Nukriko Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 (edited) აზრი მამაბიოლოგიური მამა და სულიერი მამა ხო არსებობს ესეთი ცნებები? ხო შეიძლება ყველა ადამიანმა ღმერთს მამა დაუძახოს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ღმერთის შვილია. Edited February 8, 2010 by Nukriko Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
wanderer Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 გამოცხადების ბოლო თავში ისეთი სიტყვები წერია, რომ შეუძლებელია რამე ინტერპრეტაციის სურვილი გაგიჩნდეს ადამიანს... და რაღაც ცვლილებების შეტანის მცდელობა რომ მიანც ქონდათ რელიგიურ პირებს (არც ერთ რელიგიას არ ვეხები კონკრეტულად) ეგ არ წარმოადგენს მგონი არავისთვის საიდუმლოს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 აზრი ბიოლოგიური მამა და სულიერი მამა ხო არსებობს ესეთი მცნებები?Nukriko კი არსებობს. მცნებებიც და ცნებებიც ბევრი არსებობს. ხო შეიძლება ყველა ადამიანმა ღმერთს მამა დაუძახოს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ღმერთის შვილია.რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა შეიძლება მამა დაუძახოს ღმერთს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი ღვთის შვილები არიან. იესოს შემთხვევაში, როგორც ბიბლია იუწყება, იესო ღვთის შვილი (ძე) იყო, და იესოს წარმომავლობა არ იყო მიწიერი, არამედ ღმერთმა მისი სიცოცოხლე, ზეციერი (სულიერი,უხილავი) სამყაროდან, მატერიალურში (ხილულში) გადმოიტანა, ანუ უფრო ზუსტად თუ ვიტყოდით, მისი სიცოცხლე ღმერთმა გადმოიტანა მარიამის საშვილოსნოში და თავისი სულიერი ძე (შვილი) მოავლინა ადამიანად. ბიბლიის თანახმად, იესოს სიცოცხლე მარიამის საშვილოსნოში არ დაწყებულა. "ზეციდან... ჩამოვედი", — არაორაზროვნადაცხადებდა იესო (იოანე 6:38). იესო ღვთის შემოქმედების დასაბამიდან ზეცაში, (ადამიანის თვალისთვის უხილავ) სულიერ სამყაროში ცხოვრობდა თავის ზეციერ მამასთან. ამიტომაც უწოდებს მას ბიბლია 'ღვთის ქმნილების დასაბამს' (გამოცხადება 3:14). აქედან გამომდინარე, იესოს თავისუფლად შეეძლო ეთქვა შემდეგი სიტყვები: "ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელის" (იოანე 6:38) და ეს სიტყვებიც: "ყველას წინაშე გაქებ, მამა, ცისა და დედამიწის უფალო, რადგან ბრძენებსა და ჭკვიანებს დაუფარე ეს ყოველივე და ჩვილებს გაუმჟღავნე. დიახ, მამა, რადგან ასე იყო მოსაწონი შენთვის. ყველაფერი მამაჩემმა გადმომცა. არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა. ასევე, არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ გაუმჟღავნოს". უფრო მეტიც, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა თავად დაადასტურა იესოზე რომ ის მისი ძე (შვილი) იყო: "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე". - (ნათქვამია მათეს მესამე თავის 17-ტე მუხლში). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 გამოცხადების ბოლო თავში ისეთი სიტყვები წერია, რომ შეუძლებელია რამე ინტერპრეტაციის სურვილი გაგიჩნდეს ადამიანს...wandererრომელ სიტყვებს გულისხმობ თუ არ დაიზარებ დაწერე. და რაღაც ცვლილებების შეტანის მცდელობა რომ მიანც ქონდათ რელიგიურ პირებს (არც ერთ რელიგიას არ ვეხები კონკრეტულად) ეგ არ წარმოადგენს მგონი არავისთვის საიდუმლოს... ბიბლიის ბოლო წიგნში "გამოცხადების" ბოლო სიტყვები ასე მთავრდება: "ვმოწმობ ყველასთვის, ვინც ისმენს ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველების სიტყვებს: თუ ვინმე რამეს დაამატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ გრაგნილზე დაწერილ წყლულებს. და თუ ვინმე რამეს მოაკლებს გრაგნილზე დაწერილ ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხეებიდან და წმინდა ქალაქიდან, რაც ამ გრაგნილზეა დაწერილი." ამ სიტყვებით ღმერთი არ ამობდა რომ ის შეაჩერებდა ვინმეს თუკი ვინმე ეცდებოდა ცვლილებების შეტანას ბიბლიაში. როგორც ჩანს, ღმერთმა კარგად იცოდა რომ ადამიანები შეეცდებოდნენ ბიბლიაში ცვლილებების (დამახინჯებების) შეტანას; ამიტომ მან ისინი უბრალოდ გააფრთხილა და იმის შედეგები გააგებინა, რაც ცვლილებების შემტანს ერგუნებოდა წილად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
wanderer Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 სულ ბოლო სიტყვებს... 22 თავის.ისაა მაგარი ზოგს ბიბლიის ბოლო წიგნი ფსალმუნები გონია, ახალი აღთქმა და ფსალმუნები როა გამოცემა. მე გავდივარ, შენ დაწერე რა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 wanderer ზემოთ, #79-ტე პოსტში დავწერე უკვე. (როგორც ჩანს მაგსიტყვებს გულისხმობდი, გამოცხადების 22-რე თავის ბოლო სიტყვებია). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 აზრი ბიბლიის თანახმად, იესოს ხორციელი მამა არ ჰყოლია. იოსები მისი მამობილი იყო, ვინც პატარა იესოზე მამობრივ მზრუნველობას ეწეოდა; ხოლო ღმერთი კი იყო მისი მამა, ვისზეც იესო ლოცულობდა და ამბობდა: "მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე". (წაიკითხე იოანეს სახარება, თავი 17:1-5).იონემდეც მივალ, ჯერჯერობიტ მათეს სახარება გავიაროთ,მათეს სახ. თავი მე-2.18"ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე იყო:მისი დედის მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, აღმოჩნდა, რომ მას ჰყავდა ჩანასახში სულიწმინდისგან"რას ნიშნავს ჩანასახში სულიწმინდისგან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
wanderer Posted February 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 ხო, მაგას ვგულისხმობდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 9, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2010 ხო, მაგას ვგულისხმობდი. wanderer სწორედ მაგიტომ დავწერე რომ მასე ვიფიქრე რომ მაგას გულისხმობდი. აზრი მათეს სახ. თავი მე-2.18"ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე იყო:მისი დედის მარიამის იოსებზე დანიშვნის შემდეგ, ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, აღმოჩნდა, რომ მას ჰყავდა ჩანასახში სულიწმინდისგან"რას ნიშნავს ჩანასახში სულიწმინდისგან?Siknadmo პირველი: ეგ სიტყვები, მათეს 1:18-ტში წრია და არა 2:18-ში. მეორე: მაგ საკითხზე უკვე დავწერე ზედა პოსტეში: იესოს შემთხვევაში, როგორც ბიბლია იუწყება, იესო ღვთის შვილი (ძე) იყო, და იესოს წარმომავლობა არ იყო მიწიერი, არამედ ღმერთმა მისი სიცოცოხლე, ზეციერი (სულიერი,უხილავი) სამყაროდან, მატერიალურში (ხილულში) გადმოიტანა, ანუ უფრო ზუსტად თუ ვიტყოდით, მისი სიცოცხლე ღმერთმა გადმოიტანა მარიამის საშვილოსნოში და თავისი სულიერი ძე (შვილი) მოავლინა ადამიანად. ბიბლიის თანახმად, იესოს სიცოცხლე მარიამის საშვილოსნოში არ დაწყებულა. "ზეციდან... ჩამოვედი", — არაორაზროვნადაცხადებდა იესო (იოანე 6:38). და ეს ყველაფერი ღმერმა თავისი წმინდა სულის მეშვეობით გააკეთა. ამგვარად, იესოს წარმოშობა კაცისაგან კი არა, ღვთის სულისაგან არის. ამიტომ სავსებით მართებულად ამბობს ბიბლია რომ მარიამს, 'ჩანასახში წმინდა სულისაგან ჰყავდა'. (მათეს 1:18). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted February 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2010 (edited) აზრი თუ არ დამაზრდები მითხარი, სულიწმინდაზე გიწერია წინა ფოსტებში? მეზარება ყველას წაკითხვა... თუ არ გიწერია ეს შეკითხვა მაქვს, სულიწმინდა რას ნიშნავს ? რა არის ? :eshmak: ან მიმითითე ფოსტის ნომერი და 2) როგორ ხსნი ამას: "თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი " ? (იოანეს 1:1) Edited February 12, 2010 by Pariz Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2010 აზრი თუ არ დამაზრდები მითხარი, სულიწმინდაზე გიწერია წინა ფოსტებში? მეზარება ყველას წაკითხვა... თუ არ გიწერია ეს შეკითხვა მაქვს, სულიწმინდა რას ნიშნავს ? რა არის ? ან მიმითითე ფოსტის ნომერი მეც. და 2) როგორ ხსნი ამას: "თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი " ? (იოანეს 1:1)ჩვეულებრივ, როგორ უნდა ავხსნა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pariz Posted February 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 მეც. გეზარება შენც?თუ გიწერია გადავხედავ, ეგ გკითხე.. ჩვეულებრივ, როგორ უნდა ავხსნა. ანუ "სიტყვა იყო ღმერთი", ამაზე რას იტყვითქოესეც თუ გეზარება არ ახსნა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2010 (edited) გეზარება შენც?თუ გიწერია გადავხედავ, ეგ გკითხე..Pariz ზუსტად არ მახსოვს მიწერია თუ არა. გადახედე და თუ არ მიწერია, მითხარი და კონკრეტული შეკითხვა დამისვი და კონკრეტულ პასუხს გაგცემ. რაც შეეხება ამას: ანუ "სიტყვა იყო ღმერთი", ამაზე რას იტყვითქოესეც თუ გეზარება არ ახსნა არა არ მეზარება. ამას წინა პოსტებში ძებნა არ უნდა, ასე რომ მოკლედ დავწერ თუ რას ნიშნავს ეგ სიტყვები. პირველ რიგში მოვიყვან მაგ მონაკვეთს ბიბლიიდან, რომელიც ჩაწერილია იოანეს სახარების 1 თავის 1 მუხლში: "თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი". ზოგიერთს გონია რომ ,ამ მუხლში ჩაწერილი სიტყვები "სიტყვა იყო ღმერთი" ნიშნავს რომ "სიტყვა" (ბერძნულად. "ჰო ლო΄გოს"), რომელიც დედამიწაზე მოვიდა, როგორც იესო ქრისტე, თვითონ იყო ყოვლისშემძლე ღმერთიო. ეს არასწორია. პირველ რიგში იმიტომ რომ სახარებაში ჩაწერილი სიტყვები მსგავსი დასკვნის გაკეთების საფუძველს არ გვაძლევს. თუ რატომ, მოგახსენებ: 1. ბერძნული ენის გრამატიკა, არ მიუთითებს იმაზე, რომ სიტყვა იყო ყოვლისშემძლე ღმერთი. 2. სიტყვა "ღმერთი" ბიბლიაში გამოიყენება სამყაროს შემქმნელ ყოვლისშემძლე ღმერთზეც და მის შექმნილ ქმნილებებზეც: ადამიანებზეც და ანგელოზებზეც.3. იოანეს 1:1,2-ში ჩაწერილი სიტყვების ლოგიკურობა. იოანეს 1:1-ში, რომელზეც დასვი შეკითხვა, კონტექსტი იძლევა ზუსტი გაგების საფუძველს. მასში აღნიშნულია, რომ 'სიტყვა იყო ღმერთთან'. ვინც სხვა პიროვნებას–"თან" იმყოფება, არ შეიძლება ამავე დროს ის სხვა პიროვნებაც იყოს. ამასთან სრულ თანხმობაშია ის, რასაც პროფესორი იოზეფ ა. ფიცმაიერი აღნიშნავს "ბიბლიური ლიტერატურის ჟურნალში", რომ, თუ იოანეს 1:1-ის ბოლო ნაწილი "ყოვლისშემძლე ღვთის" მნიშვნელობით აიხსნებოდა, ეს "მაშინ უარყოფდა წინა ნაწილს", რომელიც ამბობს, რომ სიტყვა იყო ღმერთ-თან. სიტყვა "ღმერთი" არის წოდება, რომელიც ნიშნავს "ძლიერს", "ძალაუფლების მქონეს". ბიბლიურ დროში უცხო არ იყო სიტყვა "ღმერთის" გამოყენება ძლევამოსილ პიროვნებებზე. მაგალითად, ბიბლიაში მოსეზე ნათქვამია რომ ის ღმერთმა ფარაონის ღმერთად დაადგინა, ანუ მოსე ფარაონისთვის ღმერთს წარმოადგენდა, რადგან მოსეძლიერებით აღწურვა ღმერთმა. (წაიკითხე გამოსვლა 7:1) ებრაელ მოსამართლეებზე ნათქვამია, რომ ისინი ღმერთები იყვნენ. (წაიკითხე ფსალმუნის 81:6). რადგან მოსეც და ებრაელი მოსამართლეებიც, ღვთისგან ბოძენული ძალაუფლებით იყვნენ აღჭურვილნი, მართებულად ეწოდებათ სიტყვა "ღმერთი". (ფსალმუნი 81:6; იოანე 10:34). ანალოგიურად, ბიბლიის თანახმად, ძალაუფლება იესოს ღმერთმა გადასცა (იოანე 6:38,39; მათე 28:18) და მოსესა და ებრაელი მოსამართლეების მსგავსად, ბიბლია მართებულად უწოდებს იესოს სიტყვა "ღმერთს". თუმცა, არ უნდა გაიგოს მკითხველმა მოსეზე, იესოზე ან ებრაელ მოსამართლეებზე გამოყენებული სიტყვა "ღმერთი" ისე, რომ ისინი ყოვლისშემძლე ღმერთები ყოფილიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ღმერთი ბიბლიაში სამყაროს შემოქმედ ღმერთზეც გამოიყენება და მის ქმნილებებზეც, ქრისიანებისთვის ყოვლისშემქლე ერთადერთი ღმერთი, მხოლოდ მამა ღმერთი იყო და ერთი ბატონი, ანუ უფალი,როელიც ღმერთთან შუამდგომლობდა, იესო ქრისტე. ეს ნათლად და გასაგებად ჩანს მთელს ბიბლიაში. მაგალითისთვის მოვიყვან მოციქული პავლეს სიტყვებს, რომელიც ამბობს შემდეგს: «"არიან ეგრეთ წოდებული ღმერთები ცაში თუ დედამიწაზე — რადგან არსებობს მრავალი "ღმერთი" და მრავალი "უფალი" — ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა, ვისგანაც არის ყოველივე და ჩვენც მისთვის ვართ და ერთია უფალი, იესო ქრისტე, ვისი მეშვეობითაც არის ყოველივე და ჩვენც მისი მეშვეობით ვართ"». "ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი — კაცი, ქრისტე იესო". Edited February 15, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted March 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2011 მზგავსი მცდარი მოსაზრება ენოქზე და ელიაზე პირველად არ გამიგია. შესაბამისად, არც გამკვირვებია რომ შენც მასე გგონია. მე უბრალოდ ხაზი გავუსვი იმას, რომ არასწორი შეხედულებები ჯერ კიდევ აქვთ ადამიანებს ბიბლიურ პერსონაჟებზე და იმაზე, რასაც ბიბლია ასწავლის.შენ ისიც ტქვი რომ ქრისტე ფიზიკური სხეულით არ ამაღლებულა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 1, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2011 შენ ისიც ტქვი რომ ქრისტე ფიზიკური სხეულით არ ამაღლებულა.alex კი, ეგეც დავწერე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.