Jump to content
Planeta.Ge

●ბიბლიური შეკითხვები-ბიბლიური პასუხები●


Recommended Posts

რუსული სიტყვები რომ ვიხმარო შეიძლება? ქართულად მიჭირს ციტირება

ჟარგონებს გულისხმობ? :D სხვათაშორის რუსულს ისევ ქართულად ახსნა კი მირჩევნია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 131
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

paolo   ვერ მივხვდი შეკითხვის არსს. რაში უნდა მდგომარეობდეს იუდას მიერ იესოს გაცემა? იგი განუდგა იესოს და გასცა იგი.       იესოს ადგილსამყოფელს და ვინაობასთან დაკავშირებით ტექსტის რომელ მონაკვეთს გუ

აზრი

paolo   ის რასაც შენ კითხულობ, ერთი შეხედვით მართლა მასე ჩანს, თითქოს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა იესოს შეპყრობა და მოკვლა. მაგრამ, ბიბლიის დაკვირვებით გამოკვლევა პასუხს ცემს წარმოშობილ გაუგე

აზრი

ლ ი ც ი   ცრურწმენა ლექსიკონებში განიმარტება, როგორც "უმეცრებაზე დაფუძნებული რწმენა ან ჩვეულება, შიში უცნობი რამისადმი, ჯადოსნობის ან ბედისწერის რწმენა, ან მიზეზობრიობის არასწორი გაგება". აქედან გამომ

ჟარგონებს გულისხმობ?

უი არა:D თეოსოფიურ ლიტერატურას რუსულად ვკითხულობ-და მაგი ვიგულისხმე-სიტყვები შეიძლება არაზუსტად ვტარგმნოტქო და როგორც მაქვს წაკითხული და გაცნობიერებული ისე მინდოდა აზრი გადმომეცა მეტი სიზუსტისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უი არა:D თეოსოფიურ ლიტერატურას რუსულად ვკითხულობ-და მაგი ვიგულისხმე-სიტყვები შეიძლება არაზუსტად ვტარგმნოტქო და როგორც მაქვს წაკითხული და გაცნობიერებული ისე მინდოდა აზრი გადმომეცა მეტი სიზუსტისთვის

 

რა ვიცი რა გითხრა. რუსულ ენას დიდი ხანია აღარ ვიყენებ. სასურველია თუ ქართულ (ან ინგლისურ) ენაზე ამიხსნიდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ბიბლიის დეტალური გამოკვლევა, ხშირად ნათელს ფენს მოჩვენებითად წარმოშობილ გაუგებრობას რომელიც ბიბლიის ერთი გადახედვით იჩენს ხოლმე თავს; რომ (როგორც შენ დაწერე) თითქოსდა სახარების დამწერებს რაღაცრაღაცეები უნდა გაეთვალისწინებინათ წერისას იმ მიზნით რომ ურთიერთგამომრიცხავი რამ არ დაეწერათ. არა, ისინი წერდნენ იმას, რაც რეალურად მოხდა და წერისას არ საჭიროებდნენ რაღაცეების "გათვლას".

მოდი კიდევ დავუბრუნდეთ ამ საკითხს. შენ მართლა გჯერა, რომ არც სახარების ავტორებს, არც მის შემდგომ მრავალრიცხოვან ჩამსწორებლებს, არც საეკლესიო კრებების მონაწილეებს არ ამოძრავებდათ არავითარი ამბიცია გარდა სიმართლის წერისა?

დღეს სახეზე გვაქვს ის, რაც ეკლესიამ ჩათვალა კანონიკურად, დანარჩენი კი უარყო. ისიც საინტერესოა თუ რატომ დატოვეს ოთხი სახარება, აქედან სამი სრულიად მსგავსი. თითქოს ლოგიკური იქნებოდა ერთის დატოვება. ხომ არ იდგა მათ უკან გარკვეული გავლენიანი წრეების ინტერესები?

გადმოცემის ფორმითაც ეს ტექსტები სრულიად იდენტურია. მათში არანაირად არ იგრძნობა ავტორისეულ სტილებს შორის განსხვავება. გამოდის, რომ ისინი ან ერთი პიროვნების დაწერილია(რაც ნაკლებ სავარაუდოა) ან შემდგომი საფუძვლიანი რედაქტირება-გადაკეთების შედეგია. მე არც ის მჯერა, რომ ეს ქრისტეს თანამედროვემ დაწერა. აბა წარმოიდგინეთ, ამგვარად აღწერდით იმას, რისი მონაწილე და თვითმხილველიც იყავით? არაფერს დაწერდით თქვენს საუბარზე იესოსთან, თქვენს შთაბეჭდილებებზე?

არაფერს იტყოდით თუნდაც მის გარეგნობაზე, მის მანერებზე და ხასიათის თავისებურებებზე?

მაინტერესებს შენი აზრი ამასთან დაკავშირებით.

Edited by paolo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

მოდი კიდევ დავუბრუნდეთ ამ საკითხს. შენ მართლა გჯერა, რომ არც სახარების ავტორებს, არც მის შემდგომ მრავალრიცხოვან ჩამსწორებლებს, არც საეკლესიო კრებების მონაწილეებს არ ამოძრავებდათ არავითარი ამბიცია გარდა სიმართლის წერისა?

paolo

 

არ მოველოდი შენგან ასე ნაჩქარევი და მცდარი დასკვნის გაკეთებას. "მართლა გჯერა"-ო მეკითხები და თან რას მწერ. სადმე ოდესმე დამიწერია რომ ჩამსწორებლებს ან საეკლესიო კრებებს არ ამოძრავებდათ რაიმე ამბიცია? მათ რო ამბიცია ამოძრავებდათ და ამოძრავებთ, ნეტა მასე ვინმეს ამოძრავებს ამბიციები? არ მგონია! ვინაიდან მე იმ ადამიანების ჯგუფს მიმაკუთვნებენ, რომლებსაც ბიბლიის სანდოობაში ეჭვი არ ეპარება, იმას არ ნიშნავს რომ მეც იმას გავიძახდე, თითქოსდა ეკლესია და მისი მესვეურნი არ ცდილობდნენ ბიბლიის ჩასწორებასა თუ დამახინჯებას. აქვე აღვნიშნავ, რომ მიუხედავად იმისა ეკლესია ებრძოდა ბიბლიას, მის მორგებასა და დამახინჯებას ცდილობდა, მათი მცდელობა მხოლოდ ნაწილობრივად იყო წარმატებული, რომელიც მოგვიანებით გამომჟღავნდა, აღმოიფხვრა და ტექსტი თავის საწყის ფორმას დაუბრუნდა და მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიების მცდელობა წარუმატებელი გახდა. ისინი დიდი ამბიციით და ღვთისადმი ურწმუნოებით მაქსიმალურად ცდილობდნენ არა მარტო სახარების, არამედ მთელი ბიბლიის დამახინჯებას, გადაკეთებას, გაყალბებასა და საკუთარ პოლიტიკურ-რელიგიური მოსაზრებებისადმი მორგებას!

 

რაც შეეხება სახარების დამწერებს, მათ ნამდვილად არ ამოძრავებდათ ამბიცია და არ იმყოფებოდნენ იმ ამბიციის ზეგავლენის ქვეშ, რა ამბიციებიც მოგვიანებით საუკუნეების მანძილზე ამოძრავებდა ეკლესიის რელიგიურ-პოლიტიკურ "მანქანას" და ამ ანქანის მართავ რელიგიურ ლიდერებს; სახარების დამწერებზე მსგავი ამბიცია არ მართავდათ რომ თავისი თვალით ნანახი რეალობის დამახინჯებული სახით გადმოცემისთვის შეეწყო ხელი.

 

აქვე ჩემი თხოვნა იქნებოდა, რომ თუ შეკითხვა უშუალოდ არ ეხება ბიბლიაში ჩაწერილ ცნობას, ნუ დასვავ ამ თემაში, რადგან ასე თემა კარგავს თავის ლაზათს და ოფდება. კითხვები როგორიცაა ეკლესიის თუ რომელიმე კონკრეტული რელიგიის ქმედებები ბიბლიისადმი მოპყრობაზე თუ სხვა, არაა ბიბლიური შეკითხვები. მიუხედავად ამისა, ამჯერად გაგცემ პასუხს შეკითხვებზე, მაგრამ გთხოვ, სხვა დროს ნუღარ გავცდებით თემას. ამჯერად გაგცემ პასუხს ამ შეკითხვებზე:

 

დღეს სახეზე გვაქვს ის, რაც ეკლესიამ ჩათვალა კანონიკურად, დანარჩენი კი უარყო.

დღეს სახეზე ეკლესიამ რა ჩათვალა და როგორ, მათთვისაა ისეთი რამ რაც უნდა აღიარონ, ვისთვისაც ეკლესია წარმოადგენს ყველაფრის განმსაზღვრელს. არ იფიქრო რომ მსოფლიოს მეცნიერები, ქრისტიანული რელიგიები და ბიბლიის მკითხველები, მხოლოდ იმიტომ ცნობენ ბიბლიას ისეთად როგორი ფორმითაც დღეს გვაქვს სახეზე, რადგან ზოგი ეკლესია ბიბლიის ამ ფორმას აღიარებს. ეკლესია რას აღიარებს და რას არა, პირადად ჩემთვის ერთი გრამი მნიშვნელობაც კი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ცხადია, ეკლესიამ რა დაიდგინა თავისთვის კანონიკურად და რა არა, არანაირად არ ცვლის ჩემს დამოკიდებულებას ბიბლიის კანონიკური წიგნებისათვის. მსგავსი დამოკიდებულება აქვს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს; ისინი მართლმადიდებლად და კათოლიკე ეკლესიებად წოდებულ ქრისტიანობიდან განდგომილ რელიგიურ მიმდინარეობას არ უსმენენ განსაკუთრებით ბიბლიის კანონიკური წიგნების განსაზღვრების თაობაზე. სად იყო მართლმადიდებლობა, როცა ბიბლიის კანონიკური წიგნები უკვე დადგენილი და გამოვლენილი იყო. როგორც ჩანს, შენ ფიქრობ, რომ მართლა ეკლესიამ დაგვიდგინა რომელია კანონიკური წიგნი და რომელი არა? :D თუ მასე ფიქრობ, ძალიან ცდები. მასე რომ იყოს, ეკლესიაზე დამოკიდებულები ვყოფივართ და დავღუპულვართ მაშინ.

 

ისიც საინტერესოა თუ რატომ დატოვეს ოთხი სახარება, აქედან სამი სრულიად მსგავსი. თითქოს ლოგიკური იქნებოდა ერთის დატოვება. ხომ არ იდგა მათ უკან გარკვეული გავლენიანი წრეების ინტერესები?

გავიმეორებ: ეკლესიამ რა დატოვა და რა არა, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

 

გადმოცემის ფორმითაც ეს ტექსტები სრულიად იდენტურია.

ვერ დაგეთანხმები, რადგან რეალობა სხვა სურათს გვიხატავს. საკითხები რაზეც ახლა ვმსჯელობთ, საფუძვლიანად მაქვს გამოკვლეული და ამიტომ ვამბობ ასე. შენ კი, როგორც ჩანს, ზედაპირულად გაქვს ეს საკიხი გამოკვლეული. სხვა შემთხვევაში არ იტყოდი მსგავს რამეს.

 

 

მათში არანაირად არ იგრძნობა ავტორისეულ სტილებს შორის განსხვავება.

ვერ დაგეთანხმები. ძალიან მკვეთრად იგრძნობა მათში როგორც სტილისტური, ისე ავტორისეული განწყობა. გამოიკვლიე ისინი და დარწმუნდები.

 

გამოდის, რომ ისინი ან ერთი პიროვნების დაწერილია(რაც ნაკლებ სავარაუდოა) ან შემდგომი საფუძვლიანი რედაქტირება-გადაკეთების შედეგია. მე არც ის მჯერა, რომ ეს ქრისტეს თანამედროვემ დაწერა.
რა თქმა უნდა შენი ნებაა რა გჯერა და რა არა. მაგრამ, რასაც ამბობ, საფუძველს მოკლებულია. თუ გსურს ამ სკაკითხზე გააგრძელო და წარმოადგინო რაიმე სახის მიზეზები მაინც, რატომ ფიქრობ მასე, კარგი იქნებოდა, მხოლოდ გახსენი სათანადო სათაურით თემა და იქ გავაგრძელოთ.

 

აბა წარმოიდგინეთ, ამგვარად აღწერდით იმას, რისი მონაწილე და თვითმხილველიც იყავით? არაფერს დაწერდით თქვენს საუბარზე იესოსთან, თქვენს შთაბეჭდილებებზე?არაფერს იტყოდით თუნდაც მის გარეგნობაზე, მის მანერებზე და ხასიათის თავისებურებებზე?

მაინტერესებს შენი აზრი ამასთან დაკავშირებით.

შენ, მე, ნუკრიკო, ჭანო და სხვები, ყველა ალბათ განსხვავებულად აღვიქვამდით რაიმე მოვლენას და განსხვავებულად გადმოვცემდით. ისევე როგორც სახარების დამწერების ნაწერებშია სხვაობები (და არა წინააღმდეგობები). შენ თუ ბიბლიას ხარისხიანად გამოიკვლევდი, დარწმუნდებოდი რომ ბიბლიის დამწერებს არ ამოძრავებდათ პირადი ამბიციები. ისინი ბიბლიის წერისას არ იქყვენ საკუთარი ამბიციების და შთაბეჭდილებების ზეგავლენის ქვეშ. ისინი არ ცდილობდნენ საკუთარი შთაბეჭდილებების და ამბიციების იმაზე წინ დაყენებას, რაც რეალურად მოხდა და რისი წერილობით გადმოტანაც ითავეს. მათ კარგად ესმოდათ, თავიანთი მასწავლებლის იესოს სწავლებები და რომ ცხოვრებაში გარეგნულობაზე კი არა, არსზე გაემახვილებინათ ყურადღება. მოკლედ, ამ საკითხებზე ამ თემაშ მსჯელობა გაოფებად მიმაჩნია და ამიტომ არ გავაგრძელებ. როგორც მოგწერე, გახსენი თემა, დაარქვი სათაური და ზოგ კარგ რამეს გაგიზიარებ ინფორმაციი სსახით როგორც პატიოსანი ადამიანების - სახარების დამწერთა, ისე დაწერილი სახარების არაპატიოსანი ადამიანების მიერ გამყალბების მცდელობის შესახებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

ისინი დიდი ამბიციით და ღვთისადმი ურწმუნოებით მაქსიმალურად ცდილობდნენ არა მარტო სახარების, არამედ მთელი ბიბლიის დამახინჯებას, გადაკეთებას, გაყალბებასა და საკუთარ პოლიტიკურ-რელიგიური მოსაზრებებისადმი მორგებას!

ოოოო, ეს საინტერესოა, აბა გიზმენ ყურადღებით :D :D

დედამიწაზე ნახევარი მილიარდი კათოლიკე და მართლმადიდებელი ვართ

და ერთი შენ ხარ ჭეშმარიტების მატარებელი, ასე რომ დავიჯერებთ რასაც დაწერ

ოღონდ ნება იბოძე და მიგვითითე სად დაამახინჯეს, რითი მტკიცდება რომ დამახინჯებაა

და ას. შ.

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლი რომ ცრუობ

 

+20% იუზერის ირიბად შეურაცხყოფისთვის

Edited by ჭანო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ოოოო, ეს საინტერესოა, აბა გიზმენ ყურადღებით :D :D

დედამიწაზე ნახევარი მილიარდი კათოლიკე და მართლმადიდებელი ვართ

და ერთი შენ ხარ ჭეშმარიტების მატარებელი, ასე რომ დავიჯერებთ რასაც დაწერ

ოღონდ ნება იბოძე და მიგვითითე სად დაამახინჯეს, რითი მტკიცდება რომ დამახინჯებაა

და ას. შ.

წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლი რომ ცრუობ

Siknadmo

 

შენ თუ ფიქრობ რომ ამბიცია და სიცრუა მალაპარაკებს ძალიან ცდები. შენ ამბობ რომ ხახლის დიდი რაოდენობა კათოლიკე და მარტლმადიდებლად წოდებული რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები არიან და ეს მიგაჩნია იმის საფუძვლად რომ ესე იგი ჭეშმარიტების მატარებლები ხართ. როდის აქეთ საზღვრავს რაოდენობა ხარისხს? იცი რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი მუსლიმია? რაოდენობით ნუ საზღვრავ ვინ ამბობს და იქცევა სწორად და ვინ არასწორს ამბობს და ცრუობს.

 

როგორც ჩანს რელიგიურ პირად წარმოადგენ შენ თავს ამ ფორუმზე, ამიტომ რელიგიურად გეტყვი. უმრავლესობამ იესო არ მიიღო, უმცირეოსაბმ მიიღო. ესე იგი, უმრავლესობა იყო მართალი? ცხადია არა. ასე რომ, დღეს მილიარდობით თუ ხართ კათოლიკები და მართლმადიდებლები, ავტომატურად არ ნიშნავს რომ რელიგიურად სწორს ასწავლით; არც იმას ნიშნავს რომ სიმართლეს აკეთებდით და ასწავლიდით და ასე იქცევით დღემდე. სამწუხაროდ, რელაობა ანუ ფაქტები სწორედ იმაზე მიუთითებენ რომ რელიგიური "მანქანა", რომელიც IV საუკუნეში შეიქმნა საუკუნეების მანძილზე ბიბლიასაც ებრძოდა და მოაზროვნე ადამიანებსაც. ეკლესიის საქმეების შემყურე, მრავალი ათეისტი ადამიანი უფრო დაშორდა ღმერთს, რადგან თვითმარქვია ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მიერ ადამიანების ცეცხლში დაწვა, თავისუფალი აზროვნების ჩახშობა, სწორედ იმის მტკიცებულებას წარმოადგენს რაც მოაზროვნე ადამიანებს ათეისტებსაც არაეკლესიურ თეისტებსაც იმაში არწმუნებს რომ IV საუკუნეში გამოგონებული ეკლესიური მანქანა ადამიანების სამართავად იქნა შექმილი. რაც შეეხება ბიბლიისადმი მტრობას. სამწუხაროა რომ ეკლესიის ისტორიას კარგად არ იცნობ, რადგან მაგ შეკითხვას აღარც კი დასვავდი.

 

ამ ფორუმზე ვერ გასწავლი ეკლესიის ისტორიას, სასირცხვილო საქმიანობას და იმას, თუ როგორ ეპყრობოდა ეკლესია და მათი ბობოლა წარმომადგენლები ბიბლიას და რომლებიც "წმინდანებად" შერაცხეს მათი სიკვდილის შემდეგ როგორ აყალბებდნენ ბიბლიის სიყვებს.

მოდი, ამ საინტერესო თემის (სადაც ახლა ვწერთ, მისი) გაოფება რომ არ გამოგვივიდეს, რეკომენდაციას გავუწევ შენთან ერთ საინტერესო წიგნს, სადაც იდეალურადაა წარმოდგენილი მართლმადიდებელი ეკელსიის მიერ ბიბლიის გაყალბების მაქსიმალური მცდელობის დამადასტურბეელი ფაქტები.

 

წიგნის სახელწოდებაა: "The Orthodox Corruption of Scripture: The Effect of Early Christological Controversies on the Text of the New Testament". ქართულად დაახოებით ასეთი სათაური აქვს: "მართლმადიდებლების მიერ წმინდა წერილების გაყალბება: რა ზეგავლენა მოახდინა ადრეულმა თეოლოგიურმა წინააღმდეგობებმა ახალი აღთქმის ტეხტებზე". აქვე მოგახსენებ, რომ ეს წიგნი პირადად მაქვს არაერთხელ წაკითხული და გაცნობილი ვარ ფაქტებს. (მსგავსი ხასიათის სხვა წიგნებიც მაქვს წაკითხული). ხოლო ამ წიგნის ავტორზე მოგახსენებ, რომ იგი გახლავს: ბარტ ეჰრმანი, ახალი აღთქმის ცნობილი სწავლული; ადრეულ ქრისტიანთა ხელნაწერთა ტექსტუალური კრიტიკოსი; ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის პატივდებული პროფესორი, რომელიც უნივერსიტეტში არსებული რელიგიური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. წაიკითხე ხოლმე განათლებული და თანამედროვე დროში მცხოვრები სწავლულების ნაშრომები და შემდეგ მოდი და მომაყენე შეურაცხყოფა თუ სიცრუეს გწერ. შეგიძლია ამ ვებგვერდსაც გადაავლო თვალი რომ უკეთ გაეცნო ამ პროფესორის ვინაობას და განათლებას: http://www.bartdehrman.com/books/orthodox_corruption.htm

 

 

წიგნის გარეკანი, რომელსაც რეკომენდაცია გავუწიე შენთან ასე გამოიყურება:

 

http://s005.radikal.ru/i209/1002/5e/59981774c971.jpg

 

პ.ს.

მარტო იოანე ოქროფირის, დამასკელის ან მთაწმინდელის დაწერილი მართლმადიდებლური წიგნების წაკითხვით სიმართლეს ვერ გაიგებ თუ რას სჩადიოდნენ ეკლესიის მესვეურნი საუკუნეების მანძილზე. საჭიროა მიუკერძოებელი სწავლულების ნაშრომებსაც გაეცნო რომ შენი ცოდნის სპექტრი გააფართოო რომ საკითხი ყველა მხრიდან დაინახო და სწორი შეფასებები გააკეთო.

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

კიბერსივრცეში მაგრები ხართ ხოლმე. რეალში კი სულ სხვა. :D როგორც აქ გამირკვიე, ისე რეალში გამირკვევ.

 

კაი, თუ გაქვს ბიბლირუი შეკითხვები დასვი. აგრესია და პირადი გარჩევებისთვის თუ ხარ მზად, PM-ში მესტუმრე. თემის გაოფებაში აღარ აგყვები.

პიემში მოგწერე რაც საჭირო იყო,

 

სახარებაში რააა გაყალბებული ციტატები მოიყვანე,

მე მაქვს სახში 1985 წლის გამოცემა სახარების

ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი სტოკჰოლმი

 

ყალბი გამოცემა მაქვს?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პიემში მოგწერე რაც საჭირო იყო,

Siknadmo

 

PM-ში კი მომწერე მარა, მოვკვდი სიცილით რაც მომწერე. პასუხი მინდოდა მომეწერა და ვერ იგზავნება რადგან საფოსტო ყუთი სავსე აქვსო, იქნებ წაშალო პირადი შეტყიბინების ყუთში ზოგი წერილი რომ მეც მომეცეს საშუალება მოგწერო.

 

 

სახარებაში რააა გაყალბებული ციტატები მოიყვანე,

მე მაქვს სახში 1985 წლის გამოცემა სახარების

ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი სტოკჰოლმი

 

ყალბი გამოცემა მაქვს?

 

რაც შეეხება მაგ შეკითხვას. შენი შეკითხვა არაა ბიბლირუი შეკითხვა. ის არის ბიბლიის თარგმანთან დაკავშირებული შეკითხვა. ასე რომ მაგისთვის არის ცალკე თემა და შეგიძლია იქ დასვა გიპასუხებ. აი აქ:

ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?

რით უპირატესობს ერთი თარგმანი მეორეზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა არა თემასთან დაკავშირებული პოსტი წაიშლება.

 

აგრესიის და ოფტიკების შემთხვევაში 24 საათიანი ბანი იქნება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

გვიან ჩავუჯდები პოტს-ერტ ენაზე ნაფიქრი მეორეზე უნდა დავწერო და სიჩუმე მჭირდება:D

Siknadmo

რატომ ხარ ესეთი აგრესიული -არადა რაღAც პერიოდები გაქვს საკმაოდ ნორმალური საურტიერტობო პოსტები გაქვს...ისე ეხადე ყველა ფორუმზე გვერდიდან შეხედო მორწმუნეთა პოსტებს-საოცარი რადიკალიზმი და აგრესია გახასიატებთ-სხვა ფორმით არ შეიძლება რწმენის დაცვა?:(

მე მაქვს სახში 1985 წლის გამოცემა სახარების

ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი სტოკჰოლმი

-:D და მანამდე რადენი საუკუნის მანძIლზე რამდენი შეგნებული თუ შეუგნებელი რედაქტირება ექნება მაგ გამოცემას გამოვლილი წარმოიდგინე.

 

 

პ.ს. ეხლა უნდა გადავხედო როგორც მახსოვს არ არის ტემა წმინდანების "ინსტიტუტზე" საინტერესოა მგონი არა? ( ამასწინად გავარკვიე რომ თურმე იეღოველები უარYოფენ სასტიკად:( )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გადავხედე ამ ტემას და ისევ ჩემს ძველ პრინციპზე დავრჩები-აზრი არ აქვს ქრისტიანობის ირგვლივ არანაირ კამათს, ტეოსოფიურ მსჯელობას -მხოლოდ აგრესიის გამოვლინებაა.

მე მონაწილეობას არ მივიღEბ ამგრამ როგორც ყოველტვის პასიური მკითხველი რამდენიმე მიმართულებას შეგეკითხებიტ -მაინეტრესებს თქვენი აზრი:

1)-მრისხანე ღმერთის დეფინიცია

2) სამარტლიანი და მოწყალე ღმერთი

( კაენ-აბელი, აბრამის ექსპერიმენტი, სოდომგომორა-თუნდაც ამატ საფუძველზე)

3) ბიბლია როგორც მონათხრობი ( ქრონიკების სახით) რა მოხდა თუ როგორც წინასწარმეტყველების გასაშიფრი კრებული? ანუ რა იყო წერია თუ რა იქნება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბარტ ეჰრმანის საინტერესო მოსაზრება იუდაზე :rolleyes:

 

«Это не только хороший человек: это к тому же единственный апостол, который понимает тайны, раскрытые Иисусом», – сказал Барт Эрман, профессор Университета Северной Каролины во время презентации Евангелия.

http://h.ua/story/11559/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

სკორსეზეს " პასლედნეე ისკუშენიე ხრისტა" გამახსენდა -იქაც მაგრად არის იუდა წარმოჩენილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

სკორსეზეს " პასლედნეე ისკუშენიე ხრისტა" გამახსენდა -იქაც მაგრად არის იუდა წარმოჩენილი

ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არა აქვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...