Jump to content
Planeta.Ge

ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?


Recommended Posts

XXI-თე საუკუნეში შესრულებული თარგმანი:

«თუ ღვთის ხელით ვდევნი დემონებს, გვერდზე დაგრჩენიათ ღვთის სამეფო. როცა ძლიერი და კარგად შეიარაღებული კაცი დარაჯობს თავის სასახლეს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს. მაგრამ როცა მასზე ძლიერი დაესხმება თავს და სძლევს, წაიღებს მის მთელ იარაღს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ყველაფერს, რასაც წაართმევს, გაანაწილებს. ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ფანტავს. როცა ადამიანიდან უწმინდური სული გამოდის, უწყლო ადგილებში დადის მოსასვენებელი ადგილის საძებნელად, მაგრამ ვერ პოულობს და ამბობს: "დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი". მიდის და ხედავს, რომ სახლი დაგვილი და გალამაზებულია. მაშინ მიდის და მოჰყავს თავისზე ბოროტი სხვა შვიდი სული, შედიან შიგნით და ბინავდებიან და ამ კაცისთვის ბოლო პირველზე უარესი ხდება. ამას რომ ამბობდა, ხალხში ერთმა ქალმა ხმამაღლა წამოიძახა: "ბედნიერია, ვინც მუცლით გატარა და ვინც ძუძუ გაწოვა!" მან კი თქვა: "ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!" როცა ხალხი მოგროვდა, მან თქვა: "ეს თაობა ბოროტი თაობაა, ნიშანს ეძებს, მაგრამ იონას ნიშნის გარდა სხვა ნიშანი არ მიეცემა. როგორც იონა გახდა ნიშანი ნინეველებისთვის, ისევე იქნება კაცის ძე ამ თაობისთვის. სამხრეთის დედოფალი ამ თაობასთან ერთად აღდგება სასამართლოზე და მსჯავრს დასდებს მას, რადგან ის დედამიწის კიდეებიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად, მაგრამ აი, აქ არის სოლომონზე დიდი. ნინეველები ამ თაობასთან ერთად აღდგებიან სასამართლოზე და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს, როცა იონამ უქადაგა, მაგრამ აი, აქ არის იონაზე დიდი. ლამპარს რომ ანთებენ, სარდაფში ან საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე, რათა შემსვლელებს გაუნათოს. სხეულის ლამპარი თვალია. თუ სუფთა თვალი გაქვს, მთელი შენი სხეულიც ნათელია, ხოლო თუ ბოროტი თვალი გაქვს, მთელი შენი სხეულიც ბნელია. ამიტომ ფხიზლად იყავი, შეიძლება შენში მყოფი სინათლე სიბნელე იყოს. თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არც ერთი ნაწილი არ არის ბნელი, იგი სინათლის მომცემი ლამპარივით ნათელი იქნება".»

XXI საუკუნის თარგმანი უფრო გასაგებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პირველწყაროდან ყველაზე ზუსტი ნათარგმნი ეს არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

XXI საუკუნის თარგმანი უფრო გასაგებია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პირველწყაროდან ყველაზე ზუსტი ნათარგმნი ეს არის.

Nukriko

 

მართალი ხარ! მეც XXI-თე საუკუნის თანამედროვე თარგმან[ებ]ს ვანიჭებ უპირატესობას!

 

რაც შეეხება იმას, ზუსტი თარგმანია თუ არა, ამას ვერ დაადგენ, თუ (პირველ რიგში) ტექსტი გასაგებ ენაზე არაა თარგმნილი. ამიტომ, პირველი და უმთავრესი ის არის, რომ ტექსტი გასაგებ ენაზე იყოს თარგმნილი, რათა მკითხველმა შეძლოს წაკითხულის გაგება და შემდეგ კი, მისი სიზუსტის გადამოწმება. :) აი მაგალითად, X-თე სუაკუნის ძველქართულ თარგმანს მკითხველი სრულად ვერ იგებს და ცხადია მისი სიზუსტის შემოწმებაც უჭირს. :) ამრიგად, ზოგი ფიქრობს, რომ რადგან ძველია და ეკლესიური თარგმანია ესე იგი ზუსტი იქნებაო. :)

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

XXI საუკუნის თარქმანი ჩემთვის უფრო გასაგებია , X საუკუნის თარგმანს 90%ზე მეტი ვერ გაიგებს :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 months later...

XXI საუკუნის თარქმანი ჩემთვის უფრო გასაგებია , X საუკუნის თარგმანს 90%ზე მეტი ვერ გაიგებს :D

»SlaCk€r..

 

არადა, მართამადიდებლებს, ამოჩემებული აქვთ X საუკუნის თარგმანი და ჰგონიათ რომ ზუსტი თარგმანი უჭირავთ ხელში. :) აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ რასაც კითხულობენ, არც კი ესმით ისეთ ენაზეა დაწერილი :givi:

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

საპატრიარქო თავის გამოცემულ თარგმანს მიიჩნევს მასეთად, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მართლა მასეა. გარდა მაგისა, საპატრიარქო, საუკეთესო თარგმანის დამდგენი ორგანო არაა. უფრო მეტიც, საქართველოს საპატრიარქოს არაერთი თარგმანი აქვს, რომელიც რადიკალურად (მკვეთრად) განსხვავდება ერთმანეთისგან, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთ გამომრიცხავ აზრებსაც კი გადმოსცემს.

საპატრიარქო თავის გამოცემულ თარგმანს მიიჩნევს მასეთად, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მართლა მასეა. გარდა მაგისა, საპატრიარქო, საუკეთესო თარგმანის დამდგენი ორგანო არაა. უფრო მეტიც, საქართველოს საპატრიარქოს არაერთი თარგმანი აქვს, რომელიც რადიკალურად (მკვეთრად) განსხვავდება ერთმანეთისგან, ხშირ შემთხვევაში, ურთიერთ გამომრიცხავ აზრებსაც კი გადმოსცემს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპატრიარქოს ამ უსუსური შეცდომისგან ძმებო გმირმა იეღოველებმა გვიხსნეს და გამოსცეს სრულიად ახალი და თან ახლებური თარგმანი ბიბლიისა რომელსაც ახალი ქვეყნიერების თარგმანი ეწოდება და აბა რა ფასი აქვს ჩვენს ქრისტიანობას თუ მეათე საუკუნის ნათარგმნით (რომელიც ხელნაწერთა მუზეუმშია დაცული) ვისარგებლეთ და ამ ახალ დედანის ორიგინალის სრულ ასლს არ მივეცით გზა ფართო

 

სტვენა რომ შესაძლებელი იყოს ჩათში დაგისტვენდი:)))

 

ეს შენთვის არის ჩინური მეათე საუკუნის თარგმანი თორემ მართლმადიდებლ ქრისტიანებს ძალიან კარგად გვესმის მისი არსი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება ურთიერთგამომრიცხავ აზრებს გადმოსცემენო ეს როგორ მოგდის იცი გაღმა შეედავე გამოღმა შეგღჩებაო ესე იგი საუკეთესო თავდაცვად თავდასხმას ირჩევ მე ვაკვირდებოდი შენს მწვალებლურ ფრაზებს და ერთი მარტივი დასკვნა გამოვიტანე რომლის დასაბუთებაც შემიძლია შენ განზრახ აღვივებ რელიგიურ შუღლს აღმსარებლობებს შორის შეურაცხყოფ ღვთის წმინდა ეკლესიას რითაც მართლმადიდებელ ქრისთიანებს გვაიძულებ შენთან პოლემიკაში შემოვიდეთ თუ შეგხვდება ისეთი მორწმუნე რომელიც განსწავლულია წმინდა წერილში მაშინ ტაქტიკას ცვლი და ცილისწამებაზე გადადიხარ თუ უმეცარი ნახე მაშინ შენი მწვალებლური ერეტიკული ფრაზების ფრქვევას არ უჩანს ბოლო თავგზას ურევ ადამიანებს და ის კი გავიწყდება რომ ღვთის სიტყვის მიხედვით შენთვის უმჯობესია წისქვილის ქვა მოგაბან და ზღვაში გადაგაგდონ ვიდრე ერთს ამ მცირეთაგანს აცდუნებდე შენ არ ხარ იეჰოვას მოწმე ისენი მიუხედავად თავიანთი ჯიქური პოზიციისა შენნაირი თავხედები არ არიან არც ორმოცდაათიანელი ხარ, არც ბაბტისტი ვიფიქრებდი თეოლოგია თქო მაგრამ შენი შემეცნება რელიგიური ხასიათის წიგნებიდან ამოკოპირებულ ციტატებს არ სცილდება უფრო მასონურ კაბალისტურ ადეპტსა და დამწყებ იეღოველს შორის მერყეობ პუბლიკა უნდა შეარჩიო მეგობარო აქ ამ ფორუმზე ინტილიგენტი ხალხი შემოდის და შენი აი აქ რა სწერიათი ბევრს ვერ აცდუნებ ჩადი შიდა ქართლის სოფლებში იქ მრავლად არიან 4 კლასდამთავრებული უტყვი მრევლი და სხვა თუ არაფერი უგუნურთა შორის მაინც იქნები აკადემიკოსი ვშიშობ შენი აქ ასეთი აქტიურობა მავანთ მიერ არის დაგეგმილი და შეგახსენებ უფლის სახელით ვაჭრობაში აღებული ლარები ის 30 ვერცხლია რომლის საფასურადაც თავად უფალი გაყიდეს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენთვის უმჯობესია წისქვილის ქვა მოგაბან და ზღვაში გადაგაგდონ

 

შენ არ ხარ იეჰოვას მოწმე ისენი მიუხედავად თავიანთი ჯიქური პოზიციისა შენნაირი თავხედები არ არიან არც ორმოცდაათიანელი ხარ, არც ბაბტისტი ვიფიქრებდი თეოლოგია თქო მაგრამ შენი შემეცნება რელიგიური ხასიათის წიგნებიდან ამოკოპირებულ ციტატებს არ სცილდება უფრო მასონურ კაბალისტურ ადეპტსა და დამწყებ იეღოველს შორის მერყეობ პუბლიკა უნდა შეარჩიო მეგობარო აქ ამ ფორუმზე ინტილიგენტი ხალხი შემოდის და შენი აი აქ რა სწერიათი ბევრს ვერ აცდუნებ ჩადი შიდა ქართლის სოფლებში იქ მრავლად არიან 4 კლასდამთავრებული უტყვი მრევლი და სხვა თუ არაფერი უგუნურთა შორის მაინც იქნები აკადემიკოსი ვშიშობ შენი აქ ასეთი აქტიურობა მავანთ მიერ არის დაგეგმილი და შეგახსენებ უფლის სახელით ვაჭრობაში აღებული ლარები ის 30 ვერცხლია რომლის საფასურადაც თავად უფალი გაყიდეს

qadagishvili

 

შენი თითოეული პოსტი,შეურაცხმყოფელი სიტყვებითაა გადავსებული. გთხოვ თავი შეიკავო აგრესიისა და შეურაცხყოფებისაგან, სხვა შემთხვევაში, სულ ცოტა ანალოგიურს მიიღებ უკან (ხურდის სახით) და ფორუმის წესებით განსაზღვრულ შეზღუდვასაც მიიღებ ჯილდოდ. :yes:

 

ნაცვლად თავხედური და უზრდელური მომართვებისა, თემის ირგვლივ გესაუბრა, მერწმუნე ჯობდა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ რომ საუბარი დაგიწყო შეგრცხვება და ბანს დამადებ ჩემს სიტყვებს კი გადააკეთებ და აზრი ააქვს? ჯერ საუბარი არ დაგიწყია და უკვე იმით იმუქრები შეგზღუდავო ტავხედი რომ ხარ რა ეს ახალი ამბავია? შენს ცინიკურ პოსტებს გადახედე და მიხვდები მართლა რომ შეურაცხყოფას მე კი არ გაყენებ შენ თვითონ აყენებ ასე უტიფრად მართლმადიდებლურ ეკლესიას
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

qadagishvili

 

ცივილური და ნორმალური საუბარი რომ შეგძლებოდა, არ გადაავსებდი ამ ფორუმის პირველ გვერდზე არსებულ თემებს იეჰოვას მოწმეების შეურაცხმყოფელი პოსტებით. სამწუხაროდ, არ იცით ნორმალური საუბარი რას ნიშნავს. ცივილიზაციას მოწყვეტილები ხართ. აბა დალაგდი, თავი გააკონტროლე და ნახავ თუ არ დაგისაბუთებ რომ მართამადიდებლობა, ძალიან შორსაა ქრისტიანობისგან!

 

მე კი არდაგემუქრე, წესების დაცვისკენ მოგიწოდე. თუ რიამე პრეტენზია გაქვს ჩემ პსტებთან დაკავშირებით, ამ ფორუმს ჰყავს ადმინისტრაცია, რომელიც სხვათაშორის ამ წუთას რელიგიის განყოფილებაში მოდერირებს. ასე რომ პრეტენზიები ადმინისტრაციისკენ, ხოლო ცივილური და საღი მსჯელობა კი თანაფორუმელებისკან თუ გაქვს სურვილი და შესაძლებლობა შენი მცდარი რელიგიური მოსაზრებების შესახებ გვესაუბრო. თუ არა და, აგერ მანდვე გაქვთ ეკლესიაც და მართამადიდებლური ფორუმებიც და შეგიძლია იქ წერო შეურაცხმყოფელი პოსტები. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიცილის მიზეზი ნამდვილად მომეცი შენ უნდა დამისაბუთო მართლმადიდებლობის არაქრისტიანული წარმოშვება? მე უნდა დამისაბუთო იმას ვისთანაც შენი ხუცესები საკონსულტსციოდ თითქმის ყოველ კვირა დარბიან? შენი აგრესია მართლმადიდებლობის მიმართ მართლაც რომ თვალშისაცემია და სწორედ იმიტომ მივიჩნიე საჭიროდ საზოგადოების ფართო მასებისთვის დამენახვებინა შენი და შენი სექტის ნამდვილი სახე ეს თუ არ მოგეწონა ან შეურაცხოფად მიიჩნიე ოდნავ მაინც გაიგებდი იმ გულისთკენას რასაც შენს მიერ შეურაცხოფილი მართლმადიდებელი ქრისტიანი განიცდის ამ აბსურდული სწავლების შემხედვარე ოპონენტთან რომ ვიკამათო მინიმუმ ზედაპირულ ცოდნას უნდა ფლობდეს რელიგიურ საკითხებზე შენ რაზე გეკამათო პრიმიტიულ აქსიომებზე?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ აბსურდული სწავლების შემხედვარე ოპონენტთან რომ ვიკამათო მინიმუმ ზედაპირულ ცოდნას უნდა ფლობდეს რელიგიურ საკითხებზე შენ რაზე გეკამათო პრიმიტიულ აქსიომებზე?

qadagishvili

 

ისევ შეურაცხმყოფელი პოსტი. მართლა არ ძალგიძთ რაა მართამადიდებლებს ნორმალური მსჯელობა. აგრესია, თავხედობა, შეურაცხყოფა და სხვების ზიზღი, თქვენი ამოსაცნობი ნიშნებია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპატრიარქოს ამ უსუსური შეცდომისგან ძმებო გმირმა იეღოველებმა გვიხსნეს და გამოსცეს სრულიად ახალი და თან ახლებური თარგმანი ბიბლიისა რომელსაც ახალი ქვეყნიერების თარგმანი ეწოდება და აბა რა ფასი აქვს ჩვენს ქრისტიანობას თუ მეათე საუკუნის ნათარგმნით (რომელიც ხელნაწერთა მუზეუმშია დაცული) ვისარგებლეთ და ამ ახალ დედანის ორიგინალის სრულ ასლს არ მივეცით გზა ფართო

და შენი აზრით რატომ უნდა იხელმძღვანელოს ქრისტიანმა ამ ბიბლიით რადგან მეათე საუკუნეშია ნათარგმნი თუ რადგან ხელნაწერთა მუზეუმში დევს?

 

ისევ შეურაცხმყოფელი პოსტი. მართლა არ ძალგიძთ რაა მართამადიდებლებს ნორმალური მსჯელობა. აგრესია, თავხედობა, შეურაცხყოფა და სხვების ზიზღი, თქვენი ამოსაცნობი ნიშნებია

ცდები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცდები

 

რახან შენიტყვი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

და შენი აზრით რატომ უნდა იხელმძღვანელოს ქრისტიანმა ამ ბიბლიით რადგან მეათე საუკუნეშია ნათარგმნი თუ რადგან ხელნაწერთა მუზეუმში დევს

:018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...