kisa Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 ლ ი ც ი იცი რა, რამაზ?ჩვენ არასწორი ფასეულობები გავქ არჩეული "ეროვნული ამაყობისთვის" ( ეს აუცილებელია პატრიოტიზმის გასაღვივებლად)დღეს ვუყურებდი "დისკავერის", ავიამზიდ "რონალდ რეიგანზე" იყო გადაცემა.ლაშქრობიდან ამერიკაში რომ ბრუნდებოდნენ ჰავაიზე შეიარა ამ ფლოტილიამ და პირლ-ჰარბორის გმირებს პატივი მიაგეს.ჩვენ კი არ უნდა ვამაყობდეთ რაღაც განყენებული " რჩეულობის" იდეებით, არამედ კონკრეტული ადამიანები და მათი ღვაწლი უნდა ვაღიაროთ და მივაგოთ პატივი - რავიცი მე ესე ვფიქრობ. ძალიან ბევრ კონკრეტულ ჩვენ თანამემამულეს აქ გმირობა ჩადენილი - ვიცით მათი სახელები?ვასწავლით ჩვენ მომავალ თაობებს?არა - "ერის რჩეულობაზე" ვაკეტებთ აქცენტს, ეს არის დაღუპვის გზა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 (edited) არა - "ერის რჩეულობაზე" ვაკეტებთ აქცენტს, ეს არის დაღუპვის გზარა თქმა უნდა , ჩემო ნანა, მართალი ხარ. ჯერ კიდევ ცნობილი ჰიმნით-"ქებაი და დიდებაი ქართული ენისაი"-დაიწყო ქართველი კაცის ცნობიერების დაბინძურება. რამეთუ ქართული ენა გამოცხადდა ქრისტეს ენად Edited January 30, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 ლ ი ც ი "ქებაი და დიდებაი ქართული ენისაი"-დაიწყო ქართველი კაცის ცნობიერების დაბინძურება. რამეთუ ქართული ენა გამოცხადდა ქრისტეს ენადხო, აი ეს არ ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 რა თქმა უნდა , ჩემო ნანა, მართალი ხარ. ჯერ კიდევ ცნობილი ჰიმნით-"ქებაი და დიდებაი ქართული ენისაი"-დაიწყო ქართველი კაცის ცნობიერების დაბინძურება. რამეთუ ქართული ენა გამოცხადდა ქრისტეს ენადაი, აქ ცდები ძაან სერიოზულად,ქართული ეთნოსის გონების დაბინვა ზვიადამ დაიწყო და მაგდაგვარმა ელემენტებმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 ხო, აი ეს არ ვიციkisa ამ ჰიმნში ნათქვამია, რომ მეორედ მოსვლის ჟამს უფალი ქართულად დაელაპარაკება კაცობრიობას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 ვისაც "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" დაკვირებით წაუკითხავს, იგი უთუოდ მიაქცევდა ყურადღებას მემატიანის თუნდაც ორ ფრაზას.პირველი: "აქა კულა სამებისა თანა იხილვების ოთხებად თამარ, მისწორებული და აღმატებული"("ქართლის ცხოვრება", ტ. 2, 1959 წ., გვ. 25). როგორც ხედავთ , თამარი გამოცხადებულია ქრისტიანული სამების-მამა-ღმერთი, ძე-ღმერთი, სული წმინდა-მეოთხე წევრად.მეორე: "მიუდგა თამარი განწმენდილთა გონებითა და ტაძრისა ღმერთისა აღმსჭუალულისა სანთკითა სხეულისათა მხურვალითა გულითა და განათლებულითა სულითა ტაბახმელისა ხმელისა ბეთლემ-მყოფელმან მუნ შვა ძე, სწორი ძისა ღმრთისა..." ( იქვე, გვ. 56). აქ კი თამარი გათანაბრებულია ღმრთისმშობელთან, ლაშა გიორგი კი -იესო ქრისტესთან. ამონარიდი აკაკი ბაქრაძის ლიტერატულურ-პუბლიცისტული კრებულიდან "რწმენა" თამარის სამების მეოთხე წევრად გამოცხადება და ჩვილი ლაშა-გიორგის იესო ქრისტესთან გაიგივება ნაწილია ქართული მესიანისტური იდეისა. იდეისა, რომელმაც , ჩემი აზრით, ჩვენი ცნობიერება დაანგრია. რამეთუ სერიოზულად დავიჯერეთ, რომ მაგარი ერი ვართ, რომ რაღაც განსაკუთრებული მისია დაგვაკისრა უფალმა. იმით "ვამარიაჟებდით" , რაშიც "სამარიაჟო" ნამდვილად არაფერი იყო. ის მიგვაჩნდა ღირსებად, რაც სათაკილო და მიუღებელი უნდა ყოფილიყო ჩვენთვის. ჰოდა ისე გავიფხორეთ, რომ საკუთარი ნაკლის დანახვის უნარი დავკარგეთ. და აი, ჩვენი დღევანდელი დღე საბუთი იმისა, რომ თურმე არ ვყოფილვართ გამორჩეული ერი. ახლა მაინც გავიგოთ, რომ დედამიწაზე არ არსებობენ ჭკვიანი ან ბრიყვი ერები.ერის დღევანდელი გაგება საერთოდ სხვგანაირი და მაშIნ ერი როგორც ესეთი, არ არსებობდა.. მეორეც ბაგრატიონებმა, როგორც უამრავმა სხვა დინასტიამ ოფიციალურად გამოაცხადა რომ ისინი იყვნენ ქრისტეს ნათესავები და ამიტომაც მართავდნენ ქვეყანას. ნუ აზროვნებთ ისტორიაზე თანამედროვე გადმოსახედიდან, ამიტომაც ისტორიას ვერ გაუგებთ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 მეორეც ბაგრატიონებმა, როგორც უამრავმა სხვა დინასტიამ ოფიციალურად გამოაცხადა რომ ისინი იყვნენ ქრისტეს ნათესავები და ამიტომაც მართავდნენ ქვეყანას.დავითის შთამომავლები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 ნუ აზროვნებთ ისტორიაზე თანამედროვე გადმოსახედიდან, ამიტომაც ისტორიას ვერ გაუგებთ..Nukriko საბოლოო ჯამში , ისტორია ძილისწინ მოსმენილი უწყინარი ამბებია : მოკლე და ვრცელი, გულწრფელი და მატყუარა, არა Nukriko ?არ არის მასე. სანიკიძის რესტავრირებული ისტორიის, ცრუპატრიოტული ლექსებით და სიმღერებით "გალეწილმა მთვრალებმა" დავუშვით ამდენი შეცდომა სხვათაშორის სანიკიძე ქართული მესიანიზმით იყო მწარედ მოწამლული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 სანიკიძის რესტავრირებული ისტორიის, ცრუპატრიოტული ლექსებით და სიმღერებით "გალეწილმა მთვრალებმა" დავუშვით ამდენი შეცდომასანიკიძის წიგნებს სერიოზულად არც კი აღვიქვამ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 სანიკიძის წიგნებს სერიოზულად არც კი აღვიქვამ.paolo კი ბატონო, რომც არ გეთქვათ, ეს ისედაც კარგად იკითხება თქვენი პოსტებიდან . მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ , რომლებიც ფიქრობენ, რომ "უქარქაშო ხმლები" ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შექმნილი ნაწარმოებია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 თამარის სამების მეოთხე წევრად გამოცხადება და ჩვილი ლაშა-გიორგის იესო ქრისტესთან გაიგივება ნაწილია ქართული მესიანისტური იდეისა. იდეისა, რომელმაც , ჩემი აზრით, ჩვენი ცნობიერება დაანგრია. რამეთუ სერიოზულად დავიჯერეთ, რომ მაგარი ერი ვართ, რომ რაღაც განსაკუთრებული მისია დაგვაკისრა უფალმა. იმით "ვამარიაჟებდით" , რაშიც "სამარიაჟო" ნამდვილად არაფერი იყო. ის მიგვაჩნდა ღირსებად, რაც სათაკილო და მიუღებელი უნდა ყოფილიყო ჩვენთვის. ჰოდა ისე გავიფხორეთ, რომ საკუთარი ნაკლის დანახვის უნარი დავკარგეთ. და აი, ჩვენი დღევანდელი დღე საბუთი იმისა, რომ თურმე არ ვყოფილვართ გამორჩეული ერი. ახლა მაინც გავიგოთ, რომ დედამიწაზე არ არსებობენ ჭკვიანი ან ბრიყვი ერები.გავმეორდები და ვიტყვი: ერთი სიტყვით, ჩვენ იმ ბრმას ვგავართ, რომელსაც ადრე ლამაზი ეგონა თავისი თავი, მერე კი უეცრად თვალი აეხილა და ახლა, სარკეში უყურებს და გაოცებით ათვალიერებს თავის მახინჯ ნაკვთებს. მამენტ შეიძლება თამრმა დააშავა, მამენტ კი შეიძლება შენ აშავებ რომ არ გჯერა გამორჩეული ერის. დამამტკიცებელი მასლა გაქვს? ლინკი მაინც დადე. :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 დამამტკიცებელი მასლა გაქვს? ლინკი მაინც დადე.babuagiorgi რა ლინკი? რა უნდა დავამტკიცო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 ქვეყნები ყოველთვის იდეაზე შენდება და ასევე, იდეაზე ინგრევა,...... ამიტომ არ აქვს აზრი ა რ ა ფ ე რ ს ს სნუეხაპირველი წინადადებიდან, რამენაირად გამოიყვანება მეორე?არანაირად.ლოგიკის საგანი "შეგეტენათ" იმ სემესტრის ბოლოსთვის. :2kiss: ახლა კი მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 ლ ი ც ი რთული თემაა.რამდენიმე საკითხს მოიცავს,რომელთა ზუსტი ცოდნის გარეშე პასუხგაუცემელი დარჩება მთავარი კითხვაქართულმა მესიანისტურმა იდეამ გაგვიწია თუ არა დათვური სამსახური?უზერებს ვთხოვ მოიტევონ ამ საკითხების მეტ-ნაკლებად გამოწლვილვითი გაშუქება,რაც აგვაცილებს პასუხისმგებლობას ზერელე მსჯელობების და ნაჩქარევი დასკვნებისგან.თემის მთავარ კითხვას რომ გავცეთ პასუხი, უნდა ვიცოდეთ:1.რა არის მესიანური იდეა. საიდან იღებს ის სათავეს და როგორ აისახება უძველეს კულტებსა და მითებში,როგორ გადმოდის მხსნელის და გმირის იდეა სოციუმის ცხოვრებაში -ლეგენდებსა და ზღაპრებში და ბოლოს როგორ ილექება ის სოციუმის ცნობიერებაში როგორც იდეოლოგია. მოკლედ რომ ვთქვათ -რა ისტორიას გადის მესიანური იდეა და სინამდვილე ღრმად მისტერიალური ჭეშმარიტებიდან მის ვულგარიზაციამდე -ერების ცნობიერებათა წარმმართველების(იდეოლოგების) მეშვეობით.2.კონკრეტულად როგორ აისახა ეს პროცესი საქართველოში და რა გამოიწვია ამ პროცესმა, როგორც დღევანდელი შედეგები -ეროვნული ცნობიერების დაშლისა და შესაბამისად მისი საცხოვრისის დესტრუქტურიზაციის სახით. შევეცდები მოკლედ ვუპასუხო (ეს არ არის ადვილი)პირველ საკითხს და გზადაგზა თუ შეკითხვებიც დაიბადება კიდე უფრო ნათელი გახდება ის, თუ რაში და და როგორ მონაწილეობდა საქართველო, როგორც კაცობრიობის ნაწილი და რა დაკარგა მან, რის გამოც საცხოვრისსაც ჰკარგავს თანდათან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 უზერებს ვთხოვ მოიტევონ ამ საკითხების მეტ-ნაკლებად გამოწლვილვითი გაშუქებაnuaka პირიქით, ჩემო კარგო :2kiss: შევეცდები მოკლედ ვუპასუხო (ეს არ არის ადვილი)პირველ საკითხს და გზადაგზა თუ შეკითხვებიც დაიბადება კიდე უფრო ნათელი გახდება ის, თუ რაში და და როგორ მონაწილეობდა საქართველო, როგორც კაცობრიობის ნაწილი და რა დაკარგა მან, რის გამოც საცხოვრისსაც ჰკარგავს თანდათან.შეკითხვები აუცილებლად დაიბადება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.