Jump to content
Planeta.Ge

არჩევნები უკრაინაში


Recommended Posts

“ქართულმა აკადემიამ” უკრაინულ საზოგადოებას მიმართვა გაუგზავნა

03 / 02, 2010 16:11

 

“ქართულმა აკადემიამ” უკრაინულ საზოგადოებას საგანგებო მიმართვა გაუგზავნა.

“ქართული აკადემია” უკრაინელი ხალხის წინაშე გამოთქვამს გულწრფელ სინანულს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სცადა, “უხეშად ჩარეულიყო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებსა და პარტნიორი სახელმწიფოს შინაურ საქმეებში”.

“ეს არის მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ როგორ ესმის საქართველოს ავტოკრატიულ ხელისუფლებას დემოკრატიული ფასეულობები და სახელმწიფოთშორისი ცივილიზებული ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპები. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს პოლიტიკური ავანტიურა ნეგატიურად არ აისახება ჩვენი სახელმწიფოების შემდგომ ურთიერთობებში და ზიანს არ მიაყენებს უკრაინელი და ქართველი ხალხების მჭიდრო და მეგობრულ ისტორიულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ კავშირებს”, - ნათქვამია მიმართვაში.

აქვე “ქართული აკადემია” კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მიუკერძოებელმა დამკვირვებლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის სამართლიანობა და დემოკრატიულობა.

~ქართველი საზოგადოება, რასაკვირველია, უპირობოდ ცნობს უკრაინელი ხალხის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამოვლენილ პოლიტიკურ ნებას და თვითონაც ეცდება, საკუთარი ძალისხმევითა და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით საქართველოშიც მოხერხდეს ისეთი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, როგორც ეს შეძლო უკრაინელმა ხალხმა 2010 წლის 17 იანვარს”, - ნათქვამია მიმართვაში.

როგორც “ინტერპრესნიუსს” ‘ქართული აკადემიიდან” აცნობეს, აღნიშნული მიმართვა უკრაინულ პრესაში გამოქვეყნდა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

კი მასეა, მაგრამ, ვფიქრობ, სჯობს გვიან ვიდრე ძალიან გვიან-ო. კარგია, რომ ეს მაინც მოტვინა. ან, უფრო დიდი ალბათობაა, რომ მოატვინინეს.

ნაცბანდას რომ არ აგზავნის ეს კარგია, მაგრამ ეს რა უბედურებაა

მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც არჩევნებს უკრაინაში საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით აკვირდებიან, საქართველოში დაბრუნდნენ.

ვინ ეკითხება მაგას მართლაც ნამდვილი დამკვირვებლები რას იზამენ, ან რატო უნდა დაბრუნდნენ, მაგათ სწორედ არაფერი არ გაუფუჭებიათ პირველ ტურში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ვინ ეკითხება მაგას მართლაც ნამდვილი დამკვირვებლები რას იზამენ, ან რატო უნდა დაბრუნდნენ, მაგათ სწორედ არაფერი არ გაუფუჭებიათ პირველ ტურში.

 

კი ბატონო, მაგრამ ეტყობა სერიოზული პრობლემები შეექმნა და ჯოხი სულ 'იქით' გადახარა. თორემ ჩაყრიდა იანუკოვიჩი დონბასელ 'ძველებს' და დიდი დაკა-დაკა იქნებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიცემერი: პრინციპში, ამ განცხადებით მიშამ აღიარა, რომ ნეხვი ჭამა+ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მკვდარია...გარდაიცვალა როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ პანაშვიდი და დასაფლავება არ შედგება, რადგან მისი გვამი, ცარიელი მისი გვამი , ჯერ ცოცხალია. ერთი სიტყვით, მასტმა საქვეყნოდ მოგვჭრა თავი და მერე "ზადნი ხოდი" მიცა...უკაცრავად, "ზადი" მიცა.

 

 

კი ჩააჯვა საქმეში და ეხლა რაც უნდა ის უთქვამს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიც, სწორედ დღეს ვფიქრობდი,სად არის,რატომ არ ჩანს ნეტავ-მეთქი?

 

ფორუმ.გე-ს ვგულისხმობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიც, სწორედ დღეს ვფიქრობდი,სად არის,რატომ არ ჩანს ნეტავ-მეთქი?

 

ფორუმ.გე-ს ვგულისხმობ.

nata-ana

გამარჯობა :maladec:

 

გე-ზე იშვიათად ვპოსტავ, აქეთ გადმოვბარგდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამართლიანი არჩევნები" უკრაინაში დამკვირვებლებს გააგზავნის

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

03 / 02, 2010 17:44

Print

Font size:

პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, "სამართლიანი არჩევნები’’ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების II ტურზე დამკვირვებლებს გააგზავნის.

როგორც ‘’ინტერპრესნიუსს’’ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა სირაძემ განუცხადა, მათ აბსოლუტურად ესმით პრეზიდენტის მოწოდების, თუმცა, როგორც საერთაშორისო მისიის წარმომადგენლები, ვალდებულებები აქვთ აღებული ამ მისიის წინაშე და მის განხორციელებას რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ.

‘’მოგვიწევს ჩვენი დამკვირვებლების გაგზავნა, რომლებსაც აქვთ აკრედიტაცია და მათ აკრედიტირების დროს არანაირი პრობლემები არ შექმნიათ’’, - აღნიშნა სირაძემ. მისი თქმით, მისია იცავს ყველა იმ პრინციპს, რასაც ეწოდება საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპი ანუ ჩაურევლობის პრინციპი.

‘’დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს დამკვირვებლებს, რომლებიც უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების I ტურსაც ესწრებოდნენ, პრობლემა არც ამ მომდევნო ტურზე ექნებათ”, - დასძინა მან.

‘’სამართლიანი არჩევნებიდან’’ უკრაინის არჩევნებს 26 დამკვირვებელი დააკვირდება.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც 7 თებერვალს გაიმართება, საქართველოდან დამკვირვებლებს არ გააგზავნის. შესაბამისად, პრეზიდენტმა, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დამკვირვებლებად იმყოფებიან უკრაინაში, უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტიურად თემას სახელწოდება უნდა შეეცვალოს და დაერქვას: უკრაინის არჩევნები ნაცბანდის გარეშე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან გულდასაწყვეტია აი ამას, რომ დაიმსახურებს სახელმწიფო :))

Конченые засланцы

 

Вчера президент Михаил Саакашвили заявил, что Грузия не будет отправлять своих наблюдателей на украинские выборы, и попросил всех “засланцев” вернуться на родину. Предшествовало этому решению нешуточная “антигрузинская кампания”

 

და შემდეგ

Посол Грузии в Украине Григол Катамадзе заявил, что эти люди — “представители парламента Грузии, ЦИК Грузии, неправительственных организаций, это международные журналисты”. Тем не менее большинство грузинских гостей указали в анкетах, что являются безработными. Так кто же они? Анализ поданных в ЦИК списков дал удивительные результаты.

 

 

Все началось с того, что глава украинского филиала Института стран СНГ Владимир Корнилов заметил, что в списке “наблюдателей” под №448 значится его однофамилец — некий Бакур Корнилов. Согласитесь, фамилия для грузина нетипичная. Поиск в Интернете показал, что еще в 2006 году некий Бакур Корнилов, сотрудник тбилисской патрульной полиции, участвовал в нападении на съемочную группу оппозиционной Саакашвили телекомпании “202”. Об этом сообщает Центр экстремальной журналистики. В момент нападения журналисты студии “Репортер” снимали сюжет о молодом парне, убитом полицией во время спецоперации. Сайт МВД Грузии утверждает, что все трое участвовавших в нападении сотрудников уволены. Впрочем, скоро был закрыт и оппозиционный телеканал.

წაიკითხეთ ეს სტატია, ძალიან საგულისხმო გამოძიება ჩაუტარებიათ ამ "დმკვირვებლებთან" დაკავშირებით

გვარები, სახელები და მათი ნამოქმედარიც

http://www.mk.ru/politics/article/2010/02/...zaslantsyi.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Поиск в Интернете показал, что еще в 2006 году некий Бакур Корнилов, сотрудник тбилисской патрульной полиции, участвовал в нападении на съемочную группу оппозиционной Саакашвили телекомпании “202”. Об этом сообщает Центр экстремальной журналистики. В момент нападения журналисты студии “Репортер” снимали сюжет о молодом парне, убитом полицией во время спецоперации. Сайт МВД Грузии утверждает, что все трое участвовавших в нападении сотрудников уволены. Впрочем, скоро был закрыт и оппозиционный телеканал.

 

რა გიკვირთ? გირგვლიანის მკვლელობა როგორი გახმაურებული იყო და გარეთ გამოყარეს ნახევარ სროკში ისინი და აღადგენენ ალბათ სამსახურებშიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...