Jump to content
Planeta.Ge

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე სიმართლის დროში

Recommended Posts

ამბობენ 60 ათასი გადაუხადესოოოოო.. რავი აბა

ვისო და გამსახურდიას ვერ ჩასვავენ ჩემის აზრით.არა და გასასროკი იყო კარგა ხნის წინ.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 44
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ცოტნე გამსახურდიას მეუღლე სიმართლის დროში,

ძალიან ცუდად მოიქცა, ძ ა ლ ი ა ნ !

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეთანხმებით ქალბატონო!

ვიდრე კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ იქნება, უკეთესი ცხოვრება არ გვეღირსება.

მერე , რატომ არ ითხოვ ედუარდ ორჯონიკიძის გასამართლება? ჯალალ ედინს და შაჰ-აბასს არ გაუკეთებიათ საქართველოსთვის ამდენი ბოროტება.. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

10:18 / 04-02-2010

"იმიტირებული სასამართლო პროცესი" ტელეეთერში

2 თებერვალს "სიმართლის დროში" 22 წლის სოფო ჩიკვილაძემ სკანდალური განცხადებები გააკეთა. მან ყოფილი მეუღლის, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას დაკავებას სამართლიანი უწოდა; იგი კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანად გამოაცხადა, ნარკოტიკების მომხმარებლადაც შერაცხა და უფრო მეტიც - ისიც კი თქვა, ცოტნე პოლიტიკაში რუსული სპეცსამსახურების დავალებით ჩაერთოო.

ეს სენსაციური განცხადებები ყოფილი მეუღლის მხრიდან მართლაც რომ გამაოგნებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისის საქალაქო სასამართლო რამდენიმე დღეში ცოტნეს ბრალდების საქმის განხილვას იწყებს. ისიც ცნობილია, რომ ბრალდებული ცოტნე გამსახურდია არც ერთ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობს, დღემდე აპროტესტებს დაკავებას და რამდენიმე თვეა, შიმშილობს.

ფოტომოდელი იმასაც აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიასგან უკვე მეორე შვილს ელოდება და 8 თვის ფეხმძიმეა. ირწმუნება: ამის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ და ტელევიზიით შეიტყობენო. სოფოსა და ცოტნეს 3 წლის გოგონა, თამარი ჰყავთ.

8 თებერვალს სასამართლო საქმის განხილვას იწყებს. ამ ფონზე ჩიკვილაძის განცხადებები ფაქტობრივად, პროკურატურის წისქვილზე წყლის დასხმაა. არავინ იცის, ეს საზოგადოებრივ აზრზეც როგორ იმოქმედებს. დეტექტორმა ახალგაზრდა ფოტომოდელის შოუში მისვლის მიზეზი მის ქვეცნობიერში ამოიკითხა. კითხვა, რომელიც სოფო ჩიკვილაძეს 10.000 ლარს აშორებდა, ასე ჟღერდა: "სიმართლის დროში" მხოლოდ იმიტომ მოხვედი, რომ გინდა, ყოფილ მეუღლეს სამაგიერო გადაუხადოო? მართალია, სოფომ ამ კითხვაზე უარყოფითად უპასუხა, მაგრამ გაირკვა, რომ იცრუა და სტუდია საბოლოოდ, 400 ლარით დატოვა. ჩვენ რამდენიმე კითხვით ცოტნე გამსახურდიას ადვოკატ ქეთი ბექაურს მივმართეთ:

- ქალბატონო ქეთი, ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ ყოფილი მეუღლის სკანდალურ განცხადებებზე რას იტყვით? მან ფაქტობრივად, ბრალდების პოზიცია დაიკავა, არც ბაჯელიძის დაჭრა უარყო, უფრო მეტიც - ცოტნე გამსახურდია ნარკოტიკების მოხმარებაშიც ამხილა. თქვენ საპირისპიროს ამტკიცებთ. ეს განცხადებები ხომ არ შეგიშლით ხელს მის დაცვაში?

- კიდევ ერთი გამოგრჩათ: სპეცსამსახურების აგენტადაც გამოაცხადა. რაც მოხდა, ეს არის სასამართლო საქმიანობაში უხეში ჩარევა. ჩემი პრეტენზია არა ვინმე სოფო ჩიკვილაძის მისამართით, არამედ ზოგადად, ამ გადაცემის ავტორების მისამართითაა: ვგულისხმობ წამყვანს და პროდიუსერსაც - არავის აქვს უფლება, წინასწარ ბრალი დასდოს ცოტნე გამსახურდიას, ვიდრე არ იქნება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი. რაც მოხდა, ამას ვაფასებ უდანაშაულობის პრეზუმფციის უხეშ დარღვევად. წინასწარ ბრალი დასდეს ცოტნე გამსახურდიას, რომლის სასამართლო პროცესი ჯერ არ დაწყებულა და პირველი სხდომა 8 თებერვალსაა დანიშნული. ვფიქრობ, პროცესის დაწყებას ეს პოლიტიკური შოუ შეგნებულად უსწრებდა წინ. ეს იყო გამიზნული და ძნელი მისახვედრი არ არის, თუ ვისგან მოდიოდა.

- კონკრეტულად, ვისგან?

- ვისაც უნდა, რომ ცოტნე გამსახურდია დიდი ხნით გამოკეტოს ციხეში და არ დაუშვას მისი თავისუფლებაში ყოფნა. ჩვენ ახალი შეთხზული ბრალდების ირგვლივ პრესკონფერენცია მოვაწყვეთ და სწორედ იმ დღეს სოფო ჩიკვილაძე ჩაწერეს. ეს გადაცემაც ზუსტად აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა: უნდათ, საზოგადოებრივი აზრი შეცვალონ. ქართველმა მაყურებელმა ცოტნე გამსახურდიას იმიტირებული სასამართლო პროცესი იხილა, სადაც ფაქტობრივად, ორი პროკურორი იყო: ნანკა კალატოზიშვილი და სოფო ჩიკვილაძე. განაჩენი კი სოფო ჩიკვილაძემ გამოუტანა. მაგრამ კარგია, რომ დეტექტორმა ამოიცნო მისი მიზანი და ეს სწორედ კითხვაში გამოჩნდა: ის, რომ შურის საძიებლად იყო მისული, დეტექტორმა დაადასტურა და საბედნიეროდ, ეს რეზიუმე ბოლოში გაკეთდა.

ეს იყო სამაგიეროს გადახდა, იყო შურისძიება და იყო სიცრუე. თუკი პიროვნება - ეს, მოწმე იქნება თუ დაზარალებული - აღმოჩნდება მეორე მხარესთან კონფლიქტში, გამოიკვეთება კერძო დაინტერესება და სამაგიეროს გადახდა, ის საქმეში არ ფასდება, როგორც მტკიცებულება. სოფო ჩიკვილაძეს მინდა ვუთხრა - არ გამოუვიდა ჩანაფიქრი, ის ხელმოცარული წავიდა მატერიალურადაც და საზოგადოებამ მთავარ კითხვაზე პასუხიც მიიღო, - ნახა, რა ამოძრავებდა მას.

- თუმცა მანამდე იმ სკანდალურ კითხვებზე პასუხებს მისი ქვეცნობიერიც ადასტურებდა. ამაზე რას იტყვით?

- ბოლოს გაირკვა ყველაზე მთავარი - რომ ის ცრუობდა. როცა ადამიანს სამაგიეროს უხდი, ტყუილზეც მიდიხარ. ეს დაადასტურა დეტექტორმაც. გადაცემამ გამოუტანა მას განაჩენი.

- ცოტნესგან ის მეორე შვილს ელოდება; თუ არის ეს ცოტნესთვის ცნობილი და საერთოდ, რა ინფორმაციას ფლობთ მათ ურთიერთობაზე?

- მათი ოჯახის წევრი არა ვარ, არც ნათესავი; ადვოკატი ვარ. ცოტნესთან მის პირად ცხოვრებაზე არასდროს მისაუბრია. ქალბატონმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ კი ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერით განაცხადა, რომ სოფო ჩიკვილაძე მათი რძალი არასდროს ყოფილა, უფრო მეტიც - ცოტნეს ოფიციალურად ჯვარდაწერილი მეუღლე ჰყავს, ის ქართველი არ არის და ცოტნე სწორედ მას მოიხსენიებს მეუღლედ ჩემთან საუბრისას. მასთან ცოტნეს შვილი ჰყავს.

- თუმცა ჩიკვილაძესთანაც ჰყავს შვილი, 3 წლის თამარ გამსახურდია და სოფო აცხადებს, რომ მეორე შვილსაც ცოტნესგან ელოდება.

- ქალბატონი მანანას თქმით, ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილან და არც ჯვარდაწერილები არიან. რაც შეეხება ბავშვს, არ ვიცი, ის ვის გვარზეა. მისი დაბადების მოწმობა არ მინახავს და ესეც გასარკვევია, რადგან ქალბატონი მანანას თქმით, მას მათი გვარი არა აქვს. რაც შეეხება მეორე ბავშვს, - არ ვიცი, ცოტნე გამსახურდიამ რაიმე იცის თუ არა ამის შესახებ.

- ცოტნეს ციხეში ამ გადაცემის ნახვის საშუალება ჰქონდა?

- ვერ ნახავდა: სადაც ცოტნე იმყოფება, იქ არც რადიოა და არც ტელევიზორი.

- აქვე მინდა, ახალი ბრალდების შესახებაც გკითხოთ: ცოტნეს ხომ კიდევ ერთი ბრალდება დაემატა. რას იტყვით ამაზე?

- ესეც გარკვეული მოულოდნელობა იყო, თუმცა სამართალდამცავებისგან სიურპრიზებს მიჩვეულები ვართ. უკვე ერთი წელია, სასამართლოში დევს ცოტნე გამსახურდიას ბრალდების საქმე, სადაც ჯაშუშობა და შეთქმულება ჰბრალდება; ამასთან, კიდევ ერთი ეპიზოდი - მაღლაკელიძის დაჭრა. ამდენი ხნის შემდეგ კიდევ ერთი ბრალდება დაემატა. 12 წლის წინანდელ დანაშაულზეა ლაპარაკი - ვინმე ირაკლი სანიკიძისთვის სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიყენებას ედავებიან. ამ მასალებში ვერ ნახავთ ირაკლი სანიკიძის საჩივარს. არადა, ეს გახლავთ კერძო ბრალდების საქმე, რომელიც მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით უნდა აღიძრას.

- საბოლოოდ, ცოტნე გამსახურდიას რამდენ ეპიზოდში ედება ბრალი?

- ცოტნეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ მოსამართლეს აქვს. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს აწერია საქმე, სადაც ცოტნეს ჯაშუშობაში, შეთქმულებასა და მაღლაკელიძის დაჭრაში სდებენ ბრალს; მეორე საქმე კი მოსამართლე მერაბ ჯორბენაძეს აქვს - იქ დავით ბაჯელიძის დაჭრას, იარაღის უკანონო შენახვას და ვინმე სანიკიძის სხეულის მსუბუქ დაზიანებას ედავებიან. 8 თებერვალს სწორედ მეორე ბრალდების საქმის განხილვა დაიწყება. სავარაუდოდ, საქმეების გაერთიანება მოხდება. ეს პროკურორმა უნდა მოითხოვოს - კანონით, მარტო მას აქვს ამის მოთხოვნის უფლება.

- დავით ბაჯელიძემ წინასწარ გამოძიებაში ცოტნე გამსახურდია დაჭრაში ამხილა?

- ის ცოტნეს არ ამხელს. იმის მიუხედავად, რომ ცოტნეს რამდენიმე ბრალდება აქვს წარდგენილი, მერწმუნეთ, არც ერთი ბრალდების მტკიცებულება საქმეში არ არის. იმდენად უსუსური აღმოჩნდა გამოძიება ცოტნეს მიმართ და იმდენად არა აქვთ ხელთ ობიექტური სამხილი, იძულებულები არიან, ასეთი პოლიტიკური შოუები მოაწყონ. ეს იმიტირებული სასამართლო პროცესი იყო და ნამდვილ პროცესს 8 თებერვალს მოსამართლე გახსნის.

ჟურნალი ”გზა”

დარიალა ეს ნახე?

- სოფო, რატომ მიხვედი "სიმართლის დროში?"

- გარდა იმისა, რომ ცოტნესთვის სამაგიეროს გადახდა მინდოდა, იყო ფულადი დაინტერესებაც და ჩემი ერთგვარი პიარიც. ჩემი სურვილი სააგენტოს ხელმძღვანელს, ლიკა ყაზბეგს გავანდე და ერთად მივედით ამ გადაცემის პროდიუსერთან.

- როგორც ვიცი, გადაცემის ჩაწერისას გირეკავდნენ და გემუქრებოდნენ, ამიტომ გამოცვალე ტელეფონის ნომერი?

- მემუქრებოდნენ არა მარტო მე, არამედ ჩემს მეგობრებსაც, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ. ეჭვი გვაქვს, რომ დარბაზში იმყოფებოდნენ ამ ოჯახის ახლობლები, რომლებისგანაც გადიოდა ინფორმაცია ამ გადაცემის შესახებ. ტელეგადაცემის ჩაწერისას მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რატომ უკეთებ ამას ცოტნეს, ხომ იცი, რომ შიმშილობს და ისედაც ცუდად არის, წინასწარ გეთქვა ჩვენთვის, დაგარიგებდით მაინცო.

- ამას ვინ გეუბნებოდა?

- ცოტნეს ბიძაშვილი მანანას მხრიდან. მანანა კი მირეკავდა წივილ-კივილით. მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მის ზარებს არ ვპასუხობდი, შემდეგ კი ნომერი გამოვცვალე.სხვათა შორის, ახლა უფრო მემუქრებიან, ვიდრე გადაცემის ჩაწერისას. მეშინია, მაგრამ რა ვქნა?! ქუჩაში მარტო ვერ გავდივარ.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა განაცხადა: სოფო ჩიკვილაძე გამსახურდიების რძალი კი არა, ჩვეულებრივი ქალია ცოტნეს ცხოვრებაშიო.

- ბექაურმა ჩემი და ცოტნეს ცხოვრების დეტალები არ იცის და მიმაჩნია, რომ არ უნდა ჩაერიოს ჩვენს საქმეში. მთელმა საქართველომ გვნახა მე და ცოტნე ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების დღეს და არა მგონია, იმ დღეს მანანას და ცოტნეს გვერდით დაეყენებინათ ისეთი ქალი, როგორადაც შემრაცხეს.

- ეთერში გადაცემის გასვლის შემდეგ რა რეაქცია ჰქონდა ცოტნეს?

- გულის შეტევა დაემართაო, - მითხრეს, მაგრამ არ ვიცი, მართალია თუ არა.

- საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ვიღაცის შეკვეთით მიხვედით ამ გადაცემაში.

- იმასაც ამბობენ, ვანო მერაბიშვილის შეკვეთა იყო და სანაცვლოდ სოფოს სახლს და მანქანას ჩუქნიანო. ისე, მანქანაზე უარს არ ვიტყვი (იცინის). მოკლედ, ეს სასაცილოდ არ მყოფნის... იქ ისეთი კითხვებიც დამისვეს, რომლებზეც თავად არ მინდოდა პასუხის გაცემა, ანუ არასასიამოვნო იყო ჩემთვის.

- როგორც ვიცი, ცოტნე გამსახურდია ამბობს, ბავშვი, რომელსაც სოფო ელოდება, ჩემი არ არისო..

- ისიც თქვეს, პირველად ვნახეთ ეს გოგო და არც პირველი შვილი, თამარი არის გამსახურდიაო. მაგრამ ხომ შეიძლება დნმ-ის ტესტით გაირკვეს ყველაფერი?

- როგორ გგონია, ცოტნე გამსახურდია ამ ბავშვს გვარს მისცემს?

- ეგ არ ვიცი, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, ცოტნე თუ გაათავისუფლეს, მე ცოცხალი ვერ გადავრჩები.

- ასე რატომ გგონია?

- მემუქრებიან, მეუბნებიან, მანანა გამსახურდია პრეზიდენტის დედასთან, ქალბატონ გიული ალასანიასთან მივა და შენს ლიკვიდაციას მოსთხოვსო. იმასაც მეუბნებიან, ბავშვს სამშობიაროშივე წაგართმევენ და გირჩევნია საქართველო ახლავე დატოვოო.

http://s56.radikal.ru/i154/1002/79/9cb4a5dd174c.jpg

საწყალი. გოიმი, ქაჯი და უსინდისო. საწყალი მისი ბავშვი,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეტყობა გადაცემა არ გინახავს:eshmak: .............ნუუ თუ მანანა კაი ნაშა გგონია არ ვიცი მაშინ( დედამთილს გავს გოგო კლონივით)

საწყალი. გოიმი, ქაჯი და უსინდისო. საწყალი მისი ბავშვი,

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

კი გავს, მაგრად, გადაცემა არ მინახავს, ფოტოთი ვმსჯელობ

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi

02 თებერვალი 22 საათი, ნახე - შოკში ჩავარდები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi

02 თებერვალი 22 საათი, ნახე - შოკში ჩავარდები

რასმუსენია მანდ და ომზე ლაპარაკობს :eshmak:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

2 ტებებერვლის 22 საათზე დააყენე "იმედი" - ნახავ

SHARI

ცოტნე გამოუშვით ცოტნეეეეეეეე 071.gif

http://www.kolobok.us/smiles/other/my_name_is_grisha.gif ჩიჩას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...