Jump to content
Planeta.Ge

ტორტები.ნამცხვრები


Recommended Posts

მე ვიცი ერთI ძალიან ძალიან ძველი რეცეპტი :))

5 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი+5 ჩაის კოვზი ხორბლის ფქვილი+1 ჭიქა რძე+ნახევარი ქილა შესქელებული რძე ამ ყველაფერს დავდგამთ ცეცხლე და განუწყვეტლივ ვურევთ მანამ სანამ არ ადუღდება, როცა დუღილს დაიწყებს ცოტა ხანს კიდევ ვაცდით და მერე გადმოვდგამთ ცეცხლიდან, როცა შენელთბილდება ავთქვიფოთ წინასწარ დარბილებული 250 გრამი კარაქი და შემდეგ შევათქვიფოთ მომზადებული ფაფა :) ხო, ბოლოს დავუმატოთ ვანილი :)

გუშინ ამ კრემით გავაკეთე ბანანის ნამცხვარი - თუ ვინმეს დააინტერესებს შმეიძლია რეცეპტი დავდო :)

http://s002.radikal.ru/i198/1002/d0/38da94a62edc.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ვაიმე მოვკლავ მე ამ გოგოს -გული წამივიდა ისე მომინდა:))

მიდიდ აწერე აბა რეცეპტები-მა რისთვისაა ეს განყოფილება:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაიმე მოვკლავ მე ამ გოგოს -გული წამივიდა ისე მომინდა:))

მიდიდ აწერე აბა რეცეპტები-მა რისთვისაა ეს განყოფილება:P

სამწუხაროდ ამ ნამცხვრის ბუნდღაც კი აღარ არის დარჩენილი, თორემ დაგპატიჟებდი ნამდვილად :)

რეცეპტი:

6 კვერცხის გული და 2 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ კარგად + 300 გრამი თბილი მაწონი სოდით, სოდა/ძმარი+ერთი ქილა შესქელებული რძე (მოუხარშავი)+ ერთი შეკვრა ვანილი+ 3 ჩ.ჭ. ფქვილი. მიღებული მასა გაყავით ორ ნაწილად . პირველი ნაწილი ჩაასხით ცხიწასმულ და ფქვილ მოყრილ ყალიბში და შედგით წინასწარ გახურებულ ქურაში. 10 წუთის მერე ცეცხლს დაუწიეთ და ისე გააგრძელეთ ცხობა. ასევე გამოაცხვეთ მეორე ნაწილიც.

 

კრემი: 5 ჩ.კ. კარტოფილი ფქვილი+ 5 ჩაის კოვზი პურის ფქვილი+ 1,5 ჩ.ჭ. შაქრის ფხვნილი+1 ჭიქა რძე და ნახევარი ქილა შესქელებული რძე. მოადუღეთ ფაფა, როცა გაცივდება (ნელთბილი) შეურიეთ წინასწარ გათქვეფილ 250 გრამ კარაქს.

პირველ ფენას წაუსვით კრემი, ზემოდან გადაუსვით დაბლენდერებული ბანანი. სადღაც 3-4 ბანანი სჭირდება. ისიც კრემივით გადაუსვით ზემოდან. დააფარეთ მეორე ფენა და ეხლა მასაც გადაუსვით კრემი, კრემითვე დაუფარეთ გვერდებით. ზემოდან დაადეთ მოხარშული ბეზე, რომელიც მზადდება შემდეგნაირად:

5 კვერცხის ცილა და 1,5 ჭიქა შაქრისაგან გააკეთეთ მაგარი ბეზე, ისეთი რომ არ ვარდებოდეს ჯამიდან (ბეზეს გაკეთებასთან დაკავშირებით თU გექნებათ დამატებითი კითხვები მკითხეთ და გიპასუხებთ). აადუღეთ ქვაბში წყალი. დაადგით ზემოდან ბეზეიანი ჯამი და კიდევ 15-20 წუთი ურიეთ განუწყვეტლივ, სანამ ბეზე კარგად არ გამაგრდება და არ დაკარგავს სიპრიალეს. ასეთი ბეზეთი მორთეთ ნამცხვარი და ზემოდან მოაყარეთ ქოქოსის ფხვნილი.

Edited by dariala
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1 ჭიქა რძე და ნახევარი ქილა შესქელებული რძე. მოადუღეთ ფაფა, როცა გაცივდება (ნელთბილი) შეურიეთ წინასწარ გათქვეფილ 250 გრამ კარაქს.

პირველად მესმის ეს ვარიანტი-უნდა გავაკეტო შედეგს დავდებ!--შესქელებული რძე უმი ხომ? თუ ყავისფერი -მოხარშული რომ იყიდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაა, მოუხარშავი "სგუშონი" უნდა. :)) კრემის ეგ ვარიანტი მასწავლა ჩემმა ბებომ. თავის ახალგაზრდობაში აკეთებდა ეგრე :P მაააშ? :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ როგორც ვხვდები შაქრის მაგივრად შესქელებული რძეა...მარა ნახევარი ქილა ცოტა არაა? სიტკბოს მუღAმში?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაიიიი, კიდევ კარგი ახსენე ეხლა შაქარიიიი, გაიხარე შენ :))

დამავიწყდა :P

კრემში 1,5 ჭიქა შაქარიც უნდა, არ დაგავიწყდეთ. შევასწორებ თU შესაძლებელი იქნება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

მაშ ასე :D ვაშლის ღვეზელი :D

ცომი:

1) 200 გრამი მარგარინი გავადნოთ და შევათქვიფოთ 1,5 ჭ. შაქარი

2)დავუმატოთ 4 კვერცხი

3) სოდა ძმრით

4) 1 ჭიქა მაწონი

5) ვანილი

6) ლიმნის წვენი 1 ს.კ. ან ფორთოხლის კანი (წვრილად დაჭრილი)

7) ფქვილი იმდენი, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი.

 

ცოტა ხანს დავდგათ თბილ ადგილას. ამასობაში 10 ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად. მოვშუშოთ ერთ ჭიქა შაქართან ერთად, მანამ სანამ ცოტათი გამჭვირვალე არ გახდება.

 

ყალიბზე წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ფქვილი, დავბერტყოთ, რათა ზედმეტი ფქვილი გადმოიყაროს. ცომის დიდი ნაწილი გადმოვიღოთ ზედ და ხელით გავიყვანოთ. შემდეგ გავანაწილოთ ზედ მომზადებული ვაშლის შაქრიანი პიურე, ზემოდან მოვრთოთ დარჩენილი ზომით. შემდეგ შევდგათ გაზქურაში საშუალო ცეცხლზე. სადღაც 20-30 წუთში ცხვება. გამოცხვა თU არა იმის გასაგებად, შეგიძლიათ ასანთის ღერი ჩაარჭოთ ბოლომდე, თU ღერს სისველე ამოყვა, ე.ი. არ არის გამომცხვარი ჯერ, თU არადა ე.ი. მზადაა. როცა გამოიღებთ ნამცხვარს ცხელს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.

პ.ს. ზემოდან მოსართავ ცომს შეურით ფქვილი სიმაგრისათვის. ანუ თავად ნამცხვრის ცომი იმდენად ნაზია, რომ მოსართავად არ გამოგადგებათ, ამიტომ უნდა გადაზილოთ იმდენ ფქვილთან ერთად, რომ მიიღოთ ცოტა მაგარი ცომი. :D

http://i076.radikal.ru/1003/4e/ac6b0a44fe7e.jpg

http://i027.radikal.ru/1003/1e/b622d5a48198.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი პირველი პოსტი რომ კულინარიაში იყოს მგონი კარგია .... ისე პრინციპში მარტი ამ განყოფილებისთვის დავრეგისტრირდი ...

 

ეხლა თავს ნებას მივცემ და ერთს ვიტყვი

ყალიბზე წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ფქვილი, დავბერტყოთ, რათა ზედმეტი ფქვილი გადმოიყაროს.

აი აქ ფქვილის მაგივრად საფანელს გირჩევთ ... დამიჯერეთ ნამდვილად გეუბნებით ... ოღონდ არ მიწყინოთ ისე დამიჯერეთ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

chuchundra

რატომ უნდა მეწყინოს :) ისე საფანელი ფქვილი არ არის? ეტყობა არასწორად ვიცით ან მე ან თქვენ :D შემისწორეთ ვინმემ?

ხო ისა, დღე ხინკალთან ერთად კიდევ ეს გავაკეთე

რეცეპტის წერა მეზარება და თუ ვინმეს დააინტერესებს მხოლოდ იმ შემთხევაში დავწერ.

http://s48.radikal.ru/i122/1004/7f/8238ac452cd7.jpg

http://i021.radikal.ru/1004/30/e929dcfa4ec7.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

სე საფანელი ფქვილი არ არის? ეტყობა არასწორად ვიცით ან მე ან თქვენ შემისწორეთ ვინმემ?

საფანელი ქართული სიტყვაა და რუსულად панировочные сухари-ს ნიშნავს ..... ანუ აი ისაა რა კატლეტებს რომ ვავლებთ წესით და კანონით .... ჰოდა ეს ვიცი ზუსტად ...

 

რეცეპტის წერა მეზარება და თუ ვინმეს დააინტერესებს მხოლოდ იმ შემთხევაში დავწერ.

აუ მე მინდა რა ამის რეცეპტი ... ვაფანატებ ყავისფერ ნამცხვრებზე ....

 

აუ და კიდე ის მინდა აი ტორტებს და ნამცხვრებს ჯელატინიან კრემიან ფენას რომ უდებენ შუაში და თუ იცით ვინმემ გამანათლეთ რა .... პლზ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 9 months later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...