Guest ჭანო Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 მე მაქვს ერთი გულუბყვრილო კითხვა:ვინ შექმა ღმერთი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 (edited) სად გადის ზღვარი ჭეშმარიტ რწმენასა და ცრურწმენას შორის?ლ ი ც ი ცრურწმენა ლექსიკონებში განიმარტება, როგორც "უმეცრებაზე დაფუძნებული რწმენა ან ჩვეულება, შიში უცნობი რამისადმი, ჯადოსნობის ან ბედისწერის რწმენა, ან მიზეზობრიობის არასწორი გაგება". აქედან გამომდინარე, ცრუწრმენასა და ნამდვილ რწმენას შორის ადვილია ხაზის გავლება. ნებისმიერი მრწამსი თუ დაჯერება რაიმესი ან რწმენა რაღაცისადმი (თუ ვიღაცისადმი) რომელიც საფუძვლიან ცონაზე არაა დაფუძნებული, არის ცრურწმენა. XVII საუკუნეში მცხოვრები ერთი ექიმი ცრურწმენას გაუნათლებლების "მდაბიურ გადახრას" უწოდებდა. სხვათაშორის, ინგლისურად სიტყვა ცრურწმენა ([superstition] 'სუპერსტიშნ') ეტიმოლოგიურად, თავის სათავეს კლასიკური ლათინურიდან იღებს. სიტყვა "ცრურწმენა" ლათინურში ორი სიტყვისგან შედგება: "სუპერ" (რაც ნიშნავს "მაღლა" ან "ზე") და "სტარე" ("დგომა"). მეომარს, რომელიც ომს გადაურჩებოდა, "სუპერსტიტს" უწოდებდნენ, იმიტომ რომ თანამებრძოლთა შორის ის ცოცხალი რჩებოდა და პირდაპირი გაგებით მათზე "ზემდგომი" იყო. მინდა მოვიყვანო ცრურწმენის მაგალითები, რაც ვფიქრობ, შეკითხვაზე პასუხს, უფრო ნათელს გახდის. ქვემოთ ჩამოწერილ მაგალითებში ადვილი დასანახია ნამდვილ რწმენასა და ცრურწმენას შორის განსხვავება. ■ აზიის ერთ-ერთი დიდი ქალაქის მმართველის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ მის რეზიდენციაში თავგზააბნეულმა მომუშავეებმა ახალ მმართველს ურჩიეს, რჩევა ეთხოვა ცნობილი მედიუმისთვის, რომელიც, როგორც რეზიდენციაში, ისე მის გარეთ მრავალი ცვლილების მოხდენას ურჩევდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს ცვლილებები მათ უბედურებისგან დაიცავდა. ■ შეერთებულ შტატებში ერთი უდიდესი კომპანიის მფლობელი ყოველთვის ერთ ქვას დაატარებს. მისი პირველი წარმატებული სავაჭრო გამოფენის შემდეგ ის სახლიდან არ გადის მის გარეშე. ■ მნიშვნელოვან საქმიან გარიგებამდე აზიის ბიზნესმენები ხშირად მკითხავს სთხოვენ რჩევას. ■ სპორტსმენი, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად ვარჯიშობს, გამარჯვებას ტანისამოსს აწერს. ამიტომ მას ყოველი შეჯიბრისას იცვამს და არ რეცხავს. ■ გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სტუდენტი იმ დღეს გამოყენებულ კალამს "იღბლიანად" თვლის. ■ ზოგი შლის ბიბლიას და ფიქრობს, რომ სწორედ იმ მუხლს ამოიკითხავს, რომელიც მას ამ წუთში სჭირდება. ■ თვითმფრინავის აფრენისას ზოგი მგზავრი ხელს არ უშვებს "წმინდა" ქრისტოფორეს ან "წმინდა" გიორგის ხატსა თუ მედალიონს ანდა მჭიდროდ აქვს ხელი ბიბლიაზე ან ლოცვების წიგნზე ჩაბღაუჭებული. ■ ზოგი მძღოლი, კრიალოსანს ან ნა-ხატებს კიდებს მანქანაში რომ უფრო დაცულად იმგზავროს. ■ ჩემმა მეზობელმა, ლატარიაში მოგებული თანხის გამო, მომდევნო ბილეთები, იმავე ჯიხურში შეიძინა, რომელშიც მომგებიანი ლატარიის ბილეთი იყიდა თავიდან, რადგან წამდა რომ მისთვის იღბლიანი ჯიხური, სწორედ ის იყო, სადაც მომგებიანი ბილეთი ერგო წილად. ■ ზოგიერთს ძლიარ წამს, რომ მარილი თუ დაგეპნევა ძირს, ესე იგი ცუდის მომასწავლებელია. თუ შავმა კატამ გადაგირბინა ხომ საერთოდ. როგორც ჩანს, ბევრს გაორებული ნორმები აქვს, რადგან სახალხოდ არასოდეს აღიარებენ იმას, რასაც საიდუმლოდ აკეთებენ. ერთი უცხოელი მწერლის აზრით ასეთ ადამიანებს, ამაზე საუბარი არ სურთ და იმიტომ არ სურთ, რომ ეშინიათ, უგუნურებად არ ჩათვალონ. ამიტომ ასეთებს შეიძლება ურჩევნიათ, თავიანთ ცრურწმენას ფორმალობა, წესი ან ჩვევა უწოდონ. არადა, სინამდვილეში, თუ კარგად დაფიქრდებიან, საკუთარ თავს გამოიჭერენ იმაში, რომ რაღაც სწამთ, თანაც ძლიერად, და არც კი იციან რატომ, საიდან და რისთვის. ნამდვილი (ჭეშმარიტი) რწმენა კი, მყარ, საფუძვლიან ცოდნაზეა დაფუძნებული და ადამიანმა იცის, რა, რატომ და რის საფუძველზე სწამს. მოდი ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ და თუ მაინც და მაინც სურვილი გექნება, შემიძლია, ცრურწმენის შესახებ ბიბლიური მაგალითები მოვიყვანო სხვა დროს, რომ ბიბლიის თვალსაზრისით დავინახოთ სად ავლებს ნამდვილი ქრისტიანობა ზღვარს ცრუ რცმენასა და ჭეშმარიტ რწმენას შორის. თუ ეს პოსტი შენთვის დამაკმაყოფილებელია, მაშინ შემიძლია ამ საკითხს აღარ შევეხო. მე მაქვს ერთი გულუბყვრილო კითხვა:ვინ შექმა ღმერთი? ჭანო არ ვიცი. პ.ს.თუ ბიბლიის თვალსაზრისი გაინტერესებს, ბიბლიის თანახმად, ღმერთია ის, რომლისგანაც ყველაფერი იღებს სათავეს. მასზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის განუსაზღვრელი დრორიდან არსებობს. Edited February 4, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 რატომა ამდენი ძალადობა ბიბლიაში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 საიდან მოდის ბოროტება? და არის თუ არა ეს ღმეთის შექმნილი?(რადგან მან შექმნა ყველაფერი) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 რატომა ამდენი ძალადობა ბიბლიაში? ჭანო ძალიან ზოგადი შეკითხვაა. მოიყვანე ბიბლიიდან კონკრეტული მონაკვეთი, ჩამოაყალიბე რას და რატომ მიიჩნევ ძალადობად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted February 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 (edited) საიდან მოდის ბოროტება? და არის თუ არა ეს ღმეთის შექმნილი?(რადგან მან შექმნა ყველაფერი) ღვთისგან არ მოდის ბოროტება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მისი შექმნილია. თუ რატომ, შევეცდები მოკლედ ავხსნა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ღმერთი პასუხისმგებელი არ არის ბოროტებაზე. ბევრ ადამიანს ასწავლიან რელიგიები, მამაოები, თეოლოგებიც, რომ ღმერთი ამ ქვეყნიერების მმართველია, მან დიდი ხნის წინათ განსაზღვრა ჩვენი ცხოვრება და ადამიანს არ შეუძლია ჩასწვდეს, რატომ იწვევს ღმერთი უბედურებას. ასეთი შეხედულებები მცდარია, ღმერთს შეურაცხყოფს და ამ ქვეყნიერებაში არსებულ ბოროტებასა და ტანჯვაში ადანაშაულებს. ამ თვალსაზრისის გამოსასწორებლად, ანუ რეალურობის გასარკვევად, შეგვიძლია ბიბლია გამოვიყენოთ (2 ტიმოთე 3:16). ბიბლიის თანახმად, ღმერთი კი არა, ღვთის მიერ შექმნილი ერთერთი სულიერი ქმნილება (რომელსაც ბიბლიაში ეწოდება სატანა ეშმაკი) არის ამ გახრწნილი ქვეყნიერების მმართველი და ბოროტების სათავე (1 იოანე 5:19). ღმერთი წინასწარ არ საზღვრავს ადამიანთა მომავალს. ის თავისუფლებას აძლევს მათ, რომ არჩევანი გააკეთონ კარგსა და ცუდს შორის, სწორსა და არასწორს შორის (წაიკითხე მეორე რჯულის 30:19). ღმერთი არასოდეს იწვევს ბოროტებას. ბიბლია იუწყება, რომ მას სძულს ბოროტება და ზრუნავს მათზე, ვინც უსამართლოდ იტანჯება (წაიკითხე იობი 34:10; იგავები 6:16-19; 1 პეტრე 5:7). Edited February 5, 2010 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 ძალიან ზოგადი შეკითხვაა.მაგ, წარღვნა, ნუთუ ბავშვებიც ცოდვილები იყვნენ? ასევე მაინტერსებს, თუ ნაკურთხი ღვინო იესოს სისხლიო, ხოლო პური (ზუსტი ქარტული სახელი არ ვიცი) სხეულია - მაშინ ვამპირები გამოვდივართ?(მეტაფორული თვალსაზრისით) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 ბიბლია იუწყება, რომ მას სძულს ბოროტებასიძულვილი ხომ ბოროტებაა? და ეს ბოროტება ხომ უნდა გაჩენილიოყო სადღაციდან,ანუ ამის სურვილი და ჩადენის შესაძლებლობა.კარგად აღარ მახსოვს, მაგრამ სამურაებს ქონდატ ტრადიცია, შვილს დაუდებდნენ ერთ მხარეს მხალს ხოლო მეორეგან რაღაცას(ზუსტად არ მახსოვს რას), თუ ხმალს აირჩევდა სამურაიდ ზრდნიდენ, თუ არადა მე მგონი კლავდნენ. მოკლედ რისი თქმა მინდა, არჩევანი რომ მიცე უნდა შექმნა ამის სასუალება, კონკრეტულად სიკეთე და ბოროტება,ასე არ გამოდის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 მაგ, წარღვნა, ნუთუ ბავშვებიც ცოდვილები იყვნენ?ასევე მაინტერსებს, თუ ნაკურთხი ღვინო იესოს სისხლიო, ხოლო პური (ზუსტი ქარტული სახელი არ ვიცი) სხეულია - მაშინ ვამპირები გამოვდივართ?(მეტაფორული თვალსაზრისით)იმ მოდგმისგან წესიერი არავინ არ გამოვიდოდა, მათი შვილებიც და შვილიშვილებიცნაძირლები იქნებოდნენ, ბოროტი თესლი წესიერ ნაყოფს არ მოისხამდა, ეს იყო მოტივიამიტომაც მხოლოდ ნოე და მისიანები გადაარჩინა, წაიკითხა ის ადგილი და მიზეზსაც იმედია მიხვდები,თუკი წაიკითხავ შეიძლება მიხვდე, თუკი არ წაიკითხავ ვერანაირად ვერ მიხვდები,თუკი წაიკითხავ და მაინც ვერ მიხვდები განგიმარტავ,თუკი განმარტების მერეც ვერ მიხვდები ძალიან ცუდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 თუკი წაიკითხავ შეიძლება მიხვდე, თუკი არ წაიკითხავ ვერანაირად ვერ მიხვდები,თუკი წაიკითხავ და მაინც ვერ მიხვდები განგიმარტავ,თუკი განმარტების მერეც ვერ მიხვდები ძალიან ცუდიზრდილობიანად! მიირო როგორც სიტყვიერი გაფრთხილება. იმ მოდგმისგან წესიერი არავინ არ გამოვიდოდა, მათი შვილებიც და შვილიშვილებიცნაძირლები იქნებოდნენ, ბოროტი თესლი წესიერ ნაყოფს არ მოისხამდა, ეს იყო მოტივიხო მაგრამ ის როგორ აიხსნება, ეხლა ამდენი სიბოროტე რატომ გვაქვს?ანუ მხოლოდ კეტილი ნაყოფი შობს კეტილსაც და ასევე ბოროტებას, ხოლო ბოროტის ნაყოფი მხოლოდ და მხოლოდ ბოროტებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 (edited) ხო მაგრამ ის როგორ აიხსნება, ეხლა ამდენი სიბოროტე რატომ გვაქვს?ანუ მხოლოდ კეტილი ნაყოფი შობს კეტილსაც და ასევე ბოროტებას, ხოლო ბოროტის ნაყოფი მხოლოდ და მხოლოდ ბოროტებს? ადამიანში კეთილიცაა და ბოროტიც, ერთ ადამიანს ვგულისხმობ,თუკი ადამიანი მხოლოდ ბოროტისგან შედგება ის ნადგურდება,ამიტომაც, თუკი ბოროტების გზით ვივლით როგორც დღეს, არაა გამორიცხული რომ ქართულიეთნოსი განადგურდეს, როგორც უვარგისი და უნაყოფო Edited February 5, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 თუკი ადამიანი მხოლოდ ბოროტისგანადამიანი არის სახება ღვთისა( როჟაზე არ იგულისხმება-შიგთავსზეა ბაასი)-ასე რომ ღმერტივით ადამიანი არის მრავალწახნაგოვანი-არ არსებობს სრულიად ბოროტი ადამიანები, აქ მეორე სამსჯელო კალაპოტიც იჩIთება-თუ ღმერთმა თავისი მსგავსი შექმნა ესეიგი თვით შემქმნელშიც არის ბოროტის და კეტილის თAნხვედრა-გნებავთ საწყისი?( ისე ეს მგონი თორაში უნდა დამეპოსტა მარა იყოს აქ)უი და მაშინ ე.წ. სატანა რა გამოდის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 ადამიანი არის სახება ღვთისა( როჟაზე არ იგულისხმება-შიგთავსზეა ბაასი)-ასე რომ ღმერტივით ადამიანი არის მრავალწახნაგოვანი-არ არსებობს სრულიად ბოროტი ადამიანები, აქ მეორე სამსჯელო კალაპოტიც იჩIთება-თუ ღმერთმა თავისი მსგავსი შექმნა ესეიგი თვით შემქმნელშიც არის ბოროტის და კეტილის თAნხვედრა-გნებავთ საწყისი?( ისე ეს მგონი თორაში უნდა დამეპოსტა მარა იყოს აქ)უი და მაშინ ე.წ. სატანა რა გამოდის?ჩიკატილო უკეთილესი ადამიანი იყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 ნეტა ვინმეთვის პმ მიმეწერა-ზუსთად ვიცოდი რომ ეს პასუხი იქნებოპდა ვინმე ეკლესიურისგან და ბატონი შიკოტილო რომ გადავდოთ გევრდზე( მერე გავარჩიოთ თუ გინდა) სხვა არგუმენტიც ძალიან მაინტერესებს ( თუა რსებობს რასაკვირველია) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 5, 2010 ბიბლიაში არ მგონია ამის პასუხი იყოს, მაგრამ რა აზრისაა ზოგადად ქრისტიანული რელიგია ნეანდერტალელი ადამინისა და მისი გადაშენების შესახებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.