ლ ი ც ი Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 (edited) ალბათ გახსოვთ დონ-კიხოტი რომ ეუბნება სანჩოს: ჩემი მიჯნური ქალი როგორადაც მსურდა, ისეთად წარმოვიდგინე, ისეთი სიმშვენიერე და გარეგნობა მივეცი, რომ მასთან ვერც ელენე, ვერც ლუკრეცია,, ვერც ძველი რომისა, საბერძნეთისა და ბარბაროსთა ყველა ქებული ქალი ფეხს ვერ გაიწვდიან, დაე, ამაზე ვისაც რა უნდა, ისა თქვას: "უმეცარნი დამძრახავენ, გონიერმა მაინც იქნებ სხვანაირად შეხედოს საქმეს" ასეა ეს. სიყვარულის ობიექტს ხშირად თავად ვიგონებთ, თავად ვქმნით. როგორც პოლ ვალერი-მ თქვა: "ჯერ მე შეგქმენი! მერე შენ გაჩნდი, შენ მერე მოხვედი და მე გიცანი, ჩემგან, ჩემს მიერ შექმნილი ტანჯვით" . "ობიექტი"ჯერ კედელზე ნახშირით მოხატულ ფიგურას ჰგავს, რომელსაც ფერ-ხორცი არ გააჩნია...მხოლოდ კონტური. მერე ნელა -ნელა ჩვენს ოცნებას ხორცს ვასხავთ + სულის ანატომიის სარჩულს "ვუკერავთ"და ილუზორულადაც გვიყვარდება. შედეგი კი დამანგრეველია, რამეთუ მსგავსი "სიყვარული" სარეცელის ინტრიგასთან ერთად მთავრდება. კი ბატონო, ძალიან ლამაზია, ძალიან რომანტიკულია, მაგრამ ილუზორულია გოდერძის აქვს გენიალურად დახატული: -ასე მგონია ვიღაცა უნდა შემხვდეს. -ვინ უნდა შეგხვდეს? -არ ვიცი. -მაშ,რატომ გგონია? -იცი,მე ის მიყვარდა. -როდის? -ეგ არ ვიცი როდის,ალბათ დიდი ხნის წინათ. -მაინც? -მანამ დავიბადებოდი. -ვერ გავიგე. -შეიძლება დაბადებულიც ვიყავი,მაგრამ სხვაგან,მე იქ მიყვარდა და ეხლაც იმას ვეძებ. -რომ არ შეგხვდეს? -ეგეც შეიძლება. -უცოლო ხომ არ დაბერდები,მოიყვანე ვინმე. -ვინ? -რა ვიცი,ვინმე. -არა,არა,ეგრე როგორ მოვიყვანო? -ის რომ არ შეგხვდეს? -ხომ მიყვარს? -ეგეთი სიყვარული არ გამიგონია,არ იცნობ,არ გინახავს და გიყვარს. -ჰო,მიყვარს. -იქნებ არ გიყვარს? -მაშ,რატომ მგონია,რომ უნდა შემხვდეს? -იქნებ სიზმარში ნახე? -არა,სხვაგან ვნახე სადღაც. -გარეგნობა გახსოვს,როგორი აქვს? -არა,არ მახსოვს. -მაშ,როგორ უნდა იცნო,რომ შეგხვდეს? -ვიცნობ.ვიცი,რომ ვიცნობ.არ შეიძლება,რომ არ ვიცნო. -არ შეგხვდა? -არა,არ შემხვდა. -მერე? -რა მერე? -არ მოიყვანე ცოლი? -არა. -კიდევ იმას ელოდები? -ჰო. -რამდნი წლის ხარ? -სამოცდაექვსის. -კიდევ გიყვარს? -კიდევ. -იქნებ შეგხვდა და ვერ იცანი. -ჰა! -არა,არაფერი. მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი ორ სინამდვილეში ცხოვრობს, ერთია რეალური , მეორე -ილუზიური. და საშინელია ის მცირე, ხანდახან-ბეწვივით მცირე საზღვარი, რომელიც ჰყოფს რეალურს და ილუზიურს. ამიტომ გვერევა და გვეშლება ერთმანეთში ჭეშმარიტი და ილუზორული სიყვარული. მეთანხმებით თუ არა? Edited January 29, 2010 by მალინა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 ბეწვივით მცირე საზღვარირა არის ეს ზღვარი? ადამიანი ორ სინამდვილეში ცხოვრობს, ერთია რეალური , მეორე -ილუზიურიადამიანი მთლიანად ილუზიაში ცხოვრობს.მაშინაც კი, როცა მას ჰგონია, რომ რეალობაში ცხოვრობს.მთელი ცხოვრების მანძილზე, ადამიანს სულ 1 ან 2-3 წამით (ან საერთოდ არა) ეძლევა იმის აღქმა, რომ ის ილუზიაში ცხოვრობს.ანუ სძინავს. ანუ სთვლემს.ესაა და ეს.და ამ 2-3 წამით გამოფხიზლებისას აცნობიერებს რომ ილუზიაშია.მაგრამ, მერე ისევ რომ ჩასთვლემს, ამ მთვლემარე ცნობიერებით ჰგონია, რომ 2 სინამდვილე არსებობს. სასტიკად ტყუვდება.არავიტარი 2 სინამდვილე არ არსებობს. სინამდვილე არის ერთი.ხოლო ადამიანი -ილუზიაში სინამდვილის მიმართ. ილუზორულადაც გვიყვარდება ასეა. სანამ ილუზიაშია ადამიანი. ძალიან ლამაზია, ძალიან რომანტიკულია, მაგრამ ილუზორულიალამაზი - ილუზორულია. რომანტიკა ცოტა სხვა რამეა. მაგრამ ეგეც ილუზორულად ესმით. ინსტიქტურ ლტოლვებს ნიღბავენ და "ალამაზებენ" ვითომრომანტიკის ატრიბუტებით. რომანტიკა კი სრულიად სხვა რამაა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 ალბათ გახსოვთ დონ-კიხოტი რომ ეუბნება სანჩოს: ჩემი მიჯნური ქალი როგორადაც მსურდა, ისეთად წარმოვიდგინე, ისეთი სიმშვენიერე და გარეგნობა მივეცი, რომ მასთან ვერც ელენე, ვერც ლუკრეცია,,ვგიჟდები სერვანტესზე :love2: მე იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი ორ სინამდვილეში ცხოვრობს, ერთია რეალური , მეორე -ილუზიური. და საშინელია ის მცირე, ხანდახან-ბეწვივით მცირე საზღვარი, რომელიც ჰყოფს რეალურს და ილუზიურს. ამიტომ გვერევა და გვეშლება ერთმანეთში ჭეშმარიტი და ილუზორული სიყვარული. მეთანხმებით თუ არა?კი, ნამდვილად გეთანხმები... ასეა! ილუზიებს რომ ვერ ვუთავსებთ რეალურს მერე იქყება ყველაფრის მსხვრება... ფრთების მოტეხვა და ძირს ჩამოვარდნა ცუდი გრძნობაა იმედგაცრუება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 თეთრი ხიდი-რეზო გაბრიაძეСтою на мосту, Плюю в реку. Не в рифму – Но факт! В.В. Маяковский მე დედიკოს შვილი ვიყავი. წიგნებს ვკითხულობდი, სუფთა საყელო მქონდა, იმდენად კარგი წასარტყმელი ვიყავი თავში, რომ იშვიათად თუ დაიკლებდა ვინმე ამ სიამოვნებას, გარდა ვინმე მივლინებულის, ჩემოდნით ხელში, ან კუბოს შეყუდებული ჭირისუფლისა, თუმცა ორი მცდელობა იყო, ერთი ფეხითაც, გასვენების დროს. ომი ახალი დამთავრებული იყო, ცხოვრება ძნელი იყო, ცოტა ჰქონდა ხალხს სიხარული და სიამოვნება. ბიბლიოთეკა №6-ის ბეჯითი მკითხველი ვიყავი. ბიბლიოთეკაში შესვლა სიფრთხილეს მოითხოვდა. ვინმეს რომ დავენახე – მცემდა, როგორც სირისტიანს, ამიტომ მეც ვფრთხილობდი: ჯერ იქითა ტროუტუარზე უნდა ჩამევლო უინტერესოდ, მერე ასევე უინტერესოდ ხიდიდან უნდა გადამეფურთხებინა და როდესაც დავრწმუნდებოდი, არავინ მიყურებს – ჩქარა შევსულიყავი ბიბლიოთეკაში. იმ დღეს ბიბლიოთეკაში ვიჯექი. უცებ ახმაურდა რიონი – მივხვდი, კარი გაიღო. ავხედე ბიბლიოთეკარებს: ორი გაუთხოვარი ქალი იყო, ყველაფერი უკვე ნათქვამი ჰქონდათ ერთმანეთისათვის. წინა, ფეხებგაშლილი, ნავთქურას ადგა თავზე და კარს უყურებდა გაფითრებული. ფეხების შიდა მხარეებს წითელი ვარდები მოდებოდა სიცხისაგან. ქეთო პავიდლოიანი კოვზის პირიდან გამოღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ იძრობდა და საჯდომის ნელი ტრიალით სკამს ეძებდა. შიში მოედო ბიბლიოთეკას. ჯერ ვიფიქრე – იპოლიტე დაინახეს-თქო. იმ წლებში ჩვენს ქალაქში ერთი ვირთხა ცხოვრობდა, იპოლიტეს ეძახდნენ, რადგან ოდესღაც მსახიობ ხვიჩიას დაუმდუღრავს. სად არ შეგხვდებოდათ ეს იპოლიტე: ქუთვაჭრობასთან, ლომბარდთან, ბაზართან, ბანკთან, გრუზვტორსირიოსთან – იისფერი, გრძელი მწვანე კუდით მართლაც ძნელი შესახედი იყო. №6 ბიბლიოთეკაში მხოლოდ მე და იპოლიტე დავდიოდით. იმ ხანებში ორივე კლასიკოსებით ვიყავით გატაცებული: იპოლიტე ყდებით, მე კი – რაც მას დარჩებოდა, დღემდე ვგრძნობ ამ დანაკლისს. რიონი გაჩუმდა – კარი დაიხურა, ფრთხილად მივიხედე უკან. კარებში ადრახნია იდგა! ადრახნია მარტო კაცი იყო. ჰქონდა მხოლოდ პროფილი, რომელსაც სხვადასხვა სიძველის შრამები ხაზავდა, მათ შორის ერთი იყო სხვებზე შესანიშნავი. ეს შრამი იწყებოდა თმებში, დიაგონალად კვეთდა მაღალ შუბლს, გადადიოდა წარბზე, ოდნავ ეხებოდა ცხვირს, მკრთლად აჩნდა მშრალად ნაძერწ ტუჩებს, ღრმავდებოდა ნიკაპზე და იკარგებოდა მის ქვეშ. განსაკუთრებით საშიში იყო დაღამებისას, ნისლში და კინოფილმ „შურისმაძიებელი ელდორადოდან“ მსვლელეობის დროს. მის გამოჩენაზე ქუჩა იმრუდებოდა და ცერად მიედინებოდა ფეხქვეშ. აი, ასეთი კაცის თვალები მიყურებდნენ მე. ადრახნია დაჯდა ჩემს მაგიდასთან, შავყდიანი რვეული ამოიღო ჯიბიდან. დამიდო წინ, მიყურა, თქვა: „შენ დაწერ წერილს“, – და საჩვენებელი თითით, რომელიც არ ჰქონდა მიმითითა რვეულზე. „მე ვერ ვწერ“ – მაჩვენა ისევ საჩვენებელი თითი, რომელიც არ ჰქონდა. „კაციშვილმა არ უნდა იცოდეს“, „კუბო“ – ვთქვი მე უხმოდ. „კუბო“ – გაახმოვანა ჩემი ტუჩები ადრახნიამ. „დაწერე: ძვირფასო მარგალიტა, წყალში ვდგავარ – ცეცხლი მიკიდია“ - მიკარნახა ადრახნიამ. მარგალიტა საკომისიოს საქონელმცოდნის რაფიელის ქვრივი გახლდათ. ორი წლის წინ რაფიელი რევიზიას გადაჰყვა. მეოთხე წელია მარგალიტა შავებს არ იხდიდა. მეოთხე წელია იჯდა ძმრით გაწმენდილ ფანჯარასთან და გარდაცვლილის საკუთარ მანქანას უყურებდა, რომელიც არაფრისგზით არ გაყიდა და სიყვარულის ძეგლად იდგა აგურებზე ყვითელ ყვავილებში ჩაფლული. იჯდა ასე მგლოვიარე: ბალს ნემსით მიირთმევდა, ნემს ცხვირსახოცით წმენდდა და ცხვირზე მიიდებდა სევდის ნიშნად. არ მახსოვს რამდენ ხანს ვწერდი, ბევრი კლასიკას დავესესხე, ბევრიც ჩემი იყო – ორიგინალური. ახლაც მახსენდება უდროო დროს და უადგილო ადგილას, წნევის გასინჯვისას, ან გადასასვლელზე, სვეტაფორთან ფრანკფურტში, მაგალითად: „ო, ძვირფასო, რატომ შევხვდით გობელენში?!“ იმ წერილში იყო ადგილები, რომლის შინაარსის გაგება ახლაც მიჭირს: „ჩემი ყველა თვალის ეჭვიანობის მიზეზი შენ ხარ! თვალნი ჩემნი ეჯიბრებიან რა ერთმანეთს შენი ხილვის დანახვაში, ფხიზლად სძინავთ და როს ბალიშის მაგიერ თავქვეშ უდევთ წამწამები, ხან პირველი თვალი იღვიძებს მეორეზე ადრე, ხან მეორე პირველზე ადრე, რათა დაასწრონ ერთმანეთს სილამაზის წყაროსა და სათნოების ჩირაღდანის ხილვა!!!“ ადრახნიამ დიდხანს იკითხა ტუჩებით რვეული, მერე ფანჯარაში ასევე ტუჩებით ქალაქის საათი წაიკითხა, ქვედა ქუთუთოებით თვალები დახუჭა და თქვა: „საცემი ხარ“. ჩემი გული გაჩერდა. მის მაგიერ ბინტში შეხვეული თითი ჩქარა-ჩქარა ფეთქავდა. ადრახნია წამოდგა. „მერე იმას ვინც შენ გცემს, ფეხებს, ხელებს დავაძრობ და მოგიყვან სკოლაში თავის ფეხით“ – თქვა და წავიდა. მის მერე ბარე ორმოცდაათი წელი გავიდა. ამასწინათ ისევ მოვხვდი ქუთაისში, დავეხეტებოდი ქუჩებში და ვეუბდებოდი ჩემს თავს: „აი შენ მშობლიურ ქალაქში ხარ, შენ უნდა იგრძნო სევდა, გულის ტკივილი, სინაზე და სილამაზე“. აქეთ წავედი – ვერ ვიგრძენი, იქით წავედი – ვერ ვიგრძენი. ტყავის კეპკა, ვიყიდესავით, დავყნოსე – ვერაფერი ვიგრძენი. ნოსტალგიის ძებნაში თეთრ ხიდზე აღმოვჩნდი – „მოდი გადავაფურთხებ, ეგებ რამე ნაზი, სათუთი შეეხოს ჩემს გულს-მეთქი", ასეც ვქენი, მაგრამ ესეც არ გამომივიდა. რამდენჯერაც არ ვცადე ყველა მოღუნულად წავიდა ქვევით და ბოლოში არ აჩქარდა. „სულ სხვაა ახალგაზრდობაში „თეთრი ხიდიდან“ გადაფურთხება“ – ყალბად დავღონდი მე. არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა: აღარც ქარია უკვე და არც ნიავია ჯერ. გლიცერინის სუნი აქვს, თბილია, უქმია, ზედმეტად ზრდილობიანი, ჩემი ნება რომ იყოს, მე მას ლიზიკო გაბუნიას დავარქმევდი და ქუთაისის პედინსიტუტში ჩავრიცხავდი ფრანგული ენის ფაკულტეტზე უგამოცდოდ. ნიავს ქუდი მოვუხადე, ჩამიარა, ვითომ ვერ მიცნო, ქუჩის კუთხეში საყურე გაათამაშა, მაინც გამომხედა და გაქრა. ჩამოვჯექი ლიმონათის ყუთზე. ჩემს წინ ტროტუარზე ვიღაცამ უქუსლო ჩექმა შემოადგა, ავხედე, გადავუდექი წინ. ეს გახლდათ ადრახნია. ლამაზად დაბერებულა, არ მოუმატია, პროფილი ქაღალდივით გამჭვირვალე გაუხდა. ვერ მიცნო. გავახსენე მარგალიტას წერილი. გვერდზე გაიხედა, სიგარეტი შემომთავაზა. თურმე ხვალ სრულდება ხუთი წელი, რაც მარგალიტა გარდაიცვალა. დამპატიჟა სასაფლაოზე. მეორე დღეს ავედი საფიჩხიაზე. იქ სამთითა ცაცხვის ქვეშ გავიცანი მარგალიტას და ადრახნიას ორი შვილი. გოგო მამას ჰგავდა, ხმელი, უხმო. ბიჭს მარგალიტას თვალები და ხმა ცრემლიანი ჰქონდა, ტუჩები ატმიდან გამოთლილი, მორცხვი იყო, ჩრდილში იდგა. მარგალიტას თეთრი ქვა ედო საფლავზე. ზედ გაფერადებული ფოტო იყო დამაგრებული. ცოტა წამოწვიმა, ქვა მოფირუზო გახდა. აი, სწორედ იმ ქვასთან გავიგე, მადლიერების გრძნობით, რომ ჩემი პირველი ნაწარმოები ღრმად არის ჩამარხული მიწაში, მშვენიერი მარგალიტას მკერდზე. ასეთი ყოფილა მისი უკანასკნელი ნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 რა არის ეს ზღვარი?nuaka ფატა-მორგანა :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 ფატა-მორგანა :no2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 ციტატა(licemer @ 29th January 2010 - 07:06 PM) ფატა-მორგანაnuaka ვიცი უბრალოდ შენი პასუხი მაინტერესებდა :2kiss: პრინციპში, თუ ფატა-მორგანა-ში მირაჟს ვიგულისხმებთ და არა მირაჟის ნაირსახეობას, მაშინ ჩემი პასუხი ადეკვატურია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 არავინ იცის რა ხდება ზღვარზე.ანუ რას წარმოადგენს ის, რასაც "ზღვარად " მოვიაზრებთ.ზღვარი არის ის "ღამე",როცა ტრანსში იძირება ადამიანის ცნობიერება.ისევე, როგორც 2 დღეს ჰყოფს ღამე, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ცნობიერება წყვდიადში ინთქმება, ასევე არსებობს პლანეტარული და სამყაროული "ღამეები".მაგრამ როცა "თენდება" ცნობიერება იღვიძებს და სრულიად ახალი სინამდვილით წარმოსდგება.ასევე უნდა მოხდეს ადამიანის შემთხვევაშიც.როცა ადამიანის ცნობიერებისათვის თენდება, ხოლო ის კვლავ ძილს აგრძელებს, მაშინ იბადება ილუზია. ადამიანს ჰგონია რომ ღვიძავს, მაგრამ ის ძილს აგძელებს და ეკონტაქტება საკუთარ წარმოდგენით სამყაროს.არადა უკვე გათენდა.არადა ადამიანი ისევ ბნელშია, რადგან სძინავს. :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Indian_Summer Posted January 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 საბოლოოდ ამ ყველაფერს იმედგაცრუება მოსდევს, საშინელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 30, 2010 (edited) ალბათ გახსოვთ დონ-კიხოტი რომ ეუბნება სანჩოს: ჩემი მიჯნური ქალი როგორადაც მსურდა, ისეთად წარმოვიდგინე, ისეთი სიმშვენიერე და გარეგნობა მივეცი, რომ მასთან ვერც ელენე, ვერც ლუკრეცია,, ვერც ძველი რომისა, საბერძნეთისა და ბარბაროსთა ყველა ქებული ქალი ფეხს ვერ გაიწვდიან, დაე, ამაზე ვისაც რა უნდა, ისა თქვას: "უმეცარნი დამძრახავენ, გონიერმა მაინც იქნებ სხვანაირად შეხედოს საქმეს"ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,იმ ერთის ნახვის თუ გახდი ღირსი-არაერთს ისე მოეღო ბოლო,თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის. ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,სად არის იგი,- ეს ღმერთმა იცის,იმ ერთის ნახვის, იმ ერთის ხილვის ათასში ერთი გამხდარა ღირსი. მუხრანი არადა ადამიანი ისევ ბნელშია, რადგან სძინავს.nuaka სიზმარ-ცხადში ვარ ცხადია . ყოველთვის წინ ვუსწრებ ლიცი პირველს. წინ ლიცი მეორე და ლიცი პირველი, რომელიც უკან მომდევს ტირილ-ჩივილით Edited January 30, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 საბოლოოდ რჩები შენ - შეყვარებული და ის, ვინც გიყვარს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 "ნახეს -მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე - გველსა.." მთელ საკაცობრიო განვითარებას იტევს ეს ერთი სტროფი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 მთელ საკაცობრიო განვითარებას იტევს ეს ერთი სტროფი.nuaka nuaka +ნესტანი ტარიელს:"მზე უშენოდ ვერ იქნების, რათგან შენ ხარ მისი წილი" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2010 "მზე უშენოდ ვერ იქნების, რათგან შენ ხარ მისი წილი"განაღამცა მას ეახელ. მისი ეტლი, არ თუ წბილი.მუნა გნახო, მანდვე გსახო განმინათლო გული ჩრდილითუ სიცოცხლე მწარე მქონდა სიკვდილიმცა მქონდეს ტკბილი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.