shavlego91 Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 (edited) საზოგადოების ნაწილი სახალხო კრების მოწვევის ინიციატივით გამოდისსიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში27 / 01, 2010 18:05საზოგადოების ერთი ნაწილი სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევის ინიციატივით გამოდის. მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის სახლში დღეს საზოგადოების წევრები გოგი ქავთარაძე, ნონა გაფრინდაშვილია, გიგა ბათიაშვილი, რეზო ესაძე, სოსო ცისკარიშვილი და სხვები შეიკრიბნენ და საზოგადოებას სპეციალური გზავნილით მიმართეს. მიმართვაში ნათქვამია, რომ ქართული სახლმწიფოს ნგრევის პროცესის წინაშე უმოქმედოდ არავინ უნდა დარჩეს. ~ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივა კატასტროფის წინაშეა. დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა. მოსახლეობა ტოვებს საკუთარ სამშობლოს, სადაც უსამართლობა და პოლიტიკური ტერორი მეფობს. ქვეყნის მოქალაქე აღარ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას ხელისუფლებისთვის. ჩვენს ქვეყანას შველა ჭირდება! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის რეალობა ბევრად უფრო მძიმე იქნება, ვიდრე დღევანდელი აუტანელი ყოფა~, - ნათქვამია მიმართვაში. აქვე აღნიშნულია, რომ ვითარების გამოსწორების ნაცვლად, ხელისუფდება ცდილობს მუდმივი ილუზიების ტყვეობაში ამყოფოს ხალხი, რისთვისაც კონტროლირებად მედია საშუალებებს იყენებს. ~ბოლო დროს, ჩვენი ხელისუფლების ქმედებები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სამწუხაროდ, სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ იგი არ დაუშვებს საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას~, - ნათქვამია მამართვაში. აქვე საუბარია იმის შესახებ, რომ ქართული საზოგადეობის ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ დროა საქართველოს მარავალეროვანმა მოსახელობამ გაანალიზოს ქვეყნაში შექმნილი ვითარება და ჩამოაყალიბოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთიანი ხედვა, რომელიც საზოგადოების ყველა ფენისთვის მისაღები იქნება. საზოგადოების წევრები მიიჩნევენ, რომ ასეთი ხედვის შემუშავებისთვის კარგი საშუალება იქნება სრულიად საქართველოს სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოწვევა. ~მოგიწოდებთ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ძალებს! ამ გადამწყვეტ ჟამს ყველაზე მაღლა დავაყენოთ სამშობლოს ინტერესები. მაქსიმალური ძალისხმევით ჩავერთოთ სახალხო წარმომადგენლობითი კრების ფორმირებაში, ქართული სახელმწიფოს ღირსეული მომავლის დასამკვიდრებლად!”, – ნათქვამია მიმართვაში. საზოგადოების წევრები იმედოვენებენ, რომ ამ ინიციატივას ყველა საზოგადოებრივი ორგაინზაცია გამოეხმაურება, განსაკუთრებულ აქტიურობას კი ახალგაზრდები Gგამოიჩენენ და შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც კრების მოწვევას გაუწევს ორგანიზებას. ჭაბუა ამირეჯიბმა აღნიშნა, რომ ამ მიმართვაში არაფერია ნათქვამი რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებებისა და ქართული მიწა-წყლის მიტაცების შესახებ, რასაც მწერლის აზრით, რუსეთი პრეზიდენტ სააკაშვილის დახმარებით ახორციელებს.....ამ კრების აქტივისტები იყვნენ საქართველოში რუსების მიერ 1992 წელს მოწყობილი გადატრიალების აქტივისტები, ზოგი მათგანი ფულს აგროვებდა გამსახურდიას მოსაკლავად, ზოგს დიპლომატით ფული ჩაჰქონდა სამეგრელოში მისი მკვლელებისათვის, ზოგი ტელე-უნივერსიტეტის აქციების აქტივისტი იყო, ზოგი იანვრისა და თებერვლის მიტინგების დამხვრეტი და დამრბევი იყო, ზოგიერთი ქაიხოსრო ჩოლოყაშვილს 1988 წელს ბანდიტს ეძახდა, ზოგმა თვითმფრინავის ბიჭების შეწყალებას ხელი არ მოაწერა, ზოგი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩამბარებელი იყო ...ანუ რუსეთ- შევარდნაძის ....კოჰორტაა." ... ყორღან ოღლი ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა..." : Edited January 28, 2010 by shavlego91 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 (edited) ესენი "დაიცავი საქართველოს "ანუ მოქკავშირის სახეებია... :rolleyes: Edited January 28, 2010 by shavlego91 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 shavlego91 ესენი "დაიცავი საქართველოს "ანუ მოქკავშირის სახეებია...მაგარ აჯაფსანდალში ვცხოვრბთ როგორც ჩანს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 ბატონო შავლეგო!გაფიცებთ ყველაფერს, ბადრი წიქორაძეს იცნობთ? გივი გოგლიჩიძეს? და ა. შ. არა? საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, ყველა რაღაც ისტორიის მქონეა. ჩემთვის მაგალითად მაგ ხალხიდან ნამდვილად მისაღებია ნონა გაფრინდაშვილი და რეზო ესაძე. უკეთესები სამწუხაროდ არა გვყავს ვინც ცნობადია და უცნობებს ხალხი რომ არ გაჰყვება ეს ხომ ცხადია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 (edited) ბატონო შავლეგო!გაფიცებთ ყველაფერს, ბადრი წიქორაძეს იცნობთ? გივი გოგლიჩიძეს? და ა. შ. არა? საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, ყველა რაღაც ისტორიის მქონეა. ჩემთვის მაგალითად მაგ ხალხიდან ნამდვილად მისაღებია ნონა გაფრინდაშვილი და რეზო ესაძე. უკეთესები სამწუხაროდ არა გვყავს ვინც ცნობადია და უცნობებს ხალხი რომ არ გაჰყვება ეს ხომ ცხადია?ჩემთვის ესენი მხოლოდ თავიანთ სფეროში არიან მხოლოდ მისაღები ...სხვაში კი დაგიწერე... ამ პიროვნებებს არ ვიცნობ! ცნობადი ისინი ჭადრაკში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში არიან... საზოგადოში მოქკავშირის აქტივისტებია, რომელმაც საქართველო დაღუპვამდე მიიყვანა...არ მინდა მათ დანაშაულობებზე ვილაპარაკო ფაქტებით... Edited January 28, 2010 by shavlego91 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 ახალი სახეებია საჭირო.ამას ბევრი სჯა ბაასი არ უნდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 ხვალ ამ იდეას "წარმომადგენლობითი ეროვნული კრებაც" გამოეხმაურებაა.... ამ კრების იდეა კი "ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს გაჩნდა, და ახლაა შანსი მისი აღსრულებისა".. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 დიდი ხურალი ხომ არ მოგვეწვია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.