Jump to content
Planeta.Ge

ტორტები.ნამცხვრები


Recommended Posts

ერთი კილო ვაშლი, 3 კვერცხი, ერთი ჭიქა შაქარი, ერთი ჭიქა ფქვილი და ვანილი, სულ ესაა.ვაშლს დავჭრით,და ცომს მოვასმახმთ ვაშლს.ვაცხობთ ნახევარი საათი. Edited by T_A_T
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

აბა ვის უყვარს ტორტებიიი?

მეეეეეეეეეეეეეეეეეე!

მეეეეეეეეეეეეეეეეე!

მეეეეეეეეეეეეეეე!

პ.ს. მე რა თხა ხარ? :D

დღეს გავაკეთე მაგალითად ტორტი ფორთოხლისა. ძალიან გთხოვთ გოგონებოო ნუ დაიზარებთ და თქვენს მიერ დამზადებულ შედევრებს გადაუღეთ ფოტოები და რეცეპტებითურთ დადეთ აქ :D

ეხლა კი წარმოგიდგენთ ჩემს ფორთოხლის ტორტს :bis: :eat: :mshia: :drumer: :buchti:

 

ფორთოხლის ტორტი

 

1)კარგად გათალეთ 8 ცალი ფორთოხალი, დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და დააყარეთ 1,5 ჭიქა შაქარი.უმჯობესია თუ ამას ტორტის გაკეთების წინა დღეს გააკეთებთ.

2) გააკეთეთ ტორტის ბისკვიტი ჩვეულებრივი წესით 15 კვერცხის, 15 ს.კ. შაქრის, 13 ს.კ. ფქვილისა და ვანილისაგან.

3) მომზადებული მასა ჩაასხით ქაღალდჩაფენილ და შემდეგ მარგარინ წასმულ ყალიბში და შედგით გაზქურაში საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე.

4) გამოცხობას უნდა დაახლოებით 2,5 საათი. როცა მზად იქნება გამოიღეთ და გააციეთ.

5) მოამზადეთ კრემი შემდეგნაირად: 2 კვერცხის გული + ერთი კვერცხი მთლიანად + 1 ჭიქაზე ოდნავ მეტი შაქარი+3 ს.კ. ფქვილი+1 ს.კ. კარტოფილის ფქვილი+0.700 ლიტრი ცხელი რძე. ამ ყველაფრისაგან მოვამზადოთ ფაფა. რომელსაც როცა შენელთბილდება შევურევთ 300 გრამ დარბილებულ, ათქვეფილ კარაქს.

6) გაჭერით შუაზე ბისკვიტი და დანამეთ წინა დღეს დაჭრილი ფორთოხლისა და შაქრისაგან გამოყოფილი წვენით, რომელსაც დამატებული ექნება კონიაკი გემოვნების მიხედვით.

7) ეხლა ვაწყობთ როგორ: ჯერ ბიკსვიტის პირველ ფენაზე დავაწყოთ დაშაქრული ფორთოხალი, შემდეგ წავუსვათ კრემი, შემდეგ ისევ ფორთოხალი და დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნაწილი. ზემოდან მოვრთოთ კრემის დარჩენილი რაოდენობით და ფორთოხლებით.

http://s15.radikal.ru/i188/0912/c4/8f380415f16e.jpg

http://i013.radikal.ru/0912/04/cc8d7650fa5a.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველანაირი ტკბილეული მიყვარს ტორტის გარდა. პრინციპში ეგეც მიყვარს, მაგრამ ყველაზე ნნაკლებად. :)

 

იდეალიიიიი

ჩიტის რძეეეეეე

კექსიიიიი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

ჩემი საყვარელი "ტკბილეული"

ვაშლი უნდა ამოაჭრა გული და შიგ გატარებული თხილი ან ნიგოზი შაქრით ან/და ციმტით(არ ვიცი ქართულად რა ქვია), თაფლით.

და ღუმელში გამოაცხო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტორტი მეც მიყვარს

განსაკუთრებით მარწყვის

 

ნამცხვრებიდან სიგარეტს რო ეძახიან ის მიყვარს და ნაპოლეონ ზევიდან დაფხვნილი :)

 

მაგრამ ყველაფერს მაინც გუშონი მირჩევნია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტორტები არ მიყვარს ეთადერთი იმ შემთხვევაში მივირთმევ თუ შოკოლადის და ყავის იქნება :D ძალიან გემრიელია. :))
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

Nefertiti

ყოჩააღ :(

ძალიან ლამაზია :)

 

გუშინ გავაკეთე კომშის, ბანანისა და კივის ნამცხვარი

აი რეცეპტიც:

სანამ დაიწყებთ ცომის მომზადებას ჯერ დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად ნებისმიერი ხილი. ამ შემთხვევაში მე გამოვიყენე ბანანი, კივი და კომში. ისე რჩევისათვის გეტყვით. რომ ძალიან გემრიელი გამოდის ტკბილი და მჟავე გემოს ხილის ერთად გამოყენებისას. ეხლა ცომი: 5 კვერცხის გულის, 1,5 ჭ. შაქრის, სოდა/ძმრის, 500 მლ. მაწვნის, ფქვილისა და ვანილისაგან გავაკეთოთ დასასხმელი ცომი. ფქვილი უნდა იმდენი რომ გამოვიდეს არაჟნის სისქის. მიღებული ცომი ჩავასხათ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ყალიბში და შევდგათ ქურაში საშუალო ტემპერატურაზე. სანამ გამოცხვება 5 კვერცხის ცილისა და 2 ჭ. შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ მაგარი ბეზე. შევამოწმოთ ქურაში შედგმული ცომი, ძირი უნდა გამოცხვეს, მაგრამ ზედაპირი ჯერ კიდევ სველი როცა იქნება გამოიღეთ და წინასწარ დაჭრილი ხილი თანაბრად მოალაგეთ ზედ. მერე კი გადაუსვით მომზადებული მაგარი ბეზე და შედგით ისევ ღუმელში. დაახლოებით ხუთ-ათ წუთში ბეზე შეყავისფერდება. გამორთეთ ქურა და დატოვეთ შიგნით ნამცხვარი გასაციებლად. ქურის კარი არ გამოაღოთ. ბოლო მიიღებთ დაახლოებით ასეთ რაღაცას. მერწმუნეთ გემრიელია :)

http://i038.radikal.ru/1001/27/aac482192766.jpg

რეცეპტისათვის დიდი მადლობა რთულს მეზობელი ფორუმიდან :)

მე ცოტა ჩემი ვარიაციებით გავაკეთე, მაგრამ პრინციპი მისია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

კი, გავაკეთე.

გემრიელი გამომივიდა, ოღონდ სქელი და მიჩეხილ-მოჩეხილი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

აბა დაწერეთ კრემის რაცეფტები, ვინ როგორ და რანაირ კრემს აკეთებთ?

 

დედაჩემმა დღეს უნდა გამიკეთოს კაკაოს კრემი ფქვილით რძით კვერცხით კარაქით და კაკაოთი, რამე უკეთესი იდეა ხომ არ გაქვთ ვინმეს?

 

 

პ.ს. რა გემრიელია მერე ბანანის ჩაჭრა და ნაყინთან არევა უფ... :)

 

 

http://s004.radikal.ru/i205/1002/2c/26f2241a7407.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...