Jump to content
Planeta.Ge

მოვაჭრეები საგადასახადო სამსახურის წინააღმდეგ


Recommended Posts

მას შემდეგ, რაც საგადასახადო კანონში ცვლილებები შევიდა და საპროტესტო აქციებმა თითქმის მთელი საქართველო მოიცვა, წალენჯიხელმა მოვაჭრეებმა პროტესტი საკმაოდ ხმაურიანად გამოხატეს.

 

ცენტრალრი ბაზრის ტერიტორიაზე დასაქმებულმა მცირე მეწარმეებმა ჯერ გაფიცვა გამოაცხადეს, ხოლო შემდეგ მათთან შესახვედრად ფოთიდან საგანგებოდ ჩასულ საგადასახადო ინსპექციის მაღალჩინოსანს, თენგიზ ჭითანავას ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს.

 

პროდუქციის ადმინისტრირების გამკაცრებასთან ერთად მოვაჭრეებმა პროტესტი სალარო აპარატების მოქმედებასთან დაკავშირებითაც გამოხატეს, თუმცა მათი განსაკუთრებული შეშფოთება იმ გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ცენტრალური ბაზრის ალაგმვას და მიწის გასხვისებას გეგმავს.

 

შექმნილი პრობლემების გასარკვევად მოვაჭრეებმა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსაც მიაკითხეს, მაგრამ იქ მათ არავინ დახვდა. როგორც წალენჯიხელები ამბობენ მაჟორიტარი როლანდ ფიფია რაიონში იშვიათად ჩნდება და მოსახლეობასთან შეხვედრით თავსაც არ იწუხებს.

 

სამაგიეროდ წალენჯიხელებს „დაიცავი საქართველოსა“ და „ალიანსი საქართველოსათვის“ წევრებმა დაუჭირეს მხარი. მომავალ კვირას მათი ორგანიზებით წალენჯიხაში მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება.

 

 

 

ვიდეო: http://boqlomi.blogspot.com/2010/02/video_2296.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთელი უბედურება ის არის, რომ საგადასახდოში რეალურად არანაირი ცვლილება არ შესულა...

 

უბრალოდ, მისი მოქმედება გამკაცრდა...

 

ან ისევ უბრალოდ, არჩევნები მოდის, ფულია საჭირო და ყველას წეწავენ/////

 

ეკონომიკურ საქმიანობაში ზედნადები, ანუ ანგარიშფაქტურა, ისედაც აუცილებელი იყო./....

 

კობა დავითაშვილმა კი გაასულელა ხალხი და იმის მაგივრად პროტესტი ბიზნესტერორის წინააღმდეგ იყოს, გაფუჭებული კასეტასავით ჩაიხვიეს არ შემდგარი "საგადასახადო კოდექსში ცვლილება"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...