Jump to content
Planeta.Ge

●ბიბლიური შეკითხვები-ბიბლიური პასუხები●


Recommended Posts

  • Replies 131
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

paolo   ვერ მივხვდი შეკითხვის არსს. რაში უნდა მდგომარეობდეს იუდას მიერ იესოს გაცემა? იგი განუდგა იესოს და გასცა იგი.       იესოს ადგილსამყოფელს და ვინაობასთან დაკავშირებით ტექსტის რომელ მონაკვეთს გუ

აზრი

paolo   ის რასაც შენ კითხულობ, ერთი შეხედვით მართლა მასე ჩანს, თითქოს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა იესოს შეპყრობა და მოკვლა. მაგრამ, ბიბლიის დაკვირვებით გამოკვლევა პასუხს ცემს წარმოშობილ გაუგე

აზრი

ლ ი ც ი   ცრურწმენა ლექსიკონებში განიმარტება, როგორც "უმეცრებაზე დაფუძნებული რწმენა ან ჩვეულება, შიში უცნობი რამისადმი, ჯადოსნობის ან ბედისწერის რწმენა, ან მიზეზობრიობის არასწორი გაგება". აქედან გამომ

რატო დაწერე მერე?

 

რას ქვია რატო? :) არ შეიძლება შენგან განსხვავებული თვალსაზრისი დაიწეროს ფორუმზე?

 

მოკლედ რაა. ამდენი ხანი იმას მოანდომეთ, საკითხი სათანადო თემაში სასვათ. წავედი და როცა თავს მოუყრით საკითხებს, შემოვალ და ჩემ აზრს დავწერ.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ქვია რატო? :) არ შეიძლება შენგან განსხვავებული თვალსაზრისი დაიწეროს ფორუმზე?

უნდა დაამტკიცო მერე . რატომ ფიქრობ მასე ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნდა დაამტკიცო მერე . რატომ ფიქრობ მასე ?

alex

 

ეხლა გავდივარ, დრო აღარ დამრჩა. ამდენი ხანი იმას მოანდომეთ სათანადო თემაში დაგესვათ საკითხი. რატომ დაწერეო რომ მეკითხები, იცი რატომაც დავწერე. ჩემი შეხედულება ბიბლიაზეა დაფუძნებული და შენი კი ეკლესიის მღვდლების მცდარ განმარტებაზე.

 

რაც არ უდნა აგიხსნა, ვიცი მაინც ჯიუტად იმას გაიმეორებ, რაც მღვდლებმა აგიხსნეს. ასე რომ აზრი არ აქვს კამათს. არანაირი პრობლემა არაა ჩემთვის შენ როგორი რელიგიური შეხედულება გექნება. ასე რომ გეგონოს იესო ხორციელად აღდგა და ხორციელად ავიდა ცაში და ხორციელად ცხოვრობს დღემდე... :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

alex

 

ჩემი შეხედულება ბიბლიაზეა დაფუძნებული და შენი კი ეკლესიის მღვდლების მცდარ განმარტებაზე.

ხოდა ზუსტად შენი შეხედულება მაინტერესებს ,რის საფუძველზე ამბობ იმას რომ ქრისტე ფიზიკური სხეულით არ ამაღლდა ზეცაში. სად წერია მიმითითე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა ზუსტად შენი შეხედულება მაინტერესებს ,რის საფუძველზე ამბობ იმას რომ ქრისტე ფიზიკური სხეულით არ ამაღლდა ზეცაში. სად წერია მიმითითე.

alex

 

ბიბლიაში ჩაწერილი ცნობების არასწორად გაგების საფუძველზე ფიქრობ, რომ იესო იმ ფიზიკური სხეულით აღადგინა ღმერთმა, რომელი სხეულიც მიალურსმეს და წამებით მოკლეს. ახლა შევეცდები აგიხსნა, რომ ცდები და ამას საკამათოდ არ ვწერ, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე. შენ არ ხარ ერთადერთი რომელიც მასე ფიქრობს. დღეს, ისევე როგორც წარსულში, ზოგი (და ასეთები მრავალია) სწამს, რომ ქრისტე ხორციელი სხეულით აღდგა და ამაღლდა ზეცაში და მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომელიც ზემოთ პოსტში მიუთითე, ანუ რომ აღდგენის შემდეგ მისი სხეული სამარხში აღარ იყო (მარკოზი 16:5-7). აღდგენის შემდეგ იესო ხორციელი სხეულით ეცხადებოდა თავის მოწაფეებს, რათა დაემტკიცებინა, რომ ცოცხალია. ერთხელაც მან მოციქულ თომას შესთავაზა, რომ ხელი ჩაეყო მისი ფერდის ჭრილობაში, რათა ერწმუნა, რომ იესო ნამდვილად აღდგენილი იყო (იოანე 20:24–27). მაგრამ ეს არ ცხადყოფს, რომ ქრისტე აღდგენილი იქნა იმავე სხეულით, რომელშიც მოკვდა. თუ რატომ, ახლავე მოგახსენებ.

 

 

ბიბლია გასაგებად ამბობს: "ქრისტეც ხომ ერთხელ მოკვდა ცოდვების გამო, მართალი უმართლოთა გამო. . . მოკლულ იქნა ხორცში, მაგრამ გაცოცხლდა სულში" (1 პეტრე 3:18). ხორცისა და სისხლის მქონე ადამიანებს არ შეუძლიათ ზეცაში ცხოვრება. ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილთა შესახებ ბიბლია ამბობს: "ითესება მშვინვიერი [ანუ ფიზიკური] სხეული და აღდგება სულიერი სხეული. . . ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღვთის სასუფევლის დამკვიდრება" (1 კორინთელთა 15:44–50). ნათელია, რომ ზეცაში ცხოვრება შეუძლიათ მხოლოდ სულიერ პიროვნებებს სულიერი სხეულით. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა დაემართა იესოს ხორციელ სხეულს. როგორც შენთვითონაც აღნიშნე, სამარხი ცარიელი დახვდათ იესოს მოწაფეებს, რადგანაც ღმერთმა არ დატოვა იესოს სხეული სამარეში. ღმერთი ასე იმიტომ მოიქცა, რომ შესრულებულიყო ბიბლიაში დაწერილი სიტყვები. წაიკითხე ფსალმუნი 15:10; საქმეები 2:31. ამიტომ, ღმერთმა მართებულად მიიჩნია, რომ იესოს სხეულისთვის გაეკეთებინა იმის მსგავსი რამ, რაც გაუკეთა მოსეს სხეულს (მეორე რჯული 34:5, 6). გარდა ამისა, სხეული რომ სამარხში დარჩენილიყო, იესოს მოწაფეები ვერ გაიგებდნენ, რომ ის მკვდრეთით იქნა აღდგენილი, რადგან მათ იმ დროს ჯერ კიდევ სრულად არ ესმოდათ ბევრი რამ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოციქულ თომას შეეძლო იესოს ფერდის ჭრილობაში ხელის ჩაყოფა, არ მიუთითებს, რომ იესო იმავე სხეულით იყო მკვდრეთით აღდგენილი, რომლითაც აწამეს. იესო უბრალოდ ხორცს ისხამდა ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ ანგელოზები. მან თომას დასარწმუნებლად გამოიყენა ჭრილობიანი სხეული. იესო ეჩვენებოდა, ანუ ეცხადებოდა მათ, როგორც ნამდვილი ადამიანი, რომელსაც შესწევს ჭამისა და სმის უნარი, იმ ანგელოზების მსგავსად, რომლებსაც ერთხელ აბრაამი გაუმასპინძლდა (დაბადება 18:8; ებრაელთა 13:2).

 

 იმ დროს, როცა იესო თომას გამოეცხადა იმ ფიზიკური სხეულის მსგავსი სხეულით, რომლითაც მოკვდა, ის მოწაფეებთან მოვლინების დროს ასევე სხვა ფიზიკურ სხეულებსაც ღებულობდა. მაგალითად მარიამ მაგდალელს იესო მებაღე ეგონა. სხვა შემთხვევებში მისი მოწაფეები მაშინვე ვერ სცნობდნენ მას. ხოლო როდესაც იცნობდნენ, ეს ხდებოდა არა მისი გარეგნობის, არამედ ამა თუ იმ გამონათქვამის ან მოქმედების საფუძველზე ყურადღებით წაიკითხე იოანეს 20:14–16; 21:6, 7 და ლუკას 24:30, 31.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

Siknadmo

შენ მოგყავს რუსული საიტიდან აფსოლუტურად სხვა წიგნზე კერძო პირის სუბიექტური მოსაზრებები, მაშინ როცა მე სრულიად სხვა წიგნი მიგითიტე პოსტ 52-ში. როგორც ჩანს პოსტებს არ კითხულობ ყურადღებით. წიგნი რომელიც მე მიგითითე, მასში ამ სწავლულის პირადი შეხედულებები კი არ არის იესოს ვინაობაზე, არამედ წარმოდგენილია ფაქტები, სადაც კარგად ჩანს მართლმადიდებლების მიერ ბიბლიური ტექსტის გაყალბების დიდი მცდელობები. წაიკითხე პოსტები ყურადღებით:

კი მაგრამ შენ თუ იცი ვინ იყო რასელი (ცოლმა რომ ამხილა მრუშობაში) ან რუტერფორდი ან ის გამოიკვლიე მაშინ რას ქადაგებდნენ და ეხლა რას ქადაგებტ იაღოველები. აი მაგალითად მე სახლში მაქვს ძველი სამედიცინო წიგნები რომელიც დღეს საერტოდ აგარაფერში აღარ გამოდგება მაგრამ დედაჩემი მაინც ინახავს მარტო იმიტომ რომ ისინი თავის სტუდენტობის წიგნებია და უყვარს. ამიტ იმისთქმა მინდა რომ ჩვენ ტუ უმნიშვნელოს და არაფრის მომცემ წიგნებს ვინახავთ ნუთუ არ უნდა შეენახათ იაღოველებს თავიანთი ძველი გამოცემა წიგნები ა ბროშურები? ეხლა არ მითხრა გვააქვსო. არ გაქვტ ყოველ შემთხვევაში ყველა იმიტომ რომ ტქვენ ძალიან ბევრჟერ შეცვალეტ რაღაც რაღაცეები (თან ჭეშმარითებას გვიქადაგებთ აქეთ) თუ სხვას რაგაც დაგაინტერესებს აქ ვარ და გისმენ ოღონდ რასაც გეტყვი ყველას ფაქტებით ვილაპარაკოთ!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

P.S.

მინდა ვუთხრა ყველა მართმადიდებელს: იაღოველებთან და სხვა სექტის წარმომადგენლებთან მამაოს კურთხევის გარეშე ლაპარაკი არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში გახსოვდეთ რომ მათ უკან ეშმაკთა დიდი დასი დგას და თუ კურთხება არ გაქვთ თქვენ მარტო რჩებით და ღმერთმა არ ქნას რომ დაბრკოლდეთ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

P.S.

მინდა ვუთხრა ყველა მართმადიდებელს: იაღოველებთან და სხვა სექტის წარმომადგენლებთან მამაოს კურთხევის გარეშე ლაპარაკი არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში გახსოვდეთ რომ მათ უკან ეშმაკთა დიდი დასი დგას და თუ კურთხება არ გაქვთ თქვენ მარტო რჩებით და ღმერთმა არ ქნას რომ დაბრკოლდეთ!

ვინ გითხრათ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ramazi Mchedlishvili

მინდა ვუთხრა ყველა მართმადიდებელს: იაღოველებთან და სხვა სექტის წარმომადგენლებთან მამაოს კურთხევის გარეშე ლაპარაკი არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში გახსოვდეთ რომ მათ უკან ეშმაკთა დიდი დასი დგას და თუ კურთხება არ გაქვთ თქვენ მარტო რჩებით და ღმერთმა არ ქნას რომ დაბრკოლდეთ!

 

ეს სერიოზულად დაწერე? :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

P.S.

მინდა ვუთხრა ყველა მართმადიდებელს: იაღოველებთან და სხვა სექტის წარმომადგენლებთან მამაოს კურთხევის გარეშე ლაპარაკი არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში გახსოვდეთ რომ მათ უკან ეშმაკთა დიდი დასი დგას და თუ კურთხება არ გაქვთ თქვენ მარტო რჩებით და ღმერთმა არ ქნას რომ დაბრკოლდეთ!

ლაპარაკი ეხა შენ თუ გაუბი იქ საუბარი კი, მარა რო გკითხავს რაღაცას და პასუხს გასცემ მაგაზე არავინ არაფერს გეტყვის

Edited by ნიკუშა_ნ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაპარაკი ეხა შენ თუ გაუბი იქ საუბარი კი, მარა რო გკითხავს რაღაცას და პასუხს გასცემ მაგაზე არავინ არაფერს გეტყვის

ლაპარაკიც არის და ლაპარაკიც მთავარი ამ ლაპარაკის მიზანია ;)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ramazi Mchedlishvili

 

ეს სერიოზულად დაწერე?

 

 

arasriozulobis etyoba rame? Tu atyob mitxari !

newstudio

 

მოდი და ნუ ეტყვი რომ მამაოების დემაგოგიის მსხვერპლია. აი ასე აზომბირებენ მრევლის დიდ ნაწილს, როგორც ეს ყმაწვილია დაზომბირებული. :(

 

ეგაა მართლმადიდებლად წოდებული ეკლესიის ნაყოფი. მალე ერთი აზრის გონებაში გაელვების მეორეთი ჩანაცვლებაზეც კურთხევა (ნებართვის) აღება მოუწევთ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

მოდი და ნუ ეტყვი რომ მამაოების დემაგოგიის მსხვერპლია. აი ასე აზომბირებენ მრევლის დიდ ნაწილს, როგორც ეს ყმაწვილია დაზომბირებული. :(

 

ეგაა მართლმადიდებლად წოდებული ეკლესიის ნაყოფი. მალე ერთი აზრის გონებაში გაელვების მეორეთი ჩანაცვლებაზეც კურთხევა (ნებართვის) აღება მოუწევთ....

ისე სხვათა შორის ჩემო კარგო ერთი მინდა გითხრა: მე თუ დაზომბირებული ვჩანვარ ეგ არ ვიცი და ვერ ვატყობ მაგრამ ჩემთვის ყველა ბრმა არის ვინც მართმადიდებლობის ჭეშმარიტებას ვერ ხედავს. ყველას მინდათ გითხრათ: როგორც მოსე და აბრაამი იქნება იმ ებრაელების მანმსჯელი მეორედ მოსვლის დროს (როგორც ქრისტემ უთხრა ებრაელებს) ისე თქვენი გამსჯელი იქნება ზუსტად ის ბიბლია რომელსაც ეხლა კითხულობთ! რადგან თვით ბიბლია არის მართმადიდებლობის ჭეშმარიტების საფუძველი.მე ჩემდათავად არაფერი შემიძლია მაგრამ ღმერთის წყალობით და ბიბლიის დახმარებით დავამტკიცებ მართმადიდებლობის ჭეშმარიტებას.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...