kisa Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 (edited) ჯანი ბუკიკიო - სამწუხაროა, რომ 20 წლის განმავლობაში საქართველომ გამართული კონსტიტუცია ვერ შეიმუშავა 04 / 02, 2010 12:20PrintFont size: Decrease font Enlarge fontimage ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან ბევრი ხარვეზია, რომელიც კონსენსუსის გზით უნდა აღმოიფხვრას.როგორც ბუკიკიომ საკონსტიტუციო კომისიაში ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა, არსებული კონსტიტუცია არ აკმაყოფილებს თანამედროვე და დასავლურ მოთხოვნებს.“საქართველომ კონსტიტუციაზე მუშაობა დამოუკიდებლობის დღიდან დაიწყო და ძალიან სამწუხაროა, რომ თითქმის 20 წლის განმავლობაში ქვეყანამ გამართული კონსტიტუცია ვერ შეიმუშავა”, – აღნიშნა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა. ბუკიკიოს განცხადებით, ყველაზე მეტი ხარვეზი აღინიშნება სახელმწიფო მოწყობის საკითხებში. მისივე აზრით, ახალ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს სახელისუფლო გამიჯვნას, კერძოდ, საჭიროა მეტი ძალაუფლება ჰქონდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გაიზარდოს პარლამენტის უფლებამოსილება, მეტი ავტონომია მიეცეს ადგილობრივ თვითმმართველობას.“ამოცანა და ხარვეზი ბევრია და მათზე ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. კონსტიტუცია აუცილებელია თანხმობისა და კონსენსუსის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული და ამაში თავისი წვლილი უნდა შეიტანონ სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა”, –განაცხადა ბუკიკიომ.ვენეციის კომისიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თბილისს გუშინ ეწვია. ჯანი ბუკიკიო უკვე შეხვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მან შეხვედრები გამართა ცესკოსა და ევროსაბჭოს წარმომადგენლობაში. 14:00 საათზე დანიშნულია მისი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან, აგრეთვე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებთან და კომისის თავმჯდომარესთან არსებული მრჩევრელთა საბჭოს წარმომადგენლებთან http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ვინც იცით რაზეა საუბარი, იქნებ ახსნათ - რა ჯანდაბა სჭირს ამ ჩვენ კონსტიტუციას? Edited February 4, 2010 by kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიღებულ კონსტიტუცუაში ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი ნაკლებია. ვაღიარებ, რომ თქვენ მკაცრი კონტროლი გჭირდებათ სახელმწიფო პოლიტიკაში, მაგრამ ახლა ამ პოლიტიკის შერბილება და ძალთა გადანაწილებაა საჭირო. ბალანსი უნდა დავიცვათ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის. პრეზიდენტის უფლებები უნდა შეიზღუდოს, რის ხარჯზეც გაიზრდება პარლამენტის უფლებამოსილება. თქვენ ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო გჭირდებათ. კონსტიტუცია ცვლილებებს მოითხოვს”, _ განაცხადა ჯანი ბუკიკიომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.ვენეციის კომისია ოფიციალურ დასკვნას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაზაფხულზე გამოაქვეყნებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1აი ეა არის "ვარდების რევოლუციის" მონაპოვარი?მეტი რაღა თქვას ამ ადამიანმე არ მესმის ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 kisa ვინც იცით რაზეა საუბარი, იქნებ ახსნათ - რა ჯანდაბა სჭირს ამ ჩვენ კონსტიტუციას?რა უნდა სჭირდეს ქალბატონო კისა, გარდა იმისა რომ ტიპიური რუსულ-თურქმენული მოდელია, სადაც პრეზიდენტი ფაქტიურად იმპერატორია.თვითმართველობა კი არარსებობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 ვაღიარებ, რომ თქვენ მკაცრი კონტროლი გჭირდებათ სახელმწიფო პოლიტიკაში, მაგრამ ახლა ამ პოლიტიკის შერბილება და ძალთა გადანაწილებაა საჭირო.ეს ძალიან საინტერესო გამონათქვამია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 (edited) ვინ ჩემი ღლეა ეგ ჯანი ბუკიო რომ კონსტიტუციას გვიწუნებს. სახელმწიფო მოწყობის სისტემაა ეგეთი და გაუმართავი კოსნტიტუცია რა შუაშია... გვინდა სხვა სისტემა - შევცვლით კონსტიტუციას... მე არ მინდა! თვითმმართველობა რომ არ მუსაობს ეგ კონსტიტუციის ბრალია? ან გაუმართავი რას ნიშნავს???? Edited February 4, 2010 by Jonathan Livingston Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 Jonathan Livingston ვინ ჩემი ღლეა ეგ ჯანი ბუკიო რომ კონსტიტუციას გვიწუნებს.The European Commission for Democracy through Law, better known as the Venice Commission, is the Council of Europe's advisory body on constitutional matters. Established in 1990, the commission has played a leading role in the adoption of constitutions that conform to the standards of Europe's constitutional heritage. Initially conceived as a tool for emergency constitutional engineering, the commission has become an internationally recognised independent legal think-tank. It contributes to the dissemination of the European constitutional heritage, based on the continent's fundamental legal values while continuing to provide “constitutional first-aid” to individual states. The Venice Commission also plays a unique and unrivalled role in crisis management and conflict prevention through constitution building and advice.დანარჩენი აქ ნახეhttp://www.venice.coe.int/site/main/Presentation_E.aspსაქართველო არის ამ ორგანიზაციის წევრი - ასე რომ ძალიანაც ეკითხებიანhttp://www.venice.coe.int/site/dynamics/N_...L=E&All=Yes Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 გაზპრომი ვენეციის კომისიასაც მისწვდა :დებილინაჩიონალი: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 საჭიროა ყველა ჰუმანური მეთოდის გამოყენება, რათა საზოგადოებაში შინაგანი შემოქმედებითი ძალები განვითარდეს და თუ ზემოხსენებულ მოსაზრებაზე შევთანხმდებით, მაშინ არ გაგვიჭირდება იმ მარტივი დასკვნის გაკეთება, რომელიც, დემაგოგთა არმიის გარდა, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. _ კარგია მმართველობის ის ფორმა, რომელიც მოცემულ კონკრეტულ პირობებში შექმნის ისეთ სისტემას, სადაც საზოგადოებაში სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის დაპირისპირება მინიმუმამდე შემცირდება და საზოგადოების ყველა წევრს შინაგანი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენის საშუალება ექნება. _ კარგია ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც შრომის ნაყოფიერებას არა ზოგადად, არამედ მოცემულ, კონკრეტულ პირობებში განავითარებს._ კარგია მხოლოდ ის სოციალური დამოკიდებულება, რომელიც რწმენას, ზნეობას, განათლებას, ანუ, საბოლოო ჯამში, სოციალურ სამართლიანობას აამაღლებს.და ყველაზე მნიშვნელოვანი _ ეს ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში უნდა იყოს, რათა საზოგადოების ორგანულ გამთლიანებას ჩაეყაროს საფუძველი. ყოველივე ამის გათვალისწინებით ადამიანთა რაციონალური ურთიერთობის განმსაზღვრელი იდეოლოგია, სოციალური იდეალები უნდა შემუშავდეს, რაც ჩვენთვის საერთო ამოცანის გადაწყვეტას დააჩქარებს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ: ნათლად უნდა გვქონდეს წარმოდგენილი რა გვინდა, როგორ მოვახერხებთ დასახულ მიზნამდე მისვლას და რაც მთავარია, გააზრებული უნდა გვქონდეს ის სულიერი და ზნეობრივი საფუძვლები, რასაც უნდა დავეყრდნოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 გაუმართავი კოსნტიტუცია რა შუაშია.ნუ ცხარობ ხარვეზები ბევრი ქვეყნის კონსტიტუციებშია, სულ ეხლა ხანს ახალ მიღებული კანონი გერმანიაში ევროპამ ადამიანების უფლებების უხეშ დარღევვად გამოაცხადა და ეხლა მუშაობს გერმანიის მთავრობა მის შესაცვლელად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 სამართლისა და ზნეობის ჰარმონიული თანაარსებობის გარეშე, სრულყოფილი საზოგადოება ან სიზმარში არსებობს ან ჯოჯოხეთში და თუ ამაში ვერ დაგარწმუნებთ, მაშინ ჯერ ცარიელი თეფში, შემდეგ კი თეფშის უქონლობა დაგარწმუნებთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 ნუ ცხარობ ხარვეზები ბევრი ქვეყნის კონსტიტუციებშია, სულ ეხლა ხანს ახალ მიღებული კანონი გერმანიაში ევროპამ ადამიანების უფლებების უხეშ დარღევვად გამოაცხადა და ეხლა მუშაობს გერმანიის მთავრობა მის შესაცვლელად.გასაგებია, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო მოწყობის პრობლემა გვაქვს და არა კონსტიტუციის გაუმართაობისა... გაუმართავი კანონი კი - იმდენი წელი იცოცხლე რამდენი ეგეთი კანონიც გვაქვს მაგრამ კონსტიტუციის გაუმართაობაში ეჭვი მეპარება... ნუ ამათ იმდე ჭრეს და კერეს პრინციპში ეგეც მოსალოდნელია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 Jonathan Livingston ნუ ამათ იმდე ჭრეს და კერეს პრინციპში ეგეც მოსალოდნელია..ხო და მაგაშია სწორედ საქმე!უსაზღვრო უფლებები პრეზიდენტს და დაკნინებული პარლამენტი, ამის გაკეტება რომ დაიწყეს მაშინვე გამიჩნდა პროტესტი - ვინ შეისმინა რო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 kisa რა სჭირს კონსტიტუციას? რა სჭირს და ისმევენ ერთ ადგილას როცა გაუსწორდებათ.აი ეგ სჭირს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 კონსტიტუცია კი არა კაცობა მოკვდა და გაიყრჯონ ეგ კონსტიტუცია უკან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 გავარტყი მიშას კონსტიტუციას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.