Blaugranator Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 გუბაზ სანიკიძე - “ხალხის ბედნიერებისთვის კი არ ვიბრძვი, არამედ იმისთვის, რომ ჩემი სამყარო - ჩემი ქვეყანა არ დაინგრეს!” “ეს არის ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის რუსეთზე ჩაბარების ცდა, ოღონდ სტავროპოლის მხარის სტატუსით, რომელსაც პოლიტიკურ პარტიათა ერთი ნაწილი გამოთქვამს. ესენი ამბობენ, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან უნდა აიწყოსო - რუსებსაც ზუსტად ეგ უნდათ. გვეუბნებიან, ვიმეგობროთ, გვიყვარხართ, პატივს გცემთ თქვენცა და თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასაცო. მაგრამ როგორც ლავროვმა განაცხადა, ამაში ცხინვალი და აფხაზეთი არ იგულისხმება. დიდი მადლობა, საინტერესო პოზიციაა!” - აცხადებს “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თუ საჭირო გახდა, ხელისუფლებას დავამხობ კი არა, მეტსაც ვიზამ”.“მათ უნდათ სუფთა ფურცელი, ურთიერთობის დაწყებაც, ბაზრის გახსნაც, ლარსის გახსნაც, ოღონდ აფხაზეთსა და ცხინვალზე თქვენი ხმა არ გავიგოთო. ძვირფასო ქართველებო, იფიქრეთ ახლა, გინდათ ეს? მაშინ რუსებთან იდეალური ურთიერთობა გვექნება, რატომაც არა. ცხინვალსა და აფხაზეთზე კი კრინტი არ დაძრათო - “ფორუმი” ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჩვენ მოდას აყოლილი პარტია არ ვართ... მიზეზი არც ნოღაიდელია, არც სააკაშვილი და რაც სხვა - შედეგის მიზეზი ქართული საზოგადოებაა, მიშა სწორედ ამ საზოგადოების შედეგია. კაცს რომ შეხედავ, უნდა მიხვდე, ნორმალურია თუ არა. მაგრამ მაშინ მოდაში იყო ის, რომ სააკაშვილმა ექვსი ენა იცოდა, თუმცა ბევრი სულელი პოლიგლოტი მინახავს. იმას, რაც ქართულ საზოგადოებას სჭირს, პოლიტიკური გოიმობა ჰქვია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე.“ამ ქვეყანას ორი ბასილის პრობლემა აქვს - ბასილ მკალავიშვილისა და ბასილ კობახიძის. ერთი ნაწილი მკალავიშვილის ჭკუაზე დადის, მეორე - კობახიძისა. შუაში არავინაა, არადა ჭეშმარიტება ყოველთვის შუაშია. მორწმუნეობა სიყვარულის გარეშე ფანატიზმია. ადამიანი როცა არ გიყვარს და ამბობ, ღმერთი მიყვარსო, ფანატიკოსი ხარ! ქართული კულტურა გამრუდებულია და ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი. სიმართლის ლაპარაკი ამ ქვეყანაში მომგებიანი აღარაა. კაცი დილას რომ გეუბნება, მიდი გუბაზ, მიაწექი, შენსკენ ვარო, საღამოს შენზე ჭორაობს, მერაბიშვილისგან 25 მილიონი აიღოო. არ ვარ გაბრაზებული, უბრალოდ გულდაწყვეტილი ვარ. სწორად გამიგონ - ხალხის ბედნიერებისთვის კი არ ვიბრძვი, არამედ იმისთვის, რომ ჩემი სამყარო - ჩემი ქვეყანა არ დაინგრეს! ჩემი სამყაროს ნაწილი “გალობანი სინანულისანი” და დიდგორია. არაა ჩემი სამყარო ის, რომ დღეს ახალგორი საქართველოსი არაა. ამას ვერ შევეგუები”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთთან ურთიერთობა არ მოგვარდა, ქვეყანა ვერ შედგება. ამაში ვეთანხმები, მაგრამ როგორ ვაგვარებთ ურთიერთობას, თავ-ფეხიანად ვბარდებით თუ რაღაც პირობებს ვუყენებთ - განსხვავება ესაა და ამიტომ ამ პროცესს ვემიჯნებით. ყველას წარმატებას ვუსურვებ, ვინც ამ ქვეყანას თუნდაც ერთ გოჯ მიწას დაუბრუნებს, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ამ ხერხით შესაძლებელია. სხვა გზაა მოსაძებნი - ხელისუფლებაში ეროვნული ძალის მოსვლა და რუსეთთან მერე ლაპარაკი. ოპოზიცია ამ საკითხს არ წყვეტს”, - დასძენს გუბაზ სანიკიძე.“ნოღაიდელმა ამით სეგმენტი დაიკავა. სწორიც ქნა. ამით მთელი ოპოზიციის არა, მაგრამ ერთი ნაწილის დისკრედიტაციას ნამდვილად ახდენს. რომლის - არ გეტყვით, ეს არაკოლეგიალურია. თუმცა მომხრე ვარ, ოპოზიციის ერთი ნაწილის დისკრედიტაცია მოხდეს - ქვეყანას სჭირდება ასე. ვისი დისკრედიტაციაც მოხდება, ე.ი. ასე იყო საჭირო. შესაძლოა ეს ჩვენც შეგვეხოს. მაგრამ არ მგონია, ეს მოხდეს, რადგან მართლები ვართ. ბევრს ჰგონია, პოლიტიკა ბინძური საქმეა, შესაძლოა მეთოდიკა იყოს ასეთი, თორემ პოლიტიკაში ყოველთვის სიმართლე და ლოგიკა იმარჯვებს. ინტერესია სხვადასხვა - ჩემი ინტერესი ქვეყნის ფეხზე დაყენებაა, ვიღაცისა კი პოლიტიკაში ყოფნა. ამიტომ “ფორუმი” პარტნიორებს ყოველთვის საერთო ინტერესების საფუძველზე შეარჩევს. ჩანს, “ფორუმთან” პოლიტიკური ქორწინება ყველას სურს, ეს ცუდი არაა. ახლა იმ მდგომარეობაში მაინც ვართ, რომ ჩვენ გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს. ეს პოლიტიკური ძალისთვის სერიოზული მიღწევაა”, - მიიჩნევს გუბაზ სანიკიძე,“ჩვენი გზაა ეროვნული დაუმორჩილებლობა, მეტს ვერ გაგიმხელთ. ოპოზიციაში ახალი დაჯგუფება იქნება. ნოღაიდელმა ამისთვის დიდი საქმე გააკეთა - ქართულ პოლიტიკაში სერიოზული ფრთა დაიკავა. ახლა იკვეთება პროდასავლური, პრორუსული და ეროვნული პოლიტიკური ძალები. ნოღაიდელმა დაიკავა პრორუსული, “ალიანსს” უკავია პროდასავლური, “ფორუმს” კი აქვს პრეტენზია ეროვნული ძალების კონსოლიდაციისა. მე ვიცი, “ფორუმი” სად დგას. ვფიქრობ, ვითარებიდან მხოლოდ ეროვნული ძალა გამოგვიყვანს, მეტიც - დიდი ეროვნული შეთანხმება ეროვნული სახელმწიფოს შექმნაზე აუცილებლად მოხდება. გამოკვეთილ სამ ფრთას ამისთვის ერთმანეთთან ინტენსიური ურთიერთობა ექნება, თუმცა ეს გაერთიანებას არ ნიშნავს. არის საკითხები, რაზეც ყველას ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს - მაგალითად, სააკაშვილის გაშვება ნებისმიერი ხერხით და შემდეგ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება”, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე და შეკითხვას - “გაშვება თუნდაც ხელისუფლების დამხობის გზით?” - პასუხობს:“თუ მასშტაბური გამოსვლები დაიწყება, დამხობა საჭირო არ გახდება. ახლა, უბრალოდ, სპექტრი უნდა დაიწმინდოს. მივესალმები ნოღაიდელის პოლიტიკურ ინიციატივებს, მაგრამ მისალმება მის ჭკუაზე სიარულს არ ნიშნავს. მე მის ჭკუაზე არასდროს ვიქნები და არც მისი პარტნიორი გავხდები. ინტელიგენციაცა და ქართული ოპოზიციაც უნდა გაერკვეს - ამ კაცს ან არჩევნებით ვუშვებთ, ან მასობრივი გამოსვლებით. არჩევნების არ მჯერა, ჯერ ოპოზიციის გადაჯგუფება მოხდება და მერე რადიკალიზაცია. “ფორუმი” კი ამის ავანგარდში იქნება - აბა როგორ გინდათ, რაც ხდება, იმას ვერ შევეგუები. დამხობა შეიძლება აუცილებელი გახდეს. ყველაფერს ვიზამ, საქმე აქეთ არ წავიდეს, მაგრამ თუ აბდაუბდა გაგრძელდა, აბა როგორ იქნება? ეს საქართველოს დასჭირდება... რუსეთის ინტერესი ამ ქვეყნის ნაწილ-ნაწილ შეჭმაა და ჭამს კიდეც, ბოლოს თბილისშიც შემოვა, მიშა კი ჩაჯდება თვითმფრინავში და გაფრინდება. ეს უნდა მოხდეს მაინცდამაინც, რომ მივხდეთ - მიშამ რა ქნა? ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/123841.html მოკლედ მე თითქმის ყოველთვის ვიზიარებ გუბაზის გამონათქვამებსა და ინტერვიუებს. :yes2: ამ შემთხვევაშიც ვეთანხმები. :yes2: თქვენ რას იტყვით? :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 ვერაფერს სასიამოვნოს ვერ ვიტყვი, მე კარგად მახსოვს ”თბილისის განთავისუფლება”, ”რეგიონებში მილიონის” გამოყვანა და იმ ხალხისთვის ”საქონლის” ძახილი ვინც ყინვასა და თოვლში იპოდრომზე იდგა, სტადიონზეც მივიდა და საერთოდ ყველაფერი გააკეთა რაც მოეთხოვებოდა, მაგრამ მილიონებზე, ბანკებზე და ტელევიზიაზე გაიყიდა (მწვანეთა ლიდერის - გია გაჩეჩილაძის ბრალდება ოპოზიციისადმი). ახლა სწორს ამბობს: ყალიბდება სამი ბანაკი და თვითონ ამ ბანაკში აირჩია ყოფნა, ასეა ”ფორუმისთვის” მომგებიანი. ჩვეულებრივი სიტყვებია პოლიტიკოსის, რომელმაც თვითონაც არ იცის ხვალ რას იზამს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted January 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 იმ ხალხისთვის ”საქონლის” ძახილი ვინც ყინვასა და თოვლში იპოდრომზე იდგა, სტადიონზეც მივიდა და საერთოდ ყველაფერი გააკეთა რაც მოეთხოვებოდაბატონო ბადრი მოდით დეზინფორმაციას ნუ გავავრცელებთ. ყველამ კარგად ვიცით საქონელი ვის მიმართაც იყო ნათქვამი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 ვატყობ, გუბაზა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ალსანიას ალიანსში აღმოჩნდება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Blaugranator Posted January 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 ალიანსში არამგონია, მაგრამ ალბათ კოორდინაცია და ურთიერთობა ამ ორ პარტიას შორის უფრო გაღრმავდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 (edited) ბატონო ბადრი მოდით დეზინფორმაციას ნუ გავავრცელებთ. ყველამ კარგად ვიცით საქონელი ვის მიმართაც იყო ნათქვამი ბატონო 'Blaugranator'!მოდით ერთ რამეზე შევთანხმდეთ: რა ინტერესებიც არ უნდა გამოძრავებდეთ ფორუმის მიმართ, პირადად ნუ მიიღებთ ამ პარტიის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას. როდესაც თქვენ ეწევით მის აგიტაციას, მზადაც უნდა იყვეთ არასასიამოვნო შეკითხვებზე პასუხი გასცეთ, რადგან ეს აგიტაცია ჩემს მიმართაცაა, ამიტომ მე მაქვს უფლება ჩემი აზრი გამოვთქვა.თუ გაქვთ სურვილი დისკუსიის წარმართვისა კულტურულ ფარგლებში უპასუხეთ ჩემს შეკითხვას:ვის მიმართ, ”კი არ იყო ნათქვამი”, არამედ მუდმივად გაიძახოდა გუბაზი საქონელს? P.S. სახელი მაინც მომწერეთ PM-ით, რომ ვიცოდე ვის ვეკამათები. Edited January 30, 2010 by ბადრი_წიქორაძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 (edited) ამ ქვეყანას ორი ბასილის პრობლემა აქვს - ბასილ მკალავიშვილისა და ბასილ კობახიძის. ერთი ნაწილი მკალავიშვილის ჭკუაზე დადის, მეორე - კობახიძისა. შუაში არავინაა, არადა ჭეშმარიტება ყოველთვის შუაშია. მორწმუნეობა სიყვარულის გარეშე ფანატიზმია. ადამიანი როცა არ გიყვარს და ამბობ, ღმერთი მიყვარსო, ფანატიკოსი ხარ! ქართული კულტურა გამრუდებულია და ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი. სიმართლის ლაპარაკი ამ ქვეყანაში მომგებიანი აღარაა. კაცი დილას რომ გეუბნება, მიდი გუბაზ, მიაწექი, შენსკენ ვარო, საღამოს შენზე ჭორაობს, მერაბიშვილისგან 25 მილიონი აიღოო. არ ვარ გაბრაზებული, უბრალოდ გულდაწყვეტილი ვარ. სწორად გამიგონ - ხალხის ბედნიერებისთვის კი არ ვიბრძვი, არამედ იმისთვის, რომ ჩემი სამყარო - ჩემი ქვეყანა არ დაინგრეს! ჩემი სამყაროს ნაწილი “გალობანი სინანულისანი” და დიდგორია. არაა ჩემი სამყარო ის, რომ დღეს ახალგორი საქართველოსი არაა. ამას ვერ შევეგუებიდზმა ხარ :maladec:ჯიგარში მირტყამს მაგის ბაზარი Edited January 30, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 Siknadmo დზმა ხარ ჯიგარში მირტყამს მაგის ბაზარიკარგად კი ბაზრობს...მაგრამ რეალურად რას აკეტებს რო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 Blaugranator გუბაზ სანიკიძე - “ხალხის ბედნიერებისთვის კი არ ვიბრძვი, არამედ იმისთვის, რომ ჩემი სამყარო - ჩემი ქვეყანა არ დაინგრეს!”ჩემი მოსაზრებით ჩვენ იმისათვის კი არ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ქვეყანა არ დაგვენგრეს, არამედ ვაქციოთ ის ძლიერ და ანგარიშგასაწევ სახელმწიფოდ! სადაც, ყველა მოქალაქე თავს კომფორტულად იგრძნობს. ეს უნდა იყოს მგონი ძირითადი ამოცანა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 ქართველ კაცს ამდენი პროგრამა, პარტია, ლოზუნგი, ან პენდლტონის “სახელმწიფოს სამსახურის კანონი” რაში სჭირდება, როდესაც ზეცამდე ამაღლებულმა, ქალამნებიანმა, მამაკაცური მარჯვენით, შავით თეთრზე დაგვიტოვა:“მადლობა შენდა დამბადებელო,ჩემიდან შეჰქმენ ისეთი გუნდა,როგორიც ამ დღეს საჭირო არი,სამშობლოს წყლულებს როგორიც უნდა,ეკლებზე ვწევარ არაფერს ვიმჩნევ,მაინც ღმერთს ვმადლობ _ ეშმაკს შეშურდა!”ჩვენი ტრაგედია სწორედ ის არის, რომ ჩვენს დროში ჩვეულებრივ მოკვდავს ვაჟას, სოკრატეს . . შემოქმედების გასააზრებლად, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მოსასმენად იარაღით იძულება სჭირდება.რათა მრავალი ეზიაროს ამ ჭეშმარიტების წვდომის უდიდეს ბედნიერებას, ქვედა საფეხური _ ინტელექტი აუცილებელია!“მე შორს იმიტომ ვიხედები, რომ გიგანტების მხრებზე ვდგავარ” _ თამამად გამოტყდა აიზეკ ნიუტონი.ჩვენ სწორედ ეს გვაკლია _ შორსმჭვრეტელობა, რის გამოც გაუცნობიერებელ ქმედებამდე დავედით. შედეგი კი საკუთარ სულსა და სხეულზე ვიგრძენით.მართლაც, დავუკვირდეთ, უმრავლესობას ნორმალური, ადამიანური ცხოვრება გვსურს, ცივილური საზოგადოებისა და სახელმწიფოს შექმნაზე ვოცნებობთ, შედეგი კი ყველასთვის ნათელია. გამოდის, რომ ჩვენთვის საოცნებო საზოგადოების შექმნა თითოეული ჩვენგანის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ვცდილობთ გაერთიანებას, ვიკრიბებით, ვქმნით პარტიებს, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საშველი მაინც არ არის.გონებამახვილ ადამიანს უჩნდება უმთავრესი კითხვა: თუ “მე”-სა და “ჩვენ”-ის სურვილით შედეგს ვერ ვაღწევთ, მაშ რა არის ის “მესამე”, რაც ღირსეულ ცხოვრებასთან მიგვიყვანს.აი, ეს მოითხოვს გაცილებით მეტ ჩაფიქრებას, ჩაღრმავებას, თვითკრიტიკას. ბავშვური გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი თავისთავად გამოსწორდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 გონებამახვილ ადამიანს უჩნდება უმთავრესი კითხვა: თუ “მე”-სა და “ჩვენ”-ის სურვილით შედეგს ვერ ვაღწევთ, მაშ რა არის ის “მესამე”, რაც ღირსეულ ცხოვრებასთან მიგვიყვანს.დასაველეთი ღმერთის გარეშეც ახერხებს სამართლებრივ და მატერიალურად უზრუნველყოფილ გარემოში ცხოვრებას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 Siknadmo დასაველეთი ღმერთის გარეშეც ახერხებს სამართლებრივ და მატერიალურად უზრუნველყოფილ გარემოში ცხოვრებასდასავლეთი ქრისტიანულ კულტურაზეა დაფუძნებული, თუ შეამჩნიე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 (edited) Siknadmo დასავლეთი ქრისტიანულ კულტურაზეა დაფუძნებული, თუ შეამჩნიეარა გამორიცხული რომ ლიბერალიზმის აღმოცენებაში გარკვეული როლი ითამაშა ქრისტიანობამ, მაგრამ დღეს ლიბერალურ-დემორკატიული ფასეულობებიარააა დაფუძნებული ქრისტიანულ სწავლებაზე,პირიქით რელიგია აღიქმება როგორც ეთგვარი მუხრუჭი ლიბერალური საზოგადოებისთვის,ან რაღაც მე-10 ხარისხოვანი რამ Edited January 30, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 Siknadmo არა გამორიცხული რომ ლიბერალიზმის აღმოცენებაში გარკვეული როლი ითამაშა ქრისტიანობამ, მაგრამ დღეს ლიბერალურ-დემორკატიული ფასეულობებიარააა დაფუძნებული ქრისტიანულ სწავლებაზე,არის! არა კაც კლა, საიდან მოდის თუ იცი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 Siknadmo არის! არა კაც კლა, საიდან მოდის თუ იცი?მოსედან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.