ლ ი ც ი Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 (edited) http://s003.radikal.ru/i202/1002/a5/fd5d488d53f9.jpg ნიკები და ექსპერტები - წერილი მეორე23:12 04.02.2010 კახა კაციტაძეყოველ პროცესს თავისი ჩრდილოვანი მხარე ახლავს. ინდუსტრიალიზაციის, დემოკრატიზაციის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარების ჩრდილოვანი მხარე “მასების ამბოხი”, მან-ის გაბატონება და რაც მთავარია დიქტატურის ახალი მოდელის ჩამოყალიბება იყო. დიქტატურის ეს მოდელი “პატარა ადამიანის” ფენომენს ემყარებოდა.20-ე საუკუნის დიქტატურებს, როგორც ავტორიტარულებს ისე ტოტალიტარულებს, ხშირად ადარებენ ძველაღმოსავლურ სახელმწიფო რეჟიმებს. ვთქვათ ძველეგვიპტურს ან ძველჩინურს. პოლიტიკური მეცნიერებების თვალთახედვით ასეთი შედარება მთლად კორექტული არაა. ძველ აღმოსავლეთში არსებობდა ზოგადად აღებული ხელისუფლის, ან უფრო ზუსტად, ხელისუფლების კულტი. მაშინ როდესაც 20-ე საუკუნის დიქტატურებში არსებობს კონკრეტული ბელადის (გენერალური მდივნის, ფიურერის, დუჩეს, კონდუქტორეს და ა.შ) კულტი. ამ განსხვავების ერთ-ერთი მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ არც ერთ ჩინელ იმპერატორს ან არც ერთ ეგვიპტელ ფარაონს არ ჰქონდა ხელთ ისეთი ტექნიკური საშუალებები, რომელიც რეალურ დროში, უწყვეტად და თანმიმდევრულად მოახდენდა დიდი ბელადის გაპიარებას მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. 20-ე საუკუნის ტექნიკამ ამის საშუალება გააჩინა. ტექნოლოგიური განვითარების გარკვეულ დონესა და ტოტალიტარულ პოლიტიკურ სისტემის კავშირი კარგად დაიჭირეს მესამე რაიხის მესვეურებმა. სახელდობრ გებელსმა (რომელიც ტოტალურ პროპაგანდას ხელმძღვანელობდა) და შპეერმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ტექნიკის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილის, სამხედრო ტექნიკის წარმოებას.მაგრამ ვისზე იყო გათვლილი ეს ტოტალური პროპაგანდა? - “პატარა ადამიანების” მასაზე. რასაკვირველია “პატარა ადამიანები“ ერთმანეთისგან განსხვავდებიან ასაკით, მენტალობით, პოლიტიკური სიმპათია-ანტიპატიებით, ღირებულებების შკალითაც კი. მავანმა სოციოლოგმა, ან სოციალურმა ფსიქოლოგმა “პატარა ადამიანებს“ შეიძლება მიათვალოს ჩაპლინის ფილმების პერსონაჟები ან იტალიური ნეორეალიზმის გმირები. მაგრამ ზუსტად ასევე მათ შეიძლება მიათვალო “პური და შოკოლადის” ის ამაზრზენი პერსონაჟები ნინო მანფრედის ირგვლივ რომ ტრიალებენ. “პატარა ადამიანები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, მაგრამ მათ რაღაც ისეთი საერთოც ახასიათებთ, რაც მათ აღწერას ერთგვარ ალგებრულ ფორმულად აქცევს, რომელშიც ნებისმიერი რიცხვი შეიძლება ჩაიწეროს. ალგებრული ფორმულის ამგვარი ტრანსფორმაციისას ფორმულის ადეკვატურობა არ ზიანდება. ცხადია ამ ფენომენს ფილოსოფოსებზე უკეთ და პროფესიულად სოციოლოგები და ფსიქოლოგები განმარტავენ. ეს მომავლის თემაა. ახლა ყურადღებას სხვა მომენტზე გავამახვილებ. 20-ე საუკუნის დიქტატურების თავისებურება ისიც იყო, რომ მათ სათავეში სწორედ “პატარა ადამიანების” წრიდან გამისული პიროვნებები ედგნენ, რომლებიც წინა, მათ მიერ ლიკვიდირებულ რეჟიმებთან მიმართებაში ანტიელიტას, პოლიტიკურ მარგინალებს წარმოადგენდნენ. ასეთი ანტიელუტური, “პატარა ადამიანების” წრიდან იყვნენ გამოსული ლენინიც, სტალინიც, ჰიტლერიც და მუსოლინიც.მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათი პოლიტიკური ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ხელისუფლებაში კონტრელიტა მოეყვანათ და ეს კონტრელიტა სახელისუფლო ელიტად ექციათ. ამ მიზნიდან გამომდინარე “პატარა ადამიანების“ ნაწილს სხვადასხვა დონის ფიურერების თანამდებობები უნდა დაეკავებინათ, ხოლო ნაწილს სტატისტების როლი ეთამაშათ. ოღონდ რეჟიმის ინტეგრირებისათვის მათ მაინც უნდა შერჩენოდათ რაღაც ერთგავროვან, ჰომოგენურ გარემოს “პატარა ადამიანობას” მიკუთვნებულობის განცდა. სტატისტად დარჩენილ რომელიღაც “პატარა ადამიანს” უნდა უხაროდეს რომ ელიტაში ვიღაც მასავით “პატარა ადამიანია”. ეს მას სოციალური კომფორტის და სიმყუდროვის განცდას ანიჭებს, აღარაფერი რომ ვთქვათ იმის შანსზე, რომ ის, სტატისტი პატარა ადამიანი, როდესმე შეიძლება თუგინთ რიგითი ფიურერი გახდეს. ერთი სიტყვით “პატარა ადამიან” სტატისტებს უხარიათ: ხელისუფლებაში მათნაირი “პატარა ადამიანები” არიან, აღსავსენი მათივე მსგავსი ილუზიებით, კომპლექსებით, ფობიებით და შიშებით. მეორეს მხრივ სხვადასხვა დონის “ფიურერები” ინტუიციით უშეცდომოდ გრძნობენ როგორ გამოარჩიაონ მათივე მსგავსი “პატარა ადამიანები” მოქალაქეთა ძირითადი მასისგან. დამპალი პოლიტიკური ელიტის პირობებში “პატარა ადამიანებზე” დამყარებული ამგვარი ახალი ელიტის ჩამოყალიბება სრულიად ლოგიკური პროცესია. თუმცა ისიც ლოგიკურია, რომ ამგვარი სისტემები, რომლებიც ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოდიან, ძალიან ცუდად ასრულებენ (იტალიელი ფაშისტები, რუსი კომუნისტები, გერმანელი ნაციონალ-სოციალიტები… ყველანი ხელისფლებაში რევოლუციის გზით ანუ წარსულთან სრული წყვეტის ლოზუნგებით მოვიდნენ). რასაკვირველია 20-ე საუკუნის დასაწყისის რუსული აბსოლუტური მონარქიის, იტალიური კონსტიტუციური მონარქიის და ვაიმარის რესპუბლიკის რეჟიმები ერთნაირად იყვნენ ძირმომპალები. ზუსტად ისევე როგორც შევარდნაძის რეჟიმი საქართველოში. განსხვავება ერთია: ჩვენი “ნაციონალებისგან” განსხვავებით არც ნაციონალ-სოციალისტები, არც იტალიელ ფაშისტები და არც რუსი ბოლშევიკები არ ყოფილან წინა რეჟიმის ორგანული ნაწილი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ “ნაციონალობი” ყოველმხრივ ცდილობდნენ და ცდილობენ თავიანთი ხელისუფლებაში მოსვლა წარმოადგინონ, როგორც რევოლუცია, ანუ წინა რეჟიმთან წყვეტა. მათი მტკიცება, თითქოს საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყებოდეს, მხოლოდ ახირება კი არაა, არამედ 20-ე საუკუნის დიქტატურებისათვის დამახასიათებელი ტენდენციის გამოხატულებაცაა. სხვა საკითხია რამდენად შეესაბამება ეს მტკიცება სინამდვილეს. თუმცა ეს სულ სხვა საუბრის თემაა. ახლა ჩვენ გვაინტერესებს ამ დიქტატურების და “პატარა ადამიანების“ მიმართება ინდუსტრიული საზოგადოების განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ტოტალიტარული რეჟიმები წარმოიქმნენ, “პატარა ადამიანები“ ერთის მხრივ დიქტატურის სტატისტური და სტატისტიკური მხარდამჭრერები უნდა ყოფილიყვნენ, მეორეს მხრივ სხვადასხვა დონეზე კადრების მომწოდებლები. არსებული ტოტალიტარულ - პარტიული აპარატი თვალყურს ადევნებდა რომ ეს პროცესი ისე წარმართულიყო, როგორც მართველ ელიტას სურდა. მთავარია, რომ ყველა დონეზე “პატარა ადამიანები“ კმაყოფილები ყოფილიყვნენ იმ როლით, რომელსაც მათ რეჟიმი მიუჩენდა. პოსტინდუსტრიალ საზოგადოებაში, ინტერნეტის და ფორუმების პირობებში დიქტატურების თუ დიქტატურებისკენ მსწრაფველი რეჟიმებისა და “პატარა ადამიანების” ურთიერთობა არა მხოლოდ იხვეწება, არამედ თვისებრივად ახალ განზომილებას იძენს.“პატარა ადამიანს“ საშუალება ეძლევა ფსიქოლოგიური კომპენსაციის თვისებრივად ახალი მექანიზმები იპოვოს. ტოტალიტარული დიქტატურების დროს “პატარა ადამიანი” სტატისტი იქნებოდა ის თუ რომელიღაც წვრილი, ან თუგინდ შედარებით მსხვილი მასშტაბის ფიურერი ანონიმური რჩებოდა. ტოტალიტარული ეპოქის თვით მხატვრული თვალსაზრისით დიად ფილმებშიც კი “პატარა ადამიანები“ (პატარას სოციალურ-ინსტიტუციური თვალსაზრისით ვამბობ, თორემ ფიზიკურად ისეთ ტიპებზეა ლაპარაკი გაბარიტი რომ არ აკლიათ და კუნთები რომ ასკდებათ) თავიანთი მოჩვენებითი სიდიადის მიუხედავად ერთგვაროვანი, ინდივუდუალობას მოკლებული მასის სტატისტები არიან. ეს ერთნაირად ეხება არა მხოლოდ რიგით “პატარა ადამიანებს”, არამედ სხვადასხვა დონის კრაისლაიტერებს და გაულაიტერებსაც (ჩვენთან სხვადასხვა დონის გამგებლებსაც). რასაკვირველია “პატარა ადამიანებს” არ სურთ იყვნენ მარადიული სტატისტების როლში. ისინი ზოგჯერ შეიძლება “ამბოხდენ” და ზემდგომი ფიურერის ან თუგინდ უზენაესი ფიურერის მიერ არასანქციონირებულ ნაბიჯებზეც წავიდნენ. მაგალითად ზემოდან მითითების გარეშე გაუსწორდენ დიდი ბელადის მტრებს. “პატარა ადამიანების” ასეთი “შემოქმედებითი ინიციატივის” კარგი მაგალითია იტალიაში, ადრეული მუსოლინის რეჟიმის პირობებში ოპოზიციონერ დეპუტატ მატეოტის მკვლელობის ფაქტი.მატეოტი მუსოლინის რეჟიმთან თავდადებულ მებრძოლად ითვლებოდა, თუმცა მისი ლიკვიდაციის ბრძანება არც მუსოლინის და არც მისი უახლოესი გარემოცვის რომელიმე წევრს არ გაუცია. ის, როგორც საერთოდ რეჟიმისათვის საძულველი ფიგურა, წვრილი ფაშისტების ინიციატივით, წვრილმავე ფაშისტებმა(ანუ რეჟიმის მსახურებად ქცეულმა “პატარა ადამიანებმა”) მოიტაცეს და მოკლეს. მუსოლინი რომელიც ამ პერიოდში კიდევ თამაშობდა დემოკრატობანას იძულებული გახდა მკვლელები საჯარო დაესაჯა კიდეც (მართალია შედარებით მსუბუქი სასჯელით).მასობრივი ინტერნეტიზაციის, კომპიუტერიზაციის და ფორუმიზაციის პირობებში ასეთ “პატარა ადამიანებს” მოქმედებისათვის თვისებრივად ახალი საშუალებები უჩნდებათ. თუ აქამდე ისინი რიგითი სტატისტები ან დაბალი/საშუალო დონის ფიურერები ანუ მთლიანად ანონიმური, ინდივიდუალობადაკარგული ადამიანები იყვნენ, ახლა ფორუმების მეშვეობით მათ შეუძლიათ თავის თავს ვითომცდა ინდივიდუალობის ილუზია შეუქმნან. ილუზია იმით იქმნება, რომ ერთის მხრივ სახეზეა ანონიმურობა (ნიკის ქვეშ ამოფარება), მეორეს მხრივ საჯაროობა (ფორუმის კამერულ სივცეში ძირითადად თანამოაზრეებთან პოსტვა, ან უფრო ზუსტად ჭორაობა).მესამე მხრივ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, ხდება ამ ანონიმიზირებული მასის მიერ საკუთარი, თითქოს ინდივიდუალური აზრის გამოთქმაც (მართალია ნიკს ამოფარებულად). ამით ნიკს ამოფარებულები საკუთარი ინდივიდუალობის ილუზიას უქმნიან საკუთარ თავს და თავისნაირებს.ასეთი ადამინები და ასეთი ადამიანებით დაკომპლექტებული ფორუმები დემოკრატიის სტიმულირების ნაცვლად დემოკრატიისთვის საფრთხედ იქცევიან. მათი სამიზნეებიც გასაგებია. ასეთ ანონიმურ კვაზი-ინდივიდუუმებს ყველაზე მეტად ისინი არ მოსწონთ, ვინც მართლაც წარმოადგენენ ინდივიდებს. არა აქვს მნიშვნელობა კულტურის სფეროში იქნება ეს, ხელოვნების, ლიტერატურის, ჟურნალისტიკის თუ სპორტის (პოლიტიკაზე არაფერს ვიტყვი, ცალკე საკითხია).ეს არცაა გასაკვირი ვინაიდან. ინდივიდუალობადაკარგული გასაშუალების პირველი მტერი სწორედაც მკვეთრად წარმოდგენილი ინდივიდუალობაა. რასაკვირველია ეს გარემოება არც ფორუმების როგორც ასეთის ინსტიტუტის განვითარების შეჩერებისადმი მოთხოვნად უნდა გავიგოთ და არც მასობრივი ინტერნეტიზაციის გარდაუვალი პროცესის შეჩერებად.ეს უბრალოდ ფორუმებში მეტი რეფლექსიის და საჯაროობისადმი, ნაკლები ფობიების გაჩენის მოწოდებაა. მოწოდებაა იმისა, რომ ფორუმებმა განიხილონ რაშია თავად ფორუმების არსი საქართველოს დღევანდელ რეალობაში. მოწოდებაა იმისა, რომ ფორუმების კამერული სივრცე უფრო საჯაროდ იქცეს, თუგინდ რაღაც თავისი სივრცე, რაღაც სახით ნიკსგარეშე საჯარო ფორმატის შემოტანით. ეს სხვათა შორის არა მხოლოდ ფორუმებს ეხება. ფაქტია, რომ პოზიტიურ ჭრილში არ გვაქვს ქართველი მეცნიერების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, როგორი უნდა იყოს მეცნიერება საქართველის განვითარების დღევანდელ ეტაპზე. ჟურნალისტებს არასოდეს ჩაუტარებიათ პროდუქტული დისკუსია თემაზე, როგორი უნდა იყოს დღევანდელი ქართული ჟურნალისტიკა. – არადა ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მიაღწია განვითარების იმ დონეს, როდესაც აუცილებელი ხდება საზოგადოებრივ სარბიელზე მოთამაშე ჯგუფების მიერ თამაშის წესების განსაზღვრა.ბუნებრივია ეს იმათაც ეხება, ვისაც “ექსპერტებს” უწოდებენ და რომელთა შესახებაც ლაპარაკი მომავალ წერილში მექნება. http://presa.ge/index.php?text=news&i=12215 ლიცემერი: ყველა ფორუმს ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ. თქვენ რომ უბნობთ, ჩემო ბატონო, იმ ფორუმზე ხელისუფლების პოლიტიკის კოსმეტიკით არიან დაკავებულები, ან-იმავე პოლიტიკის უთავბოლო რემონტით Edited February 5, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 მართალს ამბობს პატარა კაცუნებზე და არა ერთხელ მითქვას ის,რომ მიშას კამანდაში ბევრნი არიან ეგეთები.უმეტესობა ფაქტიურად.ნუ ფორუმზე ბაზარიც არა მაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 (edited) მართალს ამბობს პატარა კაცუნებზე და არა ერთხელ მითქვას ის,რომ მიშას კამანდაში ბევრნი არიან ეგეთები.უმეტესობა ფაქტიურად.ნუ ფორუმზე ბაზარიც არა მაქვს.lasha1997 უდაოდ გონიერი კაცია Edited February 5, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 ლ ი ც ი უდაოდ გონიერი კაცია ეს მეორე სტატიაა რაც წავიკითხე მისი და ასე თუ ისე მართალს სწერს. პატარა კაცუნების ზუსტი დახასიათებაა ამ სტატიაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 მომწონს მაი კაცი... აშკარად არათანამედროვექართულადაა განათლებული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
UTUFURS Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 ჩემი მეგობრის მასწავლებელია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 კახა კაციტაძეს პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ჩანს , ფორუმების აზრზე არ არის! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.