newstudio Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ძველი ხიბულა დახმარებას ითხოვს. გასული წლის მაისში ადიდებულმა ჭანისწყალმა სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყვიტა. მდინარემ ახალი და ძველი ხიბულის დამაკავშირებელ ხიდს ბურჯები გამოაცალა და სატრანსპორტო გზის დიდი ნაწილი წაიღო. მოსახლეობა ერთი სოფლიდან მეორეში მდინარეზე გადებული ფიცრების საშუალებით გადადის. ძველი ხიბულას მცოხვრებლებს უკვე რვა თვეა, რაიონულ ცენტრში შემოვლითი გზით უხდება სიარული. ისინი ხობის გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ამასთან, ხობის საკრებულოს საფინანსო-სარეზერვო კომისიის თავმჯდომარე ბორის ჯიქიამ განაცხადა, რომ ხიდის რესტავრაციისთვის 50 ათასი ლარი მუნიციპალური ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო. ხობის მუნიციპალიტეტის გაგმგებლის, ტყებუჩავას ინფორმაციით კი, ორ კვირაში პროექტი მზად იქნება და ხიდის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.პროექტის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტში უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხიბულას მოსახლეობა საპროტესტო აქციებით იმუქრება. როგორც ისინი ამბობენ, ხელისუფლებამ მსგავსი დაპირება სოფელს მრავალჯერ მისცა, თუმცა რეალურად არაფერი შეცვლილა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 როგორ ფიქრობთ, რეგიონებშიც იგივე განწყობაა რაც თბილისში?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 როგორ ფიქრობთ, რეგიონებშიც იგივე განწყობაა რაც თბილისში?!არა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted February 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2010 ხალხი გადაეჩვია იმას რომ თავად არიან წყარო ხელისფულების... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 1, 2010 Jonathan Livingston არააბა როგორია? nikusha_marx ხალხი გადაეჩვია იმას რომ თავად არიან წყარო ხელისფულების...არა უშავს, კიდევ მიეჩვევიან!... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.