_GoTh_ Posted May 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2008 1967 წელს ჯგუფ სერჩერსის ყოფილი დრამერი კრის კურტისი დაუკავშირდა ლონდონელ ბიზნესმენ ტონი ედვარდს იმ იმედით, რომ ის დაეხმარებოდა ახალი ჯგუფის შექმნაში. ედვარდსმა თანხმობა განაცხადა დაფინანსებაზე თავის ორ პარტნიორ: ჯონ კოლეტასა და ჯონ ჰაირთან ერთად. (ჰაირი-ედვარდსი-კოლეტა H-E-C ენტერფრაისი). კურტისი შეუდგა ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომლის სახელი იყო რაუნდებაუთი. პირველი ვინც ჯგუფს შეუერთდა იყო ჯონ ლორდი. შემდგომ კურტისმა დაითანხმა გიტარისტი რიჩი ბლექმორი დაბრუნებულიყო ჰამბურგიდან და მიეღო მონაწილეობა მოსმენაში ახალი ჯგუფის შექმნის მიზნით. კურტისი მალე ჩამოშორდა ჯგუფს, მაგრამ ბლექმორმა და ლორდმა გაგრძელეს მუშაობა H-E-C ენტერფრაისთან და ჯგუფში მიღეს ბას-გიტარისტი ნიკ სიმპერი, მოგვიანებით კი ვოკალისტი როდ ევანსი და დრამერი იან პეისი. 1968 წლის გაზაფხულს დანიაში ტურნეს შემდეგ ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს ჯგუფოსთვის დაერქვათ დიფ ფარფლი (იდეა რიჩი ბლექმორს ეკუთვნოდა). 1968 წლის ტურნე აშშ-ში ჯგუფისთვის წარმატებული გამოდგა. სიმღერა სიჩუმე (Hush) სადებიუტო ალბომიდან Shades of Deep Purple დიფ ფარფლის პირველ ჰიტად მიჩნევა. მეორე ალბომის თელიისინის წიგნის გამოსვლა დაემთხვა ჯგუფის ამერიკაში ტურნეს პერიოდს. ინგლისში ის მხოლოდ შემდეგ წელს გამოჩნდა. 1969 წელს გამოვიდა მესამე ალბომი დიფ ფარფლი. ინგლისში ეს ალბომი ჰარვესთ რექორდსმა გამოუშვა, ამერიკაში კი - ტეტრაგრამატონმა. ამ უკანასკნელს პრობლემები შექმნა, რადგან ალბომის ყდისთვის გამოყენებული სურათი ჰიერონიმუს ბოსხის ტკბობის ბაღი ვატიკანს ეკუთვნოდა. საბოლოდ ტეტრაგრამატონმა გაკოტრდა, როცა ალბომის ჯერ კიდევ უშვებდნენ. სამი ალბომის გამოშვების და ამერიკაში ხანგრძლივი ტურნეს შემდეგ როდ ევანსი და ნიკ სიმპერი უცერემონიოდ გაძევეს, მათ ნაცვლად კი ვოკალისტი იან გილანი და ბას-გიტარისტი როჯერ გლოვერი მიღეს. ასე ჩამოყალიბდა ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შემადგენლობა. ჯგუფის ამ შემადგენლობამ გამოუშვა საკონცერტო ალბომები კინცერტი ჯგუფისა და ორკესტრისთვის, სრული სამ მოქმედებიანი ნაწარმოები, რომლის ავტორიც ჯონ ლორდი არის. დიფ ფარფლმა ეს ნაწარმოები სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად შეარსულა სამეფო ალბერტ ჰოლში (დირიჟორი - მალკოლმ არნოლდი). ეს იყო როკ ჯგუფისა და ორკესტრის ერთ-ერთი პირველი ერთობლივი ნამუშევარი, თუმცა, იმ დროისთვის, დიფ ფარფლის ზოგიერთი წევრი (განსაკუთრებით რიჩი ბლექმორი) არცთუ მოხარული იყო იმით, რომ მათი ჯგუფი მოიხსენიებოდა როგორც "ჯგუფი, რომელიც ორკესტრთან ერთად უკრავდა". მათ განზრახული ჰქონდათ ჯგუფის განვითარება უფრო ვიწრო, ჰარდ როკ სტილში. ორკესტრთან ერთად შესრულებული კონცერტის შემდეგ ჯგუფმა დაიწყო თავბრუდამხვევი ტურნე. ამ პერიოდის პირველი სტუდიური ალბომი - დიფ ფარფლი ქვაში 1970 წელს გამოვიდა. ჯგუფმა ასევე ჩაწერა სიმღერა ბლექ ნაით, რომელიც მაშინვე ჰიტად იქცა და დიდი ბრიტანეთის მუსიკალურ ათეულში მოხვდა. ბლექმორ-ლორდის მუსიკა, გილანის ვოკალი, გლოვერისა და პეისის რითმული განყოფილებები ყველასათვის ადვილად საცნობი გახდა. შემდეგი, უფრო სრულყოფილი და პროგრესიული, ალბომი ცეცხლოვანი ბურთი 1971 წელს გამოვიდა. ჯგუფის კიდევ ერთი სიმღერა უცნაური ქალი კვლავ ათეულში მოხვდა. 1972 წელს დიფ ფარფლი აგრძელებდა გასტროლებს და ალბომებოს ჩაწერას. ალბომი მეშინ ჰედ უნდა ჩაეწერათ სამორინე მონტრეში როლინგ სტოუნსის მოძრავ ხმისჩამწერ სტუდიაში, მაგრამ ფრენკ ზაპასა და მაზერს ოფ ინვენშენის კონცერტის დროს სავარაუდოდ შემთხვევით გაჩენილი ხანძრის შედეგად სამორინე დაიწვა. ალბომი ჩაწერეს ახლომდებარე სასტუმრო გრანდ ჰოტელში. ამ შემთხვევამ შთაგონათ დაეწერათ ცნობილი სამღერა კვამლი წყალზე. გილანი ამტკიცებდა, რომ მან დაინახა კაცი, რომელმა კონცერტის დროს სასიგნალო მაშხალა გაისროლა, რაც ხანძრის მიზეზი გახდა. მეშინ ჰედი დიფ ფარფლის ერთ-ერთ საუკეთესო და კლასიკურ ალბომად ითვლება. მეშინ ჰედის შემდეგ გამოვიდა საკონცერტო ალბომი "დამზადებული იაპონიაში", რომელიც ძირითადად იაპონიაში სამი კონცერტის დროს ჩაიწერა. მეიდ ინ ჯეფენ დღესაც მიიჩნევა ყველაზე ცნობილ როკ საკონცერტო ალბომად, რომელიც კი ოდესმე ჩაწერილა. დიფ ფარფლის ეს შემადგენლობა აგრძელებდა მუშაობას და 1973 წელს გამოუშვეს ალბომი ვინ გგონია რომ ვართ და ჰიტი ქალი ტოკიოდან, მაგრამ დაძაბულობა ჯგუფის წევრებს შორის უკვე აშკარა იყო. ევროპული ტურნეს შემდეგ გილანმა დატოვა ჯგუფი, გლოვერიც მასთან ერთად გაუშვეს. მათ მაგივრად აიყვანეს იმდროისთვის უცნობი მომღერალი ჩრდილოეთ ინგლისიდან დევიდ კოვერდეილი და ბას-გიტარისტი გლენ ჰიუზი. ახალმა შემადგენლობამ ჩაწერა მძიმ ბლუზ/როკის სტილში ალბომი ბერნ, კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი. ჰიუზმა და კოვერდეილმა ჯგუფს შემატეს რიტმ ენდ ბლუზის და სოულის ელემენტები, რაც უფრო თვალნათლივ შემდეგ ალბომ სთორმბრინგერში (1974) გამოჩნდა. ბლექმორი უკმაყოფილო იყო ამ შედეგით, რის გამოც მან დატოვა დიფ ფარფლი. ბლექმორმა რონი ჯეიმს დიოსა და ელფთან ერთად დაარსა ახალი ჯგუფი რეინბოუ. ბლექმორის წასვლით, დიფ ფარფლში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცარიელი ადგილის შევსება გახდა საჭირო. თუმცა დარჩენილმა წევრებმა მარცხი არ აღიარეს და მალე გამოაცხადეს "შეუცვლელი" წევრის შენცვლელი. ეს იყო ახალგაზრდა ამერიკელი ტომი ბოლინი. ბოლინის მისმენაზე მიწვევა კოვერდეილის იდეა იყო. ჯგუფში მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ 1975 წელს აშშ-ში გამოვიდა ალბომი მოდი გასინჯე ჯგუფი. მიუხედავად კრიტიკოსთა განსხვავებული აზრისა, ახალმა ალბომა გამოაცოცხლა ჯგუფი და ახალი ჟღერადობა შესძინა მათ მუსიკას. ბოლინის გავლენა მნიშვნელოვანი იყო, მას მრავალი ახალი იდეა ჰქონდა. მაგრამ, შემდგომ ბოლინის ნარკოტიკებისადმი მიდრეკილების გამო, მრავალი კონცერტი გადაიდო და ჩაიშალა. ამ ყველაფრის დასასრული 1976 წლის მარტს ბრიტანეთში ტურნეს დროს დადგა. 1968-1976 წლების დიფ ფარფლის ფინალური შოუს დროს, გიტარის სოლოს შესრულებისას, ჰეროინის ცუდად შერეული დოზის გამო ბოლინს მარცხენა ხელი დროებით წაერთვა. გიტარისტს დაკვრა აღარ შეეძლო. კოვერდეილმა აცრემლებულმა დატოვა სცენა. ეს დასასრული იყო. "ეს ტრაგედია იყო", - განაცხადა კოვერდეილმა. "ტომი შესანიშნავი გიტარისტი იყო, მაგრამ მას უბრალოდ არ შეძლო... რამე ეღონა". დიფ ფარფლის დაშლის შესახებ საბოლოდ 1976 წლის ივლისში გამოაცხადეს. მაგრამ ნამდვილი ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა ბოლინმა თავის მეორე სოლო ალბომზე ფრაივით აის დაამთავრა. წლის 4 დეკემბერს, მაიამიში, ბოლინი მისმა მეგობარმა გოგონამ უგონოდ იპოვა. როცა ტონის გაღვიძება ვერ შესძლო, სასწრაფო დახმარება გამოიძახა. მაგრამ უკვე გვიან ოყო. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სხვადასხვა სახის ნარკოტიკით ინტოქსიკაცია დასახელეს. ტომი ბოლინი მხოლოდ 25 წლის იყო. დიფ ფარფლის ყოფილმა წევრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს სხვადასხვა ჯგუფებში (რეინბოუ, ვაით სნეიქი, ბლექ საბათი და გილანის ჯგუფი). 1980 წელს როდ ევანსმა შეკრიბა ჯგუფი და დიფ ფარფლის სახელით რამდენიმე კონცერტი ჩაატარა, სანამ მას ამ ბრენდის გამოყენება აუკრძალეს. მიუხედავად ამისა, 1984 წლის აპრილში, ჯგუფის დაშლიდან 8 წელიწადში აღდგენა შედგა. რადიო ბი ბი სი-მ გამოაცხადა, რომ 70-იანების შემადგენლობა – ბლექმორი, გილანი, გლოვერი, ლორდი და პეისი ახალ ალბომზე მუშაობდნენ. 1984 წლის ოქტომბერში გამოვიდა Perfect Strangers, რასაც მოყვა გასტროლები მთელ მსოფლიოში. ინგლისში გამართულ კონცერტს 80 000 ფანი დაესწრო. 1987 წელს გამოვიდა ალბომი The House of Blue Light, 1988 წელს – საკონცერტო ალბომი Nobody's Perfect. ჯგუფის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად გამოვიდა სინგლ "Hush"-ის ახალი ვერსია. 1989 წელს ბლეკმორთან უთანხმოების გამო გილანს ჯგუფი დაატოვებინეს, მის მაგივრად მოიწვიეს რეინბოუს ვოკალისტი ჯო ლინ ტერნერი. ამ შემადგენლობამ ჩაწერა მხოლოდ ერთი ალბომი Slaves & Masters (1990). ეს იყო ბლექმორის საყვარელი ალბომი. ფანების უმრავლესობა უკმაყოფილო იყო ტერნერით და გილანის დაბრუნებას ითხოვდა. ასე ფიქრობდნენ ლორდი, პეისი, გლოვერი და ჩამწერი სტუდიაც. ბლექმორი დათანხმდა და დიფ ფარფლის კლასიკურმა შემადგენლობამ 1993 წელს გამოუშვა ალბომი The Battle Rages On. ამ ალბომის მხარდამჭერ გასტროლებზე გილანმა და ბლექმორმა ისევ იჩხუბეს. ბლექმორი ჯგუფიდან წავიდა. გასტროლების დასამთავრებლად გიტარისტად მოვიდა ჯო სატრიანი. მას ჯგუფში საბოლოოდ დარჩენაც შესთავაზეს, მაგრამ ამის უფლებას არ იძლეოდა მისი კონტრაქტი ჩამწერ სტუდიასთან. ბენდმა აიყვანა სტივ მორსი. 1996 წელს გამოვიდა ალბომი Purpendicular, რომელშიც მრავლად იგრძნობოდა მორსის ახალი იდეები. ამას მოჰყვა ასევე წარმატებული ალბომი Abandon (1998). 1999 წელს, ლორდმა ერთ-ერთ მუსიკოს ფანთან ერთად გადააკეთა Concerto for Group and Orchestra და ეს კონცერტი კიდევ ერთხელ გაიმართა სამეფო ალბერტ ჰოლში იმავე წლის სექტემბერში. ამ შემთხვევაში დიფ ფარფლითან ერთად გამოდიოდა ლონდონის სიმფონიური ორკესტრი პოლ მენის დირიჟორობით. ჯგუფი აგრძელებდა გასტროლებს 2002 წლამდე, სანამ ლორდმა არ განაცხადა ჯგუფიდან წასვლის თაობაზე. ის შეცვალა დონ ეირიმ. 2003 წელს დიფ ფარფლიმა გამოუშვა ახალი ალბომი Bananas და დაიწყო გასტროლები მის მხარდასაჭერად. 2005 წლის ივლისში მიიღეს მონაწილეობა ლაივ 8 კონცკრტში. იმავე წლის ოქტომბერში კი გამოვიდა Rapture of the Deep. მიუხედავად იმისა, რომ ალბომი მხოლოდ რამდენიმე კვირაში ჩაიწერა, ის ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პროგრესული და საინტერესო ნაშრომი გამოდგა. ალბომს კიდევ ერთი ხანგრძლივი მსოფლიო ტურნე მოჰყვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted May 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2008 კარგია ეს თემა რომ შემოემატა ფორუმს! უძლიერესი ჯგუფი! აბა ყველამ დავყაროთ ლაივებიი! ან ამაგამ ან ხვალ საღამოს შემოგთავაზაბთ რაგაც ლაივებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeferino Posted May 23, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 23, 2008 http://i025.radikal.ru/0805/70/0add8912e743.jpg დასახელება: Soldier Of Fortune შემსრულებელი: Deep Purple გამოშვების წელი: 1984 ჟანრი: Classic Rock გაფართოება: 352 x 262 ხხანგრძლივობა: 00:02:32 DOWNLOAD Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted May 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 24, 2008 კარგი ქენით რომ გახსენით ეს თემა მე ვაპირებდი ამის გახსნას და დამასწრეს მაგრად მომწონს კარგია! child in time :jump: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted May 27, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2008 აუ ამის მთლიანი ვერსიაც ხომ არ გაქვს?არ მაქ ედა და მაგრად მომინდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted May 27, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted May 27, 2008 Deep Purple - Child in Time (Live at BBC) ძაან მაგარი ვერსიაა deep purple - into the fire, live tv show 1971 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PerfectSkin Posted August 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2008 Links. http://www.deep-purple.nethttp://deeppurplehub.proboards31.comhttp://www.thehighwaystar.comhttp://www.stevemorse.comhttp://www.tbolin.comhttp://www.glennhughes.comhttp://cms2.gre.ac.uk/jr07/principaledwards/site/about.asp Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gnida Posted August 12, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 12, 2008 I Love DEEP PURPLE :love2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PerfectSkin Posted August 15, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 15, 2008 ჯგუფის წევრები სხვადასხვა წლებში: 1968-1969როდ ევანსი - ვოკალი; რიჩი ბლექმორი - გიტარა; ჯონ ლორდი - კლავიშები; ნიკ სიმპერი - ბას-გიტარა; იან პეისი - დასარტყამები 1969-1973იან გილანი - ვოკალი; რიჩი ბლექმორი - გიტარა; ჯონ ლორდი - კლავიშები; როჯერ გლოვერი - ბას-გიტარა; იან პეისი - დასარტყამები 1973-1975დევიდ კოვერდეილი - ვოკალი; რიჩი ბლექმორი - გიტარა; ჯონ ლორდი - კლავიშები; გლენ ჰიუზი - ბას-გიტარა, ვოკალი; იან პეისი - დასარტყამები 1975-1976დევიდ კოვერდეილი - ვოკალი; ტომი ბოლინი - გიტარა; ჯონ ლორდი - კლავიშები; გლენ ჰიუზი - ბას-გიტარა, ვოკალი; იან პეისი - დასარტყამები 1976-1984ჯგუფი დაიშალა 1984-1989იან გილანი - ვოკალი; რიჩი ბლექმორი - გიტარა; ჯონ ლორდი - კლავიშები; როჯერ გლოვერი - ბას-გიტარა; იან პეისი - დასარტყამები 1989-1991ჯო ლინ ტერნერი - ვოკალი; რიჩი ბლექმორი - გიტარა; ჯონ ლორდი - კლავიშები; როჯერ გლოვერი - ბას გიტარა; იან პეისი - დასარტყამები 1992-1993იან გილანი - ვოკალი; რიჩი ბლექმორი - გიტარა; ჯონ ლორდი - კლავიშები; როჯერ გლოვერი - ბას გიტარა; იან პეისი - დასარტყამები 1993-1994იან გილანი - ვოკალი; ჯო სატრიანი - გიტარა; ჯონ ლორდი - კლავიშები; როჯერ გლოვერი - ბას გიტარა; იან პეისი - დასარტყამები 1994-2002იან გილანი - ვოკალი; სტივ მორსი - გიტარა; ჯონ ლორდი - კლავიშები; როჯერ გლოვერი - ბას გიტარა; იან პეისი - დასარტყამები 2002-დღემდეიან გილანი - ვოკალი; სტივ მორსი - გიტარა; დონ ეირი - კლავიშები; როჯერ გლოვერი - ბას გიტარა; იან პეისი - დასარტყამები სტუდიური ალბომები: 1968 Shades of Deep Purple 1968 The Book of Taliesyn 1969 Deep Purple 1970 Deep Purple in Rock 1971 Fireball 1972 Machine Head 1973 Who Do We Think We Are 1974 Burn 1974 Stormbringer 1975 Come Taste the Band 1984 Perfect Strangers 1987 The House of Blue Light 1990 Slaves & Masters 1993 The Battle Rages On 1996 Purpendicular 1998 Abandon 2003 Bananas 2005 Rapture of the Deep 2006 Rapture of the Deep სპეციალური ორ დისკიანა გამოცემა საკონცერტო ალბომები: 1968: Live in Inglewood გამოვიდა 2004 წელს 1969: Concerto for Group and Orchestra 1969: Kneel & Pray გამოვიდა 2004 1970: Gemini Suite Live გამოვიდა 1998 1970: Scandinavian Nights გამოვიდა 1988 1970: Space Vol 1 & 2 1972: Made in Japan 1970-1972: Deep Purple In Concert გამოვიდა 1980 1972: Denmark 1972 1975: Made in Europe 1974: Live in London გამოვიდა 1982 1974: Just Might Take Your Life გამოვიდა 1996/2004 1974: Perks And Tit გამოვიდა 2004 1975: Mk III: The Final Concerts გამოვიდა 1996 1976: Last Concert in Japan 1975: King Biscuit Flower Hour Presents: Deep Purple in Concert გამოვიდა 1995 1975: This Time Around: Live in Tokyo გამოვიდა 2001 1987: Nobody's Perfect გამოვიდა 1988 1985: In The Absence of Pink: Knebworth 85 გამოვიდა 1991 1993: Come Hell or High Water 1993: Live In Europe 1993 გამოვიდა 2006 1996: Live at the Olympia '96 გამოვიდა 1997 1999: Total Abandon: Live in Australia 1999: In Concert with the London Symphony Orchestra 2000: Live At The Rotterdam Ahoy 2001: The Soundboard Series DVD ფორმატში გამოცემული კონცერტები: 1969: Concerto for Group and Orchestra გამოვიდა 2003 1969: Special Edition EP გამოვიდა2003 1972/1973: Live In Concert 1972/73 გამოვიდა 1998 1974: Live in California 74 გამოვიდა 2006 1993: Come Hell Or High Water გამოვიდა 2001 1995: Bombay Calling 1996: Live at Montreaux 1999: In Concert with the London Symphony Orchestra 1999: Live in Australia: Total Abandon 2001: Perihelion 2003: Live Encounters Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
pepp Posted August 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2008 მაგრად მიყვარს...მამებიი!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GOTH Posted August 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2008 child in time მაგრად მაწყნარებს! მაგარი სიმღერაა და ჯგუფიც მომწონს http://www.gotterdammerung.org/music/reviews/deep-purple/deep-purple.band.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PerfectSkin Posted August 17, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 17, 2008 In Rock ინგლისური ჰარდ როკ ჯგუფ დიფ ფარფლის მეოთხე სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1970 წლის ივნისში. დიდ ბრიტანეთში გამოსცა ჰარვესთ რექორდსმა, აშშ-ში კი - ვორნერ ბრაზერზსმა. ეს ალბომი დიფ ფარფლის კლასიკური შემადგენლობის პირველი სტუდიური ნამუშევარია. ზოგიერთ ქვეყანაში გამოშვებულ ალბომებში დამატებული სიმღერა "Black Night". ალბომის ყდაზე ნაჩვენებია ჯგუფის წევრების ქვაში გამოკვეთილი სახეები, რომილიც გავს რაშმორის ცნობილ მონუმენტს. ყველა სიმღერა ჯგუფის წევრების მიერაა დაწერილი. "Speed King" – 5:49 "Bloodsucker" – 4:10 "Child in Time" – 10:14 "Flight of the Rat" – 7:51 "Into the Fire" – 3:28 "Living Wreck" – 4:27 "Hard Lovin' Man" – 7:11 http://img166.imageshack.us/img166/9159/deeppurplein2004lg0.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted October 5, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2008 სტივ მორსს იმენნა ვერ ვიტან. კარგი ტექნიკა აქ ვაღიარებ მაგრამ აი რაღაც აკლია რა... რავი არ მომწონს! ბანძია! ბლეკმორე ცოტა კი წაუხალასტოებს ხოლმე მაგრამ მეფეა მაინც! ეს არის პურპლების ჩემი უსაყვარლესი კონცერტი! და ამ შემადგენლობით მიყვარს ყველაზე მეტად პურპლები.4 ივლისი 1974 (California Jam)ვოკალი - დევიდ კოვერდეილიბექ ვოკალი/ბას გიტარა - გლენ ჰიუგსი (უძლიერესი ბექ ვოკალიაააააა! აუ რას კივის! ელ. გიტარა - რიტჩი ბლეკმორიკეიბორდს - ჯონ ლორდიბარაბანშიკი - იან პეისი Deep Purple - California Jam 1974 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted February 3, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2009 Deep Purple - Sometimes I Feel Like Screaming!!! - (Live In Australia 99) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest Posted June 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted June 7, 2009 В кои-то веки наш городишко в течение одного месяца посетят сразу два западных рок-монстра: Deep Purple & Nazareth. Хотя, положа руку на сердце, слово "монстр" применимо, пожалуй, лишь к первым, да и то с тех пор много воды утекло. С творчеством Перплов, кроме классических Smoke On The Water и Soldier Of Fortune, а также альбома 1986 года House Of Blue Light, я практически незнаком. У Назарет слышал лишь две песни: про животных и еще один медляк Love Hurts. В связи с этим у меня вопрос. Как вы считаете, есть ли смысл идти на концерты? Понравятся ли фэну Бон Джови и большому поклоннику мелодичного хард-рока вышеуказанные исполнители? Или может кто посоветует, что можно у них послушать из произведений последних лет? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.