Jump to content
Planeta.Ge

ვის აწყობდა მისი სიკვდილი, ვითარდებოდა თუ არა ყველაფერი დაგეგმილი სცენარით, რა მოხდა?


Recommended Posts

ხუშტურების გარეშე იგივეს გააკეთებდა, რასაც მიშა ჩალიჩობს. შედეგიც იგივე . . . ბიზნესის რეკეტი მაგან ჯერ კიდევ ედუარდის დროს დაამხეცა

+1000000000000000"ნიკალა"

რა მოხდებოდა მაინც ძნელი სათქმელია, მაგრამ ჟვანიამ 2004 წლის აგვისტოში ააცილა საქართველოს დაახლოებით იგივე, რაც მაინც მოახერხეს 2008 წლის აგვისტოში.

+1000000000ჩალაგამოვლებული ოქრუაშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 31
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ლ ი ც ი

ციტატა(licemer @ 2nd February 2010 - 08:25 PM)

ვის აწყობდა მისი სიკვდილი, ვითარდებოდა თუ არა ყველაფერი დაგეგმილი სცენარით, რა მოხდა?

 

ჟვანიას სკვდილი კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ. ჩემი აზრით მისი სიკვდილი აწყობდა იმას ვისაც ტერიტორიების ომით დაბრუნება ქონდა გადაწყვეტილი. ყველამ ვიცით, რომ ეს იყო მიშა და მისი უახლესი გარემოცვა ე.წ "ქორები". მაგრამ მთავარია ის რომ ამ ჯგუფს ამერიკაში ყავდა და ყავს მფარველები ნეოკონების სახით. ბუშის ყოფილი გარემოცვა, მაკეინი და მისი მეგობრები. ასე რომ ზურას მოშორება აქ არ გადაწყვეტილა.

გაიხსენეთ 2004 წელი. სწორედ ჟვანიამ აგვაცილა მაშინ დიდი მსხვერპლი. აქედან გამომდინარე იცოდა სააკაშვილის უახლოესმა გარემოცვამ რომ თუ ჟვანია ცოცხალი იქნებოდა თავიანთ მიზანს ვერ მიაღწევდნენ. გაიხსენეთ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია როგორ ამტკიცებდა რომ ჩვენს ჯარს შეუძლია რუსული ჯარის დამარცხება და როსტოვამდე ჩასვლა. გაისხენეთ კეზერაშვილის პატაკი:-"ქართული ჯარი მზად არის ომისთვის, როგორც არასდროს".

 

ბოლოს გაიხსენეთ მიშას დაპირება დევნილებთან წინასაარჩევნოდ. რომ სამხრეთ ოსეთის საკითხი მალე გადაწყდება, რომ ეს თვეების საკითხია. და ამას ამბობდა ომამდე რამდენიმე თვის წინ. ანუ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

 

ბოლო წლეებში აშკარა იყო პუტინის გააქტიურება და ევროპა-რუსეთის დაახლოება, რაც ბევრ ერთობლივ პროექტებშიც აისახა. პლიუს განვითარებული ევროპისთვის რუსული ბაზარი და ბუნებრივი რესურსი სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდა და ამიტომ ევროპის ეკონომიკისთვის მომგებიანი იყო რუსეთთან პარტნიორული პოლიტიკის გატარება, რაც ბუნებრივია, აშშ-ს გავლენის შესუსტებას ნიშნავდა. ევროპა უკვე ისეთი დამჯერე აღარ იყო ამერიკისთვის, როგორც რეიგანის დროს. ამიტომ საჭირო იყო ამერიკისთვის ევროპაში ახალი პარტნიორების(ვასალების) მოძებნა.

გამოჩდნენ ისინიც- აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სახით. გაიხსენეთ როგორ ცდილობდა ამერიკა ამ ქვეყნებით რაღაც სარტყელი შემოეკრა რუსეთისთვის და ევროპასთან კავშირისთვის შეეშალა ხელი. ბალტიის ქვეყნები,პოლონეთი უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი და საქართველო. ამ ქვეყნებს უნდა ეთამაშათ გამყოფი რკალის(თუ ფარის) როლი, რათა არ მომხდარიყო რუსეთ-გერმანიის, რუსეთ-იტალიის, რუსეთ-საფრანგეთის დაახლოება.

 

ტერიტორიადაკარგულ საქართველოს ამ პროექტში უნდა ეთამაშა "კაი ბიჭის" როლი და მიშას სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა გაეჩმახებინა რუსებისთვის. საქართველოს უნდა ჩამოეხსნა ნიღაბი რუსეთისთვის, რასაც წარმატებით გაართვა თავი. ამ როლს სავსებით აკმაყოფილებდა იმპულსური, ყველაფერზე წამსვლელი, ავანტიურისტი მიშას ფსიქოტიპი. სწორედ ამ ავანტიურისტს აბალანსებდა ზურაბ ჟვანია და ფაფუ- ისიც მოიშორეს. ამის მერე მოხდა ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრაცია. ძალოვნების გაძლიერება და მასმედიის ელექტრონული საშუალებების მითვისება. დანარჩენი თქვენს ქე იცით და აქ არ დავწერ.

DATA TUTASXIA

ლოგიკურია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...