Jump to content
Planeta.Ge

ამბოხი ქართულ რეალობის წინააღმდეგ


Recommended Posts

ქართული რეალობა არის საზიზღრობა და ეს საზიზღრობა პირველ რიგში თავს იყრის პოლიტიკაში

ყველა ერი იმსახურებს საკუთარ ხელისუფალსო - ალბათ გაგონილი გექნებათ ეს გამონათქვამი

ჩვენ ვიმსახურებთ მიხეილ სააკაშვილს, ედუარდ შევარდნაძეს და ზვიად გამსახურდიას, რადგან ჩვენ თვითონ როგორც საზოგადოება არ ვართ უკეთესნი მათზე.

 

ჩვენი მორალური და ზნეობრივი ფასეულობებს მივყავართ იმ სიმახინჯის შექმნამდე რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ჰქვია.

ესეგი ჩვენი მორალი და ზნეობრივი ფასეულობები თუ სიმახინჯეს ქმნის, ესეგი თავად სიმახინჯე ყოფილა, რადგან მახინჯი მახინჯს ქმნის.

სააკაშვილი პირამიდის თავია იმ სიმახინჯესი, ხოლო დასაწყისი პირამიდის არის ქართული საზოგადოება.

 

ახალი ადამიანის შექმნა არის საშინელებაო, ამბობენ ზოგიერთები. მარა სწორედაც ახალი ადამინაი, ახალი აზროვნების ფორმით უნდა დაიბადოს, რომ ეს ძველი მახინჯი ადამიანის "ოქროს ხანა" დამთავრდეს. კი ახალი ადამიანი უნდა იყოს მიზანი და ეს ახალი ადამიანი არა თოფით და ძალადობით მიიღწევა, არამედ განათლებით და ზნეობრივ ღირებულებებით. ახალი ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი ადამიანი. მის თავისუფლებას არაფერი და არავინ არ უნდა უშლიდეს ხელს.

 

მხოლოდ ამ ახალ ადამიანს შეუძლია ეს მახინჯი სოციალური პირამიდა ჩამოშალოს და შექმნას სრულიად ახალი გაცილებით უკეთესი სოციალური ურთიერთობები, რომელშიც ადამიანები კმაყოფილნი ინქბეიან.

 

დიახ, ამას ვერ იზავს ძველი თაობა, ამას ვერ იზამს ახლანდელი ახალგაზრდობა. მარა ერთადერთი სწორი გზა რაც შუძლია გააკეთოს დღეს ადამიანმა, ეს არის ამბოხი ქართულ რეალობის წინააღმდეგ. ამბოი და ბოიკოტი ყველანაირ უზნეობის წინააღმდეგ. ეს პირამიდა რომელიც არსებობს, ანუ ქვედა ფენა მუდმივად წუწუნებს, მარგრამ არაფრის თავი არ აქვს რომ შეცვალოს, ხოლო ზედა ფენა მუდამ ატყუებს ქვედა ფენას და ამ დროს ჯიბეებს ისქელებენ. ესე გრძელდება უკვე 20 წელია და ისეთი პირი უჩანს რომ ესე კიდე მრავალი ხანი გაგრძელდება, თუ კი არ განადგურდა ესეთი სოციალური ურთიერთობები. განადგურება კი უნდა დაიწყოს ამბოხით, არა შეიარაღებულ ამბოხით, არამედ ინტელექტუალურ, კულტურულ და სხვა სახის ამბოხით.

 

ჯოჯოხეთსაც ეგუებიანო, ამბობენ. ჩვენ ეხლა ჯოჯოხეთს შევეგუეთ და არანაირი სურვილი აღარ გვაქვს რომ შევცვალოთ რამე, უკვე 20 წელია ჩვენ როგორც საზოგადოება ვიმეორებთ ერთი და იგივე შეცდომებს, ანუ 20 წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ

უნდა მივხვდეთ რომ საზოგადოებაში გვაქვს ჩავარდნები და ეს ჩავარდნები აისახება მერე პოლიტიკაშიც. საზოგადოებრივი მუშაობას გაცილებით დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ და არა პოლიტიკურს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...