Jump to content
Planeta.Ge

"ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას აღიარებს ედუარდი.. "


Recommended Posts

ედუარდ შევარდნაძე: "ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის შესახებ ჩემთვის გვიან გახდა ცნობილი" ბეჭდვა ელფოსტა

19:34 - 31.01.2010

eduard_shevardnadze2341.jpgსაქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია მას არავისთვის დაუვალებია. როგორც შევარდნაძე აცხადებს, ის იგორ გიორგაძეს არ ენდობა, თუმცა უშიშროების ყოფილი მინისტრის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზვიად გამსახურდიასადმი დევნას გია გულუასა და ავთანდილ იოსელიანის მეთაურობით შსს-სა და უშიშროების ორი ჯგუფი ახორციელებდა, თავადაც ადასტურებს. "იგორ გიორგაძის არ მჯერა. მას არ ვენდობოდი მაშინაც, როდესაც უშიშროების მინისტრი იყო. რაც შეეხება იმას, რომ ზვიად გამსახურდიას ძებნა მიმდინარეობდა, ეს ყველასთვის ცნობილი იყო. მისი ლიკვიდაციის შესახებ კი ჩემთვის გვიან გახდა ცნობილი", - განაცხადა შევარდნაძემ. შეგახსენებთ, რომ უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს კონსტანტინე გამსახურდიას განუცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს. ამასთან, გიორგაძის ინფორმაციით, პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციით ყველაზე მეტად ედუარდ შევარდნაძე იყო დაინტერესებული. პ.ს. თვით მკვლელობის შემკვეთი აღიარებს ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას.. :rolleyes: მალე მას სხვა რამის აღიარებაც მოუწევს თუ საზოგადოება ამის ღირსი იქნება...მანამდე თვითმკკვლელობას აღიარებდა.. :D

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 39
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

კონსტანტინე გამსახურდია: "გიორგაძემ აღნიშნა, რომ იმ დროს ყველაზე მეტად ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია ედუარდ შევარდნაძეს აწყობდა" ბეჭდვა ელფოსტა

12:40 - 31.01.2010

koko_gamsahurdia.jpgსაქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია მოსკოვში საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრს იგორ გიორგაძეს შეხვდა. როგორც საქართველოში დაბრუნებულმა პირველი პრეზიდენტის ვაჟმა "რუსთავი 2" - სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, გიორგაძემ მას ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემკვეთის ვინაობა, ფაქტობრივად, დაუსახელა. "იგორ გიორგაძემ ჩემთან საუბარში პირველი პრეზიდენტის თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხა. მან აღნიშნა, რომ იმ დროს ყველაზე მეტად ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია ედუარდ შევარდნაძეს აწყობდა, ვინაიდან ცოცხალი პრეზიდენტ გამსახურდიას ფაქტორი მას საერთაშორისო საზოგადოების თვალში ლეგიტიმაციაში უშლიდა ხელს,"- განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ. შესაბამისად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძის დაკითხვას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი კონსტანტინე გამსახურდია კომისიის მუშაობის ფარგლებში მოსკოვში რიგ ქართველ ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდა.პ.ს. მეხუთე კოლონის მეთაური ახლაც სერგო შევარდნაძეა!....სერგო შევარდნაძესთან კრწანისში დადიან კომისიის წევრების დიდი ნაწილი.. :D .ოსაძეც მისი კადრია და მოსკოვში მან გააგზავნა... მკვლელობის შემკვეთი, შემსრულებლების ნაწილიც ცოცხლებია არიან... შემკვეთი ყველამ იცის და ყველა დიპლომატობს ,მის დასახელებას ერიდებიან! :rolleyes:

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ედუარდ მახარაძის აღიარებანი...მალე მკვლელობასაც აღიარებ, თვითმკვლელობის ვერსიის თანაავტორო რუსებთან ერთად... ასე გააგრძელე ,ედუარდ-სერგო--ფილიპე და მალე სამაჩაბლოს, აფხაზეთის გაჩუქებასაც აღიარებ... :D დედა... მე მათი, ვისაც ენატრება მამათი! Edited by bimo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიადისტებმა იმაზე იდარდეთ რომ თქვენი ლიდერი ბოლოს სამი კაცის ამალა დატოვეთ....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

მისი ლიკვიდაციის შესახებ კი ჩემთვის გვიან გახდა ცნობილი

მდაას...ანუ იმდროინდელი ქვეყნის უმაღლესი პირი ადასტურებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს...საინტერესოა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მდაას...ანუ იმდროინდელი ქვეყნის უმაღლესი პირი ადასტურებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს...საინტერესოა!

newstudio

 

 

მაშინ გუგუშვილია დამნაშავე???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგით რა, ბპგ-ს ინფარქტი გვინდა ეხლა კიდევ.... პრემიერიც მოკლესო იტყვიან მერე...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუგუშვილი ჩემის აზრით კარგი ადამიანია,

 

პირადად ჩემთვის ზვიადი მოკლეს თუ თავი მოიკლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს,

მაგრამ სახელმწიფოსთვის სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია

მისი დაღუპვის მიზეზების გარკვევა,

 

თუმცა ეხლა ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ ცალკეული ჩვენი მოქალაქეების პრობლემაა

და არა ზოგადად საზოგადოების

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუგუშვილი ჩემის აზრით კარგი ადამიანია,

გეთანხმები, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ კარგი ადამიანობა არაა საკმარისი ტრკიდან ქეყნის ამოსაწევად... იმდენი მაინც უნდა სცოდნოდათ, რომ მათი ყველა მცდელობა უფრო ღრმად გვტენიდა შიგნით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეთანხმები, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ კარგი ადამიანობა არაა საკმარისი ტრკიდან ქეყნის ამოსაწევად... იმდენი მაინც უნდა სცოდნოდათ, რომ მათი ყველა მცდელობა უფრო ღრმად გვტენიდა შიგნით...

ზვიადს ნორმალური ადამიანები რომ ჰყოლოდა გვერდით,

სულაც ბაბუას ან გუგუშვილის ნაირები არანაირი გადატრიალება არ მოხდებოდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიადისტებმა იმაზე იდარდეთ რომ თქვენი ლიდერი ბოლოს სამი კაცის ამალა დატოვეთ....

ზოგმა კაენის ცოდვა მოინანიეთ და ახალ ცოდვას კერპთაყვანისმცემლობის ცილისწამებასაც მოერიდეთ...ნამეტანი მოგივათ და მუხლებზე ხოხვაც ვერ გადაარჩენს დამძიმებულ სულებს! :TAT::

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუგუშვილი ჩემის აზრით კარგი ადამიანია,

 

პირადად ჩემთვის ზვიადი მოკლეს თუ თავი მოიკლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს,

მაგრამ სახელმწიფოსთვის სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია

მისი დაღუპვის მიზეზების გარკვევა,

 

თუმცა ეხლა ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ ცალკეული ჩვენი მოქალაქეების პრობლემაა

და არა ზოგადად საზოგადოების

სადმე კუნძულზე თუ ხარ არა აქვს მნიშვნელობა მოკლეს თუ თავი მოიკლა...თუ საქართველოში ხარ აქვს მნიშვნელობა... იმიტომ მაინც,რომ კაცმა თვითმკვლელობის ცოდვა ჩაიდინა თუ არა.. ყველა უნდა ცდილობდეს,რომ ადამიანის სული გადავარჩინოთ, გულგრილობის პათოლოგიით დავადებულებს ეს არ ეხებათ! :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგარი პასაჟია, გირჩევთ წაიკითოთ, ზუსტად ამ ამბებს ეხება

 

http://presa.ge/index.php?text=news&i=12121

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...