან ძვირი დაგვიჯდება, ისეთ პატარა და სულელ ერს როგორიც საქართველოა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

ეს იმედგაცრუება ძალიან ძვირი დაგვიჯდება, ისეთ პატარა და სულელ ერს როგორიც საქართველოა

უკვე გვიჯდება სხვათაშორის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...