Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში 3 მილიონ 900 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული

Recommended Posts

საქართველოში 1990-91 წლების არჩევნებში დაფიქსირდა 3 600 000 ოდნავ მეტი ამომრჩეველი... ამის შემდეგ საარჩევნო ხმის მქონე რამდენი ადამიანი გავიდა საქართველოდან უნდა აღრიცხონ დემოგრაფებმა და მივიღებთ რეალურ სურათს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 39
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

shavlego91

საქართველოში 1990-91 წლების არჩევნებში დაფიქსირდა 3 600 000 ოდნავ მეტი ამომრჩეველი... ა

მაგაშია საქმე...ანუ ომის, გასაჭირვების, ემიგრაციის მიუხედავად..სასწაულად გავმრავლებუვართ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

საქართველოში 1990-91 წლების არჩევნებში დაფიქსირდა 3 600 000 ოდნავ მეტი ამომრჩეველი... ამის შემდეგ საარჩევნო ხმის მქონე რამდენი ადამიანი გავიდა საქართველოდან უნდა აღრიცხონ დემოგრაფებმა და მივიღებთ რეალურ სურათს...

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე რამდენი იყო დაფიქსირებული არ იცი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ციტატა(shavlego91 @ 2nd February 2010 - 08:22 AM)

საქართველოში 1990-91 წლების არჩევნებში დაფიქსირდა 3 600 000 ოდნავ მეტი ამომრჩეველი... ამის შემდეგ საარჩევნო ხმის მქონე რამდენი ადამიანი გავიდა საქართველოდან უნდა აღრიცხონ დემოგრაფებმა და მივიღებთ რეალურ სურათს...

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე რამდენი იყო დაფიქსირებული არ იცი?

lasha1997

წინა გვერდზე გიპასუხე, მაგრამ ეტყობა გამოგრჩა

3 მილიონ 350 ათასი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

წინა გვერდზე გიპასუხე, მაგრამ ეტყობა გამოგრჩა

3 მილიონ 350 ათასი

საქართველოში 3 მილიონ 900 ათასი

არ მინახია,იზვინი და რას ვმრავლდებით იმის დედა ვატირე? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამიტომ საჭიროა წინასაარჩევნო რეგისტრაცია.

და საუკეტესო იქნება ელექტრონული არჩევნები, რაც მთლიანად ხსნის ე.წ. სიების პრობლემას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არჩევნები საშუალებაა და არა მიზანი!

ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ თუ პოლიტიკური არჩევნები კანონის დაურღვევლად ჩატარდება, მაშინ ჩვენზე ბედნიერი ხალხი ამ ქვეყანაზე არ მოიძებნება. ესაა პრობლემის ცალმხრივი განხილვა. უფრო ნათლად _ ვთქვათ, საზოგადოებამ გადაწყვიტა კანონის სრული დაცვით ჩაატაროს არჩევნები _ შეარჩიოს ჯგუფი, რომელიც დალაშქრავს ევერესტს და ამით ასახელებს სამშობლოს. თუ ამ კანონიერი არჩევნებით შერჩეული ჯგუფი არ ფლობს ამ მიზნის შესასრულებლად საჭირო ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, გონივრულ და პროფესიულ პოტენციალს, მაშინ ყოველგვარი არჩევნები აზრს კარგავს იმიტომ, რომ ბუნებრივი კანონზომიერებისათვის მნიშვნელობა არა აქვს წესიერადაა ჩატარებული არჩევნები, თუ არაწესიერად. არჩევნების როგორი წესითაც უნდა შეარჩიოთ ჯგუფი, ის ევერესტს დაპყრობის ნაცვლად მიეყინება, თუ მას არა აქვს გააზრებული ბუნების ის კანონზომიერება, რომლის გარეშეც 8848 მეტრის სიმაღლის დალაშქვრის მცდელობა, უბრალოდ, თვითმკვლელობაა. დავიმახსოვროთ _ არჩევნები საშუალებაა და საშუალების მიზნად გამოცხადება, უბრალოდ, ინფანტილიზმია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

დავიმახსოვროთ _ არჩევნები საშუალებაა და საშუალების მიზნად გამოცხადება, უბრალოდ, ინფანტილიზმია.

შემიძლია დაგეთანხმოთ, მაგრამ არასამართლინი არჩევნები რას ემსახურება, მაშინ ესეც გაგვიმარტეთ. ეყობა ამით არა მარტო ევერესტის, არამედ პირდაპირ მთვარის დამლაშქრავები გამოდიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

XVIII საუკუნეში საფრანგეთში ცხოვრობდა მოაზროვნე ფილოსოფოსი-განმანათლებელი, მათემატიკოსი, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივი მდივანი და პოლიტიკური მოღვაწე (საკანონმდებლო კრების დეპუტატი 1791წ, საფრანგეთის ლიბერალური კონსტიტუციის ავტორი) მარი-ჟან ანტუან ნიკოლა კარიტა მარკიზ დე კონდორსე (1743-1794წ.წ.). ერთხელ აკადემია წყვეტდა ერთ ბანალურ საკითხს: სად ჩაეტარებინათ მორიგი სხდომა. ჯერ აკადემიკოსებმა უყარეს კენჭი, რომ სხდომის ჩატარება უკეთესია ვერსალში ვიდრე პარიზში, შემდეგ – უკეთესია ფონტებლოში, ვიდრე ვერსალში და ბოლოს გადაწყდა რომ ჯობია ჩატარდეს პარიზში ვიდრე ფონტებლოში. ამ შემთხვევამ დაუდო საწყისი კოლექტიური გადაწყვეტილების კანონების შესწავლას, რამაც კონდორსე მიიყვანა საინტერესო დასკვნამდე: რიგ შემთხვევაში შეუძლებელია რაიმე შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღება და შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღებაც, რომელსაც მხარს არ უჭერს კენჭისყრაში მონაწილე არცერთი პირი.

1785 წელს კონდორსემ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელიც მიეძღვნა დეპუტატების არჩევისას კოლექტიური გადაწყვეტილების მიღების პრობლემებს. დღეისათვის ნაშრომი ცნობილია როგორც კონდორსეს პარადოქსი და პრინციპი.

მარტივად რომ ვთქვათ კონდორსეს პარადოქსი გამოიყურება შემდეგნაირად, დაუშვათ კომიტეტი, რომელიც შედგება პავლე, პეტრესა და ივანესაგან უნდა უპირატესობის მიხედვით განალაგონ სამი კანდიდატი A,B,ჩ. პავლე განალაგებს შემდეგნაირად A,B,ჩ პეტრე – BB,ჩ,A, ივანე კი ჩ,A,B. ხმების დათვლას მივყავართ ციკლამდე: A უგებს B, B უგებს ჩ კი უგებს A – ყველა უგებს ორ ხმას ერთს.

კონდორსეს პრინციპის შესაბამისად, რათა გაირკვას უმრავლესობის ჭეშმარიტი ნება აუცილებელია, ყველა ამომრჩეველმა ყველა კანდიდატს ჩაუტაროს რანჟირება (გერმ. ღანგიеრუნგ – განაწილება როგითობის მიხედვით) რიგითი უპირატესობის მიხედვით.

კენეტ ჯოზეფ ეროუ (აბ. 1921წ. ნიუ-იორკი) ამერიკელი ეკონომისტი, 1972 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (წონასწორობისა და კეთილდღეობის საერთო თეორია), კოლუმბიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი, მუშაობდა ჩიკაგოს, სტენფორდის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. საერთაშორისო ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი (1983-86), ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი 1973წ., დაჯილდოვებულია ჯონ ბეიტს კლარკის მედლით 1957წ., ჯონ კომონსის პრემიის ლაურეატი 1973წ.

ძირითადი ნამუშევრები: “საზოგადოებრივა არჩევანი და ინდივიდუალური უპირატესობანი”; “ნარკვევები წრფივ და არაწრფივ პროგრამირებაში”; “ეკონომიკის არსის შემეცნება პრაქტიკის მეშვეობით”.

ეროუს წონასწორობისა და კეთილდღეობის საერთო თეორია ჩვენ სამყაროში შევიდა, როგორც სენსაციური აღმოჩენა და წერტილი დაუსვა ოცნებებს იდეალური დემოკრატიის შესახებ. მას გამოყოფილი აქვს ხუთი მკაცრი აუცილებელი პირობა რაციონალური დემოკრატიული არჩევნებისათვის, როგორც ამომრჩეველთა ნების გამოვლენის მექანიზმი.

1. ყველა მოქალაქეს არ ანიჭება მოქალაქეობა;

2. ყველა მოქალაქეს არ აქვს უფლება მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება;

3. ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ხმის მიცემის უფლება არ აქვს ულება იყაროს კენჭი;

4. ერთი და იგივე კრიტერიების მნიშვნელობა სხვადასხვა ადამიანებში ყოველთვის იქნება სხვადასხვა, ისევე როგორც გათვითცნობიერება ამ კრიტერიებისადმი კანდიდატების შევაბამისობის თაობაზე. აქედან გამომდინარეობს ამომრჩეველთა უთანასწორო კომპეტენტურობა მათი ხმათა “წონის” ტოლობის დროს;

5. დემოკრატიული პრინციპები უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივი ურთიერთობების მხოლოდ მცირე ნაწილზე და მხოლოდ გარკვეული დროით განსაკუთრებულ შემთხვევებში.. დანარჩენში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დიქტატურას, აშკარას ან ირიბს. რეალური დემოკრატია ითვალისწინებს არა მარტო თანაბარ უფლებებს, არამედ არათანაბარ საშუალებას საზოგადოებრივი ცხოვრების დიდ ნაწილში.

ყველაზე მართებულ საარჩევნო სისტემას ყველაზე დემოკრატიულ საზოგადოებაშიც ძალუძს მიიყვანოს მარტო იმ სიტუაციამდე, სადაც ამომრჩეველთა არჩევანი თანასწორად არის გადაწილებული, ასეთი მდგომარეობის შექმნა შეუძლებელია დემოკრატიული ხერხებით, ხოლო დიქტატორული საშუალებების გამოყენება დაუშვებელია. ანუ ეროუ მათემატიკურად ამტკიცებს, რომ რეალური დემოკრატია არ შეიძლება იყოს სრული.

შეუძლებელია ვიპოვოთ მეთოდი, რომელიც აკმაყოფილებს ეროუს ყველა აქსიომას და არ იყოს დიქტატორული.

კ. ეროუმ მათემატიკური მეთოდით დაადგინა რომ:

1. არჩევანი უნდა იქნეს განსაზღვრული იმავე სისტემაში, სადაც ის არის ფორმულირებული (ჰომოგენურობის აქსიომა), ანუ თუ ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, უნდა ავირჩიოთ ის რომელიც ჩვენი აზრით უკეთ მართავს ქვეყანას და არა ის, რომელიც უკეთ გამოიყურება ან უფრო გონებამახვილია სხვაზე.

2. არჩევანი უნდა იყოს დამოკიდებული ამომრჩეველთა ინდივიდუალურ სურვილზე თუ ვის ანიჭებს უპირატესობას, გარდა ამისა უნდა იყოს უნივერსალური, ანუ გასცეს პასუხი საზოგადოების წევრების ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში (უნივერსალურობის აქსიომა), ეს გულისხმობს, რომ თუ ამომრჩეველთა ნაწილის სიმპათიები იცვლება, საზოგადოებრივმა არჩევანმა უნდა გაითვალისწინოს ცვლილებები და გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ჩაკეტილი ციკლები.

3. თუ კენჭისყრის დროს ყველა მიეცა პეტრეს არჩეული უნდა იყოს პეტრე და არა პავლეს (ერთხმიანობის აქსიომა), რომელსაც ხმა არავინ მისცა.

და ბოლოს, არჩევანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ ალტერნატივებისაგან, რომლებიც არ მონაწილეობენ არჩევნებში, ანუ თუ ამომრჩევლებმა უნდა მიანიჭონ უპირატესობა არჩევნებში მონაწილე ალტერნატივებს და არა ზეწოლის ქვეშ (დამოუკიდებლობის აქსიომა), ეს გულისხმობს, რომ თუ საჭიროა გაკეთდეს არჩევანი პეტრესა და პავლეს შორის კენჭისყრაში მონაწილე ხელმძღვანელობს იმით თუ რომელ კანდიდატს ანიჭებს უპირატესობას და არა იმით, რომ ხმას მისცემდა ივანეს თუ ის იქნებოდა ერთერთი ალტერნატივა.

ნდება შეკითხვა, სინამდვილეში არჩევითი დემოკრატია არის ხალხის ხელისუფლება? სავსებით ცხადია, რომ ხელისუფლება ეკუთვნის მას, ვისაც ეკუთვნის, ხოლო პირველობისათვის პრეტენდენტები კამათის დროს კი ხალხს იყენებენ როგორც ერთ-ერთს არგუმენტებიდან.

ისტორიულად დედამიწის მოსახლეობის ხალხები, რომლებიც შორს იყვნენ მათემატიკის ნიუანსებიდან, მარტივად პოულობდნენ გამოსავალს ჩიხური მდგომარეობიდან, მოყავდათ დიქტატორები, რომლებიც თავისი ხელისუფლებით ასრულებდნენ ცხოვრების მოთხოვნებს. ჩნდება კითხვა, ვინ და როგორ მოვიყვანოთ დიქტატორი ხელისუფლებაში? გადაწყვეტილების მიღების სპეციალისტები (არსებობენ ასეთი სპეციალისტები) გვეძლევენ რეკომენდაციას – დიქტატორი უნდა იქნეს არჩეული დემოკრატიული მეთოდებით.

giauridia :maladec:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...