Jump to content
Planeta.Ge

აშშ გააქტიურდა საქართველოსთან მიმართებაშI?


Recommended Posts

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონიც ეწვევა.

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოში აშშ-ს საელჩოში აცნობეს. საქართველოში ვიზიტი 5 თებერვალს შედგება.

სტეინბერგი და გორდონი შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებს.

როგორც საელჩოში განმარტავენ, ვიზიტის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხილვა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. მაკკეინი, ყოფილი კონგრესმენები, ეხლა ეს ვიზიტი, რა ხდება, რამ გაამწარათ ასე ამერიკელები? მე ვერსია მაქვს, რომ იანკები ადგილობრივი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას ითხხოვენ,რამდენად მართალია არ ვიცი....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ურთიერთობების გაღრმავება

 

რა ვერ გააღრმავეს ამდენი ხანი ვერ გავიგე.

კიდევ ღრმად გვინდა? :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

რა ვერ გააღრმავეს ამდენი ხანი ვერ გავიგე.

კიდევ ღრმად გვინდა?

ეს დიპლომატიური ლაი ლაია, ისე არავინ ჩამოდის...და ეს ნიუსიც საყურადღებოა ამ კონტექსტშI:

 

ნოღაიდელის პარტიას “ახალი მემარჯვენეების” წევრები შეუერთდნენ

 

მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის~ “ახალი მემარჯვენეების~ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი კობა მოდებაძე და რაიონული ორგანიზაციის ბიურო, რვა კაცის შემადგენლობით შეუერთდა.

 

ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის~ პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

 

პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების შესახებ კობა მოდებაძემ უკვე ოფიციალურად აცნობა ყოფილი პარტიის ხელმძღვანელობას.

 

მოდებაძე ამბობს, რომ ის მხარს უჭერს ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ კურსს და მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გარეშე, ქვეყანა ჩიხიდან ვერ გამოვა.

 

~ასეთი ნაბიჯის გადადგმა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ზურაბ ნოღაიდელი და მისი გუნდი ატარებს. ჩვენ ვუერთდებით რუსეთთან ურთიერთობების აღდეგნის მოთხოვნას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამის გარეშე ქვეყანა ჩიხიდან ვერ გამოვა~, _ აცხადებს კობა მოდებაძე.

 

http://epn.ge/?lang=geo&id=991&nid=2186

 

პ.ს. როგორც ჩანს ორი ძალა იკვეთება, პროდასავლური-ალიანსი, პრორუსული ნოთაიდელი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაფერიც არა რის გასაკვირვი.

იმდენი შეცდომა დაუშვა ამ ბრიყვმა, აწი ნახოს როგორ მოკითხონ!

ბესპლატნო ტოლ'კო სირ ვ მიშელოვკე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. მაკკეინი, ყოფილი კონგრესმენები, ეხლა ეს ვიზიტი, რა ხდება, რამ გაამწარათ ასე ამერიკელები?

მიხვდნენ რომ სიტუაციის კონტროლი სრულად გადადის რუსების ხელში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...