Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

88 წელს ,როდესაც საქართველოში დაიწყო განმანთავისუფლებელი მოძრაობა , აქტიურად ჩავერთე ამ პროცესებში.

 

14 წლისამ ქართული დროშაც ბავშვური გულწრფელობით გავიკეთე და ძალიან კარგად მახსოვს ის ნაციონალური მუხტი ,რომელმაც ნამდვილად შეაჯანჯღარა ჩვენი ცნობიერება , ჩააფიქრა იმპერია , მაგრამ დავმარცხდით საკუთარ მაქსიმალიზმთან , რომელშიც ბოლშევიზმის მეტასტაზები ობივით მოედო და დაიწყო ეროვნული იდეის მონოპოლიზირების სხვადასხვა მცდელობა.

 

1989წლიდან არანაირი ეროვნული ძალები აღარ არსებობს . ყველანი მედროვე კარიერისტებად იქცნენ და საბოლოოდ მივედით 22 დეკემბრამდე.

 

ყველა ეროვნული ძალა ცოცხლად დარჩენილი პოლიტიკური საფრთხობელაა.

 

ღიად გეუბნებით- მეზიზღება თქვენი რეტროგრადული, სადღეგრძელოებით აღსავსე ბლაბლაბლა და შეიგნეთ თქვენი დრო წავიდა.

 

მე არ ვნანობ იმ პროცესებში მონაწილეობის გამო,რადგანაც "ეროვნულს" მხოლოდ უნივერსალურს აქვს აზრი და დიახაც ნაციონალური სახელმწიფოებრიობის ფორმირების იდეა დღესაც ყველა ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ

ზუსტად ეროვნულებმა მძიმედ დაჭრეს ეს იდეა ,

შემდეგ "დემოკრატებმა" დემოკრატია დაასამარეს და მივიღეთ რაც გვაქვს...

უიდეო, აბსოლიტურად დეგრადირებული , პერიფერიად ქცეული ქვეყანა.

 

ქართული კონსერვატიზმის მზე ჩაესვენა და მივესალმები ამ ტალღის ახალი ძალების გამოჩენას ,მაგრამ მხოლოდ მათ ექნებათ წარმატება , ვისაც შეეძლება ოპონენტების მოსმენა და პოლიტიკის ანბანის გათვალისწინება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინც ყველა კარიერისტები ხართ...

ყველა ადამიანი უნდა იყოს ამბიციური და ამაში ცუდი არაფერი არაა, მაგრამ ხელი არ უნდა მოწეროს ისეთ რამეს ,რაც წინ დაგხვდება. რომ მომეწერა ამის შანსები მქონდა..... სხვამ იმსჯელოს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგალითად ამ ფორუმის მამებს...

ეს შენი გემოვნების ამბავია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოტაც გვაცალეთ და მალე ნახავთ ეროვნული ძალების არნახული კონსოლიდაციას ( იმედია ამპარტავნებაში არ ჩამეთვლება რომ მე 24 წლის ბიჭი საკუთარ თავს ეროვნულ , ანტირუსულ , ნაციონალისტურ ძალებს მივაკუთვნებ )
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცოტაც გვაცალეთ და მალე ნახავთ ეროვნული ძალების არნახული კონსოლიდაციას

მინახია მე უკვე და ვიცი კარგადაც ეროვნულების გოთვერნობებიც. :*

35ს ვარ და 14 წლიდან ვაკვირდები მაგათ დეგრადაციას. ასე რომ მე პას .მეტიც , მე სხვა პოზიციაზე ვარ.

ძალიან მალე შენც იგრძნობ რომ ქართული ნაციონალიზმი რეალურად ნარცისიზმია.....უფხო და უძვლო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინახია მე უკვე და ვიცი კარგადაც ეროვნულების გოთვერნობებიც. :*

35ს ვარ და 14 წლიდან ვაკვირდები მაგათ დეგრადაციას. ასე რომ მე პას .მეტიც , მე სხვა პოზიციაზე ვარ.

ძალიან მალე შენც იგრძნობ რომ ქართული ნაციონალიზმი რეალურად ნარცისიზმია.....უფხო და უძვლო.

მე მასე არ ვთვლი , მაშინ თუ ეგრე თვლი ისიც დაწერე რა უნდა მოხდეს რომ ეგ აღმოიფხვრას ქართულ ნაციონალიზმში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაინც ყველა კარიერისტები ხართ...

კარიერიზმი არ არის ცუდი სიტყვა. კომუნისტები თვლიდნენ ასე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მასე არ ვთვლი , მაშინ თუ ეგრე თვლი ისიც დაწერე რა უნდა მოხდეს რომ ეგ აღმოიფხვრას ქართულ ნაციონალიზმში

ზოგადად ნაციონალიზმი გულზე არ მომდის :*

პატრიოტიზმი უფრო ზუსტი დეფინიციაა ჩემთვის ჩემი ქვეყნის და ხალხის მიმართ დამოკიდებულების გამოსახატავად.

 

ნაციონალიზმა უნდა დათმოს ნარცისიზმი ანუ მესიანისტური იდეები და კონსერვატიული ტიპის მოძრაობად ჩამოყალიბდეს ,რომელიც დაიცავს ტრადიციებს , დაამტკიცებს რომ მისი ხედვა უფრო მართებულია , შეერკინება ლიბერალიზმს თუ მემარცხენეობას, შეძლებს შეცდომების გათვალისწინებას .

 

შერკინება ჩემთვის საინტერესოა ,რადგანაც ტრადიციონალიზმის და ვთქვათ ლიბერალიზმის მუხტების თაქი იწვევს საერთო ელვას :* რომლის დროსაც ბანალური და არასასარგებლო ცეცხლში იწვის ....საბოლოოდ კი გარკვეული დროის შემდეგ ორივე მხარე იძულებულია ადაპტირება გაუკეთოს თავის ხედვას ახალი რეალობის სესაბამისად.....ერთმანეთსაც კი ემსგავსებიან....ეს პროცესი ესაჭიროება ქვეყანას ......მუდმივად ...ცხადია არ ვგულისხმობ სამოქალაქო დაპირისპირებას ,არამედ იდეოლოგიურ კამათს.

ჭეშმარიტება კი ჩემთვის არც ერთია და არც მეორე ,არამედ ამ თამაშის წესების ცივილურობის უზრუნველყოფა.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზოგადად ნაციონალიზმი გულზე არ მომდის :)

პატრიოტიზმი უფრო ზუსტი დეფინიციაა ჩემთვის ჩემი ქვეყნის და ხალხის მიმართ დამოკიდებულების გამოსახატავად.

 

ნაციონალიზმა უნდა დათმოს ნარცისიზმი ანუ მესიანისტური იდეები და კონსერვატიული ტიპის მოძრაობად ჩამოყალიბდეს ,რომელიც დაიცავს ტრადიციებს , დაამტკიცებს რომ მისი ხედვა უფრო მართებულია , შეერკინება ლიბერალიზმს თუ მემარცხენეობას, შეძლებს შეცდომების გათვალისწინებას .

 

შერკინება ჩემთვის საინტერესოა ,რადგანაც ტრადიციონალიზმის და ვთქვათ ლიბერალიზმის მუხტების თაქი იწვევს საერთო ელვას :D რომლის დროსაც ბანალური და არასასარგებლო ცეცხლში იწვის ....საბოლოოდ კი გარკვეული დროის შემდეგ ორივე მხარე იძულებულია ადაპტირება გაუკეთოს თავის ხედვას ახალი რეალობის სესაბამისად.....ერთმანეთსაც კი ემსგავსებიან....ეს პროცესი ესაჭიროება ქვეყანას ......მუდმივად ...ცხადია არ ვგულისხმობ სამოქალაქო დაპირისპირებას ,არამედ იდეოლოგიურ კამათს.

ჭეშმარიტება კი ჩემთვის არც ერთია და არც მეორე ,არამედ ამ თამაშის წესების ცივილურობის უზრუნველყოფა.

მესიანისტურ იდეებს ვერასდროს და არასდროს არ შეეშვება ის ვისაც უდიდესი სულიერი მისსია აკისრია კაცობრიობის წინაშე . საქართველო იყო და იქნება იმ ღმერთკაცობრივი იდეალების მცველი რაც ზოგადად გამოხატულია გრაალის თასსა თუ სხვა სიმბოლურ სიმბოლისტურ ლეგენდებსა და მითებში .

საქართველო და ქართველი ერი თარგამოსიანნი , გეორგიანნი ყოველთვის წარმოდგენილი იყო მსოფლიოსთვის როგორც სამართლიანობისათვის მებრძოლი , უწმინდურებასთან , ბოროტებასთან მებრძოლი წმინდა გიორგის ერთიანი ორდენი . ქართველი ერის სულიერი მისსიაა მარადიული მარტვილობა ქრისტეანობის დასაცავად , მარადიული ბრძოლა ბორეტებაზე სიკეთის გასამარჯვებლად . ზვიად გამსახურდიას სიტყვებს გაგახსენებთ '' ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა , გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისა ''. სანამ იარსებებს დედამიწა საქართველო და ქართველი ერი არასდროს დაწყნარდება და ნურავინ იფიქრებს რომ ქართველი ერის წმინდა ომი მხოლოდ რუსეთის უბოროტესი იმპერიის დაშლამდე გაგრძელდება . რუსეთის იმპერიის დაშლა და ამ ერთა სასაფლაოსი დატყვევებული იბერო კავკასიური , თარგამოსიანი ერების განტავისუფლება ჩვენი უახლოესი მიზანია , მაგრამ ნურავინ იფიქრებს რომ დაწყნარდება საქართველო და ქართველი ერი და ამით დამთავრდება ქართველი ერის წმინდა ომი . საქართველოს თუ არავინ შეეხო საქართველო და ქართველი ერი თავად გაიჩენს მტრებს , მტრებს სამართლიანობის , მტრებს სილამაზის , ღმერთკაცობრივი იდეალებისა და მტრებს ყოველივე ამაღლებულისა . საქართველო იყო , არის და იქნება ბრძოლის ველი , ბოროტებასთან , სატანის ლეგიონებთან ბრძოლის ველი და ეს ასეც იქნება და ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი სისხლი დაგვდინდება , მაგრამ კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ზვიადის სიტყვებს - '' ქართველი ერის გზა ქრისტეს გზაა , გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისა ''.

ღმერთმა ნუ მომასწროს საქართველოში მშვიდობის დამყარებას და საქართველოს და ქართველი ერის დაწყნარებას და დაშოშმინებას .

 

დიდება ქართველი ერის წმინდათაწმინდა ბრძოლას მარადიული , ღმერთკაცობრივი იდეალებისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდება ქართველი ერის წმინდათაწმინდა ბრძოლას მარადიული , ღმერთკაცობრივი იდეალებისთვის

ლამაზი სიტყვებია. მე კი რაციონალური მიდგომები უფრო მხიბლავს.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამთავრდა ნაციონალისტების "ოქროს ხანა" საქართველოში, ის აღარ გამეორება.

 

 

ნაციონალიზმა დაიწყო საქართველოს დანგრევა და მერე უკვე ყოფილმა კომუნისტებმა დაასრულეს..

 

 

ძირს ნაციონალიზმი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...