Jump to content
Planeta.Ge

●ბიბლიური შეკითხვები-ბიბლიური პასუხები●


Recommended Posts

ხშირად გვსმენია მორწმუნეებისგან სიტყვები: ბიბლია ღვთისგან შთაგონებულ წიგნთა კრებულს წარმოადგენს"-ო. მიუხედავად ასეთი განაცხადისა, ზოგიერთი, ბიბლიაში ჩაწერილს ისე განმარტავს, რომ ღვთის ნორმებს, მის განზრახვებს და აზრებს, არასწორად წარუდგენს გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანებს — ადამიანებს, რომლებსაც მართლა სურთ ბიბლიაში ჩაწერილის სწორად გაგება.

 

ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა ბიბლიაში წაკითხული ადამიანებს არ ესმით, ან არასწორად ესმით და მის (სწორად) გასაგებად, ან რელიგიურ წინამძღოლებს მიმართავენ, ან შეძლებისდაგვარად თავად განმარტავენ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევებში, დამაკმაყოფილებელ პასუხებს ვერ იღებენ ვერც რელიგიური ლიდერებისგან და ვერც საკუთარი ძალებით. შესაბამისად, ბიბლიას თაროზე შემოდებენ; მისი წაკითხვის, გაგების და გამოკვლევის ნაცვლად, ხელს ჩაიქნევენ და საერთოდ კარგავენ წაკითხვის და სწორად გაგების სურვილსაც კი.

 

სინამდვილეში, ბიბლიაში ჩაწერილი ცნობების სწორად გაგებისათვის, საჭიროა:

 

● მასში ჩაწერილის ისევ ბიბლიასთან შედარება

● ბიბლიური მუხლების შემოწმება ბიბლიის დედნისეულ ენებთან და თანამედროვე ენაზე შესრულებულ სხვა თარგმანებთან

● კონტექსტის წაკითხვა

● ანალიზის გაკეთება და მუხლების მნიშვნელობის გაგება

● კონკრეტულ მუხლში ჩაწერილი სიტყვებისა და აზრების სხვა მუხლებთან შედარება

 

 

კარგი იქნებოდა თუკი ამ თემაში ბიბლიური შეკითხვებს დავსვდით და მისგან, ვინც მის სწორ გაგებას გვთავაზობს, მოველოდებოდით დამაჯერებელ, დამაკმაყოფილებელ, დეტალურ და ამომწურავ ახსნა-განმარტებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 131
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

paolo   ვერ მივხვდი შეკითხვის არსს. რაში უნდა მდგომარეობდეს იუდას მიერ იესოს გაცემა? იგი განუდგა იესოს და გასცა იგი.       იესოს ადგილსამყოფელს და ვინაობასთან დაკავშირებით ტექსტის რომელ მონაკვეთს გუ

აზრი

paolo   ის რასაც შენ კითხულობ, ერთი შეხედვით მართლა მასე ჩანს, თითქოს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა იესოს შეპყრობა და მოკვლა. მაგრამ, ბიბლიის დაკვირვებით გამოკვლევა პასუხს ცემს წარმოშობილ გაუგე

აზრი

ლ ი ც ი   ცრურწმენა ლექსიკონებში განიმარტება, როგორც "უმეცრებაზე დაფუძნებული რწმენა ან ჩვეულება, შიში უცნობი რამისადმი, ჯადოსნობის ან ბედისწერის რწმენა, ან მიზეზობრიობის არასწორი გაგება". აქედან გამომ

wanderer

 

დავა, კამათი, აზრთა სხვაობა და განსხვავებული მოსაზრებები ყველა თემაშია. როგორც წინა პოსტში დავწერე, მისგან ვინც ბიბლიური შეკითხვის სწორ ახსნა-განმარტებას შემოგვთავაზებს "დამაჯერებელ, დამაკმაყოფილებელ, დეტალურ და ამომწურავ ახსნა-განმარტებას" დადებს. სხვა შემთხვევაში, ბიბლიურ შეკითხვაზე მოწოდებული მისი პასუხი, უბრალოდ არ იქნება მისაღები შეკითხვის დამსმელისათვის. ესაა და ეს. ვერავინ ვერ დააძალებს ვინმეს, გინდა თუ არა ეს ან ის არის სწორი ახსნა-განმარტება ანდა პასუხიო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მაინტერესებს მაგალითად, რატომ არაფერს პასუხობს იესო კითხვაზე: რა არის ჭეშმარიტება?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მაინტერესებს მაგალითად, რატომ არაფერს პასუხობს იესო კითხვაზე: რა არის ჭეშმარიტება?

paolo

 

ბიბლია პირდაპირ პასუხს არ იძლევა შენს მიერ დასმულ შეკითხვაზე.

 

მიუხედავად ამისა, ბიბლიაში ჩაწერილი ცნობები გვეხმარება დაახოებით მაინც ვიცოდეთ, თუ რა იყო იმის მიზეზი, რატომ არ უპასუხა იესომ პილატეს მიერ დასმულ შეკითხვას. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, როგორი პიროვნება იყო პილატე, რა როლი ეკავა იესოს სივდილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებში და მხედველობაში მივიღებთ იმასაც, თუ როგორი პიროვნება იყო (ბიბლიის თანახმად) იესო, უნდა დავასკვნათ, რომ პილატეს მიერ დასმული შეკითხვა არ იყო გულწრფელი ინტერესიდან გამომდინარე დასმული შეკითხვა. როგორც ჩანს, პილატემ ცინიკურად ჰკითხა იესო "რა არის ჭეშმარიტება?"-ო. იესო კი, როგორც წესი, გულწრფელ ადამიანებს საკმარისზე მეტ დროს უთმობდა. ის ენერგიას და ცოდნას არ იშურებდა და მათ სურვილებს, მოთხოვნიულებებს და შეკითხვებს აკმაყოფილებდა.

 

ანა როუსის წიგნში "პონტიუს პილატე", ნათქვამია: "ქედმაღალი, სკეპტიკოსი — ასე ახასიათებენ პილატეს, ისტორიულ პიროვნებას, რომელიც ადამიანებში დღემდე აღძრავს ცნობისწადილს. ზოგისთვის ის წმინდანია, სხვებისთვის კი ადამიანური სისუსტის განსახიერება; ის, როგორც პოლიტიკოსი, სრულყოფილ მაგალითს იძლევა, რადგან სიმშვიდის შესანარჩუნებლად მზადაა, ერთი ადამიანის სიცოცხლე გასწიროს".

 

პილატე რომაელ წარჩინებულთა დაბალ ფენას მიეკუთვნებოდა და, როგორც ჩანს, სამხედრო პირი იყო. რომის იმპერატორმა ტიბერიუსმა ახ. წ. 26 წელს პილატე იუდეის პროვინციის პრეფექტად დანიშნა. პილატემ კარგად იცოდა, რომ იესო არ წარმოადგენდა კრიმინალს, (რასაც ბარაბაზე ვერავინ იტყოდა იგივეს). იესოს გასამართლების დროს პილატემ ბრალდებები იუდეველი ხელმძღვანელებისგან მოისმინა. ბრბოსთვის რომ ესიამოვნებინა, მან მათ ნება დართო, რომ იესო სიკვდილით დაესაჯათ.

 

კითხვა: "რა არის ჭეშმარიტება?", როგორც ჩანს, მან ცინიკურად დაუსვა იესოს და პასუხი სულაც არ აინტერესებდა და იესოსაც არაფერი უთქვამს. ალბათ, პილატესთვის ჭეშმარიტება რაღაც ზერელე, რელიგიურ ადამიანებში დაბუდებული ფანატიური მოსაზრება იყო და რომ ჭეშმარიტების არსს, სინამდვილეში ადამიანი ვერასოდეს ჩასწვდებოდა.

 

პილატესთვის ცნობილი იყო, რომ უფროსმა მღვდლებმა იესო შურის გამო გადასცეს რომაელ მმართველებს. მან იდეალურად იცოდა, რომ იესოს ნაცვლად, ნამდვილი კრიმინალის — ბარაბას განთავისუფლება, საზოგადოებისათვის მართლა საშიში იყო, რადგან ბარაბა, იმ მეამბოხე ბანდის წარმომადგენელი იყო, რომლებმაც ამბოხებისას მკვლელობა ჩაიდინეს. (წაიკითხე მარკოზი 15:7, 10). მხედველობაში უნდა მივიღოთ გარშემო არსებული სხვა ფაქტორებიც. იუდევლებთან ადრე მომხდარმა კონფლიქტმა პილატეს რეპუტაცია შეულახა ტიბერიუსის თვალში, რომელიც, როგორც ცნობილია, სასტიკად უსწორდებოდა არაკომპეტენტურ მმართველებს. ამავე დროს, პრეფექტი რომ იუდეველთა ნებას დაჰყოლოდა, ეს სისუსტის მაჩვენებელი იქნებოდა. პილატე დილემის წინაშე იდგა: ან პატიოსანი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო იესოსთან დაკავშირებით, ან საკუთარ ქერქსა და რეპუტაციაზე ეზრუნა. პილატეს შეეძლო სწორად მოქცეულიყო და პატიოსანი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ მას თავისი მდგომარეობის შენარჩუნების ძლიერი სურვილიც ჰქონდა და, ამავე დროს, ხალხის გულის მოგებაც უნდოდა. ბოლოს, მან საკუთარი კარიერა სინდისსა და სამართალზე წინ დააყენა. მან მოითხოვა წყალი, დაიბანა ხელები და განაცხადა, რომ უდანაშაულო იყო იმ ადამიანის სისხლისღვრაში, რომლის სიკვდილით დასჯაზეც თავად გასცა ბრძანება. თუმცა პილატე დარწმუნებული იყო იესოს უდანაშაულობაში, გააშოლტვინა ის და ჯარისკაცებს ნება დართო, მასხრად აეგდოთ, ეცემათ და შეეფურთხებინათ მისთვის (მათე 27:24-31).

 

მისი ასეთი დამოკიდებულება (რასაც ბიბლია მოგვითხრობს) და ისტორიკოსთა და სწავლულთა ნაშრომები, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ პიროვნებას წარმოადგენდა სინამდვილეში პილატე, მხოლოდ იმის გვაფიქრებინებს, რომ ზემოთ დასმული შეკითხვა თუ "რა არის ჭეშმარიტება?" მან გულწრფელი ინტერესით აღძრულმა კი არა, არამედ ცინიკურად დაუსვა იესოს. სხვა შემთხვევაში, იესო მასაც უპასუხებდა ისევე, როგორც სხვა დროს სცემდა პასუხებს გულწრფელად დაინტერესებული ადამიანების მიერ დასმულ შეკითხვებზე.

 

უფრო მეტიც, ბიბლია მოგვითხრობს სხვა შემთხვევებზე, როცა ადამიანები, "გამოჭერის" მიზნით უსვავდნე შეკითხვებს იესოს და მათ შეკითხვებზეც კი არ დუმდა იესო. მაგრამ პილატეს შეკითხვა როგორც ჩანს, მართლა ცინიკურად დასმული იყო. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან, როცა "გამოსაჭერად" დასმულ შეკითხვებზეც კი, იესო დუმილით არ პასუხობდა:

"მიუგზავნეს თავიანთი მოწაფეები და ჰეროდეს მომხრეები და უთხრეს: 'მოძღვარო, ვიცით, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობ, ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას და სხვისი აზრი არ გაშინებს, რადგან არ უყურებ ადამიანის გარეგნობას.  მაშ, გვითხარი: 'როგორ ფიქრობ, ნებადართულია სულადობრივი გადასახადის გადახდა კეისრისთვის?'  იესომ იცოდა მათი ბოროტი განზრახვა და მიუგო: 'რატომ მცდით, თვალთმაქცებო?  მაჩვენეთ მონეტა, რომლითაც სულადობრივ გადასახადს იხდით'. მათ დინარი მიუტანეს.  მან ჰკითხა: 'ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?' 'კეისრისა', — უპასუხეს მათ. მაშინ უთხრა: 'ამიტომ კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს'.  ეს რომ გაიგონეს, გაოცდნენ, თავი დაანებეს მას და წავიდნენ". (მათეს სახარება, 22 თავი).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მართალია. ალბათ ეს შეკითხვა ცინიკურად იყო დასმული პილატეს მიერ და იესოს დუმილის ამგვარი ახსნა შესაძლებელია.

მაგრამ მაინც ჩნდება სხვა მოსაზრებაც. ამაზე შემდეგ ვიტყვი, მაგრამ მანამდე კარგი იქნება თუ კიდევ ორ კითხვაზე გამოთქვამ შენს აზრს:

1. იესო დიდებით შედის იერუსალიმში, მას პალმის რტოებით ხვდებიან. რამ შეცვალა ამ ხალხის განწყობა რამდენიმე დღეში და რატომ არჩიეს მათ ბარაბა?

2. საერთოდ რაში მდგომარეობდა იუდა ისკარიოტელის მიერ ქრისტეს გაცემა? განა ვინმესთვის საიდუმლოს წარმოადგენდა მისი ვინაობა ან ადგილსამყოფელი? ტექსტი არ იძლევა საფუძველს ასეთი მოსაზრებისთვის.

ამ კითხვებზე მე ჩემი პასუხი არ მაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მართალია. ალბათ ეს შეკითხვა ცინიკურად იყო დასმული პილატეს მიერ და იესოს დუმილის ამგვარი ახსნა შესაძლებელია.

მაგრამ მაინც ჩნდება სხვა მოსაზრებაც. ამაზე შემდეგ ვიტყვი,

 

paolo

 

საინტერესოა რა სახის მოსაზრებას გულისხმობ. ბარემ ეხლავე თქვი და შემდეგ გადავიდეთ სხვა საკითხებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

paolo

 

საინტერესოა რა სახის მოსაზრებას გულისხმობ. ბარემ ეხლავე თქვი და შემდეგ გადავიდეთ სხვა საკითხებზე.

მე მაინც ვფიქრობ, რომ იესო ისტორიული პიროვნება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეკითხვას (თუნდაც ის ცინიკურად ყოფილიყო დასმული) არ უნდა გაქცეოდა. ეს ის მომენტია, როდესაც იგავებით ვეღარაფერს გავხდებით, თუ ის მართლაც არის ძე ღვთისა, თუკი მართლაც აქვს კავშირი რაღაც უზენაეს ჭეშმარიტებასთან, მაშინ სწორედ ეხლა უნდა თქვა რაღაც პრინციპულად ახალი...

მაგრამ რათქმაუნდა იესოს პასუხი არა აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მაინც ვფიქრობ, რომ იესო ისტორიული პიროვნება იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეკითხვას (თუნდაც ის ცინიკურად ყოფილიყო დასმული) არ უნდა გაქცეოდა. ეს ის მომენტია, როდესაც იგავებით ვეღარაფერს გავხდებით, თუ ის მართლაც არის ძე ღვთისა, თუკი მართლაც აქვს კავშირი რაღაც უზენაეს ჭეშმარიტებასთან, მაშინ სწორედ ეხლა უნდა თქვა რაღაც პრინციპულად ახალი...

მაგრამ რათქმაუნდა იესოს პასუხი არა აქვს.

paolo

 

ცხადია, მოსაზრება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მრავალნაირი შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს. მაგრამ, როგორც პირველ პოსტში აღვნიშნე, მოსაზრება სწორი რომ იყოს ბიბლიის სიტყვების და მონაკვეთების ახსნასთან დაკავშირებით, ის აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს იმას, რასაც ბიბლია ასწავლის სხვა მონაკვეთებში და არ უნდ ამოდიოდეს წინააღმდეგობაში ბიბლიის სწავლებასთან. ის რასაც შენ ამბობ, არაა იმასთან თანხმობაში, რასაც ბიბლია ასწავლის იესოს პიროვნებაზე, პილატეზე, აღნიშნულ ვითარებაზე და ა. შ.

ის, რომ იესო ისტორული პიროვნება იყო, არ ნიშნავს იმას რომ შეგონება დაეწყო დამცინავი ადამიანისთვის. იესო ღვთის პრინციპებითა და მცნებებით ხელმძღვანელობდა ყოველთვის. მისთვის ღვთის თვალსაზრისი "ნუ შეაგონებ დამცინავს, რომ არ შეგიძულოს" ისეთივე მნიშვნელოვან პირნციპს წარმოადგენდა როგორც სხვა დანარჩენი. დამცინავი იგროვებს გულისწყრომას და უარყოფს დახმარებას მისგან, ვისაც შეუძლია მისი სწავლება და დარიგება. უფრო მეტიც, ბოროტი არ აფასებს მხილებას. რა უგუნურება იქნებოდა, ღვთის ჭეშმარიტებაზე ახსნა-ჰანმარტებები და სწავლება დაეწყო იესოს დამცინავისთვის!

ყურადღება მიაქციე, რომ თავიდან, მანამ სანამ პილატე დამცინავად დაუსვამდა შეკითხვებს, პილატეს დასმულ შეკითხვებზე იესო პასუხობდა. მაგრამ როცა მან დამცინავად დაუსვა შეკითხვა, იესომ შეწყვიტა პასუხების გაცემა. წაიკითხე იოანეს 18-ტე თავის 33-38 მუხლები.

მსგავს სიტუაციებში, იესოს მსგავსად მოქმედებდნენ მისი მიმდევრებიც. მაგალითად, როდესაც მოციქული პავლე ანტიოქიაში ქადაგებდა, ის წააწყდა იმ იუდეველებს, რომელთაც არ უყვარდათ ჭეშმარიტება. ისინი მკრეხელურად და დამცინავად ეწინააღმდეგებოდნენ პავლეს და ამგვარად ცდილობდნენ მის ჩაბმას კამათში. მაგრამ პავლე მათ დამცინავ და მკრეხელურ პოლემიკას არ აჰყვა და უბრალოდ განაცხადა: "პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და თქვენ თვითონვე საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენ წარმართებს მივმართავთ" (საქმეები 13:45, 46).

უფრო მეტიც. იესო დამცინავ ანუ უღირს ადამიანებთან საუბარს რომ არასწორად მიიჩნევდა, ეს მისი საერთო სწავლებიდან და მოწაფეების დასწავლებიდანაც კარგად ჩანს. იესოსთვის ღვთის სიტყვები რომელიც იგავები 27:11-შია ჩაწერილი უმნიშვნელო ფრაზას არ წარმოადგენდა. გარდა ამისა, იესომ დაარიგა თავისი მოწაფეები: "სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და უთხარით: მშვიდობა ამ სახლს. თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. ხოლო ვინც არ მიგიღებთ თქვენ და არც მოისმენენ თქვენს სიტყვებს, მაშინ, სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას, დაიბერტყეთ მტვერი თქვენს ფერხთაგან" (მათე 10:12-14). იესო მაგალითი იყო თავის მიმდევრებისთვის და როცა პილატემ მას დამცინავად დაუსვა შეკითხვა, იესო არ პასუხებს; ასეთი საქციელი იესოს მხრიდან, სრულიად გამართლებული, გონივრული, მისაღები და თანხმობაშია იმასთან, რასაც ღმერთის გონივრული პრინციპები ასწავლის და რასაც იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს.

ამრიგად, ის მოსაზრება რომელიც შენ აღნიშნე, არაა იმასთან თანხმობაში, რასაც მთლიანობაში ასწავლის ბიბლია იესოსთან, იესოს სწავლებებთან და მის სამართლიან პრინციპებთან დაკავშირებით.

 

და ბოლოს:

 

იესოს ისტორიულობა, ჭეშმარიტების მცოდნეობა და ალალმართლობა, იმას არ ნიშნავს, რომ ის ვალდებული იყო, ყველანაირი ინფორმაცია მიეწოდებინა მათთვის, ვინც ამას მითხოვდა. იესო ტყუილუბრალოდ არ ასწავლიდა თავის მიმდევრებს: "ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს, რათა. . . შემობრუნებისას თქვენც არ დაგგლიჯონ", — მათეს 7:6. დამცინავი და ბოროტი განზრახვის მქონე პირებს შეიძლება გარკვეული საკითხების ცოდნის უფლება არ ჰქონდეთ. იესო ურჩევდა თავის მოწაფეებს, ყოფილიყვნენ "გონიერნი, როგორც გველნი", მაგრამ, ამავე დროს, "უმანკონი, როგორც მტრედნი" (მათე 10:16; იოანე 15:19). თუ ბიბლიაში ჩაწერილიდან გამომდინარე იმსჯელებ, დაინახავ, რომ იესო ყოველთვის ყველაფერს არ უმხელდა ადამიანებს. მიუხედავად ამისა, თვით ასეთ შემთხვევებშიც კი არ იტყუებოდა. ნაცვლად ამისა, ზოგ შემთხვევებში, გაჩუმებას ამჯობინებდა ან საუბარს სხვა კუთხით წარმართავდა (მათე 15:1—6; 21:23—27; იოანე 7:3—10).

 

ამრიგად, იქიდან გამომდინარე, რასაც ბიბლია იუწყება იესოს პიროვნებაზე, მის პრინციპებზე, დამოკიდებულებებზე და სწავლებებზე, ისეთი თვალსაზრისი, რომელიც შენ დაწერე, რომ არ უნდა გაჩუმებულიყო იესო და გინდა თუ არა ვალდებული იყო პილატეს დამცინავ შეკითხვებზე პასუხები გაეცაო, არც ბიბლიასთანაა თანხმობაში, არც იესოს პიროვნებასთან და არც მის გონივრულ და სამართლიან სწავლებასთან და პრინციპებთან. ამიტომ შეუძლებელია მასეთი მოსაზრების სწორ ახსნა-განმარტებად მიჩნევა. თუ ფიქრობ რომ მაინც სწორია მასეთი მოსაზრება, მაშინ ჩამოაყალიბე და დაასაბუთე ბიბლიური არგუმენტებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ფიქრობ რომ მაინც სწორია მასეთი მოსაზრება, მაშინ ჩამოაყალიბე და დაასაბუთე ბიბლიური არგუმენტებით.

ბიბლიური არგუმენტებით ამას ვერ დავასაბუთებ, რადგან რათქმაუნდა ასეთი მოსაზრება ბიბლიასთან თანხმობაში არ არის. მაგრამ ვფიქრობ, რომ ღმერთის ძის სიტყვების და ქცევის ფორმა ამგვარი არ უნდა ყოფილიყო. ცოტა მიჭირს სიტყვებით იმის გადმოცემა, რისი თქმაც მინდა... მოკლედ, ეს ჩემ სუბიექტურ აზრად ჩავთვალოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიბლიური არგუმენტებით ამას ვერ დავასაბუთებ, რადგან რათქმაუნდა ასეთი მოსაზრება ბიბლიასთან თანხმობაში არ არის. მაგრამ ვფიქრობ, რომ ღმერთის ძის სიტყვების და ქცევის ფორმა ამგვარი არ უნდა ყოფილიყო. ცოტა მიჭირს სიტყვებით იმის გადმოცემა, რისი თქმაც მინდა... მოკლედ, ეს ჩემ სუბიექტურ აზრად ჩავთვალოთ.

paolo

 

კარგი, მაშინ გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე:

 

 

1. იესო დიდებით შედის იერუსალიმში, მას პალმის რტოებით ხვდებიან. რამ შეცვალა ამ ხალხის განწყობა რამდენიმე დღეში და რატომ არჩიეს მათ ბარაბა?

paolo

 

საინტერესო კითხვაა. თუმცა, ზოგი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავიხსენოთ, რომ წარმოშობლი გაუგებრობა, გაირკვეს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ როცა ჩოჩორზე მჯდომი იესო იერუსალიმში შედის, უამრავი მოწაფე ეგებება მას პალმებით ხელში. მოწაფეებთან ერთად, მას ხვდება ხალხის გარკვეული რაოდენობა, "პალმებით ხელში" და ზოგიერთი ტანისამოსსაც კი უფენს მას.

რაც შეეხება პალმებით ხელში ყოფნას: იუდეველთა კარვობის დღესასწაული, ებრაელთა კალენდარში ყველაზე სასიხარულო დღესასწაული იყო, რომელსაც დღესასწაულობდნენ ზაფხულის მკის შემდეგ. რჯულის თანახმად, პალმის ფოთლები, სხვა ხეების რტოებთან ერთად გამოიყენებოდა კარვების გასაკეთებლად, სადაც დღესასწაულის განმავლობაში ცხოვრობდნენ (ლევიანნი 23:39, 40; ნეემია 8:14–18). ტაძარში ალილუიას გალობის დროს, თაყვანისმცემლები ასევე, პალმის ტოტებს იქნევდნენ (ფსალმუნნი 112–118).

 

იესოს შემთხვევაში, უნდა გვახსოვდეს, რომ ის იერუსალიმში შედის ლაზარეს აღდგენიდან ერთი კვირის შემდეგ. პასექამდე დაახლოებით 6 დღით ადრე. (იოანეს 12:1). ლაზარეს აღდგენის მოწმე კი საკმაოდ ბევრი იუდეველი იყო. (იოანე 12:9,12).

მანამ სანამ იესო იერუსალიმში შედის, ის თავის მოწაფეებს აგზავნის ჩოჩრის მოსაყვანად რომ მასზე ამხედრებული შევიდეს ქალაქ იერუსალიმში. მას მისი მოწაფეები ხვდებიან ასეთი სახით და შემდეგ კი ძირითადად ის ხალხი, რომლებმაც იესოს სასწაულები იხილეს. ჩოჩორზე მჯდომი იესო იერუსალიმში შედის და გზადაგზა ხალხის რაოდენობაც მატულობს, რომლებიც იესოს შესვლაზე ამბობდნენ: "კურთხეულია უფლის სახელით მომავალი"-ო. (მათე 21:1–11, 14-17; მარკოზი 11:1–11; ლუკა 19:29–44; იოანე 12:12–19). ამის დანახვაზე და მოსმენაზე ხალხში მყოფი ზოგი ფარისეველი ბრაზდება და უკმაყოფილოდ მიმართავს იესოს: "მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს". ყურადღება გაამახვილე, რომ ფარისეველები იესოს ეუბნებიან: "მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს" და არა ხალხს, რომლებიც გზა და გზა ემატებოდა მოწაფეებს. ეს იმიტომ, რომ ისინი, ვინც იესოს შეხვდნენ პალმებით ხელში დიდი ზარზეიმით, იესოს მოწაფეები იყვნენ და არა მთელს იერუსალიმში მაცხოვრებელი ხალხი. იესო ფარისევლებს პასუხობს: "თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ". მანამ სანამ იმ მონაკვეთზე გადავიდოდე, თუ ვინ და რატომ უარყო იესო და მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვა, უნდა აღვნიშნო, რომ იესოს მტრები იყვნენ მისი დროინდელი სასულიერო პირები. როცა იესომ ლაზარე აღადგინა, იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა და ფარისეველებმა, სწორედ ამ მოვლენის შემდეგ გადაწყვიტეს იესოს მოკვლა. იოანეს 11:47,48, 53-ში წერია: "უფროსმა მღვდლებმა და ფარისევლებმა სინედრიონი შეკრიბეს და ამბობდნენ: 'რა ვქნათ, ეს კაცი რომ ბევრ ნიშანს ახდენს? თავი რომ დავანებოთ, ყველა ირწმუნებს მას, მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ადგილსაც და ერსაც; იმ დღეს მოითათბირეს, რომ მოეკლათ იგი". და იოანეს 11:57-ში ვკითხულობთ: "უფროს მღვდლებსა და ფარისევლებს კი ბრძანება ჰქონდათ გაცემული, რომ, თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო იგი, მათთვის უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ".

 

ახლა რაც შეეხება იმას, თუ ვინ და რატომ მოითხოვდა იესოს სიკვდილის დასჯას. არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში იესოს მოწაფეები და ლაზარეს მკვდრეთით აღდგომის მომსწრე თვითმხილველები, რომლებიც იესოს იერუსალიმში ზარზეიმით შეხვდნენ, და ხალხის ის ნაწილი, რომლებმაც იესოს თანამედროვე სასულიერო პირების წაქეზებით იესოს სიკვდილის მოთხოვნას გაჰყვიროდნენ როცა პილატე ეკითხებოდა ბარაბა გავანთავისუფლოთ თუ იესოო. ბიბლიაში ნათქვამია: «მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, ხოლო იესო დაეღუპათ. . . უთხრა მათ პილატემ: "იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?" ყველამ თქვა: "ჯვარცმულ იქნეს!" (მათე 27:20–25).

 

სინამდვილეში არა მოწაფეებმა და ლაზარეს აღდგენის თვითმხილველმა ადამიანებმა მოითხოვეს იესოს სიკვდილით დასჯა, არამედ: "ურწმუნო და უკუღმართმა მოდგმამ" და მათ ეს თავისი რელიგიური წინამძღოლების წაქეზებით გააკეთეს, რითაც მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღეს იესო ქრისტეს მოკვლაში.

 

ამგვარად, ბიბლიის ცნობის თანახმად, იესო მოკლეს; 3 დღის შემდეგ აღდგა. მოგვიანებით კი, მისი მიმდევრები ავრცელებდნენ რელიგიურ სწავლებას რომელიც იესომ გადასცა მათ. ორმოცდაათი დღის შემდეგ, ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, მოწაფეებმა მიიღეს სული წმიდა და სხვადასხვა ენებზე იწყეს ლაპარაკი. ბიბლია აბობს, რომ ხმაურზე "ბევრმა მოიყარა თავი" და მოციქულმა პეტრემ მიმართა მათ, როგორც 'იუდეველებსა და იერუსალიმის ყველა მკვიდრს': "იგი [იესო]. . . ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით". როგორი იყო ზოგიერთი მსმენელის რეაქცია? "ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ". შემდეგ პეტრემ მონანიებისკენ მოუწოდა მათ. ის "უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგანო". ამის საპასუხოდ სამი ათასმა 'მიიღო მისი სიტყვა და მოინათლა' (საქმეები 2:6, 14, 23, 37, 40, 41).

 

როგორც დავინახეთ, ის ადამიანები, რომლებიც იესოს პალმებით ხელში შეხვდნენ იესოს, არ წარმოადგენდა ხალხის იმავე ჯგუფს, რომლებმაც ასულიერო პირების წაქეზებით იესოს მოკვლა მოითხოვეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2. საერთოდ რაში მდგომარეობდა იუდა ისკარიოტელის მიერ ქრისტეს გაცემა?

paolo

 

ვერ მივხვდი შეკითხვის არსს. რაში უნდა მდგომარეობდეს იუდას მიერ იესოს გაცემა? იგი განუდგა იესოს და გასცა იგი.

 

 

განა ვინმესთვის საიდუმლოს წარმოადგენდა მისი ვინაობა ან ადგილსამყოფელი? ტექსტი არ იძლევა საფუძველს ასეთი მოსაზრებისთვის.

ამ კითხვებზე მე ჩემი პასუხი არ მაქვს.

 

იესოს ადგილსამყოფელს და ვინაობასთან დაკავშირებით ტექსტის რომელ მონაკვეთს გულისხმობ დააკონკრეტე.

მას შემდეგ რაც იესო მოინათლა, მან დატოვა თავისი სახლ-კარი, ანუ ნაზარეთი — ადგილი, სადაც გაიზარდა. ის ქალაქ-ქალაქ, დაბა-დაბა და სოფელ-სოფელ დადიოდა; ხან ერთთან რჩებოდა და ხან მეორესთან. მას საკუთარი სახლი — სადაც ყოველდღე გაჩერდებოდა — აღარ ჰქონდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ როცა იესოს მოკვლა გადაწყვიტა იუდეველმა სამღვდელოებამ, ბრძანება გასცა, რომ მათთვის შეეტყობინებინათ თუკი ვინმე გაიგებდა იესოს ადგილსამყოფელს. ტექსტი, ამის სრულ საფუძველს იძლევა, რადგან იოანეს 11:57-ში ვკითხულობთ: "უფროს მღვდლებსა და ფარისევლებს კი ბრძანება ჰქონდათ გაცემული, რომ, თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო იგი, მათთვის უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

და მაინც მოდი ეს ადგილიც მოვიყვანოთ მათეს სახარებიდან:

10. როცა შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა, და ამბობდნენ: ვინ არის ეს?

 

11. ხალხი კი ამბობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან.

 

12. შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.

და ა.შ.

ამგვარი მოვლენა შეუმჩნეველი უნდა დარჩენოდა მაშინდელ "ადგილობრივ ხელისუფალთ?"

რათქმაუნდა არა, და მათთვის იესოს ყოველდღიური მოქმედების და ადგილსამყოფელის დადგენაც არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა. მაინც გაუგებარია თუ რა სამსახური გაუწია მათ ისკარიოტელმა.

იოანედან ის ადგილი თუ არ ვცდები იერუსალიმში შესვლამდე პერიოდს ეხება. ჩემი აზრით ეს მხოლოდ ტექსტში არსებულ წინააღმდეგობებს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ალბათ ავტორებმა ან ტექსტის შემდგომმა რედაქტორებმა რაღაც ვერ გაითვალისწინეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

და მაინც მოდი ეს ადგილიც მოვიყვანოთ მათეს სახარებიდან:

10. როცა შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა, და ამბობდნენ: ვინ არის ეს?

 

11. ხალხი კი ამბობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან.

 

12. შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.

და ა.შ.

ამგვარი მოვლენა შეუმჩნეველი უნდა დარჩენოდა მაშინდელ "ადგილობრივ ხელისუფალთ?"

რათქმაუნდა არა, და მათთვის იესოს ყოველდღიური მოქმედების და ადგილსამყოფელის დადგენაც არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა. მაინც გაუგებარია თუ რა სამსახური გაუწია მათ ისკარიოტელმა.

იოანედან ის ადგილი თუ არ ვცდები იერუსალიმში შესვლამდე პერიოდს ეხება. ჩემი აზრით ეს მხოლოდ ტექსტში არსებულ წინააღმდეგობებს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ალბათ ავტორებმა ან ტექსტის შემდგომმა რედაქტორებმა რაღაც ვერ გაითვალისწინეს.

paolo

 

ის რასაც შენ კითხულობ, ერთი შეხედვით მართლა მასე ჩანს, თითქოს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა იესოს შეპყრობა და მოკვლა. მაგრამ, ბიბლიის დაკვირვებით გამოკვლევა პასუხს ცემს წარმოშობილ გაუგებრობას.

 

ცხადია, იუდეველი რელიგიური ლიდერებისათვის იესოს მონახვა დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან იესო იერუსალიმში ხშირად ადიოდა. რელიგიური წინამძღოლები მას იერუსალიმში ასულს ხშირად ხედავდნენ. და საერთოდ, იერუსალიმი იესოსთვის ყველაზე ცხელ წერტილს წარმოადგენდა, რადგან იერუსალიმში იყო ტაძარი, სადაც სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. იესო კი, როგორც ბიბლია იუწყება, სისტემატიურად იცვლიდა ადგილმდებარეობას. ხან ერთ სოფელსა და დაბაში იყო ხან მეორეში; სასულიერო პირები კი მას კუდში არ დაყვებოდნენ.

 

როცა იესო იერუსალიმში ადის და ტაძრიდან ფულის გადამცვლელებს და მტრედებით მოვაჭრეებს ყრის, ეს ლაზარეს აღდგენის შემდეგ ხდება, პასექამდე რამდენიმე. პასექის დღეს იესოს კლავენ. რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას, უნდა გვახსოვდეს რომ ადგილობრივი ხელისუფლება არიყო იესოს დაკავებით და მოკვლით დაინტერესებული. იესოს მოკვლით არა ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ იუდეველი სასულიერო პირები იყვნენ დაინტერესებული.

 

ახლა მთავარი მომენტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენ კითხულობ, რა პრობლემას წარმოადგენდა იუდეველი სასულიერო პირებისათვის რომ იესო მოეკლათ, თუნდაც მაშინ როცა ის მაგიდებს ააყირავებს. დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა რომ იუდეველმა სასულიერო პირებმა იესო სმოკვლა ლაზარეს აღდგინების შემდეგ მალევე გადაწყვიტეს, მათთვის ადვილი არ იყო იესოს მოკვლა. იესო რომ ავიდოდა იერუსალიმში, მას ვერ მივარდებოდნენ და ვერ გამოჭრიდნენ ყელს. სახარება იუწყება მიზეზს, თუ რატომ ვერ ახერხებდნენ იესოს მოკვლას. მათ უნდა შეერჩიათ სათანადო, ხელსაყრელი მომენტი ამისთვის. მათ უნდა დაეგეგმათ, როგორ და რა გზით მოეკლათ იგი. როგორ წესი, შენივე მოყვანილი ტექსტიც ადასტურებს, რომ იესო შეუმჩნეველი არ იყო იერუსალიმში და მის გარშემო ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. იესოს მკვლელ იუდეველ სასულიერო პირებს კი ხალხის ეშინოდათ. იესოს მოკვლის საუკეთესო მომენტი სწორედ ის აღმოჩნდა, როცა იუდამ გაყიდა ის. მაშინ, როცა იესო შეიპყრეს და დააპატიმრეს იყო გვიანი საღამო და იესოს გვერდით ხალხმრავლობა აღარ იყო. იესო იყო ბაღში თავის მოწაფეებთან ერთად როცა იუდა სასულიერო პირებს ატყობინებს რომ იესო შუაღამეს მხოლოდ მის მოწაფეებთან იმყოფებოდა. და ეს დღე იყო პასექის დღე, როცა ხალხის ყურადღება რელიგიური დღესასწაული აღნიშვნაზე იყო გადასული და ყველა თავის სახლში იმყოფებოა გვიან ღამეს, გამთენიისას.

 

შენი კითხვაზე პასუხს თავად ბიბლია იძლევა:

 

"იერუსალიმში რომ მივიდნენ, შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები.  არავის რთავდა იმის ნებას, რომ ტაძრის გავლით რაიმე ნივთი გაეტანათ. ასწავლიდა და ამბობდა: განა დაწერილი არ არის: ჩემს სახლს ყველა ხალხის სამლოცველო სახლი დაერქმევა? თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ. ეს რომ უფროსმა მღვდლებმა და მწიგნობრებმა გაიგონეს, მის მოსაკლავად შემთხვევის ძებნა დაიწყეს; ეშინოდათ მისი, რადგან მთელი ხალხი განცვიფრებული იყო მისი სწავლებით". - მარკოზის სახარება თავი 11.

 

"შემდეგ შევიდა იესო ტაძარში და გამყიდველები გარეთ გაყარა,  ეუბნებოდა: დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლი იქნება, თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ. იესო ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში. უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და გავლენიანი პირები კი შესაძლებლობას ეძებდნენ, როგორ მოეკლათ იგი,  მაგრამ ვერ ახერხებდნენ, რადგან ხალხს მისი მოსმენა უნდოდა და გვერდიდან არ შორდებოდა". - ლუკას სახარება თავი 19-ტე.

 

"და როდესაც დაასრულა იესომ ეს სიტყვები, თავის მოწაფეებს უთხრა: თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ იქნება პასექი და ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საცმელად. მაშინ შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის უხუცესნი კაიაფად წოდებული მღვდელმთავრის კარზე. და მოითათბირეს, მზაკვრობით შეეპყროთ იესო და მოეკლათ იგი. მაგრამ ამბობდნენ: მხოლოდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ ამბოხდესო". - მათეს სახარება თავი 26.

 

როგორც ხედავ, იუდეველი სასულიერო პირებისთვის იესოს მოკვლისთვის სათანადო დროის, შესაბამისი გარემოების შერჩევა და მოსახერხებელი ხერხების გამოყენება ესაჭიროებოდათ რომ ჩაფიქრებული განზრახვა იესოს მოკვლასთან დაკავშირებით ისე განეხორციელებინათ, რომ ხელშემშლელი გარემოებები არ ყოფილიყო. იუდამ კი მათ საკმაოდ დიდი სამსახური გაუწია. ბიბლიის ცნობის თანახმად ვითარება ასეთი იყო:

 

"მაშინ იესო მათთან ერთად მივიდა გეთსემანედ წოდებულ ადგილზე და მოწაფეებს უთხრა: აქ დასხედით, მე კი წავალ და ვილოცებ. თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ვაჟები. მაშინ დამწუხრდა და ძალიან დანაღვლიანდა.  უთხრა მათ: ჩემი სული ღრმად არის დამწუხრებული, სიკვდილის პირასაა. დარჩით აქ და ჩემთან ერთად იფხიზლეთ. ცოტა გაიარა, პირქვე დაემხო და ლოცულობდა: მამა, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი, მაგრამ არა როგორც მე მინდა, არამედ როგორც შენ. მოწაფეებთან რომ მივიდა და მძინარეები ნახა, პეტრეს ჰკითხა: ნუთუ ვერ შეძელით ერთი საათი მაინც გეფხიზლათ ჩემთან ერთად?" - მათეს სახარება თავი 26.

 

 

"იესო მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევის გაღმა გავიდა, სადაც ბაღი იყო. ისინი ბაღში შევიდნენ.  მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები იქ ხშირად იკრიბებოდნენ.  ამიტომ წაიყვანა იუდამ ჯარისკაცთა რაზმი და უფროს მღვდელთა და ფარისეველთა მცველები და მივიდნენ იქ ჩირაღდნებით, ლამპრებითა და იარაღით.". - იოანეს სახარება თავი 17.

 

ბიბლიის დეტალური გამოკვლევა, ხშირად ნათელს ფენს მოჩვენებითად წარმოშობილ გაუგებრობას რომელიც ბიბლიის ერთი გადახედვით იჩენს ხოლმე თავს; რომ (როგორც შენ დაწერე) თითქოსდა სახარების დამწერებს რაღაცრაღაცეები უნდა გაეთვალისწინებინათ წერისას იმ მიზნით რომ ურთიერთგამომრიცხავი რამ არ დაეწერათ. არა, ისინი წერდნენ იმას, რაც რეალურად მოხდა და წერისას არ საჭიროებდნენ რაღაცეების "გათვლას".

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სად გადის ზღვარი ჭეშმარიტ რწმენასა და ცრურწმენას შორის?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...