Jump to content
Planeta.Ge

რეზო ამაშუკელი- "შუაზე რომ იხევიან, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით”


Recommended Posts

ელიზბარ ჯაველიძე - მე ეს ფული ავიღე იმიტომ, რომ ამ ფულით უნდა დავუპირისპირდე იმ ხალხს, ვისაც ჩემი ერის მოსპობა-გაჩანაგება სურს!

 

“გუშინ სასტუმრო “ამბასადორში” “საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის” საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მანანა-ჯაფარიძე ჭყოიძემ დავით აღმაშენებლის სახელობის იმ ისტორიულ-ლიტერატურული პრემიის ლაურეატები დაასახელა, რომლის გარშემოც, აგერ უკვე რა ხანია, “ძიძგი-ძიძგი მამალოა” გაჩაღებული - აქაოდა, პრემია რუსეთუმე ალექსანდრე ებრალიძემ დააარსა, შორს ჩვენგან პუტინისა და “ეფესბეს” ფულებიო”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით ელიზბარ ჯაველიძე: მე რომ ავიღე ეს ფული, ეს არის პოლიტიკა!

“კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაშიც გურამ გოგიაშვილი, ნუნუ დალაქიშვილი და ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძე შედიოდნენ, დავით აღმაშენებლის პრემიის ლაურეატები პოეტი რეზო ამაშუკელი, მწერალი ელიზბარ ჯაველიძე და მწერალი ნოდარ წულეისკირი გახდნენ. თითოეულმა 20-20 ათასი ლარი მიიღო. კომისიამ ასევე დააჯილდოვა ანზორ თოთაძე, დეკანოზი კონსტანტინე, მანანა ჩიტიშვილი, ვასილ კუკუნაშვილი, ირაკლი სამსონაძე და დავით ტაკიძე, სპეციალური პრიზების მფლობელები გახდნენ: კობა არაბული, თამაზ შაიშმელაშვილი და თემურ მირიანაშვილი - თითოეულმა 5-5 ათასი ლარი მიიღო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემიების დამფუძნებელი “საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესთან” ერთად საქართველოს მწერალთა კავშირიც იყო, მაგრამ კონგრესმა სთხოვა მწერალთა კავშირს ამ პრემიას გამიჯვნოდა, რათა მას ზედმეტი პრობლემები არ შექმნოდა. პრობლემები კი, როგორც ჩანს, უკვე შექმნილია, ხოლო ერთმანეთის ლანძღვა-გინების დასაწყებად - მაზანდა გახსნილი, რადგან ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი დამთავრდა თუ არა, ოფიციოზის მიერ მკაცრად კონტროლირებადმა სატელევიზიო არხებმა ერთმანეთის მიყოლებით ინტერვიები ჩამოართვეს იმ ბერეტიან “მწერლებს”, რომლებიც სააკაშვილისთვის ტაშის დაკვრაში უფრო არიან გაწაფულნი, ვიდრე კალმის მხატვრულად მოსმაში. ასე, მაგალითად, დავით-დეფი გოგიბედაშვილმა პრემიის დამფუძნებელიც და მისი ლაურეატებიც “ეფესბეშნიკებად”, საქართველოს დაუძინებელ მტრებად და მოსკოვის მიერ მართულ მოღალატეებად გამოაცხადა”, - დასძენს გამოცემა.

“დიტო, ყველაფერი ვიცი, ვნახე ეს სიბინძურე. ახლა გოგიბედაშვილია თუ გოგბედაშვილი, მინდა გითხრათ, რომ ასეთ მწერალს არ ვიცნობ და ასეთი მწერლის შესახებ დედამიწის ზურგზე არაფერი გამიგია. მის ნაწარმოებს არ წავიკითხავ იმიტომ, რომ უნიჭობას საერთოდ ვერ ვიტან... კარგი და ნიჭიერი მწერალია რეზო ჭეიშვილი, გადმომცეს, რომ თითქოს ისიც რაღაც შეურაცხმყოფელ სიტყვებს იძახის ჩვენი მისამართით. ბატონ რეზოს, როგორც ნიჭიერ მწერალს პატივს ვცემ, მაგრამ მას, როგორც მოქალაქესა და კაცს, სავსებით უღირსად მივიჩნევ, რამეთუ როცა ის პარლამენტის წევრი იყო, ხოლო მე გაზეთის რედაქტორი და შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ პოზიციაზე ვიდექი, რეზო ჭეიშვილი მაშინ გამოვიდა და თქვა: რატომ არ იჭერთ ელიზბარ ჯაველიძესო? რაც შეეხება იმას, ვინ სვრის გარემოს და ვინ არა - ყველამ თავის ოჯახს მიხედოს, განსაკუთრებით იმათ მიხედონ თავიანთ ოჯახებს, საიდანაც მორფის სუნი იღვრება!” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელიზბარ ჯაველიძე.

“ახლა, რატომ ავიღე პრემია. არასდროს ვყოფილვარ მე მათსავით ფულის მადევარი კაცი, ჩემი პრინციპებით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ თურმე ავიღეთ “ეფესბეს” ფული, ამის შესახებ იმ კაცმა თქვა, რომ ეს არის მისი ფული, მისი კაპიტალი... რაც მთავარია, მე რომ ავიღე ეს ფული, ეს არის პოლიტიკა! ამ ნაბიჯით ვუპირისპირდები იმ პოლიტიკას, რომელიც სოროსის ფულით არის დაფინანსებული და რომელიც ანგრევს ქართულ ცნობიერებას, აზროვნებას, ტრადიციას, კულტურას, მწერლობასა და მეცნიერებას. სწორედ ეს ხელისუფლებაა, რომელიც წლების განმავლობაში სოროსის ფულს იღებდა. უნდა გაირკვეს საიდან მოდიოდა ეს ფული და რა მიზნით. მე ეს ფული ავიღე იმიტომ, რომ ამ ფულით უნდა დავუპირისპირდე იმ ხალხს, ვისაც ჩემი ერის მოსპობა-გაჩანაგება სურს! გასაგებია ყველაფერი? აი, ეს არის ჩემი პასუხი და მორჩა!” - დასძენს ელიზბარ ჯაველიძე.

“ჩემო დიტო, ჩემი პასუხი იქნება ძალიან მოკლე: ჩვენი მთავარი მიზანი მიღწეულია - შუაზე რომ იხევიან, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რეზო ამაშუკელი და შეკითხვას - “მწერალმა დავით-დეფი გოგიბედაშვილმა “ეფესბეშნიკება” რომ შეგრაცხათ?” - პასუხობს:

“კი, მაგას შევრაცხავ კარგად! მაგან ბერეტი გაისწოროს, სჯობია!”.

“ალია” მწერლებთან - ნოდარ წულეისკირთან და რეზო ჭეიშვილთანაც აპირებდა დაკავშირებას, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შუძლებელი აღმოჩნდა - არც ერთი და არც მეორე ჩვენს ზარს არ პასუხობდა!”, - წერს სტატიის ავტორი.

 

 

"ალია" 30.01.2010

 

 

ლიცემერი: ყოველთვის უნიკალური იყო ქართველის დამოკიდებულება მტრისადმი. გავიხსენოთ თუნდაც ილიას "ნიკოლოზ გოსტაბაშვილი", ან დიდოსტატის"მთვარის მოტაცებაში" ჩოლოყაშვილის და ემხვარის ეპიზოდი. ახლა კი რა ხდება? რა ხდება და გადავგვარდით და გადავჯიშდით, რამეთუ კაპასი დედაკაცებივით სახალხოდ ვლანძღავთ და ქოქოლას ვაყრით ერთმანეთს.

 

მოკლედ, თქვენი აზრით, უნდა აეღოთ თუ არა ფული?

 

და თუ არა, მაშინ-რატომ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 39
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ლ ი ც ი

ელიზბარ ჯაველიძე - მე ეს ფული ავიღე იმიტომ, რომ ამ ფულით უნდა დავუპირისპირდე იმ ხალხს, ვისაც ჩემი ერის მოსპობა-გაჩანაგება სურს!

ნაცებმა იმდენი მოახერხეს, რომ მართლა პენსიაზე გასასვლელი ხალხი ააბლატევეს, ტავისი უტვინო პოლიტიკით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის შემადგენლობაშიც გურამ გოგიაშვილი, ნუნუ დალაქიშვილი და ნანა ჯაფარიძე-ჭყოიძე შედიოდნენ, დავით აღმაშენებლის პრემიის ლაურეატები პოეტი რეზო ამაშუკელი, მწერალი ელიზბარ ჯაველიძე და მწერალი ნოდარ წულეისკირი გახდნენ. თითოეულმა 20-20 ათასი ლარი მიიღო. კომისიამ ასევე დააჯილდოვა ანზორ თოთაძე, დეკანოზი კონსტანტინე, მანანა ჩიტიშვილი, ვასილ კუკუნაშვილი, ირაკლი სამსონაძე და დავით ტაკიძე, სპეციალური პრიზების მფლობელები გახდნენ: კობა არაბული, თამაზ შაიშმელაშვილი და თემურ მირიანაშვილი - თითოეულმა 5-5 ათასი ლარი მიიღო”, - აღნიშნავს გამოცემა

აგერ ბატონებო ინვესტიციაც შემოვიდა,

ამ ფულით ხალხი პროდუქტებს იყიდის, რემონტებს გააკეთებენ, ტაქსით ივლიან, რესტორანში შევლენ,

ხალხი დასაქმდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგერ ბატონებო ინვესტიციაც შემოვიდა,

Siknadmo

30 ვერცხლი :(

 

სათაური უნდა ჩავასწორო

 

30 ვერცხლად გაყიდულნი:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

30 ვერცხლი :)

 

სათაური უნდა ჩავასწორო

 

30 ვერცხლად გაყიდულნი:D

მოდით ყველანი გავერთიანდეთ პრეზიდენტის ირგვლივ :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდით ყველანი გავერთიანდეთ პრეზიდენტის ირგვლივ

Siknadmo

ვინც არა? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგერ ბატონებო ინვესტიციაც შემოვიდა,

ამ ფულით ხალხი პროდუქტებს იყიდის, რემონტებს გააკეთებენ, ტაქსით ივლიან, რესტორანში შევლენ,

ხალხი დასაქმდება

 

მე არა ვარ "ჩარეცხილების" გულშემატკივარი, მაგრამ ეს ხალხი რომ საქართველოს სიყვარულში და პატრიოტიზმში ბევრს, გამოგონილი სახელებით სხვა და სხვა ფორუმებზე მათ გამკრიტიკებლებს რომ სჯობიან, ეს ცხადია.

აბა ჩვენს თავში ჩავიხედოთ? დავირქმევთ კატას და თაგუნას და ვიწყებთ ლომების კრიტიკას. ასე არ შეიძლება ბატონებო. მე მაგალითად მაქვს უფლება ვუთხრა ამაშუკელს თუ მიშველაძეს, რომ ვეთანხმები ამ საკითხში სააკაშვილს და უფრო ადრე რომ გაეყარათ უნივერსიტეტებიდან უკეთესი იქნებოდა. მათ შეუძლიათ თვალებში შემომხედონ და თავისი პასუხი მითხრან. ასე ზურგს უკან ლანძღვა რა ქართული საქმეა?

 

მიუხედავად ამისა, თუ ვინმეს მიშას მოცილება უნდა, რატომაც არა... თუ ვისმეს უნდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

ნაცებმა იმდენი მოახერხეს, რომ მართლა პენსიაზე გასასვლელი ხალხი ააბლატევეს, ტავისი უტვინო პოლიტიკით

ამაშუკელი- მოქაქეთა ერთერთი დამაარსებელი ,რომ აბლატავდება...ჩალითაა დახურული ქვეყანა, იგი ხომ მისი "შემოქმედებაა"- "... დედა ვატირე ამათ , მონატრებიათ მამათი..." ისე ამ "რაინდების"( ჩოხოსნების) უმრავლესობა შევარდნაძის საოკუპაციო რეჟიმს ედგა გვერდში... :rolleyes:

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ამ "რაინდების"( ჩოხოსნების) უმრავლესობა შევარდნაძის საოკუპაციო რეჟიმს ედგა გვერდში...

ეტყობა გაწყენინეთ ბატონო ლიცი, ჩემი პოსტით. ძალიან გამეცინა ეს პასუხი რომ წავიკითხე და თქვენ კი არ დაგცინეთ ამით, არამედ ჩემს თავს. აბა დამისახელეთ საქართველოში ორი ცოცხალი კაცი რაინდის სახელის ღირსი რომ იყოს. მე პირადად არავინ მომდის გონებაში.

თუ შემეკითხებით აბა რა ხალხი ხართო, გიპასუხებთ: რაინდობას ვინ როგორ შეეფერება ჩვენი წევრებიდან არ ვიცი მაგრამ ქართული საქმეების გაკეთებას რომ ვცდილობთ და საქართველოს საკეთილდღეოდ რომ ვმოღვაწეობთ, ნამდვილად ვიცი.

თქვენი მორატორიის მიუხედავად, აბა შემოიხედეთ ჩოხოსანთა საიტზე. თუ იქ თქვენ სადმე საქართველოს სალანძღველ აზრს აღმოაჩენთ, მე ადმინობას თავს დავანებებ. ის პატარა დისკუსიები, რომლებიც იქ იმართება მიმდინარეობს მარტო თქვენობით და ზრდილობიანად, ურთიერთ შეურაცყოფის გარეშე. ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ვცდილობთ ნამდვილი ქართული საქმეები ვაკეთოთ. აი ამიტომ ვარ მე პირადად მათ გვერდით.

აი ამიტომ გამიხარდება, თუ თქვენი საიტის და ფორუმელების მეშვეობით იმ პატარა, კეთილ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ საერთო ძალებით. არავის ვეკითხები 1917 წლის 25 ოქტომბერს სად იყავით-თქო, მთავარია შედეგი. შედეგი რომელიც სამშობლოს გამოადგება.

ასე რომ ვინც ჩემმა წინა პოსტმა გაგაჯავრათ, საქართველოს სადიდებლად მაინც მომეხმარეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ციტატა(shavlego91 @ 30th January 2010 - 03:12 PM)

ისე ამ "რაინდების"( ჩოხოსნების) უმრავლესობა შევარდნაძის საოკუპაციო რეჟიმს ედგა გვერდში...

ეტყობა გაწყენინეთ ბატონო ლიცი, ჩემი პოსტით. ძალიან გამეცინა ეს პასუხი რომ წავიკითხე და თქვენ კი არ დაგცინეთ ამით, არამედ ჩემს თავს. აბა დამისახელეთ საქართველოში ორი ცოცხალი კაცი რაინდის სახელის ღირსი რომ იყოს. მე პირადად არავინ მომდის გონებაში.

თუ შემეკითხებით აბა რა ხალხი ხართო, გიპასუხებთ: რაინდობას ვინ როგორ შეეფერება ჩვენი წევრებიდან არ ვიცი მაგრამ ქართული საქმეების გაკეთებას რომ ვცდილობთ და საქართველოს საკეთილდღეოდ რომ ვმოღვაწეობთ, ნამდვილად ვიცი.

თქვენი მორატორიის მიუხედავად, აბა შემოიხედეთ ჩოხოსანთა საიტზე. თუ იქ თქვენ სადმე საქართველოს სალანძღველ აზრს აღმოაჩენთ, მე ადმინობას თავს დავანებებ. ის პატარა დისკუსიები, რომლებიც იქ იმართება მიმდინარეობს მარტო თქვენობით და ზრდილობიანად, ურთიერთ შეურაცყოფის გარეშე. ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ვცდილობთ ნამდვილი ქართული საქმეები ვაკეთოთ. აი ამიტომ ვარ მე პირადად მათ გვერდით.

აი ამიტომ გამიხარდება, თუ თქვენი საიტის და ფორუმელების მეშვეობით იმ პატარა, კეთილ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ საერთო ძალებით. არავის ვეკითხები 1917 წლის 25 ოქტომბერს სად იყავით-თქო, მთავარია შედეგი. შედეგი რომელიც სამშობლოს გამოადგება.

ასე რომ ვინც ჩემმა წინა პოსტმა გაგაჯავრათ, საქართველოს სადიდებლად მაინც მომეხმარეთ.

ბადრი_წიქორაძე

გამარჯობა, ბატონო ბადრი

 

"მისამართი" შეგეშალათ. მე არაფერ შუაში ვარ. ჩემი პოსტი არ არის

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

გამარჯობა, ბატონო ბადრი

 

"მისამართი შეგეშალათ". მე არაფერ შუაში არ ვარ, ჩემი პოსტი არ არის

ბადრი_წიქორაძე

გამარჯობა, ბატონო ბადრი

 

"მისამართი" შეგეშალათ. მე არაფერ შუაში არ ვარ, ჩემი პოსტი არ არის

 

ბოდიშით.

ჩავთვალოთ რომ ბატონ შავლეგოს მივმართე, ისე კი საერთო მონოლოგია, ყველას მიმართ თქმული.

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდესაცფ ვინმეს გავუხსენებთ "მოქალაქეთა ქავშირს" - მოდით ნურც გოგორიშვილს,მაჭავარიანს, ბარამიძეს, სააკაშვილს ნუ დავივიწყებთ.

ისე ჯობია ეხლავე ჩამოვწეროთ ყველა გვარი ვინც იქით არის და აქით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდესაცფ ვინმეს გავუხსენებთ "მოქალაქეთა ქავშირს" - მოდით ნურც გოგორიშვილს,მაჭავარიანს, ბარამიძეს, სააკაშვილს ნუ დავივიწყებთ.

ისე ჯობია ეხლავე ჩამოვწეროთ ყველა გვარი ვინც იქით არის და აქით.

kisa

კის, შენც ხომ არ იყავი ერთ დროს ნაცაქტივისტი? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე ....მომისმინე....ხაზარაძე 2003 წელს ითხოვდა სერგო შევარდნაძის მესამე ვადით არჩევას( იხ სატ. გამოსვლები)...ახლა არ მითხრა ბაროკოს სტილის არქიტექტურის ძეგლი ისე მიითვისა,რომ კანონი არ დაურღვევია, ჩხარტიშვილ-სიორიძეებზე არაფერს გეტყვი , გეცოდინება ეკონომიკაში ჩახედული ხარ...პატრიარქს , ეკლესიას თავი დაანებე თორემ ეს საუბარი დემაგოგიაში გადავა... მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველო ჩემთვის ძვირფასია და მისთვის შეძლებისდაგვარად გავიღე... დიდება უფალს...!!! ახლა სხვებზე არ ამალაპარაკო , არ მინდა ... ისე ფაქტები თავისას ღაღადებენ, მოქაქეთა კავშირმა გაყიდა სამაჩაბლო და აფხაზეთი, მათ გვერდში მდგომებიც ინაწილებენ პასუხისმგებლობას Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...