Jump to content
Planeta.Ge

თამარის სამების მეოთხე წევრად გამოცხადება და ჩვილი ლაშა-გიორგის იესო ქრისტესთან გაიგივება ნ


Recommended Posts

shavlego91

გრიგოლ ხანძთEლი წმინდანია ეკლესიურთათვის-ჩემთვის არის სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, ისტორიული პირი. ისევე როგორც ილია ჭავჭავაძე, ან თAმარ მეფე.

ასე რომ მაგ მითითებას არნაირად არ მივიღებ:(

+1 :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 96
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მიკვირს რომ ირონია ვერ ამოიკითხეთ მანდ

 

გავმაზე :(

 

პარდონ, მადამ nuaka

 

თუ მადემუაზელ? :D :2kiss:

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოოკ. ვერ მივატოვებ ასე შუა გზაში. ბატონო ლიც, შეგიძლიათ თქვენი საწინააღმდეგო მოსაზრებები სრულიად გაბედულად დაუპირისპიროთ. მე შევეცდები რაც შეიძლება სწრაფად მივუახლოვდე შეკითხვას.

ეზოთერულმა ქრისტიანობამ პირველ 3 საუკუნის მანძილზე შექმნა უდედესი გნოსტიკური კულტურა, რომელიც IVს. დასაწყისში პირწმინდად განადგურდა სწორედ ქრისტიანობის, როგორც რელიგიის დამფუძნებელთა მიერ (ეგზოთერული ქრისტიანობა).ეგზოთერული (აღმსარებლობითი) ქრისტიანობა დაეფუძნა თეორიულ ბაზას (წმ.წერილები) და გარე რიტუალურ-სიმბოლურ მსახურებას. ქრისტიანობა, როგორც რელიგია მთლიანად განეყენა უშუალო რწმუნებულებითობას -ხელდასხმის ანუ ნათლობის (ზიარების) ნამდვილობას. ეგზოთერულ ქრისტიანობში მოხდა ამ სინამდვილის ჩანაცვლება სარიტუალო სიმბოლიკით.

როგორც ვთქვით, საქართველოში ეზოთერული ქრისტიანობა გავრცელდა უადრეს, ვიდრე მის ეგზოთერულ რელიგიურ დამკვიდრებამდე.

ეს იმას ნიშნავდა, რომ სულიერი წარმმართველობა მართებულ ორიენტაციას ემყარებოდა და Iს-დან მოყოლებული ეს აისახებოდა ქართველური ტომების ერად გაერთიანების ნიშნებზე -ენისა და კულტურის, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ქრისტიანული ხელდასხმას ღებულობდნენ ქართველი მეფეები. VI-XIს. კოლხეთში არსებობდა ეზოთერულმა ქრისტიანობის უძლიერესი სკოლა.

ქართულ სინამდვილეში ქრისტიანული რელიგია (ეკლესია) და ეზოთერული ქრისტიანობა ერთიანობაში იმყოფებოდა.

ეს ხაზი გრძელდებოდა პეტრე იბერის,13 ასურელი მამის,იოანე პეტრიწის, ანთიმოზ ივერიელის და ა.შ.მიერ.

მეფე დავითის (აღმაშენებლის) ხელდასხმულობაზე მეტყველებს სხვადასხვა ფაქტები, რასაც ახლა აქ ვერ შევეხებით.

 

მთავარი ხაზი, რომლითაც თემის შეკითხვას უნდა მივუახლოვდეთ ისაა, რომ მესიანურ გაგებაში მოიაზრებოდა არა ერის გამორჩეულობის პრიმატი,არამედ ის ჭეშმარიტება, რომ ქრისტიანული სულიერი იმპულსის მიმღებ სოციუმს გააჩნია მომავალი განვითარება თვითცნობიერების წილ.მსგავს მოზიარე ერებთან ერთად.ცნობილია ბაგრატიონი მეფეების მახვილზე წარწერა (მესიის მახვილი.ბაგრატოვანნი, დავითიანნი, სოლომონიანნი).

 

როდის იბინდება მესიანური ანუ ხსნის) გაგება და როდის იცვლება ის მესიანისტური იდეოლოგიით?

ეს მოხდა მაშინ, როცა საბედისწერო შეცდომა იქნა დაშვებული თამარის უკანონოდ გამეფების თვალსაზრისით. როცა მიტაცებული იქნა მის მიერ ხელდასხმა. როცა განიდევნა ქართული ქრისტიანული წიაღიდან სულიერი ეზოთერული ქრისტიანობა და როცა მოხდა ჰიპოსტსთან გატოლება.

იმ დროს საქართველოში მოხდა მრავალი უკანონობის დაკანონება და იდეოლოგიური დამუშავება.

ამან სამომავლოდ საბედისწერო შედეგები გამოიღო, რასაც ვხედავთ ისტორიულად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდის იბინდება მესიანური ანუ ხსნის) გაგება

ქართული მესიანისტური იდეა ჩამოაყალიბა ქართულმა საეკლესიო მწერლობამ. აზრი "იასნია": თუკი საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომი ქვეყანაა, ქართული ენა ქრისტეს ენაა, ბაგრატიონები კი ქრისტეს ნათესავები არიან, ცხადია, ქართველი ხალხი განსაკუთრებულია, განსაკუთრებული მისიის მატარებელია. ქართული ეკლესია ამ იდეით "ასაზრდოებდა" ქართველებს. პრინციპში ისტორიის რაღაც მონაკვეთში შეიძლება ამ იდეამ პოზიტიური როლიც ითამაშა. რამეთუ ერის თვითგამტკიცებას, თვითრწმენას, ძლიერებას შეუწყო ხელი. მაგრამ მთლიანობაში, ჩემი აზრით, ერს დათვური სამსახური გაუწია

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავკომპლექსდით ძალიან ქართველები.

აკუთარ სულში ვაფურთხებთ.

 

იქნებ გვაკმაროთ ამდენი ფურთხება და თემა დახუროთ?

 

ვისაც ისტორიაა არა აქვს იგონებს და აყალბებს. აქ რას შვრებით? ვიღაცამ შეიძლება ნაბახუსევზე დაწერა ლაშაზე რაღაც სისულელე, რვა საუკუნის მერე გინდათ სულში აფურთხოთ ქართველებს?

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ გვაკმაროთ ამდენი ფურთხება და თემა დახუროთ?

ბადრი_წიქორაძე

ფურთხებას ვერ ვხედავ, ხოლო აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ლიცი!

რა სარგებელი მოაქვს ასეთ აზრის გამოთქმას (თვითგვემას), როდესაც ჩვენი მეზობლები სომხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სოფიკო ჭიაურელი სოფიო ჩიაურიანია და სვეტიცხოველი მათი ტაძარი? (სხვა სისულეებს რომ ჩამოვყვე. დავბერდები და ვერ დავამტავრებ)

იქნებ ჩვენც აგვეღო მაგალითი პატრიოტიზმისა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გოლგოთას მისტერიის შემდგომ (რასაც ახლა აქ ვერ შევეხებით) არსებობდა ერთადერთი და უშუალო რწმუნებულებითი გზა იმის დასანახად და გასაგებად თუ რა მოხდა გოლგოთას მისტერიის სახით (დაახლ. რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ). ეს ერთადერთი და უშუალო რწმუნებულებითი გზა გახლდათ ე.წ. ხელდასხმა, რასაც აგრეთვე მოიხსენიებენ როგორც ნათლობას, და აგრეთვე როგორც ზიარებას.

ანუ : რითი ნათლდებოდა ადამიანის აღქმა და რას ეზიარებოდა ის? რის უშუალო რწმუნებულებაში შედიოდა და როგორ?

თავად ეს კითხვაც 2მიმართულებით უნდა განვმარტოთ:

1. უკვე საკმაოდ შემზადებული ადამიანების სამშვინველებს უშუალოდ ქრისტესა და მოწაფეებისაგან ეძლეოდათ ხელდასხმა (ეს სხვა თემაა)

2.ხოლო მსურველები იოანეს ნათლობის მეშვეობით შედიოდნენ ნათელხილვაში.ეს ნიშნავდა

(თითქოს თემას ოდნავ ვშორდებით, მაგრამ ამას პირდაპირი კავშირი აქვს ეზოთერული ქრისტიანობის განმარტებასთან):

მდინარე იორდანეში იოანე (თავად უდიდესი ხელდასხმული) ღრმად ძირავდა წყალში ნათლობის მსურველს და იქ აჩერებდა იმდენ ხანს,რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანის ეთერული (სასიცოცხლო და მეხსიერებისა და აზროვნების სხეული) სხეული გამოეყოს ფიზიკურ სხეულს, ისე, როგორც ეს ხდება ადამიანის გარდაცვალებისას. ამის შედეგად ადამიანი უკვე ეთრულ სხეულში აღიქვამდა თავის თავს და მთლ თავის განვლილ ცხოვრებას ჭვრეტდა როგორც ერთიან დიდ პანორამას (ასე ემართებათ მათაც,ვინც თითქმის შეეხება სიკვდილის კარიბჭეს და "უკან გამოაბრუნებენ", ვთქვათ კლინიკური სიკვდილის შემთხვევებშიც.) ადამიანი პირდაპირ რწმუნებულებაში შედიოდა სულიერი სამყაროს არსებობის მიმართ. ის პირადად რწმუნდებოდა სულიერი სამყაროს არსებობაში და ესაა სწორედ რწმენა(და არა ის ბრმა დაჯერება, რასაც დღეს ეკლესია რწმენას უწოდებს)

ხოლო ამის შემდგომ ზუსტად გათვლილ წამებში ის იოანეს უკანვე ამოჰყავდა, ანუ "აბრუნებდა ფიზიკურ სხეულში.

 

აქ შევჩერდები ახლა და შემდეგ განვაგრძობ. თუ შეკითხვები დაგებადებათ არ მოგერიდოთ.:D

ძალიან უცნაური აზრებია,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვეულებრივი ეთნონაციონალიზმი...

 

არაფერი გასაკვირი და პრობლემური, პროსტა 21 საუკუნეშიც თუ იგივე იდეებით იხელმძღვანელებ აი მაშინ არის პრობლემა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ციტატა(nuaka @ Jan 31 2010, 06:17 PM)

გოლგოთას მისტერიის შემდგომ (რასაც ახლა აქ ვერ შევეხებით) არსებობდა ერთადერთი და უშუალო რწმუნებულებითი გზა იმის დასანახად და გასაგებად თუ რა მოხდა გოლგოთას მისტერიის სახით (დაახლ. რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ). ეს ერთადერთი და უშუალო რწმუნებულებითი გზა გახლდათ ე.წ. ხელდასხმა, რასაც აგრეთვე მოიხსენიებენ როგორც ნათლობას, და აგრეთვე როგორც ზიარებას.

ანუ : რითი ნათლდებოდა ადამიანის აღქმა და რას ეზიარებოდა ის? რის უშუალო რწმუნებულებაში შედიოდა და როგორ?

თავად ეს კითხვაც 2მიმართულებით უნდა განვმარტოთ:

1. უკვე საკმაოდ შემზადებული ადამიანების სამშვინველებს უშუალოდ ქრისტესა და მოწაფეებისაგან ეძლეოდათ ხელდასხმა (ეს სხვა თემაა)

2.ხოლო მსურველები იოანეს ნათლობის მეშვეობით შედიოდნენ ნათელხილვაში.ეს ნიშნავდა

(თითქოს თემას ოდნავ ვშორდებით, მაგრამ ამას პირდაპირი კავშირი აქვს ეზოთერული ქრისტიანობის განმარტებასთან):

მდინარე იორდანეში იოანე (თავად უდიდესი ხელდასხმული) ღრმად ძირავდა წყალში ნათლობის მსურველს და იქ აჩერებდა იმდენ ხანს,რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანის ეთერული (სასიცოცხლო და მეხსიერებისა და აზროვნების სხეული) სხეული გამოეყოს ფიზიკურ სხეულს, ისე, როგორც ეს ხდება ადამიანის გარდაცვალებისას. ამის შედეგად ადამიანი უკვე ეთრულ სხეულში აღიქვამდა თავის თავს და მთლ თავის განვლილ ცხოვრებას ჭვრეტდა როგორც ერთიან დიდ პანორამას (ასე ემართებათ მათაც,ვინც თითქმის შეეხება სიკვდილის კარიბჭეს და "უკან გამოაბრუნებენ", ვთქვათ კლინიკური სიკვდილის შემთხვევებშიც.) ადამიანი პირდაპირ რწმუნებულებაში შედიოდა სულიერი სამყაროს არსებობის მიმართ. ის პირადად რწმუნდებოდა სულიერი სამყაროს არსებობაში და ესაა სწორედ რწმენა(და არა ის ბრმა დაჯერება, რასაც დღეს ეკლესია რწმენას უწოდებს)

ხოლო ამის შემდგომ ზუსტად გათვლილ წამებში ის იოანეს უკანვე ამოჰყავდა, ანუ "აბრუნებდა ფიზიკურ სხეულში.

 

აქ შევჩერდები ახლა და შემდეგ განვაგრძობ. თუ შეკითხვები დაგებადებათ არ მოგერიდოთ.

 

ძალიან უცნაური აზრებია,

Siknadmo

კონკრეტულად რა "გეხამუშება"?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

კონკრეტულად რა "გეხამუშება"?

ეკლესიისთვის უცნობია ეგეთი სწავლება და მაინტერესებს საიდან ასეთი ინფორმაციები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ლიცი!

რა სარგებელი მოაქვს ასეთ აზრის გამოთქმას (თვითგვემას), როდესაც ჩვენი მეზობლები სომხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სოფიკო ჭიაურელი სოფიო ჩიაურიანია და სვეტიცხოველი მათი ტაძარი? (სხვა სისულეებს რომ ჩამოვყვე. დავბერდები და ვერ დავამტავრებ)

იქნებ ჩვენც აგვეღო მაგალითი პატრიოტიზმისა?

ბატონო ბადრი!

ერთის მხრივ არ მოგწონთ სომეხი ნაციონალისტების საქციელი და მეორეს მხრივ მათგან მაგალითი უნდა ავიღოთ?

ეს არ არის ორმაგი სტანდარტები?

თუ არასწორად გავიგე თქვენი პოსტი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ბადრი!

ერთის მხრივ არ მოგწონთ სომეხი ნაციონალისტების საქციელი და მეორეს მხრივ მათგან მაგალითი უნდა ავიღოთ?

ეს არ არის ორმაგი სტანდარტები?

თუ არასწორად გავიგე თქვენი პოსტი?

 

 

თქვენგან სხვაგვარ შეკითხვას არც მოველოდი. დახედეთ თემის სათაურს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენგან სხვაგვარ შეკითხვას არც მოველოდი. დახედეთ თემის სათაურს.

მე კი ველოდი, რომ უფრო არსებითად მიპასუხებდით.

ვისაც სრული სიმართლის გასიგრძეგანება არ უნდა და განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეუძლია, ის თემის დახურვასაც მოითხოვს და საერთოდ ფორუმისაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...