Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გამსახურდია: ცოტნე ახდენდა მამაჩემის სახელის დისკრედიტაციას!


Recommended Posts

კონსერვატიული პარტიის ერთერთი ლიდერის, კახა კუკავას მიერ, ზვიად გამსახურდიას ოჯახის შესახებ გაკეთებებულ განცხადებას, სოციალურ ქსელ "facebook" –ში, გიორგი გამსახურდია გამოეხმაურა.

 

"არ მესმის ნამდვილად, თავისუფალი აზრის გამოხატვა და დისკრედიტაცია რამდენად არის ერტმანეთთან კავშირში. ესეც მანანას ლოგიკიდან არის, "აქუსთან" რომ ბრძანებოდა ეთერში, თითქოსდა მე დაშანტაჟებული ვარ და მსგავსი იდიოტიზმები. უბედურება ის არის ჩემო კახა, რომ სწორედ ჩვენდა, ყველას სამწუხაროდ თავის უაზრო და გაუწონასწორებელი ქმედებებით, სწორედ ჩემი ძმა და "ქალბატონი" მანანა ახდენდა ზვიად გამსახურდიას სახელის დისკრედიტაციას, და თუ ვინმე უთმენს და არაფერს იძახის, სწორედ სულმნათი ზვიადის პატივისცემით, თორემ დამერწმუნეთ, ესეთ ოჯახის წევრებს ზვიადი ნამდვილად არ იმსახურებდა, და თუ ვინმე მისი (ცოტნეს) ექს-"გელფრენდი" გამოვა და რამე იდიოტიზმს მოროშავს, ესეც მისი ბრალია. მსგავს ინდივიდებთან ნორმალურ ადამიანს და მითუფრო, ზვიადის და კოწიას ჩამომავალს არაფერი არ ესაქმება. ეს მხოლოდ ჩემი აზრია და ბევრი გაიზიარებს დარცმუნებული ვარ", – აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ კახა კუკავას განცხადების კომენტარებისას.

წყარო: http://boqlomi.blogspot.com/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სვიატაია სემეიკა

 

http://www.aiwaz.net/uploads/gallery/canigiani-holy-family-3477-mid.jpg

 

უკაცრავად, სურათების ატვირთვა ვერ ვისწავლე, სორი - უნიჭო ვარ, რა. :viking:

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი გამსახურდია: ცოტნე ახდენდა მამაჩემის სახელის დისკრედიტაციას!

ოჯახია იმის დე რა :viking:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

სვიატაია სემეიკა
უკაცრავად, სურათების ატვირთვა ვერ ვისწავლე,

აჰა, შენ გული არ დაგწყდეს :D

http://s004.radikal.ru/i208/1002/13/777ff950c34e.jpg

 

ლ ი ც ი

ოჯახია იმის დე რა

:yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კოწიეს, ზვიადას გაკეთებას, რამე რომანი დაეწერა არ ჯობდა?

"ქართველმა ერმა უკვე აღიარა გმირად!1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! ეს თუ გმირობა და პოლიტიკოსობა არაა მაშინ ტერიტორიების გაყიდვა სკამის შენარჩუნებისთვის ყოფილა პოლიტიკოსობა(სერგო შევარდნაძე, სერგო ორჯონიკიძე,ვარაზ-ბაკური))?!

ვაცლავ ჰაველმა-აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტთა ლიდერმა-ჩეხეთის პრეზიდენტმა განუცხადა ზვიად გამსახურდიას,რომ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ,ზვიად გამსახურდიამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აღმოსავლეთ ევროპისა და სამჭოთა რესპუბლიკების განთავისუფლებაში!!! 9 აპრილის გმირებმა თავი შესწირეს ყველაზე მნიშვნელოვანს-თავისუფლებას და ამ გმირების სისხლი ტყულად არ დაღვრილა..მათ საპატივცემლოდ დამოუკიდებლობა ორი წლისთავზე გამოცხადდა,დიდება უფალს! ყველაზე დიდი სიტყვებია-ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს-ვახტანგ გორგასალი...იგივეა ეძიებდით თავისუფლებისთვის სიკვდილს! ზვიად გამსახურდიაც ეძიებდა თავისუფლებისთვის სიკვდილს... " ეროვნული გმირის-ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი

 

9 არილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში.

რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება.

 

თბილისი, მთავრობის სასახლე

1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი ........ პ.ს. შენი" ზვიადა" მე მგონი არაა , შენი -ედიკაა... მისი გაკეთებული აგერ დევს და შენი გაკეთებული დადე ...უსიოკ?! :D

Edited by bimo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

bimo

 

რა ვქნა მამას ხელმოწერაც დაგედო ბარემ :givi:

გამსახურდიები გამარჯვებულნი გადასახლდნენ ზეციურ საუფეველში... ............................................... ზვიად გამსახურდიას სიტყვა, წარმოთქმული 1990 წლის 26 მაისს ( ტექსტი,რომელიც დღესაც აქტუალურია)

 

 

დღეს შევიკრიბეთ ამ მიწაზე, სადაც დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ხანაში იმართებოდა მიტინგები და შეკრებები. დღეს ჩვენთან არიან ის სულები, საქართველოს თავისუფლებისათვის მრავალი მათგანი შემდგომში წამებულნი, საქართველოს დამოუკიდებლობის სულის ჩამდგმენლი და ამ დღეს გვმართებს დიდი დაფიქრება და დიდი ანალიზი ჩვენი ბრძოლის, ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სწორი კურსის განსაზღვრისათვის.

 

მეგობრებო! გილოცავთ ყველა ქართველისათვის ამ ღირსსახსოვარ დღეს. და დღეს, მეგობრებო, უნდა ითქვას სიმართლე, რამეთუ სიმართლისათვის მოგვავლინა უფალმა ჩვენ, სიმართლისათვის მოავლინა ქართველი ერი, რათა მან სწამოს ჭეშმარიტი, რათა მან სწამოს ქრისტესთვის, რათა იგი გაბრწყინდეს მსოფლიო ხალხთა წინაშე, ვითარცა ქომაგი ჭეშმარიტებისა. მეგობრებო, ნუ იყოფინ ორპირობა და გულაღრძილობა ამ დღეს, ამ წმინდა მიწაზე, სადაც წინაპართა აჩრდილები თავს დაგვტრიალებენ, სადაც სულმნათი მერაბ კოსტავა გადმოგვცქერის ზეციური საქართველოდან, სადაც წმინდა ილია მართალი დაგვცქერის ჩვენ, ჩვენს მირვე წამებული ილია მართალი.

 

ძმანო და დანო! ქართველი ერი ქრისტეს მცნებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე და მე მინდა შეგახსენოთ იგავი იოანეს სახარებისა, რამეთუ ეს იგავი მიესადაგება ჩვენს დღევანდელ მფგომარეობას, ჩვენს გუშინდელ დღეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დამოუკიდებლობას - იმჟამად წართმეულს, იმჟამად დამარცხებულს და ჩვენ დღეს უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა არჩევანის წინაშე ვდგავართ. ეს იგავი სახარებისა არის შემდეგი: როდესაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე გამოიყვანეს ებრაელი ხალხის წინაშე რომაელებმა და მისმა მტანჯველებმა, ისრაელს ჰქონდა წეს-ჩვეულება: სიკვდილით დასჯილი ერთ-ერთი ადამიანი ამ დღეს, უნდა მიეტევებინათ ხალხისათვის. მაშინ რომაელთა ხელისუფლებამ მიმართა ისრაელის ერს: ვინ მოგიტევოთ? და წარუდგინა ქრისტე - ღმერთკაცი და ბარაბა - ავაზაკი. მაშინ იხუვლა ისრაელის ერმა: ჯვარს აცუ ეგე და მოგვიტევე ჩვენ ბარაბა, მოგვიტევე ავაზაკი და ის ავაზაკი გულში ჩაიხუტა და ჯვარცმად გაუშვა ქვეყნად მოვლენილი მესია-ღმერთკაცი!

 

ძმანო! უსაშინელესი ტრაგედია დაატყდა ისრაელს ამის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა ოცი საუკუნის მანძილზე, მათ დაკარგეს სახელმწიფოებრივობა, დაკარგეს ენა, დაკარგეს ტერიტორია, გაიფანტნენ მთელს მსოფლიოში, არნახული ტანჯვით ვიდოდნენ და მხოლოდ ორი ათასი წლის შემდეგ შეუნდო უფალმა ის, რომ მათ აირჩიეს ავაზაკი, ავაზაკის გზა და უარყვეს ქრისტე. და, აი, ქართველი ერი, ღვთის ერი, ასევე ღვთის რჩეული, ვით ისრაელი, ვიდოდა ქრისტეს ეკლიანი გზით. მოვიდა მეოცე საუკენემდე და მის წინაშე წარდგა არჩევანი. აი ეროვნული მოძრაობა დიდი ილიასი, დიდი ჰუმანისტებისა, დიდი დემოკრატებისა და, აჰა მოძრაობა ყაჩაღებისა, ავაზაკებისა და უღმერთო ერისა, ბარაბასი. და როდესაც ისტორიამ სამსჯავროზე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი, ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას.

 

და, აი, დადგა ჟამი ჩვენი განთავისუფლებისა, ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ბარაბას გზით. ბარაბას გზა ავირჩიეთ და ეს თავისუფლებაც უფალმა ისე წაგვართვა, ვით მოგვივლინა, და დაგვატეხა თავს არნახული სასჯელი, რომელიც სამოცდაათი წელი გვანადგურებს.

 

აი, ამის გამო მივიღეთ, ძმანო, ეს სასჯელი, რამეთუ უარვყავით ქრისტე, ქრისტეს მოვლენილი კაცი, მესიად მოვლენილი კაცი და ავირჩიეთ ბარაბა ავაზაკის, სოციალ-დემოკრატიის და მსგავსთა მისთა გზა.

 

აი მიზეზი ჩვენი კატასტროფისა, აი მიზეზი 26 მაისის დამარცხებისა, აი მიზეზი იმისა, რომ ვიქმენით ჩვენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, მტერთაგან ძლეულნი. მამული ჩვენი მტერთა ჩვენთა ფეხქვეშ გაითელა და ჩვენ დღეს უფსკრულის პირას ვართ. და, აი მოდის ახალი არჩევანი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენ წინაშე არის ორი გზა. შენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. აი გზა ილია მართლისა, აი გზა სიწმინდისა, ზნეობისა, აი გზა დემოკრატიისა, აი გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი გზა ტერორიზმისა! აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს! და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებული იყოს უკუნისამდე.

 

ჩვენ, ძმანო, ვდგავართ პირისპირ სატანასთან, გველეშეპთან. ან ჩვენ დავამარცხებთ მას წმინდა გიორგის ძალისხმევით, ან ის შთანთქავს ჩვენს ისტორიულ ბედ-იღბალს და გაგვთელავს ჩვენ ეს კოსმიური გველეშაპი, ეს პლანეტარული მხეცი - ანტიქრისტე, რომელიც წარმოგვიდგება და გვეუბნება: აი ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარით მოდის ანტიქრისტე, მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება.

 

გაუმარჯოს ილია მართლის გზას, მერაბ კოსტავას გზას!

 

კურთხეულ იყოს ილია მართალის გზა!

 

გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...