აზრი Posted February 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 მაგ, წარღვნა, ნუთუ ბავშვებიც ცოდვილები იყვნენ?ჭანო საინტერესო კითხვაა. მანამ სანამ ამ შეკითხვას ვუპასუხებდე, მინდა აღვინიშნო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: ის, თუ რა არის სინამდვილეში სრულყოფილი სამართლიანობა და სრულყოფილი სამართლიანობიდან გამომდინარე ქმედება, ადამიანების შეხედულებები, კონცეფციები, სტანდარტები, მორალური და ზნეობრივი ღირებულებები კი არ წყვეტენ და საზღვრავენ, არამედ თავად ღმერთი, რადგან ის არის ადამიანის შემქმნელი და ის არის სიცოცხლის წყარო — ბიბლიის თანახმად. ახლა გავიხსენოთ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები, ღვთის სამართლიან ქმედებასთან დაკავშირებით. ბიბლია ღვთის შესახებ იუწყება, რომ: "სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი." - მეორე რჯული თავი 32. ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ცხადია, მისი ნებისმიერი ქმედება, სამართლიანი უნდა ყოფილიყო ადამიანის შექმნიდან დღემდე და სამართლიანი უნდა იყოს მომავალშიც. საინტერესოა, რომ რატომღაც, ადამიანები (ანუ თითოეული ინდივიდი) სამართლისა და სწორი ქცევის საზომად, საკუთარ ნორმებს ადგენენ და საკუთარი თვალსაწიერით განსაზღვრავენ თუ რა არის სწორი და სამართლიანი ქმედება და რა არასწორი და უსამართლო. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც მხედველობაში უნდა მივიღოთ ამ საკითხებზე მსჯელობისას, არის (როგორც ზემოთ აღვნიშნე) თავად ღვთის სრულყოფილი სამართლიანი და მორალური სტანდარტები, უფლებები საკუთარ ქმნილებაზე და აგრეთვე მისი პიროვნული თვისებები, როგორიცაა: სამართლიანობა, გულწრფელობა, მიუკერძოებლობა, სიყვარული, მოწყალება და სიკეთე. ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ ღმერთმა თავის ქმნილებებს მიანიჭა არჩევანის თაისუფლება; მიუხედავად ამისა, რომ ადამიანები სარგებლობენ ნების თავისუფლების პრივილეგიით, ანგარიშვალდებულები არიან მასთან, ვინც ისინი თავისუფალი უნარით დააჯილდოვა. მანამ სანამ ნოეს წარღვნა მოხდებოდა, ღმერთმა განაცხადა თავისი განზრახვა, რომ იგი ისეთნაირად მოიმოქმედებდა; რომ მისი მოქმედებდა გამოიწვევდა ადამიანების (როგორც სრულწლოვნების ისე არასრულწლოვნების) და ცხოველების განადგურებას. ბიბლია იუწყება, რომ ღვთის ასეთი გადაწყვეტილება და მოქმედება, მაშინ განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა— მოვლენებმა, როგორიცაა ძალადობა და სხვა სახის უკეთურება: "დაინახა უფალმა, რომ გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო. დამწუხრდა უფალი .. დაინახა ღმერთმა, რომ გაიხრწნა დედამიწა, რადგან ყოველ ხორციელს გაეხრწნა თავისი გზა დედამიწაზე. უთხრა ღმერთმა ნოეს: ვხედავ, რომ დადგა ყოველი ხორციელის განადგურების დრო, რადგან ძალადობით აავსეს დედამიწა. მოვსპობ მათ და მოვსპობ მიწას." - დაბადება, თავი მეექვსე. ბიბლია იუწყება, რომ ღმერთს აქვს უნარი იცოდეს, რა არის "ადამიანის ძეების გულში", შეეძლო გამოეკვლია და დაენახა, "რომ მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო". (2ნეშტთა 6:30; დაბადება 6:5). კონკრეტულმა პიროვნებებმა, ნოე და მისმა ოჯახმა, ღვთის კეთილგანწყობა ჰპოვეს და გადაურჩნენ განადგურებას - დაბადება 6:7, 8; 7:1. ღმერთს შეეძლო დაენახა და განეჭვრიტა თითოეული მოაზროვნე არსების (სრულწლოვანი ადამიანების) გულის ზრახვები და ისიც თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ გაფრთხილების მიუხედავად და აღარ გაეფრთხილებინა, გაფრთხილების ნაცვლად სასწრაფოდ მიეღო გამანადგურებელი ზომები თუკი მოისურვებდა; მაგრამ, როგორც ბიბლიიდან ნათლად ჩანს, ღმერთმა სრულწლოვანი ადამიანების მომავალი, ანუ ის თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ გაფრთხილების შემდეგ არ განუჭვრეტია. მან მხოლოდ იმ დროს არსებული მდგომარეობა შეაფასა და შესაბამისად იმოქმედა. მან ნოეს მეშვეობით ყველა ადამიანს აუწყა და გააფრთხილა, თუ რის გაკეთებას აპირებდა. ადამიანებისადმი, მათი არჩევანისადმი და გადაწყვეტილებისადმი სრული პატივისცემა გამოავლინა და არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. ბიბლიაში ნოეზე ნათქვამია რომ ის იყო 'სიმართლის მქადაგებელი'. ბიბლია აგრეთვე ამბობს რომ ნოეს დროს, ანუ წარღვნამდე მცხოვრებ ადამიანებს არ ანაღვლებდათ ნოეს პირიდან გამოსული ღვთის გამაფრთხილებელი ცნობა, რომელიც მათ და მათ შვილებს სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდათ. როგორ მშობლებს, ბავშვების კიდობანში შეყვანა, მათზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის გადარჩენა, თავიანთ თავზე იყო დამოკიდებული და თავად იყვნენ თავიანთი შვილების სიცოცხლეზე პასუხისმგებელნი. მიუხედავად იმისა რომ კარგად იცოდნენ თუ რა მოჰყვებოდა ღვთის გაფრთხილების არაფრად ჩაგდებას, ისინი არაფრად აგდებდნენ მას. იესომ ნოეს დროს, ანუ წარღვნის წინა პერიოდში მცხოვრები გახრწნილ საზოგადოება ისეთ ადამიანებად დაახასიათა, რომლებიც 'ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა'. (წაიკითხე მათეს სახარება 24:38). ღვთის მოწყალება, ადამიანებისადმი სიყვარული და ზრუნვა მანამ წარღვნა მოხდებოდა,გამოიხატა იმითაც, რომ მან გააფრთხილა ადამიანები თუ რა დაემართებოდათ მათ და მათ ოჯახებს ღვთის გაფრთხილების უგულებელყოფის შემთხვევაში; დაახლოებით 40-50 წელი დასჭირდა ნოეს, რომ ვეებერთელა კიდობანი აეგო და თან ადამიანები გაეფრთხილებინა. თითქმის ერთმა თაობამ განვლო, რომელიც ნოეს მეშვეობით ღვთის გაფრთხილებას ისმენდა. მაშინდელ ბოროტ და გახრწნილ მსოფლიოს, (როგორც თითოეულ ოჯახს, ისე ცალკეულ ინდივიდს) დაახლოებით 50 წელი ჰქონდა, რომ მხედველობაში მიეღო ღვთის გაფრთხილება. სამწუხაროდ, როგორც მშობლებმა, თავად გადაწყვიტეს თავისი და თავიანთი შვილების ბედი, რომლებიც გახრწნილ საზოგადოებაში იზრდებოდნენ. საყურადღებოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ წარღვნა მოიცავდა მსოფლიო მასშტაბებს და არ ამხოლოდ რომელიმე ერთ ქალაქსა თუ სოფელს. მაშინდელ მსოფლიოში, მხოლოდ 8 სული გადაარჩინა ღმერთმა, ანუ 8 სულმა გამოავლინა ღვთის გაფრთხილებისადმი მართებული დამოკიდებულება და ესეც იმიტომ, რომ ისინი, თავიანთი ცხოვრებით და გულის ზრახვებით, მკვეთრად განსხვავდებოდნენ მათგან, რომლებმაც ღვთის გაფრთხილებაზე და მოწვევაზე გადარჩენილიყვნენ თავიანთი ოჯახებითურთ, უარი განაცხადეს. დღესაც, როდესაც მშობელს ვინმე რაიმეს ურჩევს, თუ რა არის უკეთესი მისთვის და მისი შვილისთვის, თავად მშობელი წყვეტს თუ რაა უკეთესი მისთვის და მისი შვილისთვის და არავის აძლევს უფლებას მშობლის ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, არც ღმერთი აიძულებს ვინმეს რაიმე საკითხში გადაწყვეტილებები შეცვალონ ადამიანებმა. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მანამ ღმერთი წარღვნას მოახდენდა დედამიწაზე, მას თავისუფლად შეეძლო გამოეყენებინა წინასწარ განჭვრეტის უნარი არასრულწლოვან ბავშვებზე, რათა დაენახა ისეთივე გონება განწყობილება და გულის ზრახვები ექნებოდათ დიდობაში თუ არა, როგორც მათ მშობლებს ჰქონდათ განადგურებამდე. ვინაიდან და რადგანაც ბიბლია არ აკონკრეტებს წარღვნის დროს განადგურებული მაშინდელი ბოროტი მსოფლიოს და თითოეული ადამიანის (სრულწლოვანი თუ არასრულწლოვანის) გულის განზრახვას დეტალურ ასპექტებში და ამბობს რომ მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყოო, ძნელია ზუსტად ითქვას რის საფუძველზე იმოქმედა ღმერთმა ისე, როგორც იმოქმედა. რჩება ის, რომ ადამიანი, რომელიც ბიბლიას ღვთის სიტყვად მიიჩნევს, ერწმუნოს მასში დახასიათებულ ღმერთს, რომ ის უსამართლოდ არ მოექცეოდა ადამიანებს, ისევე როგორც უსამართლოდ არ გაწირა ნოე, რომელიც მაშინდელი გახრწნილი საზოგადოებისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა. ღმერთი, რომელმაც გაუფრთხილებლად არ იმოქმედა და ერთი ხელის მოსმით არ გაანადგურა ყველა, არამედ მისცა საშუალება წარღვნას გადარჩენილიყვნენ, გონივრულია მის სამართლიან ქმედებაში ეჭვი არ შევიტანოთ და ვენდოთ ბიბლიის სიტყვებს რომელიც ზემოთ მოვიყვანე: "სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი." ასევე მაინტერსებს, თუ ნაკურთხი ღვინო იესოს სისხლიო, ხოლო პური (ზუსტი ქარტული სახელი არ ვიცი) სხეულია - მაშინ ვამპირები გამოვდივართ?(მეტაფორული თვალსაზრისით) მოიყვანე კონკრეტული მონაკვეთი ბიბლიიდან, სადაც საუბარია იმაზე, რასაც შეკითხვა ეხება, რომ ზუსტად გამოიკვეთოს რა სიტყვები გაქვს მხედველობაში. პ.ს.შესაძლოა მათეს 26:26-ს გულისმობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 ბიბლიაში არ მგონია ამის პასუხი იყოს, მაგრამ რა აზრისაა ზოგადად ქრისტიანული რელიგია ნეანდერტალელი ადამინისა და მისი გადაშენების შესახებ. Jonathan Livingston ბიბლია არაფერს ამბობს ეგრეთ წოდებული ნეანდერტალელი ადამიანებზე, "ნეანდერტალელი ადამიანების არსებობაზე და მის გადაშენებაზე". შესაბამისად ამისა, რა შეკითხვაც დასვი არ შეესაბამება თემას, რადგან ეს თემა ბიბლიურ შეკითხვებს ეხება. უფრო მეტიც, ნაშრომში "ადამიანი, ღმერთი და მაგია" (Man, God and Magic, ი. ლისნერი,1961, გვ. 304) ნათქვამია: "ჩვენ ნელ-ნელა ვიგებთ, რომ პირველყოფილი ადამიანი ველური არ იყო. ჩვენ აგრეთვე უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ გამყინვარების ხანის ადამიანები არც მხეცები ყოფილან, არც ნახევრადმაიმუნები და არც გონებაჩლუნგები. ამიტომ უდიდესი უგუნურებაა ნეანდერტალელთა ან თუნდაც სინანთროპთა რეკონსტრუქციის ყოველგვარი მცდელობა". Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 სიძულვილი ხომ ბოროტებაა?ბოროტების სიძულვილი ბოროტება არაა. რაც შეეხება ქვემოთ დაციტირებულს, მასში ბიბლიური შეკითხვა არაა, ამიტომ არ გავუკეთებ კომენტარს რომ ზოგადი საუბრებით თემის გაოფება გამოგვივა. და ეს ბოროტება ხომ უნდა გაჩენილიოყო სადღაციდან,ანუ ამის სურვილი და ჩადენის შესაძლებლობა.კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ სამურაებს ქონდატ ტრადიცია, შვილს დაუდებდნენ ერთ მხარეს მხალს ხოლო მეორეგან რაღაცას(ზუსტად არ მახსოვს რას), თუ ხმალს აირჩევდა სამურაიდ ზრდნიდენ, თუ არადა მე მგონი კლავდნენ. მოკლედ რისი თქმა მინდა, არჩევანი რომ მიცე უნდა შექმნა ამის სასუალება, კონკრეტულად სიკეთე და ბოროტება,ასე არ გამოდის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 Jonathan Livingston ბიბლია არაფერს ამბობს ეგრეთ წოდებული ნეანდერტალელი ადამიანებზე, "ნეანდერტალელი ადამიანების არსებობაზე და მის გადაშენებაზე". შესაბამისად ამისა, რა შეკითხვაც დასვი არ შეესაბამება თემას, რადგან ეს თემა ბიბლიურ შეკითხვებს ეხება. უფრო მეტიც, ნაშრომში "ადამიანი, ღმერთი და მაგია" (Man, God and Magic, ი. ლისნერი,1961, გვ. 304) ნათქვამია: "ჩვენ ნელ-ნელა ვიგებთ, რომ პირველყოფილი ადამიანი ველური არ იყო. ჩვენ აგრეთვე უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ გამყინვარების ხანის ადამიანები არც მხეცები ყოფილან, არც ნახევრადმაიმუნები და არც გონებაჩლუნგები. ამიტომ უდიდესი უგუნურებაა ნეანდერტალელთა ან თუნდაც სინანთროპთა რეკონსტრუქციის ყოველგვარი მცდელობა".მე არ მითქვამს რომ მხეცები იყვნენ ადამიანები როდისმე.მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნეანდერტალელი და ჰომო საპიენსი, ანუ დღევანდელი ადამიანი რომლებიც საკმაოდ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან როგორც გარეგნულად, ისე ცხოვრების წესით, ერთად თანაცხოვრობდნენ რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში. აი ამის შესახებ მაინტერესებს რელიგიის მოსაზრება. ვინ იყვნენ ისინი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 მე არ მითქვამს რომ მხეცები იყვნენ ადამიანები როდისმე.მეცნიერულად დადასტურებულია,Jonathan Livingston წარმოადგინე ეგ "მეცნიერულად დასაბუთებული" "ფაქტები" თუ შეიძლება, ოღონდ ამ თემაში არა, რადგან აქ ბიბლიური შეკითხვები განიხილება. გახსენი ცალკე თემა თუ გსურს და იქ გავაგრძელოთ მსჯელობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 ციტატა(ლ ი ც ი @ Feb 4 2010, 10:10 PM) სად გადის ზღვარი ჭეშმარიტ რწმენასა და ცრურწმენას შორის?ლ ი ც ი ცრურწმენა ლექსიკონებში განიმარტება, როგორც "უმეცრებაზე დაფუძნებული რწმენა ან ჩვეულება, შიში უცნობი რამისადმი, ჯადოსნობის ან ბედისწერის რწმენა, ან მიზეზობრიობის არასწორი გაგება". აქედან გამომდინარე, ცრუწრმენასა და ნამდვილ რწმენას შორის ადვილია ხაზის გავლება. ნებისმიერი მრწამსი თუ დაჯერება რაიმესი ან რწმენა რაღაცისადმი (თუ ვიღაცისადმი) რომელიც საფუძვლიან ცონაზე არაა დაფუძნებული, არის ცრურწმენა. XVII საუკუნეში მცხოვრები ერთი ექიმი ცრურწმენას გაუნათლებლების "მდაბიურ გადახრას" უწოდებდა. სხვათაშორის, ინგლისურად სიტყვა ცრურწმენა ([superstition] 'სუპერსტიშნ') ეტიმოლოგიურად, თავის სათავეს კლასიკური ლათინურიდან იღებს. სიტყვა "ცრურწმენა" ლათინურში ორი სიტყვისგან შედგება: "სუპერ" (რაც ნიშნავს "მაღლა" ან "ზე") და "სტარე" ("დგომა"). მეომარს, რომელიც ომს გადაურჩებოდა, "სუპერსტიტს" უწოდებდნენ, იმიტომ რომ თანამებრძოლთა შორის ის ცოცხალი რჩებოდა და პირდაპირი გაგებით მათზე "ზემდგომი" იყო. მინდა მოვიყვანო ცრურწმენის მაგალითები, რაც ვფიქრობ, შეკითხვაზე პასუხს, უფრო ნათელს გახდის. ქვემოთ ჩამოწერილ მაგალითებში ადვილი დასანახია ნამდვილ რწმენასა და ცრურწმენას შორის განსხვავება. ■ აზიის ერთ-ერთი დიდი ქალაქის მმართველის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ მის რეზიდენციაში თავგზააბნეულმა მომუშავეებმა ახალ მმართველს ურჩიეს, რჩევა ეთხოვა ცნობილი მედიუმისთვის, რომელიც, როგორც რეზიდენციაში, ისე მის გარეთ მრავალი ცვლილების მოხდენას ურჩევდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ცვლილებები მათ უბედურებისგან დაიცავდა. ■ შეერთებულ შტატებში ერთი უდიდესი კომპანიის მფლობელი ყოველთვის ერთ ქვას დაატარებს. მისი პირველი წარმატებული სავაჭრო გამოფენის შემდეგ ის სახლიდან არ გადის მის გარეშე. ■ მნიშვნელოვან საქმიან გარიგებამდე აზიის ბიზნესმენები ხშირად მკითხავს სთხოვენ რჩევას. ■ სპორტსმენი, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად ვარჯიშობს, გამარჯვებას ტანისამოსს აწერს. ამიტომ მას ყოველი შეჯიბრისას იცვამს და არ რეცხავს. ■ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სტუდენტი იმ დღეს გამოყენებულ კალამს "იღბლიანად" თვლის. ■ ზოგი შლის ბიბლიას და ფიქრობს, რომ სწორედ იმ მუხლს ამოიკითხავს, რომელიც მას ამ წუთში სჭირდება. ■ თვითმფრინავის აფრენისას ზოგი მგზავრი ხელს არ უშვებს "წმინდა" ქრისტოფორეს ან "წმინდა" გიორგის ხატსა თუ მედალიონს ანდა მჭიდროდ აქვს ხელი ბიბლიაზე ან ლოცვების წიგნზე ჩაბღაუჭებული. ■ ზოგი მძღოლი, კრიალოსანს ან ნა-ხატებს კიდებს მანქანაში რომ უფრო დაცულად იმგზავროს. ■ ჩემმა მეზობელმა, ლატარიაში მოგებული თანხის გამო, მომდევნო ბილეთები, იმავე ჯიხურში შეიძინა, რომელშიც მომგებიანი ლატარიის ბილეთი იყიდა თავიდან, რადგან წამდა რომ მისთვის იღბლიანი ჯიხური, სწორედ ის იყო, სადაც მომგებიანი ბილეთი ერგო წილად. ■ ზოგიერთს ძლიარ წამს, რომ მარილი თუ დაგეპნევა ძირს, ესე იგი ცუდის მომასწავლებელია. თუ შავმა კატამ გადაგირბინა ხომ საერთოდ. როგორც ჩანს, ბევრს გაორებული ნორმები აქვს, რადგან სახალხოდ არასოდეს აღიარებენ იმას, რასაც საიდუმლოდ აკეთებენ. ერთი უცხოელი მწერლის აზრით ასეთ ადამიანებს, ამაზე საუბარი არ სურთ და იმიტომ არ სურთ, რომ ეშინიათ, უგუნურებად არ ჩათვალონ. ამიტომ ასეთებს შეიძლება ურჩევნიათ, თავიანთ ცრურწმენას ფორმალობა, წესი ან ჩვევა უწოდონ. არადა, სინამდვილეში, თუ კარგად დაფიქრდებიან, საკუთარ თავს გამოიჭერენ იმაში, რომ რაღაც სწამთ, თანაც ძლიერად, და არც კი იციან რატომ, საიდან და რისთვის. ნამდვილი (ჭეშმარიტი) რწმენა კი, მყარ, საფუძვლიან ცოდნაზეა დაფუძნებული და ადამიანმა იცის, რა, რატომ და რის საფუძველზე სწამს. მოდი ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ და თუ მაინც და მაინც სურვილი გექნება, შემიძლია, ცრურწმენის შესახებ ბიბლიური მაგალითები მოვიყვანო სხვა დროს, რომ ბიბლიის თვალსაზრისით დავინახოთ სად ავლებს ნამდვილი ქრისტიანობა ზღვარს ცრუ რცმენასა და ჭეშმარიტ რწმენას შორის. თუ ეს პოსტი შენთვის დამაკმაყოფილებელია, მაშინ შემიძლია ამ საკითხს აღარ შევეხოაზრი გმადლობ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 არაფერს ლ ი ც ი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 Jonathan Livingstonბიბლიაში არ მგონია ამის პასუხი იყოს, მაგრამ რა აზრისაა ზოგადად ქრისტიანული რელიგია ნეანდერტალელი ადამინისა და მისი გადაშენების შესახებ.ისე ამის პასუხი ძველ აღთქმაში არაა? ესა-ნუ ჩემის ვარაუდითთორაში ადამიანის შექმნის შესახებ ორჯერაა მოთხრობილი: ერთხელ მისი სხეულის შექმნაზე და მეორედ იმაზე, რომ გამჩენმა მას სული შთაბერა. ისმის კითხვა - იყო თუ არა ადამიანი ცოცხალი მისთვის სულის შთაბერვამდე. რამბამის აზრით - ცოცხალი იყო, მაგრამ ჰგავდა მაღალგანვითარებულ ცხოველს და მხოლოდ სულის შთაბერვის შემდეგ იქცა ქმნილებად - მისი სახითა და მსგავსებით - . ყოველი ჩვენგანი აღვივებს საკუთარ თავში ამ გამჩენისეულ ნაპერწკალს, თუ ასრულებს მცნებებს და, გამჩენმა ნუ ქნას, აქრობს მას - თუ სცოდავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 Jonathan Livingston ისე ამის პასუხი ძველ აღთქმაში არაა? ესა-ნუ ჩემის ვარაუდითეგ თარგმანებისა და დამატებების შედეგია თუ თავიდანვე ეგრე ეწერა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 ზოგიერთი თეოლოგის აზრით ღმერთმა შექმნა ადამიანის მსგავსი არსება ჯერ და მერე შთაბერა ადამიანის სული,თუმცა ბევრი ისევ მაიმუნად დარჩა, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 ეგ თარგმანებისა და დამატებების შედეგია თუ თავიდანვე ეგრე ეწერა?ნუ მე როგორც მახსოვს-ძველ აღთქმაში ესე წერია-მეექვსე დღეს საქინელს და ნადირფრინველს ხომ შექმნის მაგატ "სასტავში" სხვა ცხოველებთAნ შედარებიტ წინ დააყენებს ადამიანს და ეტყვის ამათზე იბატონებ, ინადირებ, აპახავებ და ამათი გამგებელი ხარო. მეშვიდე დღEს ისევნებს( პირველი თAვის დასასრული) და მეორე თავი ამის მერე უკვე იწყება ესე-არაფერი არ ხდებოდა დედამიწაზე და ამიტომ ჩტაბერა სულიო ღემრთმა ადამიანს და დასვა ედემშიო რომ ეცხოვრა და მიწათმოქმედი ყოფილიყოო-რაღAც ევოლუციური სკაჩოკის შტაბეჭდილებას არ ტოვებს?. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 ადამიანი არის სახება ღვთისა( როჟაზე არ იგულისხმება-შიგთავსზეა ბაასი)-ასე რომ ღმერტივით ადამიანი არის მრავალწახნაგოვანი-არ არსებობს სრულიად ბოროტი ადამიანები, აქ მეორე სამსჯელო კალაპოტიც იჩIთება-თუ ღმერთმა თავისი მსგავსი შექმნა ესეიგი თვით შემქმნელშიც არის ბოროტის და კეტილის თAნხვედრა-გნებავთ საწყისი?( ისე ეს მგონი თორაში უნდა დამეპოსტა მარა იყოს აქ)უი და მაშინ ე.წ. სატანა რა გამოდის?T_A_T ღმერთმა ადამიანი როცა შექმნა, ადამიანი იყო სრულყოფილი და მასში არ იყო არანაირი ბოროტება. სწორედ ამიტომ თქვა ღმერთმა ეს სიტყვები, როცა ადამიანის შექმნა დაასრულა: "დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო". თუ ღმერთი ადამიანს ბოროტ არსებად შექმნიდა, მაშინ თავად იქნებოდა პასუხისმგებელი ბოროტებაზე. საბედნიეროდ, მან ადამიანი 'თავის ანარეკლად და მსგავსებად შექმნა'. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 (edited) თუ ღმერთი ადამიანს ბოროტ არსებად შექმნიდა, მაშინ თავად იქნებოდა პასუხისმგებელი ბოროტებაზე. საბედნიეროდ, მან ადამიანი 'თავის ანარეკლად და მსგავსებად შექმნა'.ხო მარა -ადამიანს მრავალი თვისება ქონდა -ასევთქვათ დაკონსერვებული-ანუ ფუნქციები გამორტული ქონდა -ისინი რაც ღმერტს აქვს. ერთერტის მატერიალიზება მოხდა-ქალის სახით.( ისე წარუმატებელი პროექტი ლილიტი რაღა იყო? )..თუ ადამი-ანი ღმერტის კალკაა მისი ერტერტი თვისება ე.წ. ბოროტებაც არის( ცოტა წელვადი და ბუნდოვანი მცნებაა ისე).ჩემი პირადი აზრია რომ ბიბლიაში ბოროტება და მრისხანება იდენტური მცნებებია ტავისი შედეგობრივი მახასიათებლებით Edited February 5, 2010 by T_A_T Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 ხო მარა -ადამიანს მრავალი თვისება ქონდა -ასევთქვათ დაკონსერვებული-ანუ ფუნქციები გამორტული ქონდა -ისინი რაც ღმერტს აქვს. ერთერტის მატერიალიზება მოხდა-ქალის სახით.( ისე წარუმატებელი პროექტი ლილიტი რაღა იყო? )..თუ ადამი-ანი ღმერტის კალკაა მისი ერტერტი თვისება ე.წ. ბოროტებაც არის( ცოტა წელვადი და ბუნდოვანი მცნებაა ისე).ჩემი პირადი აზრია რომ ბიბლიაში ბოროტება და მრისხანება იდენტური მცნებებია ტავისი შედეგობრივი მახასიათებლებით ვერ გავიგე რას გულისხმობ. თუ შეგიძლია უფრო ნათლად ჩამოაყალიბო, ნუ დაიზარებ. მაინტერესებს რას გულისხმობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 ვერ გავიგე რას გულისხმობ. თუ შეგიძლია უფრო ნათლად ჩამოაყალიბო, ნუ დაიზარებ. მაინტერესებს რას გულისხმობ.რუსული სიტყვები რომ ვიხმარო შეიძლება? ქართულად მიჭირს ციტირება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.