nuaka Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 მესიანურ იდეას კაცობრიობა ეზიარა უძველეს კულტებში და ჩვენ მითოსში ვხვდებით მის გამოძხილს (ოსირისის,ჰორუსის და უფრო უძველესი "ატლანტიდური" მითოსი კვეტცალკოატლზე)უძველეს მისტერიებში ხელდასხმული ამას ასეთნაირად განჭვრეტდა:"ოდესღაც სულიერი ზოგადკაცობრიობა თანდათან გამოეყო პრა საწყისს, დაშორდა მას (დაეცა) და მატერიაში დიფერენცირდა.პრა სულიერი სწაყისისაგან მოწყვეტა-დაშორებამ განაპირობა კაცობრიობის დიფერენცირება მატერიაში,ანუ თავად ადამიანის დიფერენცირება დუალურ არსებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აწ სიკვდილ-სიცოცხლის გზით "მოგზაურობს" სულიერ და მატერიალურ სამყაროებს შორის და ასეთნაირად ვითარდება. მაგრამ იმის გამო, რომ ადამიანი უფრო და უფრო ღრმად ეშვება მატერიაში და ის მატერიაში ყოფნისას თანდათან უფრო და უფრო შორდება სულიერ პრა საწყისს,ვეღარ აღიქვამს თავს სულიერ არსებად და "ხელში უვარდება"მატერიის ძალებს,რაც იმას ნიშნავს, რომ ის დაშვება, რაც სულიერ პრა საწყისში იქნა განჭვრეტილი და გააზრებული, როგორც ადამიანის თვითონობად გადაქცევა, და ამ მიზნით მისი მოწყვეტა სულიერი პრაცნობიებისაგან, თავის მიზანს ვეღარ მიაღწევს,თუკი ისევ ამ პრაცნობიერების მიერ არ "გატარდება ღონისძიება" -ამჟამად უკვე მატერიაში. რაც ადამიანს მისცემს ისეთ რამეს,რომლის მეშვეობითაც ადამიანს შესაძლებლობა ექნება გაუმკლავდეს მატერიაში დაძირვის ძალებს და დიფერენცირებას არ გადააქცევს დესტრუქტურიზაციად.ანუ თავისი არსების მოპოვების ნაცვლად არ გაანადგურებს მას.ეს "ღონისძიება" კი უნდა იყოს ისეთი აქტი,რომელიც გაცხადდება, როგორც უნივერსალური ცნობიერების განსხეულება მატერიაში.ის თავად უნდა შემოვიდეს მატერიაში და კაცობრიობის გენეტიკაში განბეჭოს ადამიანის თვითგადარჩენის იმპულსი.ეს იმპულსია -თვითცნობიერება, როგორც ადამიანის მეობა. მისი ჭეშმარიტი არსი და არსება." ეს მისტერიალური წვდომა იმაგინაციურად აისახა ზემოთხსენებულ მითოსში, როგორც უბიწო ქალწულისაგან ქვეყნიერების მხსნელის დაბადება, რომელიც აწამეს, დაფლეს და 3 დღის შემდეგ აღსდგა.-ეს სხვა თემაა ახლა და ამას არ გავყვებით, არამედ ვნახოთ, უფრო მოგვიანებით როგორ გაიაზრა ეს ჭეშმარიტება პირველმა მონოთეისტურმა რელიგიამ -იუდაიზმმა, რომელმაც პირველად დააფიქსირა მისტერიული ჭეშამრიტების ისტორიული გაგება.ეს გადმოცემულია იობის წიგნში.გავიხსენოთ მოკლედ.ეს საჭიროარადგანაც აქვე შევნიშნავთ იუდაიზმისა და ებრაელი ერის მესიანობაზეც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 ის რაც იობის მიერ იქნა აღქმული და გამოხატული,სრულად გადმოსცემს მესიანობის პირველ ისტორიულ გაგებას. და საერთოდაც იუდაიზმში დაფიქსირდა სოციუმის ისტორიული აღქმა.იობის ისტორიის მოყოლა აქ ზედმეტია. მხოლოდ ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე,რა დასკვნამდეც მივიდა იობი, ყოველგვარი მისტერიალური თანამონაწილეობის გარეშე. მრავალი უბედურების შემდგომ (უახლოესი ადამიანების დაღუპვა, შვილების საკუთარი ხელით დამარხვა და ა.შ.) ყოვლად პატიოსან,წესიერ და ღვთისმოშიშ იობს ცოლი შენიშნავს, რომ მას არ დაეხმარა მისი ღმერთი გაჭირვებაში, არ შეიწყნარა იობი, მიუხედავად მისი მოშიშობის და სიმართლისა, და ამიტომ დროა ზურგი აქციოს იმ ღმერთს, რომელიც ვერ იხსნის ადამიანს. ამ გარემოებას ჩაღრმავებული და წვდომილი იობი ასე პასუხობს:"ყოველივე ის უბედურება, რასაც განიცდიან ადამიანები თავის ყოფაში, გამოწვეულია მათი(კაცობრიობის) ცოდვაში დაცემით.ღვთაებრივი საწყისისაგან მოწყვეტით და მისგან დაშორებით. ანუ დაშორებით სულის პრინციპისაგან (ვთქვათ -სულით გაღატაკებით.აქ ახალი აღთქმა გაგვახსენდება). მაგრამ, ამბობს იობი, ადამიანის ნება არ აღემატება უფლის ნებას,და შეუძლებელია, რომ ეს "დაშვებულობა" უფლის ნების მიღმიერი იყოს. ვინაიდან ერთი ნება არს (არსი არის -ნება.და აქ ისევ ახალი აღთქმა გაგვახსენდება-"იყოს ნება შენი დედამწაზე, როგორც ის არის ზეცაში").ამიტომ, მას, ვისგანაც მოხდა ეს "დაშვება", თავადვე აქვს მისია, რომ გარკვეულ დროში მოახდინოს დაცემულობის აღდგენა, ანუ გაწმენდა იმ არამართებულობებისაგან, რაც "დაცემის" მიზანს არ შეესატყვისება, და მოახდინოს მათგან დახსნა.გზის ჩვენება კაცობრიობისათვის.კაცობრიობის იმ ნაწილისათვის, რომელიც მუდამ მისდევდა და კვლავაც გაჰყვება შემქმნელის მითითებულ გეზს.კაცობრიობის ამ რჩეული ნაწილისათვის ის თავად უშუალოდ გამოვლინდება ამ დახსნისათვის, ისევე, როგორც ის გამოვლენილი იყო მათთვის -დაცემამდე."ეს ვითარება მისტერიალურად განჭვრიტა მოსემ.ეს მდგომარეობა რელიგიურად გამოიხატა იუდაიზმში. და გამოითქვა იობის წინაშე გაცხადებულიდან.ეს ჭეშმარიტება შემდგომ ებრაელმა ერმა გაიზიარა და აიტაცა როგორც ეროვნული პრიმატი და მესიანისტური იდეოლოგია. ცხადია, დამუშავებული სახით. ერის ცნობიერების წარმმართველი იდეოლოგების მიერ.რადგანაც - იუდაიზმი მიეკუთვნება ეგვიპტურ-ქალდეურ კულტურას.ძველ კულტურას (ძველი აღთქმა) და არა ახალს -ბერძნულ-რომაულს,რომელ კულტურაშიც განხორციელდა გოლგოთას მისტერია.კაცობრიობის განვლილ გზაზე,მისტერიებსა და მითებში მუდამ არსებულმა მესიანურმა ხატსახოვანმა აზრმა ისტორიული გაგება შეიძინა იუდაიზმში და უშუალო წინამოსწავება განიცადა იმ აქტის რაც მართლაც განხორციელდა, მაგრამ არა როგორც რომელიღაც ეთნოსის ეროვნული პრიმატი, არამედ ზოგადკაცობრიული (სინამდვილეში -ღმერთ-კაცობრიული) აქტი. ახლა უკვე შეგვიძლია იმაზეც ვისაუბროთ როგორ განივრცო ეს სინამდვილე ქართული ეთნოსის და ერის მიმართ და რა ზეგავლენის სფეროებში შევიდა საქართველო ამ მხრივ, მოყოლებული Iსაუკუნიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 ახლა უკვე შეგვიძლია იმაზეც ვისაუბროთ როგორ განივრცო ეს სინამდვილე ქართული ეთნოსის და ერის მიმართ და რა ზეგავლენის სფეროებში შევიდა საქართველო ამ მხრივ, მოყოლებული Iსაუკუნიდან.nuaka საინტერესოა :yes2: :2kiss: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 უზერებო, დროა დავეშვათ მიწაზე. ჩვეულებრი ერი ვართ, რომელსაც შეუძლია ერთდროულად იყოს მაღალიც და მდაბალიც, გონიერიც და უგუნურიც. :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 კიდევ რითი ვართ ქართველები ცუდი? მასობრივი ხარაკირის იდეა ვთავაზობ ყველას, ვინც იცის რა არის ეროვნული იდეოლოგია და ქართული სული (სავალდებულო არაა მეცნიერული განმარტების ცოდნა). მსურველები გამომეხმაურეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 კიდევ რითი ვართ ქართველები ცუდი?ბადრი_წიქორაძე და სად ითქვა რომ ცუდები ვართ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 (edited) "ყოველივე ის უბედურება, რასაც განიცდიან ადამიანები თავის ყოფაში, გამოწვეულია მათი(კაცობრიობის) ცოდვაში დაცემით.ღვთაებრივი საწყისისაგან მოწყვეტით და მისგან დაშორებით. ანუ დაშორებით სულის პრინციპისაგან (ვთქვათ -სულით გაღატაკებით.აქ ახალი აღთქმა გაგვახსენდება). მაგრამ, ამბობს იობი, ადამიანის ნება არ აღემატება უფლის ნებას,და შეუძლებელია, რომ ეს "დაშვებულობა" უფლის ნების მიღმიერი იყოს. ვინაიდან ერთი ნება არს (არსი არის -ნება.და აქ ისევ ახალი აღთქმა გაგვახსენდება-"იყოს ნება შენი დედამწაზე, როგორც ის არის ზეცაში").ამიტომ, მას, ვისგანაც მოხდა ეს "დაშვება", თავადვე აქვს მისია, რომ გარკვეულ დროში მოახდინოს დაცემულობის აღდგენა, ანუ გაწმენდა იმ არამართებულობებისაგან, რაც "დაცემის" მიზანს არ შეესატყვისება, და მოახდინოს მათგან დახსნა.გზის ჩვენება კაცობრიობისათვის.კაცობრიობი��� იმ ნაწილისათვის, რომელიც მუდამ მისდევდა და კვლავაც გაჰყვება შემქმნელის მითითებულ გეზს.კაცობრიობის ამ რჩეული ნაწილისათვის ის თავად უშუალოდ გამოვლინდება ამ დახსნისათვის, ისევე, როგორც ის გამოვლენილი იყო მათთვის -დაცემამდე."გენიალნო Edited January 31, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 ბადრი_წიქორაძე და სად ითქვა რომ ცუდები ვართ? ნამდვილად არ მინდა თქვენთან კამათი ბატონო ლიცი. ერთმანეთს ვიცნობთ და არ მიმაჩნია, რომ ეს თემა უბრალოდ ღირს საკამათოდ. ბოლოს და ბოლოს ყველას თავისი აზრი აქვს და აუცილებელი არაა ერთმანეთთან დათანხმება.მე მგონი ცუდად და უპატივცემულოდ არ გამომითქვამს ეს პოსტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 babuagiorgi რა ლინკი? რა უნდა დავამტკიცო? რომ გამორჩეული, ან განსაკუთრებული ერი არ ვართ. : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 ცუდად და უპატივცემულოდ არ გამომითქვამს ეს პოსტი.ბადრი_წიქორაძე ვიცი, ჩემო ბატონო ბადრი :maladec: რომ გამორჩეული, ან განსაკუთრებული ერი არ ვართ.babuagiorgi ოო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 ლ ი ც ი ზდრასტი ლიც და ყველამ რა საქმეც ვიცით,ის უნდა ვაკეთოთ,მაგრამ არაფერი რომ არ ვიცით და დიდი წარმოდგენა რომ გვაქვს საკუთარ თავებზე,იმიტომაც გვენძვრის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 ციტატა(nuaka @ 31st January 2010 - 01:13 PM) ახლა უკვე შეგვიძლია იმაზეც ვისაუბროთ როგორ განივრცო ეს სინამდვილე ქართული ეთნოსის და ერის მიმართ და რა ზეგავლენის სფეროებში შევიდა საქართველო ამ მხრივ, მოყოლებული Iსაუკუნიდან. nuaka საინტერესოაიმ იდეამ რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით, ანუ უფრო სწორედ თავად იდეის პირველწყარომ -ქრისტიანული ხელდასხმის სახით საქართველოში შემოაღწია (გარკვეული რწმუნებულების თანახმად. და ეს არ გახლავთ ვისიმე ფანტაზიის ნაყოფი.ამის დადასტურებას ჩვენ ვნახავთ რეალობაში) ანდრია პირველწოდებულის მეშვეობით.პირველ საუკუნეში.ხოლო მეოთხე საუკუნეში საქართველოში გაფორმდა ინსტიტუციონალური ოფიციალური რელიგია -ქრისტიანობის სახით, რომელიც, როგორც ცნობილია კაბადოკიელმა "მოციქულთა სწორმა"-წმ. ნინომ შემოიტანა.ამდენად - საქართველოში უკვე IVს.-ში არსებობდა ეზოთერული ქრისტიანობის, ხელდასხმითი ქრისტიანობის სამსაუკუნოვანი ტრადიცია, როცა ის ეგზოთერული (გარე-სახალხო, მასობრივი, ინსტიტუციონალურ-აღმსარებლობითი) რელიგიის სახით გაფორმდა და ბიზანტიის მაგალითის მსგავსად სახელმწიფო პოლიტიკის მართვის ერთერთ ბერკეტად წარმოსდგა.იმისათვის, რომ მოკლედ, მაგრამ მკაფოდ განვავსხვავოთ ეს 2 მოვლენა და თანდათან მივუახლოვდეთ თემის ძირითად შეკითხვას, კიდევ 2 პოსტი დაგვჭირდება(ჩემდათავად)1.რა არის ეზოთერული ქრისტიანობა და რა წარმმართველობას ახორციელებს ის ადამიანისა და ერის სოციუმის მიმართ2.რა არის ეგზოტერული ქრისტიანობა და რა დამკიდებულებაში იმყოფება ის ეზოთერულ ქრისტიანობასთან.ამ მხრივ სანამ საქართველოს რეალობაზე ვიტყოდეთ, მანამდე ზოგადად არსებული ვითარება უნდა გავითვალისწინოთ, რასაც ადგილი ჰქონდა ახლო აღმოსავლეთში პირველი3 საუკუნის განმავლობაში ამ თვალსაზრისით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 (edited) იმისათვის, რომ მოკლედ, მაგრამ მკაფოდ განვავსხვავოთ ეს 2 მოვლენა და თანდათან მივუახლოვდეთ თემის ძირითად შეკითხვას, კიდევ 2 პოსტი დაგვჭირდება(ჩემდათავად)nuaka სულმოუთქმელად ველოდები :yes2: :2kiss: lasha1997 გამარჯობა დიტო :maladec: Edited January 31, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 გოლგოთას მისტერიის შემდგომ (რასაც ახლა აქ ვერ შევეხებით) არსებობდა ერთადერთი და უშუალო რწმუნებულებითი გზა იმის დასანახად და გასაგებად თუ რა მოხდა გოლგოთას მისტერიის სახით (დაახლ. რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ). ეს ერთადერთი და უშუალო რწმუნებულებითი გზა გახლდათ ე.წ. ხელდასხმა, რასაც აგრეთვე მოიხსენიებენ როგორც ნათლობას, და აგრეთვე როგორც ზიარებას.ანუ : რითი ნათლდებოდა ადამიანის აღქმა და რას ეზიარებოდა ის? რის უშუალო რწმუნებულებაში შედიოდა და როგორ?თავად ეს კითხვაც 2მიმართულებით უნდა განვმარტოთ:1. უკვე საკმაოდ შემზადებული ადამიანების სამშვინველებს უშუალოდ ქრისტესა და მოწაფეებისაგან ეძლეოდათ ხელდასხმა (ეს სხვა თემაა)2.ხოლო მსურველები იოანეს ნათლობის მეშვეობით შედიოდნენ ნათელხილვაში.ეს ნიშნავდა(თითქოს თემას ოდნავ ვშორდებით, მაგრამ ამას პირდაპირი კავშირი აქვს ეზოთერული ქრისტიანობის განმარტებასთან):მდინარე იორდანეში იოანე (თავად უდიდესი ხელდასხმული) ღრმად ძირავდა წყალში ნათლობის მსურველს და იქ აჩერებდა იმდენ ხანს,რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანის ეთერული (სასიცოცხლო და მეხსიერებისა და აზროვნების სხეული) სხეული გამოეყოს ფიზიკურ სხეულს, ისე, როგორც ეს ხდება ადამიანის გარდაცვალებისას. ამის შედეგად ადამიანი უკვე ეთრულ სხეულში აღიქვამდა თავის თავს და მთლ თავის განვლილ ცხოვრებას ჭვრეტდა როგორც ერთიან დიდ პანორამას (ასე ემართებათ მათაც,ვინც თითქმის შეეხება სიკვდილის კარიბჭეს და "უკან გამოაბრუნებენ", ვთქვათ კლინიკური სიკვდილის შემთხვევებშიც.) ადამიანი პირდაპირ რწმუნებულებაში შედიოდა სულიერი სამყაროს არსებობის მიმართ. ის პირადად რწმუნდებოდა სულიერი სამყაროს არსებობაში და ესაა სწორედ რწმენა(და არა ის ბრმა დაჯერება, რასაც დღეს ეკლესია რწმენას უწოდებს)ხოლო ამის შემდგომ ზუსტად გათვლილ წამებში ის იოანეს უკანვე ამოჰყავდა, ანუ "აბრუნებდა ფიზიკურ სხეულში. აქ შევჩერდები ახლა და შემდეგ განვაგრძობ. თუ შეკითხვები დაგებადებათ არ მოგერიდოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 ქართველი ხალხი ბრძენია!(ქართული ხალხ.სიბრძნე)ხალხი წარსულშია ბრძენი, ჩემო nuaka გოლგოთას მისტერიის შემდგომ (რასაც ახლა აქ ვერ შევეხებით) არსებობდა ერთადერთი და უშუალო რწმუნებულებითი გზა იმის დასანახად და გასაგებად თუ რა მოხდა გოლგოთას მისტერიის სახით (დაახლ. რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ). ეს ერთადერთი და უშუალო რწმუნებულებითი გზა გახლდათ ე.წ. ხელდასხმა, რასაც აგრეთვე მოიხსენიებენ როგორც ნათლობას, და აგრეთვე როგორც ზიარებას.ანუ : რითი ნათლდებოდა ადამიანის აღქმა და რას ეზიარებოდა ის? რის უშუალო რწმუნებულებაში შედიოდა და როგორ?თავად ეს კითხვაც 2მიმართულებით უნდა განვმარტოთ:1. უკვე საკმაოდ შემზადებული ადამიანების სამშვინველებს უშუალოდ ქრისტესა და მოწაფეებისაგან ეძლეოდათ ხელდასხმა (ეს სხვა თემაა)2.ხოლო მსურველები იოანეს ნათლობის მეშვეობით შედიოდნენ ნათელხილვაში.ეს ნიშნავდა(თითქოს თემას ოდნავ ვშორდებით, მაგრამ ამას პირდაპირი კავშირი აქვს ეზოთერული ქრისტიანობის განმარტებასთან):მდინარე იორდანეში იოანე (თავად უდიდესი ხელდასხმული) ღრმად ძირავდა წყალში ნათლობის მსურველს და იქ აჩერებდა იმდენ ხანს,რამდენიც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანის ეთერული (სასიცოცხლო და მეხსიერებისა და აზროვნების სხეული) სხეული გამოეყოს ფიზიკურ სხეულს, ისე, როგორც ეს ხდება ადამიანის გარდაცვალებისას. ამის შედეგად ადამიანი უკვე ეთრულ სხეულში აღიქვამდა თავის თავს და მთლ თავის განვლილ ცხოვრებას ჭვრეტდა როგორც ერთიან დიდ პანორამას (ასე ემართებათ მათაც,ვინც თითქმის შეეხება სიკვდილის კარიბჭეს და "უკან გამოაბრუნებენ", ვთქვათ კლინიკური სიკვდილის შემთხვევებშიც.) ადამიანი პირდაპირ რწმუნებულებაში შედიოდა სულიერი სამყაროს არსებობის მიმართ. ის პირადად რწმუნდებოდა სულიერი სამყაროს არსებობაში და ესაა სწორედ რწმენა(და არა ის ბრმა დაჯერება, რასაც დღეს ეკლესია რწმენას უწოდებს)ხოლო ამის შემდგომ ზუსტად გათვლილ წამებში ის იოანეს უკანვე ამოჰყავდა, ანუ "აბრუნებდა ფიზიკურ სხეულში. აქ შევჩერდები ახლა და შემდეგ განვაგრძობ. თუ შეკითხვები დაგებადებათ არ მოგერიდოთგავმეორდები: მიყვარს ნიჭიერი ხალხი :2kiss: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.