Guest ჭანო Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 წარღვნა, მეორედ მოსვლა, წყალრღვნა, სამყაროს დაღუპვა, გერმ. რაგნაროკი, ადამიანთა მოდგმის გაწყვეტა წყალდიდობის ან მსოფლიო ხანძრის მეშვეობით — საყოველთაო უზნეობის, უსაქციელობის, გადაგვარების დროს, კაცთა მოდგმის განახლების მიზნით (რაგნაროგში ღმერთებიც იღუპებიან). საბერძნეთში ეს მოხდა დევკალიონის დროს, შუამდინარეთში უთ(ა)ნაფიშთიმის დროს, (იგივე ზიუსუდრა). ბიბლიური წარღვნა კი პატრიარქ ნოეს ჟამს. თქმულებები რეგიონების მიხედვითაღმოსავლეთის ქვეყნებში სამყაროს აღსრულებაზე ნაკლებად ფიქრობდნენ, უფრო შექმნათა ამბავი აინტერესებდათ, მითებიც უმთავრესად კოსმოგენიაზე შექმნეს. აზიის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ჩინეთში, მეორედ მოსვლაზე საერთოდ არ შექმნილა მითები. ეგვიპტეშიც უძველეს დროს წარღვნის ამბავი არ იცოდნენ, არსებობდა მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ძველი სამეფოს დანგრევაზე, ახალი ჯანსაღი წყობილების დამყარების მიზნით, რაც ბუნებრივია, (დაახლოებით ძვ. წთ. 2200 წლიდან) როგორც მითი პირველად ჩანს, სეთოს I და რამზეს III სამარის ძეგლში წიგნი ციურ ძროხაზე. კაცთა მოდგმისგან განაწყენებულმა რემ (რამ) ქალღმერთ სახმეტს დაავალა ადამიანთა დაღუპვა, მაგრამ ქალღმერთმა სამყარო თავისებურად მოაწყო. ნილოსის ადიდება ზეცის წყალობად მიიჩნეოდა, ამიტომ წარღვნის ამბავი, მათთვის მაინც უცხოდ დარჩა. წარღვნა, მეორედ მოსვლა, უთნაფიშთიმი, ნოე, დევკალიონი. საქართველო სვანურ მითში წარღვნას ეძახიან მერმე სობს. (მეორე სობი იგივე ვობი). შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს სვანთა წარმართული პანთეონის უზენაესი ღმერთი ვობ, რომელიც მეორედ მოსვლას აწყობს და მერე ქმნის ახალ ცხოვრებას. აზია ინდუისტურ რელიგიაში (საკუთრივ ვიშნუსთან დაკავშირებით) წარღვნა ბოროტისა და კეთილის ბრძოლა განვლილ საუკუნეთა (ათასწლეულების) შესახებ შექმნილი მთელი მოძღვრების ნაწილია. ქრისტეს გამოჩენის დროისთვის ჩასახული ეს მოძღვრება დაფუძნებულია ბრაჰმას დღე-ღამის გაგებაზე, რომლის მიხედვითაც ბრაჰმას ერთი დღე უდრის 4 320 000 წელს - ადამიანთა და ღმერთების თავგადასავალს ოთხი საუკუნის, იუგად წოდებული ოთხი ციკლის განმავლობაში, როცა ბრაჰმას ყოველი დღე 1000 ციკლისგან შედგება. სიკეთის ხანგრძლივი განვითარება თავდება ჰარმონიის ნაცვლად, ბოროტების სრული გაბატონებით 432 000 წლის ვადით, როცა სიკეთეს, დრაჰრსას მხოლოდ მეოთხედი ძალაუფლება აქვს. შემდეგ ისევ ვიშნუს გამოცხადება იწყება, ვიშნუს ავატარა ესე იგი, ღმერთის გამოცხადება თევზის, კუს, ტახის, ლომკაცის, ჯუჯა ვამანას სახით (კრიტა, იუგა და სხვა). მთელს ამ ხანგრძლივ ბრძოლას, ძლევასა და გამოცხადებას, იუგად წოდებულ საუკუნო ცხოვრების ამბავს იდეალისტები ხსნიან, როგორც სამყაროს უსასრულობისა და ადამიანის უსასრულობის ფილოსოფიას, ზოგიც ამაში ხედავს ინდური სოფლის მოსაწყენი, ერთფეროვანი ცხოვრების ასახვას მითში. ყველა შემთხვევაში, ესაა სამყაროს ცვლილებების, ჟამთაცვლის ასახვა მითებსა და რელიგიაში. აქ მაღალფილოსოფიურ დონეზეა მოცემული რეალური ცხოვრების მარადიულობის პრინციპის თავმოყრა ისევ ყოფიერებაში, ვიშნუს სახეში, რაც ინდოელებს ამავე ღვთაების სახით ჰქონდათ წარმოდგენილი. ერთის ნგრევა და მეორეს მოსვლა მოასწავებდა სამყაროს ახალი ციკლის დაწყებას, რაც ისევ უწყვეტი განვითარებისა და ცვალებადობის პრინციპს გამოხატავს, ჟამთა დიდი მონაკვეთები კი უსასრულობისთვის მხოლოდ წუთებია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 რატომ მოხდა წარღვნა? და საინტერესოა არის თუ არა ცნობები როდის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 ჭანო საინტერესო თემაა. წარღვნის შესახებ უამრავი რამ შეიძლება ითქვას. გააჩნია რა კუთხით განვიხილავთ საკითხს. რატომ მოხდა წარღვნა? ლეგენდების მიხედვით მრავალი მიზეზი შეიძლება დასახელდეს თუ რატომ მოხდა წარღვნა. ცალკეული ადამიანების მოსაზრებებისა და თეორიების გათვალისწინებით უამრავი ვერსიები შეგვიძლია დავუშვათ. ყველაზე სანდო, სარწმუნო და ისტორიულად ზუსტი უძველესი მატიანეს (ბიბლიის) თანახმად ― სადაც ყველაზე მეტი ცნობაა ჩაწერილი წარღვნის შესახებ ნათქვამია რომ ― ადამიანების უმართებულო, უზნეო და ბოროტი ქცევის გამო მოხდა წარღვნა. სამწუხაროდ, ქრისტიანული სამყაროს რელიგიების (ეკლესიების) მიერ ბიბლიის არასწორად განმარტების გამო, ზოგი ადამიანი, ეჭვის თვალით უყურებს ბიბლიაში ჩაწერილ ცნობებს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ პირადად არ გამოუკვლევიათ ის და ძირითადად რელიგიური ლიდერების ინტერპრეტაციებზე დაყრდნობით აკეთებენ საბოლოო დასკვნებს ბიბლიაში ჩაწერილი ცნობების უტყუარობასთან დაკავშირებით. ამ და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ბიბლიის სანდოობაში ან ეჭვი ეპარებათ ადამიანებს ან მასზე ფიქრიც კი არ სურს იმდენად დიდ უნდოობას უცხადებენ. ამიტომ, რთულია ამ საკითხის შესახებ მოკლე, კონკრეტული და ამომწურავი ცნობა დაიდოს, ერთი რომელიმე წყაროდან თუ ბიბლიას არ გამოვიყენებთ, რადგან ბიბლიაზე უკეთ, დაწვრილებით, გასაგებად და რეალურად, დღემდე არსებული არცერთი წყარო არ საუბრობს. ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ წარღვნის დროინდელი ისტორიული ცნობები წარღვნას ვერ გადაურჩებოდა და ცხადია სრულიად გასაგებია თუ რატომაც. ამიტომ რჩება რა...? ან ლეგენდები, გადმოცემები ან ვინმეს სუბიექტური ვარაუდები, ანდა ყველაზე სანდო ისტოიული ჩანაწერი ― ბიბლია ― რომელიც წარღვნის შესახებ უამრავ დაწვრილებით ცნობებს იძლევა. გააჩნია კონკრეტულად რა გვაინტერესებს, რა კუთხით განვიხილავთ ამ საკითხს და საერთოდ, რა გვინდა რომ ვიცოდედ წარღვნის შესახებ. როგორც შენ აღნიშნავ ჭანო, მრავალი ლეგენდა საუბრობს წარღვნაზე. (უცებ გადავავლე შენს პოსტში დაწერილ ლეგენდებს). ძველი მსოფლიო მითოლოგია ნამდვილად მოგვითხრობს ღმერთკაცების, გოლიათებისა და წარღვნის შესახებ. მაგალითად, აქადურ გილგამეშის ეპოსში (რომელიც ქვის ფილაზეა ამოტვიფრული აღმოჩენილია არქეოლოგების მიერ) მოხსენიებულია წარღვნა, გემი და გადარჩენილები. თავად გილგამეში აღწერილია ავხორც და მოძალადე ღმერთკაცად; აცტეკური მითოლოგია მოგვითხრობს გოლიათებით დასახლებულ ძველ მსოფლიოსა და გლობალურ წარღვნაზე.. ნუ, აღარ ჩამოვთვლი ყველას, საკმარისად გიწერია ლეგენდების შესახებ.. მოკლედ რომ ვთქვათ, საინტერესოა ლეგენდებში არეკლილი ცნობები, მაგრამ, ლეგენდებს ხომ ვერ დავეყრდნობით, (ნუ, მე ვერ დავეყრდნობი ყოველშემთხვევაში) თუმცა, შეუძლებელია არ აღინიშნოს ის, რომ ლეგენდებში ნამდვილად არის ჭეშმარიტების მარცვალი წარღვნის შესახებ. და საინტერესოა არის თუ არა ცნობები როდის? ისტორიულად სანდო და სარწმუნო წიგნს (ბიბლიას) თუ დავეყრდნობით, ბიბლიური ქრონოლოგია გვიჩვენებს, რომ წარღვნა ძვ. წ. 2370 წელს დაიწყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
wanderer Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 ასეც ვიცოდი აზრი რომ იაქტიურებდა აქ.) დაიწყო ანუ, არ ვიცით როდის დამთავრდა? ხომ 40 დღეს გრძელდებოდა. და ეს თარიღი ზუსტია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 შეუძლებელია არ აღინიშნოს ის, რომ ლეგენდებში ნამდვილად არის ჭეშმარიტების მარცვალი წარღვნის შესახებ.ცუნამი? ან წყალდიდობა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 საინტერესო თემაა.. ცუნამი? ან წყალდიდობა? ალბათ უფრო მასიური წყალდიდობა. ცუნამი მოკლევადიანია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 ასეც ვიცოდი აზრი რომ იაქტიურებდა აქ.) დაიწყო ანუ, არ ვიცით როდის დამთავრდა? ხომ 40 დღეს გრძელდებოდა. და ეს თარიღი ზუსტია?wanderer ბიბლიური ქრონოლოგიის მიხედვით, როგორც აღვნიშნე, წარღვნა დაიწყო ძვ. წ. 2370 წელს. წარღვნის დასრულების ზუსტი თარიღის შესახებ ბიბლია არაფერს ამბობს, ის ამბობს რომ 40 დღე კოკისპირულად წვიმდა. ასეთმა გაუთავებელმა წვიმამ, რომელიც 40 დღეღამის განმავლობაში წვიმდა, წყალმა ყველაზე მაღალი მთებიც კი დაფარა. წყლის საფარი მწვერვალებს დაახლოებით 15 წყრთით (ანუ დაახლ. 7 მ.) ასცდა. ბიბლიის ცნობის თანახმად, წარღვნის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ნოემ თავისი ოჯახი კიდობნიდან გამოიყვანა. აქედან შეიძლება სავარაუდოდ დავასკვნათ, რომ წარღვნის დაწყებიდან (ძვ.წ. 2370) მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ხმელეთზე გადმოსვლა. სავარაუდოდ, 40 დღეღამე წვიმდა და წარღვნით გამოწვეულმა შედეგებმა, ერთი წელი გასტანა. სხვა რა გაინტერესებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 წყლის საფარი მწვერვალებს დაახლოებით 15 წყრთით (ანუ დაახლ. 7 მ.)8.848 მეტრი არის ევერსტი ,მასინ გამოდის რომ 8855 მეტრს გადააჭარბა ზღვის დონემ? და სად წავიდა ამდენი წყალი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 8.848 მეტრი არის ევერსტი ,მასინ გამოდის რომ 8855 მეტრს გადააჭარბა ზღვის დონემ? და სად წავიდა ამდენი წყალი? ჭანო კარგი შეკითხვაა, ანუ ლოგიკური. სად მიდის ხოლმე წყალი, წყალდიდობისას? დედამიწა წყლით მთლიანად უნდა დაფარულიყო წარღვნისას, რომ წყლის დონე იმ დროს არსებულ ნებისმიერი სიმაღლის მწვერვალს ასცდენოდა. დროთა განმავლობაში, წყალი თანდათანობით დაიწევდა და ხმელეთი გამოჩნდებოდა. საინტერესოა ის ფაქტი, რაზეც ბიბლია საუბრობს, რომ ნოესთვის და მისი ოჯახისთვის, წარღვნის დაწყებიდან მხოლოდ 1 წლის გასვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ხმელეთზე გადმოსვლა. როგორც ბიბლია უყწყება, კიდობნიდან გამოსვლა შეუძლებელი იყო მთელი ერთი წლის განმავლობაში. ბუნებრივია და სავარაუდოც, რომ წყლის იმ რაოდენობას რომელიც მაღალ მწვერვალებს მიაღწევდა, დიდი დრო დასჭირდებოდა რომ დაწეულიყო. 1 წელი კი, 1 თვე არაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ნოეს, ვერ გამოდიდოდა კიდობნიდან. მხედველობაში უნდა მივიღოთ, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ ისეთი მოვლენის შედეგად, როგორიც მსოფლიო წარღვნა იყო, დედამიწაზე ბევრი ცვლილება მოხდა, რამაც დიდი გავლენა იქონია ქანების განლაგებაზეც და ალბათ იმაზეც, თუ რა სახით და რა სისწრაფით ჩაიჟონებოდა წყალი მიწაში. წარღვნის შესახებ ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ "ძლიერდებოდა წყალი ას ორმოცდაათი დღე. . . და უკუიქცა წყალი მიწიდან, და დაიწყო კლება წყალმა ას ორმოცდამეათე დღეს. და დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს" (დაბადება 7:24—8:4). ამგვარად, დედამიწა წყლით მთლიანად იყო დაფარული 150 დღის ანუ 5 თვის განმავლობაში. მაშასადამე, (როგორც ბიბლია ამბობს) არარატის მთებზე კიდობანი ძვ. წ. 2369 წლის აპრილში გაჩერდა. ახლა, წაიკითხოთ დაბადების 8:5-17. მთის მწვერვალები დაახლოებით ორნახევარი თვის (73 დღის) შემდეგ, "მეათე თვის [ივნისი] პირველ დღეს", გამოჩნდა (დაბადება 8:5). სამი თვის (90 დღის) შემდეგ, "ნოეს დაბადებიდან ექვსას მეერთე წელს, პირველი თვის პირველ დღეს", ანუ ძვ. წ. 2369 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, ნოემ "მოაცილა სახურავი კიდობანს და იხილა, რომ გამშრალიყო მიწის პირი" (დაბადება 8:13). ერთი თვისა და 27 დღის (57 დღის) შემდეგ, "მეორე თვის [ძვ. წ. 2369 წლის შუა ნოემბერი] ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა მიწა". ამგვარად, ნოე და მისი ოჯახი კიდობნიდან მშრალ მიწაზე გადმოვიდნენ. ასე რომ, კიდობანში მათ ერთი მთვარის წელიწადი და ათი დღე (370 დღე, ანუ ერთ წელიწადზე მეტი) გაატარეს (დაბადება 8:14). მაგრამ, მე სულ სხვა რამეზე მინდა ახლა გავამახვილო ყურადღება, ანუ იმაზე რაზეც თემის დასაწყისში საუბრობდი (ანუ ლეგენდებზე). წარღვნის შესახებ, ბიბლიაში ჩაწერილი მოვლენათა თუ დროის ასე კონკრეტულად და დაწვრილებით აღწერა, იმაზე მიუთითებს, რომ ებრაელმა მწერალმა მოსემ (ანუ მან ვინც ბიბლიის წიგნი "დაბადება" დაწერა), როგორც ჩანს, უკვე არსებულ ჩანაწერებზე დააფუძნა თავისი წიგნი "დაბადება", და ამით ფაქტებს წარმოგვიდგენდა და არა ლეგენდას. ეს კი, ბიბლიის ცნობას უტყუარს, საიმედოს, მნიშვნელოვას და უფრო საინტერესოს ხდის, ვიდრე სხვა ნებისმიერ წყაროს, იქნება ის ერებში არსებული ლეგენდები, თუ ცალკეული ადამიანების პირადი ვარაუდ-თეორიები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 დიდი დრო დასჭირდებოდა რომ დაწეულიყო.დღევანდელი ყინულუის მარაგი რომ დადნეს სადღაც 100 მეტრამდე აიწევს ზღვის დონე,მაგრამ ეს 80-ჯერ ნაკლებია იმ ციფრთან რაც ბიბლიურ წყაროშია. სად შეიძლებოდა წასულიყო ამდენი წყალი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 სად შეიძლებოდა წასულიყო ამდენი წყალი?ჭანო სად მიდის ხოლმე წყალი, წყალდიდობისას? დედამიწა წყლით მთლიანად უნდა დაფარულიყო წარღვნისას, რომ წყლის დონე იმ დროს არსებულ ნებისმიერი სიმაღლის მწვერვალს ასცდენოდა. დროთა განმავლობაში, წყალი თანდათანობით დაიწევდა და ხმელეთი გამოჩნდებოდა. საინტერესოა ის ფაქტი, რაზეც ბიბლია საუბრობს, რომ ნოესთვის და მისი ოჯახისთვის, წარღვნის დაწყებიდან მხოლოდ 1 წლის გასვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ხმელეთზე გადმოსვლა. როგორც ბიბლია უყწყება, კიდობნიდან გამოსვლა შეუძლებელი იყო მთელი ერთი წლის განმავლობაში. ბუნებრივია და სავარაუდოც, რომ წყლის იმ რაოდენობას რომელიც მაღალ მწვერვალებს მიაღწევდა, დიდი დრო დასჭირდებოდა რომ დაწეულიყო. 1 წელი კი, 1 თვე არაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ნოეს, ვერ გამოდიდოდა კიდობნიდან. მხედველობაში უნდა მივიღოთ, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ ისეთი მოვლენის შედეგად, როგორიც მსოფლიო წარღვნა იყო, დედამიწაზე ბევრი ცვლილება მოხდა, რამაც დიდი გავლენა იქონია ქანების განლაგებაზეც და ალბათ იმაზეც, თუ რა სახით და რა სისწრაფით ჩაიჟონებოდა წყალი მიწაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 ად მიდის ხოლმე წყალი, წყალდიდობისას? დედამიწა წყლით მთლიანად უნდა დაფარულიყო წარღვნისას, რომ წყლის დონე იმ დროს არსებულ ნებისმიერი სიმაღლის მწვერვალს ასცდენოდა. დროთა განმავლობაში, წყალი თანდათანობით დაიწევდა და ხმელეთი გამოჩნდებოდა. საინტერესოა ის ფაქტი, რაზეც ბიბლია საუბრობს, რომ ნოესთვის და მისი ოჯახისთვის, წარღვნის დაწყებიდან მხოლოდ 1 წლის გასვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ხმელეთზე გადმოსვლა. როგორც ბიბლია უყწყება, კიდობნიდან გამოსვლა შეუძლებელი იყო მთელი ერთი წლის განმავლობაში. ბუნებრივია და სავარაუდოც, რომ წყლის იმ რაოდენობას რომელიც მაღალ მწვერვალებს მიაღწევდა, დიდი დრო დასჭირდებოდა რომ დაწეულიყო. 1 წელი კი, 1 თვე არაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ნოეს, ვერ გამოდიდოდა კიდობნიდან. მხედველობაში უნდა მივიღოთ, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ ისეთი მოვლენის შედეგად, როგორიც მსოფლიო წარღვნა იყო, დედამიწაზე ბევრი ცვლილება მოხდა, რამაც დიდი გავლენა იქონია ქანების განლაგებაზეც და ალბათ იმაზეც, თუ რა სახით და რა სისწრაფით ჩაიჟონებოდა წყალი მიწაში.ეს არ არის პასუხი, წყალი თხევადია და დედამიწა რომ დაეფარა და ამის შემდეგ ხმელეთის გამოსაჩენად საჭიროა1. აორთქლდეს მისი უდიდესი ნაწილი2.მყარ მდგომარეობაში გადავიდეს, როგორც ეს დღეს არქტიკასა და ანტაქტიდაზე გვაქს(+მყინვარები)3. შერეული რაც დრეს გავქსვ ანუ ატმოსფეროში + მყარი სახით. როგორც ზემოთ დავწერე დღევანდელი რესურსებით შეიძლება ზღვის დონის 100 მეტრით აწევა, მეტი პოტენციალი არ მოიპოვება დედამიწაზე.თუ დედამიწა სრულიად დაფარული იყო წყლით--> ატმოსფეროში დიდი მოცულობის წყალი(ორთქლის სახით) უნდა ყოფილიყო ანუ რა გამოდის 80 ჯერ მეტი წყლის რაოდენობა საწირო რაც ყინულის სახით გვაქვს + ატმოსფეროში კიდევ საკმაოდ დიდი მოცულობა.სად წავიდოდა? ასევეკითხვა რასაც კიდობანს შეეხება:1. ვინაიდან ედემის ბაღის დატოვებიდის შემდეგ მოხდა ეს წარღვნა,გამოდის რომ მტაცებელი ცხოველები არსებობდა , როგრო მოხერხდა კიდობანში მათი თანაცხოვრება? 2. ერთი წლის რესურსები შეგროვება თუ გავითვალისწინებთ თითოეული სახეობეის მოთხოვნილებას და ასევე სახეობის მრავალფეროვნებას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 ეს არ არის პასუხი, წყალი თხევადია და დედამიწა რომ დაეფარა და ამის შემდეგ ხმელეთის გამოსაჩენად საჭიროა1. აორთქლდეს მისი უდიდესი ნაწილი2.მყარ მდგომარეობაში გადავიდეს, როგორც ეს დღეს არქტიკასა და ანტაქტიდაზე გვაქს(+მყინვარები)3. შერეული რაც დრეს გავქსვ ანუ ატმოსფეროში + მყარი სახით. როგორც ზემოთ დავწერე დღევანდელი რესურსებით შეიძლება ზღვის დონის 100 მეტრით აწევა, მეტი პოტენციალი არ მოიპოვება დედამიწაზე.თუ დედამიწა სრულიად დაფარული იყო წყლით--> ატმოსფეროში დიდი მოცულობის წყალი(ორთქლის სახით) უნდა ყოფილიყო ანუ რა გამოდის 80 ჯერ მეტი წყლის რაოდენობა საწირო რაც ყინულის სახით გვაქვს + ატმოსფეროში კიდევ საკმაოდ დიდი მოცულობა.სად წავიდოდა? ჭანო ძალიან რთულია ნოეს დროინდელი წარღვნა, რომლეიც 4 000 წელზე მეტი ხნის წინათ მოხდა, დღეს ვინმემ ზუსტად განსაზღვროს თითოეული დეტალი წვრილმანებში. მთავარი ისაა, რომ რასაც ბიბლია იუწყება, სრულიად რეალურ სურათს წარმოგვიდგენს. სად შეიძლება წასულიყო წყლის იმხელა რაოდენობა, რაც დედამიწას დაფარავდა.. ნუთუ უნდა გამოირიცხოს ის რომ წყლის გარკვეული ნაწილი მიწაში ჩაიჟონა, ნაწილი მზის დაწხუნებისა და აორთქლების სახით ღრუბლებად იქცა და ნაწილი გაიყინა? ცხადია ზუსტად ვერ დავადგენთ რა როგორ იყო. ვინაიდან ამის ზუსტად დადგენა დღეს რთულია, ჩემი აზრით, არ უნდა ეჭვი არ უნდა შევიტანოთ ბიბლიის ცნობის უტყუარობაში. თანამედროვე დროს, როცა ტექნოლოგია, მეცნიერება და ადამიანის ცოდნის მარაგი გაცილებით მაღალია ვიდრე წარსულში, არის უამრავი საკითხი, რისი განსაზღვრა და ზუსტად დადგენა შეუძლებელია. სიბეცე იქნებოდა თუ კი ზუსტად ვიტყოდი წარღვნის შესახებ თითოეულ დეტალს, მაშინ როცა ბიბლია ზოგიერთ საკითხებზე დუმს და წარღვნის თვითმხილველიც არავინაა XXI-თე საუკუნეში. მიუხედავად ზემოაღნიშული ფაქტორების გათვალისწინებისა, მრავალი სწავლული ეთანხმება ბიბლიის წიგნ "დაბადებაში" ჩაწერილ ცნობებს. იმ ლოგიკურ და საინტერესო შეკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც ზემოთ დასვი, ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში, ნათქვამია: "დედამიწაზე წარღვნა 40 დღეს გრძელდებოდა . . . წყლის დონემ ისე აიწია, რომ ცისქვეშეთში ყველა მაღალი მთა დაფარა. წყალი მაღალი მთების მწვერვალებსაც კი 6,5 მეტრით სცდებოდა". ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ მთელი დედამიწის წყლით დაფარვა მითია ან, სულ მცირე, მონაგონი. მაგრამ ასეთი ვარაუდი ან მოსაზრება, სრულიად უსაფუძვლოა. ■ 1. პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ დარწმუნებით ვერავინ იტყვის სინამდვილეში წარღვნამდე დედამიწაზე რა რაოდენობის წყალი იყო, ანუ დედამიწის რამდენ პროცენტს ფარავდა წყალი. ■ 2. ვერავინ ვერ დაასაბუთებს, რომ წარღვნის შედეგად მოვლენილ წყალს, სრულად უნდა დაეტოვებინა დედამიწა და სადმე წასულიყო. იქნებოდა ეს ორთქლის სახით თუ ყინულის სახით სადმე შემორჩენილიყო. ■ 3. ცნობილია რომ დადედამიწის უდიდესი ნაწილი დღემდე წყლითაა დაფარული. დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 71 პროცენტს წყალი ფარავს, და ზოგიერთი სწავლულის აზრით, ეს წ.....ბი წარღვნის შემდეგ დარჩენილი წ.....ბია. უფრო მეტიც, სწავლულთა გარკვეული ნაწილის აზრით, მყინვარებისა და პოლუსების ყინული, წარღვნის შედეგად მოსული წყლის გაყინულ მასას წარმოადგენს. შესაბამისად ამისა, მყინვარებისა და პოლუსების ყინული რომ დამდნარიყო, ზღვის დონე ისე აიწევდა, რომ ნიუ-იორკსა და ტოკიოსაც კი დაფარავდა. ჩრდილო-დასავლეთ შეერთებული შტატების ლანდშაფტის შემსწავლელი გეოლოგების აზრით, ეს ტერიტორია დაახლოებით 100 წარღვნის მოწმეა. მათგან ერთ-ერთის შესახებ ამბობენ, რომ წყალი უცებ მოვარდა და მისი სიმაღლე 600 მეტრი იყო, სიჩქარე 105 კილომეტრი საათში, მოცულობა 2 000 კუბური კილომეტრი, ხოლო მასა ორი ტრილიონი ტონა. სხვა მსგავსმა აღმოჩენებმა მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მსოფლიო წარღვნა სრულიად დასაშვები იყო. მიუხედავად იმისა რომ დღეს, მას შემდეგ რაც წარღვნიდან დაახლოებით 4000 წელმა განვლო, რთულია დანამდვილებით ითქვას წარღვნის წ.....ბის შესახებ, ვერსიები მრავალია და ბიბლიის ცნობის უარსაყოფი მტკიცებულებები არ მოიპოვება. პირიქით, ბიბლიის ნობები სავსებით მისაღები, დასაშვები და სარწმუნოა. როგორც უკვე აღვნიშნე წინა პოსტებში, ბიბლიის წიგნი "დაბადება", ასახელებს წარღვნის დაწყების ზუსტ წელს, თვესა და დღეს; აგრეთვე, როდის და სად გაჩერდა კიდობანი და როდის დაშრა წყალი დედამიწაზე. ამის საპირისპიროდ, ჩვეულებრივ, მითებში ამგვარი დეტალები არ არის მოცემული. ასევეკითხვა რასაც კიდობანს შეეხება:1. ვინაიდან ედემის ბაღის დატოვებიდის შემდეგ მოხდა ეს წარღვნა,გამოდის რომ მტაცებელი ცხოველები არსებობდა , როგრო მოხერხდა კიდობანში მათი თანაცხოვრება? 2. ერთი წლის რესურსები შეგროვება თუ გავითვალისწინებთ თითოეული სახეობეის მოთხოვნილებას და ასევე სახეობის მრავალფეროვნებას? რაც შეეხება კიდობანში ცხოველების დატევას, ან მტაცებელი ცხოველების კიდობანში შეყვანას, ადამიანებთან თანაცხოვრებას, საკვებ რესურსებსა და სხვა საკითხებს, ერთ პოსტში არ ვუპასუხებ. თანდათანობით გავუყვეთ საკითხს და ნელნელა ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნება, თუ როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი მომხდარიყო. პირველ რიგში აღვნიშნავ ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რითაც ზემოაღნიშნულ საკითხებზე პასუხის გაცემას დავიწყებ: ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთმა შექმნა დედამიწაზე დღეს არსებულ ცოცხალ ორგანიზმთა მილიონობით ნაირსახეობა. ასე ფიქრობენ განსაკუთრებით ეკლესიის წიაღში გამოზრდილი ზოგიერთი "თეოლოგი" და მათი ვარაუდების გამზიარებელი "მორწმუნეები". ასეთი მოსაზრება, არაა სწორი. დაბადების 1-ელ თავში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ღმერთმა ყველაფერი "მათი გვარისდა მიხედვით" შექმნა (წაიკითხე დაბადების 1:12, 21, 24, 25). წარღვნის წინ ღმერთმა ნოეს დაავალა, რომ კიდობანში შეეყვანა ცხოველებისა და ფრინველების თითოეული "გვარის" წარმომადგენელი (დაბ. 7:2, 3, 14). თითოეულ "გვარს" აქვს სხვადასხვა სახეობისა თუ ჯიშის წარმოქმნის გენეტიკური პოტენციალი. მაგალითად, როგორც ცნობილია, არსებობს ძაღლების 400-ზე მეტი და ცხენების 250 - ზე მეტი ჯიში. ერთი და იმავე ცხოველთა ნაირსახეობა, რომლებიც შეჯვარების გზით არის მიღებული, "დაბადების" მიხედვით ერთ "გვარს" მიეკუთვნება. მიხვდი ალბათ რასაც ვამბობ. მსგავსად ამისა, აზიელები, აფრიკელები თუ ევროპელები, ორ მეტრზე მეტი სიმაღლის სუდანელი დინკები თუ მეტრ-ნახევარზე დაბალი პიგმეები, ყველანი პირველი ადამიანების, ადამისა და ევას, შთამომავლები არიან (დაბ. 1:27, 28; 3:20). შენ შეკითხვას, უფრო დავაკონკრეტებდი და ასეთ შეკითხვას დავსვავდი: "რამდენი წმინდა ცხოველი შეიყვანა ნოემ კიდობანში, თითოეული წმინდა ცხოველიდან შვიდი თუ შვიდი წყვილი?" დაბადების 7:2-ში მოხსენიებული "შვიდ-შვიდი" არ ნიშნავს შვიდ წყვილს ანუ 14-ს, ისევე როგორც დაბადების 7:9, 15-ში ციფრი ორის ფუძის გაორკეცება არ ნიშნავს ორ წყვილს ანუ ოთხს. თითოეული წმინდა ცხოველიდან კიდობანში შეიყვანეს შვიდი და თითოეული უწმინდური ცხოველიდან, მხოლოდ ორი. ახლა, ისმის შეკითხვა, "დაეტეოდა ეს ცხოველები კიდობანში?" რასაკვირველია დაეტეოდა. ამაზე სხვა დროს დავწერ, პოსტი ისედაც დიდია წასაკითხად და საკმაოდ ბევრი ვწერე. სანამ ამ საკითხს უფრო ღრმად განვიხილავდეთ, კარგი იქნებოდა თუ კი ბიბლიის წიგნ "დაბადებას" (განსაკუთრებით 6,7 თავებს) წაიკითხავდი, მასში ჩაწერილი კიდობნის ზუსტ ზომებზე დაფიქრდებოდი, კიდობნის კონსტრუქციის მოკლე ჩანახატს გააკეთებდი და დაწერდი, თანამედროვე პარამეტრებით (საზომი ერთეულით) რა ზომის იქნებოდა, რა ფორმის, სიდიდის და რა სახის საშენი მასალით იყო აგებული, რათა ზოგადი წარმოდგენა მაინც ჰქონდეს მკითხველს და შენც (განსაკუთრებით მათ, რომელსაც ამ საკითხებზე არც კი უფიქრია რომ აღარაფერი ვთქვათ მის დეტალურ გამოკვლევაზე), რომ შემდეგ ერთად ვიმსჯელოთ, დაეტეოდა თუ არა ცხოველები მასში და შეიძლებოდა თუ არა ამგვარი "ხომალდის" მეშვეობით ადამიანებს და ცხოველებს გადაეტანათ 40 დღიანი კოკისპირული წვიმის შედეგად გამოწვეული წარღვნა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 სწავლულთა გარკვეული ნაწილის აზრით, მყინვარებისა და პოლუსების ყინული, წარღვნის შედეგად მოსული წყლის გაყინულ მასას წარმოადგენს.იქნებ კონკრეტულად დამისახელო ვინ? მათგან ერთ-ერთის შესახებ ამბობენ, რომ წყალი უცებ მოვარდა და მისი სიმაღლე 600 მეტრი იყო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 იქნებ კონკრეტულად დამისახელო ვინ?? ჭანო როგორც აღვნიშნე, ამ საკითხებზე სწავლულთა საკმაოდ ბევრი ნაშრომი მაქვს წაკითხული და ამ წუთას ზუსტად ვერ გავიხსენებ რომელ ნაშრომში იყო მოვანილი მეცნიერთა ასეთი თვალსაზრისი. თუმცა მახსენდება ერთი ნაშრომი, სადაც მრავალი სწავლულის ციტატები და მოსაზრებებია მოყვანილი. გაეცანი ამ ნაშრომს და ბევრ საინტერესო მოსაზრებებს გაეცნობი რომლებსაც წამყვანი მეცნიერები აქვეყნებენ თავიანთ ნაშრომებში. წიგნში: "The Biblical Flood and the Ice Epoch" სწორედ ამ საკითხებზე საუბარი რაც შენ გაინტერესებს. სამწუხაროდ იმდენი დრო ნამდვილად არ მაქვს, სხვისი წასაკითხი წიგნები ვიკითხო რომ თითოეული დეტალი წარვუდგინო. აგერ ერთერთი ასეთი ნაშრომის ელექტრონული ვერსია და გაეცანი: http://www.creationism.org/patten/PattenBi...BiblFlood02.htm რაც შეეხება იმას, გაინტერესებდა ჩემი სიტყვები "მათგან ერთ-ერთის შესახებ ამბობენ, რომ წყალი უცებ მოვარდა და მისი სიმაღლე 600 მეტრი იყო" რა წყაროებს ეფუძნება, პოსტში მეწერა: "ჩრდილო-დასავლეთ შეერთებული შტატების ლანდშაფტის შემსწავლელი გეოლოგების აზრით". თუ სურვილი გაქვს, ინტერნეტში მოიძიე გეოლოგთა ამ ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული სრული მონაცემები. ნაწილობრივად მეც გაგიწევ დახმარებას ოღონდ, არ დაგავიწყდეს რომ ცოტა თავად შენც უნდა გამოიკვლიო ეს საკითხები და მხოლოდ მზამზარეული ინფორმაციის მოლოდინში არ იყო. როგორც აღვნიშნე, შენ ზოგი რამ უნდა გაგეკეთებინა რომ საკითხის გარშემო ერთად გვემსჯელა. მე გწერდი: საკმაოდ ბევრი ვწერე. სანამ ამ საკითხს უფრო ღრმად განვიხილავდეთ, კარგი იქნებოდა თუ კი ბიბლიის წიგნ "დაბადებას" (განსაკუთრებით 6,7 თავებს) წაიკითხავდი, მასში ჩაწერილი კიდობნის ზუსტ ზომებზე დაფიქრდებოდი, კიდობნის კონსტრუქციის მოკლე ჩანახატს გააკეთებდი და დაწერდი, თანამედროვე პარამეტრებით (საზომი ერთეულით) რა ზომის იქნებოდა, რა ფორმის, სიდიდის და რა სახის საშენი მასალით იყო აგებული, რათა ზოგადი წარმოდგენა მაინც ჰქონდეს მკითხველს და შენც (განსაკუთრებით მათ, რომელსაც ამ საკითხებზე არც კი უფიქრია რომ აღარაფერი ვთქვათ მის დეტალურ გამოკვლევაზე), რომ შემდეგ ერთად ვიმსჯელოთ, დაეტეოდა თუ არა ცხოველები მასში და შეიძლებოდა თუ არა ამგვარი "ხომალდის" მეშვეობით ადამიანებს და ცხოველებს გადაეტანათ 40 დღიანი კოკისპირული წვიმის შედეგად გამოწვეული წარღვნა. შენ ეს სიტყვები დააციტირე და კითხვის ნიშანი დასვი :მათგან ერთ-ერთის შესახებ ამბობენ, რომ წყალი უცებ მოვარდა და მისი სიმაღლე 600 მეტრი იყოამ სიტყვებზე დასმული კითხვის ნიშანი იმაზე მიუთითებს რომ ალბათ ცოტა რამ არის შენთვის ცნობილი გლობალური წყალდიდობების (წარღვნის) შესახებ. რადგან ასეა და თავადაც აღვნიშნე რომ ინფორმაციის მოპოვებისთვის ნაწილობრივად მეც გაგიწევდი დახმარებას, მოვიყვან რამოდენიმე კონკრეტულ მაგალითს და წყაროსაც მივუთითებ:ეს გახლავს მასოულას წარღვნების ერთერთი ფოტო სურათიhttp://s45.radikal.ru/i109/1001/05/dd26801c9e0f.jpg ამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვებას შეძლებ ნაშრომში: " Glacial Lake Missoula and its Humungous Floods. Mountain Press Publishing, 2001, p. 96." ასეთი ლიერი წარღვნების შესახებ გარკვეულ სახის ინფორმაციას მოიპოვებ ამ ვებგვერდზე: http://www.semp.us/publications/biot_reader.php?BiotID=429 მასში ნათქვამია შემდეგი: "Pacific Northwest Scablands and Coulees: Remains of Vicious Missoula Glacial Lake Outburst FloodBiot Report #429: May 31, 2007 Printer Printer Friendly Stupendous outpourings of hot thin basalt lava from the deep hot earth repeatedly flooded the Columbia Basin of the Pacific Northwest, once a marshy region between the Cascade and Rocky Mountains, between 17.2 and 15.5 million years ago. (1) The lava did not explode out of a volcano; rather it bled steadily, profusely, and repeatedly through a series of linear, northwest southeast trending vents (fissures) located where the states of Oregon, Washington, and Idaho meet. (2)Map of Glacial Lake Missoula in Montana and the region of the scablands and coulees. Source: http://www.thegreatstory.org/scablands.html; accessed May 29, 2007. Shaded relief map of scablands of Washington. Source:Map of Glacial Lake Missoula in Montana and the region of the scablands and coulees. Source: http://www.thegreatstory.org/scablands.html; accessed May 29, 2007. Shaded relief map of scablands of Washington. Source: http://www.bentler.us/washington-state/maps/washin...; accessed May 29, 2007. The repeated lava flows over time stacked one on top of each other to a total thickness of two miles in the central part of the Columbia Basin. Individual flows reached 100 feet high and more than 50 miles wide. Many of the 100+ successive flows steamrolled hundreds of miles reaching the Pacific Ocean and far across the continental shelf. The flood basalt eruptions commonly produced more than 100 cubic miles of lava, covering tens of thousands of square miles in just a week or so. (1) The lava flows were as flat as pancakes as they cooled and hardened until the Missoula floods occurred around 10,000 to 20,000 years ago. The scale of these floods is difficult to comprehend. They repeatedly released the entire contents of the massive Glacial Lake Missoula into the Columbia Basin where it scraped bone bare the basalt surface in many places on its way to the ocean. During the floods’ powerful journeys to the sea, they carved the basalt flows into “coulees” and “scablands”, creating some of the most distinctive landscape in the United States and world today. A coulee (from the French word coulee, to flow) is a steep-sided box-headed ravine formed by swift water erosion as glaciers melted. The Pacific Northwest and southwestern Canada knew deep ice cover during the Pleistocene epoch. The largest coulee is Grand Coulee, part of which the U.S. Bureau of Reclamation dammed with one of the largest concrete structures in the world (Grand Coulee Dam between 1933 and 1942) to irrigate the fertile loess soil of the Columbia Basin and generate electricity. (3)Drumheller channeled scablands, east edge of the Royal Slope in the Columbia Basin south of the Pot Holes Reservoir. Source: http://www.answers.com/topic/drum-heller-channels-jpg; accessed May 29, 2007. Scablands, Washington. Source:Drumheller channeled scablands, east edge of the Royal Slope in the Columbia Basin south of the Pot Holes Reservoir. Source: http://www.answers.com/topic/drum-heller-channels-...; accessed May 29, 2007. Scablands, Washington. Source: http://washington-state-magazine.wsu.edu/stories/2...; accessed May 29, 2007. Scablands or channeled scablands of eastern Washington State are a unique geological erosive feature of mammoth proportions. Created by the massive force of repeated prehistoric Missoula floods that scraped bare the loess-covered basalt bedrock, the scablands have a rectangular cross section and a braided drainage pattern that appears from aerial photos to have an entrance in the northeast of the state and an exit in the southwest. Huge potholes and ripple marks in the loess soil some 30 feet high characterize the scablands. Imagery from spacecraft orbiting Mars detected an enormous canyon that cuts almost half the way across the planet, which V.R. Baker and D.J. Milton pointed out as early as 1974 looked like the big scablands of eastern Washington. (4) In particular, the intertwined patterns of earthly scabland channels looked like the channels in the floors of the Martian canyons. The similarities stimulated U.S. National Aeronautics and Space Administration (NASA) researchers to study the scablands to prepare Mars Pathfinder’s landing on Mars (July 4, 1997) on a depositional fan near the mouth of the catastrophic outflow channel Ares Vallis. (5,6) Scablands, Washington. Source:Scablands, Washington. Source: http://washington-state-magazine.wsu.edu/stories/2...; accessed May 29, 2007. Many early geologists had difficulty conceptualizing the origin of the scablands and coulees for many years until University of Chicago geologist J. Harlan Bretz (1882-1981) proposed that they resulted from glacial erosion and torrential flows of water from melting glacial ice, which he called the “Spokane Floods”. U.S. Geological Survey (USGS) geologist J.T. Pardee (1871-1960) identified Glacial Lake Missoula spreading across northwestern Montana on the western side of the Rocky Mountains and the Continental Divide as the source of the melting ice (more below). Pardee also played a pivotal role in the eventual acceptance of the cataclysmic flooding hypothesis proposed by Bretz. (7) Geologists in the mold of “uniformitarian” geologist Scotsman Charles Lyell (1797-1875) have long struggled with “catastrophism”, the doctrine proposed by French zoologist and comparative paleontologist, Georges Cuvier (1769-1832). Catastrophism theory states that major changes in the earth’s crust result from geologic catastrophes, including the Missoula floods that scoured the basalt lava flows in the Pacific Northwest. Nineteenth century Englishman Charles Darwin (1809-1882) and his pal Lyell belittled Cuvier, contending, “Real scientists build their theories only on what they observe directly in nature and not on wild imaginings of unobserved forces.” (8)Unique Character of Basalt Igneous Rock Defines Coulees and Scablands Basalt petrology explains the coulee and channeled scablands’ strange forms. “Basalt lava shrinks as it crystallizes into solid rock, then shrinks a bit more as the solid rock cools,” explains David Alt. (9) “That shrinkage typically opens a pattern of vertical fractures that make palisades of columns on cliff faces and in road cuts. If the rock is black or brownish black and breaks into rows of more or less vertical columns, it is basalt. You can recognize it a mile away.” (9) Many examples of fractured basalt exist around the world. One of the most famous is the New Jersey Palisades basalt flow, vaulting above the ancient Hudson River, which shows the extensive fracture patterns characteristic of cooled basalt. (10) Alt explains, “Basalt columns range in diameter from fencepost size to barrel size. They may have four to seven sides, most commonly five. The columns generally extend all the way through lava flows less than about 50 feet thick, but most of the basalt flows in the Columbia Basin are at least 100 feet thick. These thick flows typically have a palisade of columns at the base, another at the top, with a zone of irregularly fractured, hackly basalt between them. The columns in the lower palisade are generally thicker and shorter than those above the hackly fracture zone.” (10) Columnar basalt is hard rock, yet it is peculiarly vulnerable to flood erosion. “The rushing water plucks the columns out of a cliff face [of a coulee] and sweeps them away.” (11) The torrential water of the Missoula floods also plucked chunks of basaltcolumns from the coulee floors, creating potholes.Glacial Lake Missoula Recall that the Columbia Basin between the Cascade and Rocky Mountains was once marshy and was then repeatedly flooded with hot thin basalt lava erupting from vents connecting to magma sources in the deep hot earth. During the Pleistocene epoch, British Columbia to the north lay under ice. Tongues of these glaciers moved down canyons in what is now northern part of Washington, and in one case plugged a canyon bearing a river (Clark Fork River). The ice dam resulted in water backing up into the valleys of northwest Montana, slowly filling a huge lake. The lake, Glacial Lake Missoula, is now extinct. It held a maximum volume of 530 cubic miles of water, about half that of today’s Lake Michigan, another glacial lake. (12) Erosion marks on the sides of the mountains lining the lake valley in which Missoula laid show that the water was as deep as 2,000 feet at ice dam outlet of the lake. Geologists point out that the ice dam did not look like a concrete dam, such as the Grand Coulee Dam; rather it was a thick mound of ice that blocked about 30 miles of the canyon (see photo below). (12)The Missoula Floods A glacial lake outburst flood (GLOF) is a sudden and often catastrophic flood that occurs when the glacier or terminal moraine dam that holds back a lake fails. The rupture can happen due a number of reasons, such as erosion, a buildup of water pressure, an avalanche of rock or heavy snow, or an earthquake. A number of imminently deadly GLOFs exist worldwide, as noted elsewhere. (13) These “time bombs” are rapidly nearing their rupture points because of the global climatic change during the 20th century. Many of the big glaciers melted rapidly and gave birth to a large number of glacial lakes. The accumulation of water in these lakes has been inreaseing rapidly and resulting in sudden discharges of large volumes of water and debris and causing flooding downstream. Because of the GLOF hazard, the United Nations Environmental Program has developed a Glacial Lake Outburst Flood Monitoring and Early Warning System, described elsewhere. (14)Hubbard Glacier, a tidewater glacier in Alaska, which is blocking the outlet of Russell Fiord and creating “Russell Lake”. Around midnight October 8, 1986, the dam began to give way. In the next 24 hours, an estimated 5.3 square kilometers of water roared through the gap, reconnecting the fiord to the ocean at its previous level. This was the second largest glacial lake outburst flood recorded in historical times. Source: “Hubbard Glacier” at: http://en.wikipedia.org/wiki/Hubbard_Glacier; accessed May 29, 2007. Photo source: http://www.fs.fed.us/r10/tongass/forest_fa...20707mm10s.jpg; accessed May 29, 2007. For a good gallery of Hubbard Glacier photos, see:Hubbard Glacier, a tidewater glacier in Alaska, which is blocking the outlet of Russell Fiord and creating “Russell Lake”. Around midnight October 8, 1986, the dam began to give way. In the next 24 hours, an estimated 5.3 square kilometers of water roared through the gap, reconnecting the fiord to the ocean at its previous level. This was the second largest glacial lake outburst flood recorded in historical times. Source: “Hubbard Glacier” at: http://en.wikipedia.org/wiki/Hubbard_Glacier; accessed May 29, 2007. Photo source: http://www.fs.fed.us/r10/tongass/forest_facts/imag...; accessed May 29, 2007. For a good gallery of Hubbard Glacier photos, see: http://www.fs.fed.us/r10/tongass/forest_facts/phot...; accessed May 29, 2007. Glacial Lake Missoula was a lake whose ice mound dam “floated”. “Water at the base of the ice plug, under pressure from almost half a mile of water above it, would wedge farther and farther beneath the ice until it opened one or more tunnels,” Hill explains. (14) When the tunnels became large enough, the dam would collapse, allowing the entire lake to drain. The drainage became a torrent, probably reaching its maximum within a matter of hours. As the lake emptied, the ice dam would collapse on itself, creating a new dam behind which the water would again fill. Evidence of various lake levels etched into the valley walls shows that Glacial Lake Missoula opened up and caused downstream flooding between a dozen and perhaps 90 times. The icy water ripped up the basalt columns leaving gaping dry channels (coulees) and exposed basalt that perplexed geologists in the early 20th century. Early settlers called the scarred areas the scablands. As geologists began to accept the idea that megafloods caused the scablands, they began to call them “channeled scablands”. It is very difficult to imagine these floods. At the flood’s maximum, more than 9 cubic miles of water roared past a given point in the valley every hour. (15) “The flow was equivalent to 10 times the combined flow of all the rivers in the world today, or 1,000 times the flow of today’s Columbia River”, which drains the Columbia basin. “The slope for the first 70 miles or so was the steepest of the flood’s entire run to the sea, a drop of more than 2,000 feet from the crest of Glacial Lake Missoula. That gradient would have sent the torrent rushing along the valley at more than 50 miles an hour…The flood was as much as 500 feet deep as it flowed over the future site of Spokane.” (15) Imagine this wall of water… The flooding process scraped nearly 50 cubic miles of soil and basalt from the Columbia Basin, leaving “dry falls, deep canyons, exposed rock, and braided channels that today are windswept and bone dry.” (15) The floods helped to create Grand Coulee, which is 50 miles long and 1 to 6 miles wide, with walls up to 900 feet high. (16) All across the Columbia Basin, floods scoured away wind-deposited loess that had accumulated over thousands of years, leaving hilltops here and there on which farmers grow wheat crops today. “Much of the flooded area is still so jumbled with exposed rock and dry channels that the drainage of surface water is chaotic; nature has not had time to establish throughgoing streams.” (17)" ჩემს პოსტში დაწერილი სიტყვები, სრულიად ეფუძნებოდა გეოლოგების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. პოსტში ვწერდი: "ჩრდილო-დასავლეთ შეერთებული შტატების ლანდშაფტის შემსწავლელი გეოლოგების აზრით, ეს ტერიტორია დაახლოებით 100 წარღვნის მოწმეა. მათგან ერთ-ერთის შესახებ ამბობენ, რომ წყალი უცებ მოვარდა და მისი სიმაღლე 600 მეტრი იყო, სიჩქარე 105 კილომეტრი საათში, მოცულობა 2 000 კუბური კილომეტრი, ხოლო მასა ორი ტრილიონი ტონა. სხვა მსგავსმა აღმოჩენებმა მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მსოფლიო წარღვნა სრულიად დასაშვები იყო". (ყურადღებით წაიკითხე ინგლისური და ქართული ტქექსტები, განსაკუთრებით წითელ ფერში დაწერილი ინფორმაცია.) ახლა, ცოტა შენც გამოიკვლიე ზოგი რამ. კარგს იზამ თუ ჩემს პოსტში დაწერილს გაითვალისწინებ: საკმაოდ ბევრი ვწერე. სანამ ამ საკითხს უფრო ღრმად განვიხილავდეთ, კარგი იქნებოდა თუ კი ბიბლიის წიგნ "დაბადებას" (განსაკუთრებით 6,7 თავებს) წაიკითხავდი, მასში ჩაწერილი კიდობნის ზუსტ ზომებზე დაფიქრდებოდი, კიდობნის კონსტრუქციის მოკლე ჩანახატს გააკეთებდი და დაწერდი, თანამედროვე პარამეტრებით (საზომი ერთეულით) რა ზომის იქნებოდა, რა ფორმის, სიდიდის და რა სახის საშენი მასალით იყო აგებული, რათა ზოგადი წარმოდგენა მაინც ჰქონდეს მკითხველს და შენც (განსაკუთრებით მათ, რომელსაც ამ საკითხებზე არც კი უფიქრია რომ აღარაფერი ვთქვათ მის დეტალურ გამოკვლევაზე), რომ შემდეგ ერთად ვიმსჯელოთ, დაეტეოდა თუ არა ცხოველები მასში და შეიძლებოდა თუ არა ამგვარი "ხომალდის" მეშვეობით ადამიანებს და ცხოველებს გადაეტანათ 40 დღიანი კოკისპირული წვიმის შედეგად გამოწვეული წარღვნა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.