Jump to content
Planeta.Ge

განათლების პოლიტიკის შედეგები...ვინ აგებს პასუხს


Recommended Posts

ქართველი მოსწავლეები განათლების დონით მსოფლიოს ბოლო ოთხეულში არიან

 

სიახლე — თავფურცელი

13:07 02.02.2010

ვერსია პრინტერისთვის •

დაამატე რჩეულებში •

[კახეთის საინფორმაციო ცენტრი]

მოსწავლეთა წიგნიერების კვლევის შედეგებით ქართველი მოსწავლეები განათლების დონით მსოფლიოს ბოლო ოთხეულში არიან. PIRLS - ის კვლევაში 45 ქვეყანა მონაწილეობდა.

 

გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ია კუტალაძის განცხადებით, საქართველოში მასწავლებლებს მართალია აქვთ უმაღლესი განათლება, მაგრამ არცერთ მათგანს არ აქვს უმაღლეს სასწავლებელში გავლილი კითხვის სწავლების სტრატეგია, ანუ როგორ უნდა ასწავლოს კითხვა მოსწავლეს.

 

„იმ ქვეყნებში კი, რომელთაც წიგნიერების საერთაშორისო კვლევებში კარგი მაჩვენებელი აქვთ, პედაგოგებს კითხვის სწავლებისთვის სპეციალური პროგრამები აქვთ გავლილი. რაც შეეხება მძიმე შედეგებს, ეს ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ განაპირობა. ის ქვეყნები, რომლებიც რეიტინგის სათავეში არიან, განათლებაზე ძალიან ბევრს ხარჯავენ“, - აღნიშნა კუტალაძემ.

 

წიგნიერების კვლევის შედეგებში რუსეთი და ჰონკონგი ლიდერობენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

ქართველი მოსწავლეები განათლების დონით მსოფლიოს ბოლო ოთხეულში არიან

ლინკი არ არის?>

 

შემზარავი ინფოა თუ მართალია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განათლების საკითხი უპირველესია,მაგრამ ამ თემამ არ დააინტერესა ფორუმელები... ესეც ტესტად გამოგვადგა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ქართველი მოსწავლეები განათლების დონით მსოფლიოს ბოლო ოთხეულში არიან

სამაგჰიეროდ პოლიტიკაში ვერკვევით, ხო ასევე რელიგიაშიც და მეტი რაღა გვინდა? (ვაი რომ მაგაშიც ვერ ვერკვევით)

 

ხოლო რაც შეეხება თემას,დაახლოებით ამაზე ლივინგსტონის თემაც პროფესიონალიზმზე.

 

ხოლო ვინც განათლებაზე წუწუნებთ შეიხედეთ აქ განათლების და მეცნიერების განყოფილებაშიც.

წუწუნით საქმე არ კეთდება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს თEმა ლივინგსტონის ტემასტან გააერტიანეტ და ემრე გავაგრძელოთ ბაასი:D

 

პ.ს. ხო ისე ბოლოდან მეოტხე ადგილს რაც შეეხება-VAVA!:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წყარო?

ჰაერიდან მოტანილი კვლევების რატომ უნდა მჯეროდეს?

 

 

უკვე მერამდენედ ვაწყდები ამ ფორუზე საქართველოს დამაკნინებელ პროვოკაციულ პოსტებს?!

 

რა დავაჯვით ჩვენ ქვეყანას ბლია რა არის?! :X

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართველი მოსწავლეები განათლების დონით მსოფლიოს ბოლო ოთხეულში არიან

წყარო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს სკოლებში განათლების დონე რომ საშინლად დაბალია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ეხლა რამდენად ვართ მსოფლიოში ბოლოდან მეოთხე ადგილზე, ეს სხვა საქმეა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს სკოლებში განათლების დონე რომ საშინლად დაბალია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ეხლა რამდენად ვართ მსოფლიოში ბოლოდან მეოთხე ადგილზე, ეს სხვა საქმეა.

ეს მასალა ასე თუ ისე ასახავს უმძიმეს სიტუაციას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

shavlego91

http://planeta.ge/index.php?showtopic=15315

 

ისე ეს თემა შენი გახსილია, თან არც თუ ისე დიდი ხნის წინ.

 

განათლების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო 22-ე ადგილზეა

სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში

23 / 01, 2010 10:22

Print

Font size: Decrease font Enlarge font

 

განათლების ხელმისაწვდომობის ინდექსით საქართველო 128 ქვეყნიდან 22-ე ადგილზეა.

„იუნესკომ“ გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური ანგარიში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის ინდექსის მიხედვით, 128 ქვეყნიდან საქართველო 22-ე ადგილზეა.

„იუნესკოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ისრაელი, ბელგია, ესტონეთი, პორტუგალია, შვეიცარია და სხვ.

ეს მაჩვენებელი „იუნესკომ“ 2007 წლის მონაცემებზე დაყრდნობით პირველად გამოავლინა. ინდექსი განათლების ხელმისაწვდომობას (EDUCATION FOR ALL) სხვადასხვა შედეგების მიხედვით ზომავს. ესენია: დაწყებითი განათლება, წიგნიერება მოზარდებში (15 წლის ზემოთ), გენდერული თანასწორობა, განათლების ხარისხი (V კლასის მიხედვით). 2007 წლის მონაცემების ანალიზის შედეგად, რომელიც პირველად ახლა გახდა ცნობილი, პირველ ადგილზე ნორვეგიაა, მეორეზე იაპონია, მესამეზე კი - გერმანია.

„იუნესკო“ განათლების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის ანგარიშებს 2000 წლიდან აქვეყნებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

ანუ რა გამოდის სახელმწიფო თავის მოვალეობას პირნათლად ასურლებს, ხოლო ჩვენი ხალხი, კერძოდ ბავშვები და მშობლები ვერ ან არ ითვისებენ ამ ყველაფერს.

 

 

 

თანამედროვეობის პრობლემა, წიგნის(დაწერილის) როლის შესუსტება.

არადა სწორედ დაბეჭდილია ცოდნის რეალური წყარო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

მოკლედ ცვენს პოლიტიკუ რა სიციალურ კოლაფსის მიზეზად მიმაჩნია რეალური განათლების არ არსებობა საქართველოში.

ამის ნათელი სახე პრესა და ზოგადა საინფორმაციო მედიები.

ტელევიზორებში განატლებაზე გადაცემები 0, მეცნიერებაზე 0

ჟურნალ-გაზეთებში იგივე სიტუაციია, ტუ გამოდის იგიც შერეულ ენებზე დაწერი, კონკრეტულად ნაწილი ქართულად,ნაწილი რუსულად და ნაწილიც ინგლისურად (?????)!!!

ინტერენტ გვერდები რომელსაც რაიმე ღირებული ინფორმაციები ქონდეს სანთლითა საძებნი.

ფორუმებზეც იგივე სიტუაცია, ინტერესი 0

 

ამ ყველაფრის მიზეზი არის საზოგადოებასი განატლები დაბალი დონე. მხოლოდ რელიგია და პოლტიკია დომინირებული თემა.

ეს თემები პოლიტიკოსებისთვის ხელსაყრელი მარტივი მიზეზის გამო, ან ორი თემით შეიძლება ხალხის ადვილი მანიპულირება, ანუ მართვა ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე და ასევე უარგუმეტოდ იმის გატა რაც მატ აწყობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...