Anima Libera Posted February 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 საკმაოდ პრობლემატური თემაა საქართველოში. უტილიზატორ პრაშუ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 საკმაოდ პრობლემატური თემაა საქართველოში.სამჯერ მოვხვდი მაგის გამო საავადმყოფოში მიზეზი ჭამის ცუდი მანერა, სკოლის პერიოდსი 8-ზე რომ გავიდოდო სახლიდან 4-6 საათზე მოვდიოდი და წაქცევამდე ვჭამდი,რადგან ქუჩაში ჭამა არ მიყვარდა და არც ეხლა მიყვარს.+ სტრესი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
utilizatori Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 (edited) კუჭის წყლული სწორი მკურნალობით დიდი ხანია აღარ არის პრობლემა საქართველოშია რომ ოპერაციებს აკეთებენ თორემ საზღვარგარეთ "ერთი აბით" არჩენენ წყლულს :ravic:ნუ პრინციპში პრეპარატების კომბინაციაა მაგრამ მაინც კუჭის წყლული არასწორი ტერმინია უფრო სწორია პეპტიკური წყული რადგან წყლული შეიძლება იყოს თორმეტგოჯა ნაწლავში მარტოან მარტო კუჭში ან ორივე ორგანოში დაახლოებით ასე ვითარდება გასტრიტი - > ეროზიული გასტრიტი - > და ბოლოს წყლულირომელმაც შემდგომში მალიგნიზაცია შეიძლება განიცადოს და კიბოში გადაიზარდოს თუმცა ხშირად არ ხდება ასე. 80% შემთხვევაში Helicobacter pylori-სთან არის ასოცირებული ამიტომ როცა ამ ბაქტერიის არსებობა დასტურდება ანტიბიოტიკის ჩართვა ხდება საჭირო გამომწვევი მიზეზები: ძირითადი მიზეზია როცა ორგანიზმი ჰელიკო ბაქტერიას ვერ უმკლავდება რასაც წყლულამდე მივყავართ ასევე გამომწვევია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, ასპირინი, დიკლოფენაკი და სხვა ამ ჯგუფის პრეაპარატები სიგარეტის წევაცხარე, მჟავეხშირი სმაზოგადად არასწორი კვება ასევე ე.წ. ცოლინგე ედისონის სინდრომი, რომელიც პანკრეასის (კუჭუქვეშა ჯირკვალი) დაავადება რაც იწვევს გასტრინის გაძლიერებულ პროდუქციას და მჟავიანობის მომატებას კუჭში ასევე სტრესი: ვითომ არაფერი მაგრამ უბრალო სტრესის ფონზე განვითარებული წყლული ძალიან ბევრი მინახავს მე პირადად. ძირითადი მექანიზმია სტრესის ფონზე კუჭნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის ჰიპოქსია და შიმშილი და ამ ფონზე მისი ნეკროზი და წყლულების განვითარება. დიაგნოზის დასმა მარტივად შეიძლება კონტრასტული რენტგენოგრაფიით, ბარიუმის ფაფით ან უფრო უპრიანია გასტროსკოპია. სიმპტომები: ტკივილი. საჭმლის მიღებიდან 3 საათში მაგრამ განსხვავება არის კუჭის წყლულმა საჭმლის მიღებისგან დამუკიდებლად იცის ტკივილი, მაშინ როცა თორმეტგოჯას წყლულმა საჭმლის მიღების შემდეგ იცის ტკივილი. გულძმარვა (იზჟოგა)ზოგჯერ გულისრევა და პირღებინება მადის და წონის დაკარგვასისხლიანი ღებინება ყავის ნახარშის ფერი (coffee და არა ყავისფერი) გართულების შემთხვევაში (აქამდე არ უნდა მიიყვანო თავი)მელენა - კუპრისფერი, შავი განავალი თუ პერფორაცია მოხდა ტკივილი აუტანელია, მუცელი დაჭიმული და ფარისავით გამარგებულია და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. გართულებები: გასტროდუოდენური სისხლდენა რომელიც გამოვლინდება ან სისხლიანი პირღებინებით (ყავის ნახარშის მაგვარი პირნაღები მასები, ალსიფერი სისხლი პირიდნა ფილტევის ამბავია და არა კუჭის)პერფორაცია - ანუ ე.წ. კუჭის გასკდომა საჭიროებს სასწრაფო ოპერაციასმალიგნიზაცია - წყლულის სიმსივნური გადაგვარება პენეტრაცაი - როცა წყლული ჩაიზრდება რომელიმე სხვა ორგანოში მაგალითად პანკრეასში და მასაც აზიანებსპილორუსის სტენოზი - ვიწროვდება თორმეტგოჯა და კუჭის დამაკავშირებელი გასასვლელი პლორუსი და საკვები აღარ გადადის კუჭიდან ნაწლავში ასევე მოითხოვს ოპერაციას. მკურნალობა ძირითადად მედიკამენტოზურია ოპერაცია მხოლოდ გართულებების შემთხვევაში: პენეტრცაია, პერფორაცია, მალიგნიზაცია და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები - ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი და ყველანაირი პრაზოლები H2 ანტაგონისტები - ზანტაკი, ქუამატელი, რანიტიდინის მაგვარნი და სხვა მრავალი ალუმინის და მაგნიუმის სულაფატის სუსპენზიები - ალმაგელი, სიმალგელი და ასე შემდეგ ასევე ჰელიკობაქტერია პილორის წინააღმდეგ ანტიბიოტიკოთერაპია ყველაზე ეფექტურია ამოწსაცილი + მეტრონიდაზოლი და + რომელიმე პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორი მაგალითად პანტოპრაზოლი როცა დადგენილია ჰელიკობაქტერია პილორის არსებობა თუ არ არის ჰელიკობაქტერია საკმარიასისა ომეპრაზოლი (ორჯერ დღეში) ან პანტოპრაზოლი ერთხელ დღეში ასევე აუცლიებელია დიეტა ცხარე მჟავე და ეგეთების აკრძალვა კარგია ჰერკულესი, წიწიბურა (გრეჩიხა) მოკლედ დაახლოებით ეს არის კუჭის წყლულზე რაც შემიძლია ვთქვა :ravic: Edited February 4, 2010 by utilizatori Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 კუჭის წყლულიგენიალური წამალია ომერპრაზოლი. რავი, მე მიშველა და... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Dark_Dante Posted July 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2010 მაქვს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და მაწუხებს ჰიპერტონია კარაბადინიდან რეცეპტის მიხედვით ვაკეთებ ნაყენს რომელშიც შედის შავბალახა შვიტა და თირკმლის ჩაი ჰიპერტონიის სამკურნალოდ დამეწყო კუჭის ტკივილები და ხომ არ მოქმედებს ეს ნაყენი წყლულზე ცუდად? გთხოვთ გამომეხმაურეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
linus Posted July 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 7, 2010 Dark_Danteკარაბადინიდან რეცეპტის მიხედვით ვაკეთებ ნაყენსhttp://s57.radikal.ru/i157/1007/a0/803c76406d65.gif ვაკის ლეჩკომბინატში მიდი ვოვა შენგელიძესთან. მოგიგვარებს მაგ პრობლემას. ნუ გადადებ. შამანებთან სიარულს და სხვადასხვა ნაყენებს შეეშვი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Patton Posted May 15, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2012 გასტრიტი - > ეროზიული გასტრიტი - > და ბოლოს წყლული რომელმაც შემდგომში მალიგნიზაცია შეიძლება განიცადოს და კიბოში გადაიზარდოს თუმცა ხშირად არ ხდება ასე. თანამედროვე კვლევებით წყლულის მალიგნიზაციის ალბათობა თითქმის გამოირიცხა, ადრე დიფერენციალური დიაგნოზის პრობლემა იყო კუჭის პირველად წყლულოვან კიბოს და წყლულს შორის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Mirika Posted March 14, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2013 გენიალური წამალია ომერპრაზოლი. რავი, მე მიშველა და...დიეტაზე რამდენი ხანი იყავი ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.