Jump to content
Planeta.Ge

ელიტისტური ლიბერალიზმი


Recommended Posts

http://liberali.ge/node/994#comments

გთავაზობთ მეზობელი ფორუმელის "კრიტიკოსის" იგივე "მოდუსის" ანუ გიორგი ცხადაიას წერილს ჟურნალ "ლიბერალში".

საქართველოს ხელისუფლების იდეა ნაციონალური ესთეტიკის ზემოდან შეცვლაა. ეს კი, პირველ რიგში, "მოდერნიზებული" სახელმწიფო ინსტიტუტების და ნაციონალური იდეოლოგიის შექმნას გულისხმობს.

 

"ლიბერალიზმის" რუბრიკის პირველი თემების ზოგადი იდეის გამოსაკვეთად იმაზე ვილაპარაკებ, თუ რის შესახებ არ იქნება რუბრიკა. მაგალითად, ჩვენ არ ვიმსჯელებთ იმის შესახებ, თუ რომელი სახელმწიფოებრივი წყობილება უფრო მართებულია: ლიბერალურ-დემოკრატიული თუ ავტორიტარული; არც იმაზე, თუ ლიბერალიზმის როგორი გაგება არსებობდა ინგლისელი ფილოსოფოსის, ჯონ ლოკის დროს; არც იმ თეორიულ საკითხებს მიმოვიხილავთ, რომლებიც ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის დაპირისპირებას განსაზღვრავდა სხვადასხვა ეპოქაში ამერიკასა ან ევროპაში. ჩვენ არ გვაინტერესებს არც ის გამზადებული თეორიული სქემები, რომლებსაც განვითარებადი ქვეყნებისთვის გამოსცემენ ხოლმე დასავლური არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციები; შედარებით მეტ ინტერესს დაიმსახურებს ისეთი კრიტიკული თეორიული საკითხები, რომლებსაც ადგილობრივ სიტუაციას შევუსაბამებთ. ჩვენი მსჯელობები არ იქნება თეორიული მნიშვნელობებისგან დაცლილი, თუმცა, ძირითადად აქცენტი გაკეთდება საქართველოში არსებული პოლიტიკური და სოციალური რეალობის კრიტიკასა და შესაბამისი იდეოლოგიური საფუძვლების ანალიზზე. ბუნებრივია, რომ გაგვიჭირდება პრობლემებისა და იდეების მხოლოდ ქართულ კონტექსტში განხილვა და მთელ რიგ შემთხვევებში მოგვიწევს რეგიონული ან გლობალური მოვლენების ჩვენეულ ანალიზში ჩართვა. უფრო მეტიც, ჩვენი მიზანია ისეთი თანმიმდევრული "ლიბერალური" კრიტიკის შემოთავაზება, რომელიც აქტუალური იქნება როგორც ქართულ, ასევე გლობალურ კონტექსტში.

 

იმისათვის, რომ ის ზოგადი თემები გამოვკვეთო, რომლებზეც ამ რუბრიკის განმავლობაში ვიმსჯელებთ, ქართული სოციოპოლიტიკური რეალობის ჩემეულ მოკლე ანალიზს შემოგთავაზებთ. შესაძლოა, მომავალში ეს თემები სხვა უფრო ყურადსაღები საკითხებით განვავრცოთ, თუმცა ჩვენი საწყისი ჩანაფიქრი მკითხველისთვის რომ ნათელი გახდეს, საჭიროდ მიმაჩნია, რომ "ლიბერალიზმის" რუბრიკა სწორედ ასეთი ფორმით წარვადგინო.

 

ლიბერალიზმი სხვა იდეოლოგიებისგან იმით გამოირჩევა, რომ ამოსავალ წერტილად იღებს ინდივიდის თავისუფლებას. ლიბერალისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული ინსტიტუტები, რეფორმები, იდეოლოგიები იმდენად, რამდენადაც ისინი პასუხობენ კერძო პირის, სრულუფლებიანი მოქალაქეების საჭიროებებს და მიზნებს. ლიბერალიზმისთვის საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ძალადობრივი ინსტიტუტების თვითნებური ქმედებები (მაგ.: ძალოვანი სტრუქტურების), არამედ უმრავლესობის აზრიც, რადგან როგორც ფრანგი მოაზროვნე ალექსის დე ტოკვილი იტყოდა, "როდესაც ძალაუფლების მსახვრალ ხელს ჩემ თავზე ვგრძნობ, ნაკლებად მაღელვებს ვინ არის ის, ვინც მჩაგრავს". ტოკვილი მიიჩნევდა, რომ დემოკრატიის პირობებში, შესაძლოა, მჩაგვრელად იქცეს ის უმრავლესობა, რომელიც საერთო შეხედულებებს იზიარებს, ხოლო უმცირესობა კი მარგინალიზებული გახდეს. შესაძლოა, მოხდეს პირიქითაც: უმცირესობამ დაჩაგროს უმრავლესობა.

 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ლიბერალებად ის ადამიანები მიიჩნეოდნენ, ვინც საბაზრო ეკონომიკური თავისუფლების, პიროვნების თავისუფლებისა და მოდერნიზაციის იდეებს უჭერდნენ მხარს. ისინი ძირითადად არასამთავრობო სექტორში იყვნენ თავმოყრილნი და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისგან იმით გამოირჩეოდნენ, რომ გმობდნენ შოვინისტურ, ნეპოტისტურ და "ტრადიციულ" მორალს.

 

ეს დაპირისპირება იყო არა წმინდა იდეოლოგიური (ლიბერალები კონსერვატორების წინააღმდეგ), არამედ უფრო გეოპოლიტიკური და ესთეტიკური, თუ შეიძლება რომ ასე ვუწოდოთ. როდესაც აღნიშნული არასამთავრობოების წარმომადგენლები ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათი ეს "ლიბერალიზმი" გახდა თანმიმდევრული, როგორც იდეოლოგია და იქცა მემარჯვენე ლიბერალიზმად. მანამდე ისინი უბრალოდ ებრძოდნენ შევარდნაძის რეჟიმს და "დასავლური ღირებულებების" დამკვიდრებას ცდილობდნენ. ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში კი გარკვეული იდეოლოგია შეიმუშავეს, რომლითაც ქვეყანა უნდა ემართათ. ჩვენი რუბრიკის ჩარჩოში ვეცდებით, რომ სწორედ ეს საკითხი გავშალოთ და უარყოფით კრიტიკასთან ერთად პოზიტიურ იდეებზეც გავამახვილოთ ყურადღება.

 

ვინაიდან ხელისუფლების პოლიტიკა დაფუძნებული იყო სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შენებაზე, ის თავისთავად გახდა ანტილიბერალური, რადგან აქცენტი კეთდებოდა აბსტრაქტულ იდეებზე და არა ადამიანებზე. შეიქმნა გარკვეული ტიპის დოგმებიც, რომლებიც მართალია, მემარჯვენე ლიბერალური იდეოლოგიებისგან აიღეს, მაგრამ არსებითად საბჭოთა აზროვნების კატეგორიებით შექმნილ კონსტრუქციებს წარმოადგენდა. მაგალითად, ავიღოთ ხელისუფლების მთავარი ეკონომიკური პოლიტიკის _ ლიბერტარიანიზმის და ეკონომიკური მემარჯვენეობის იდეები. კახა ბენდუქიძე, რომელიც ამ იდეების მთავარი აპოლოგეტია, მიიჩნევს, რომ რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა სახელმწიფო ბაზარში, მით უფრო მეტად განვითარდება ეკონომიკა. აღნიშნული იდეა მკაცრად რიგიდულია და არა პრაგმატული. თითქოს ადამიანების კეთილდღეობას განსაზღვრავს ჩვენგან დამოუკიდებელი საბაზრო კანონები, რომელთა მუშაობაში ჩარევაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. შესაბამისად, მივიღეთ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ბოლო ხანებში მიღებულ "თავისუფლების აქტში" გამოიხატა და სახელმწიფოს მიერ ბაზრის მუშაობაში ჩარევას მაქსიმალურად ზღუდავს. ამგვარი ეკონომიკური პოლიტიკა, შესაძლოა, სულაც არ იყოს პრაგმატული იმ გაგებით, რომ თანამედროვე მსოფლიოში არსებულმა ტენდენციებმა სწორედ სახელმწიფოს გაზრდილი როლი მოითხოვოს. ისევე, როგორც ეს მოხდა ამერიკაში ობამას არჩევის შემდგომ. ევროპის უმრავლესი სახელმწიფოების ეკონომიკური პოლიტიკა კი საერთოდ სოციალური საბაზრო ეკონომიკის იდეებს ეფუძნება, რაც სწორედ ბაზრის მუშაობაში სახელმწიფოს ჩარევას გულისხმობს. ჩვენთან მსგავსი უკიდურესი ლიბერტარიანიზმი (ლიბერტარიანიზმი არის იდეოლოგია, რომელიც ბაზრის სრულ თავისუფლებას ქადაგებს), რაც უნდა გასაკვირი იყოს, პოსტსაბჭოთა აზროვნების შედეგია, თუ რატომ, ამაზე უფრო დაწვრილებით მომავალში ვისაუბრებთ.

 

სოციალური გარდაქმნებიც ხელისუფლებისთვის ერთგვარი პროექტია, რომელიც ზემოდან უნდა განხორციელდეს. ხელისუფლებაში თვლიდნენ და თვლიან, რომ ისინი ყველაზე "ლიბერალურ" პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ საქართველოში. თუმცა ეს ლიბერალურობა მათთვის არა თანასწორობის და თავისუფლების იდეების მხარდაჭერასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, არამედ გარკვეული ტიპის ესთეტიკის დომინირებაში გამოიხატება. მათი ეს ესთეტიკა მოდის ხელისუფლებასთან ასოცირებული არხებიდან, მთავრობის პიარ კამპანიებიდან და არის "დასავლური".

 

სინამდვილეში, არანაირი პრინციპული განსხვავება არ არსებობს, მაგალითად, ახლანდელ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შევარდნაძის დროინდელ მაუწყებელს შორის. ერთადერთი, რაც შეიცვალა არის ის, რომ გარკვეულ ასპექტებში ესთეტიკურად ახლანდელი "პირველი არხი" უფრო დახვეწილად გამოიყურება. ლიბერალიზმისა და ინკლუზიურობის (მოქალაქეთა ფართო მასების ჩართვისა და სხვადასხვა შეხედულებების გათვალისწინების) კუთხით ბევრი არაფერი შეცვლილა.

 

ხელისუფლება საკუთარ "ლიბერალურობას" იმით ზომავს, თუ რამდენად პროევროპული და პროდასავლურია. ეს კი ერთგვარი შინაგანი თვისებები და პრეფერენციებია _ მაგალითად, როგორც ის, რომ ერთი ადამიანი 'ლედ ზეპელინის" მოსმენას ანიჭებს უპირატესობას და მეორე _ ალა პუგაჩოვასი. ხელისუფლებისთვის "რუსეთუმე" ისეთი ადამიანია, რომელსაც რუსული კულტურა მოსწონს და შესაბამისად ესთეტიკურად არასრულყოფილია. თითქოს გამორიცხულია, რომ ადამიანს რუსული კულტურის ესთეტიკაც მოსწონდეს და ამავე დროს ლიბერალურ-დემოკრატიულ იდეებს უჭერდეს მხარს. მოკლედ, აქ "ლიბერალურობა" სრულებითაც არ გულისხმობს იმას, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ადამიანების საკუთრების უფლება, მშვიდობიანი დემონსტრაციების უფლებები და სხვ. დაცულია, არამედ იმას, რომ "დასავლური განათლების მქონე" მაგარი ბიჭები (cool guys) უნდა აკონტროლებდნენ ჩამორჩენილ, "რუსეთუმე" ხალხს.

 

ხელისუფლების მსგავსი ელიტიზმი სწორედ იმ ყველაფრის ანტითეზას წარმოადგენს, რასაც შეიძლება "ლიბერალიზმი" ვუწოდოთ. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ გვჭირდება "სამხედრო-პატრიოტული" აღზრდა, და რომ ხელისუფლების მიზანია ნატო-ში და ევროკავშირში "შესვლა". თითქოს ხალხი კოლექტიურად უნდა შეიცვალოს, უნდა გავერთიანდეთ და ასე შევაბიჯოთ დიად დასავლურ ოჯახში, ისე, როგორც კომუნისტი ლიდერები აპირებდნენ კომუნიზმში შებიჯებას. ამ რიტორიკაში კი იკარგება ადამიანი (მოქალაქე, ინდივიდი...), სწორედ იმ ევროპული ლიბერალიზმის მთავარი საზრუნავი, რომელიც სააკაშვილს მიუწვდომელ ოცნებად წარმოუდგენია.

 

ხელისუფლების მსგავსი რიტორიკა მხოლოდ რიტორიკის დონეზე არ რჩება და მას რეალური გამოძახილები აქვს. შედეგად ვიღებთ არაპრაგმატულ, ირაციონალურ და, როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ მილიბენდმა უწოდა, თავზეხელაღებულ (reckless) საგარეო პოლიტიკას, სამხედრო-მილიტარისტულ ნაციონალიზმს, შეზღუდულ საჯარო სივრცეს და მედიას, არაეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკას და ქვეყნის გადაქცევას "ბიზნეს გარემოდ", რომელსაც "მენეჯერები" მართავენ.

 

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რა მთავარი შეცდომა დაუშვეს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებში გაფანტულმა ქართველმა "ლიბერალებმა", როდესაც ხელისუფლებაში მათი "თანამებრძოლები" მოვიდნენ. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი სწორედ იმ "ელიტისტური ნაციონალისტური ლიბერალიზმის" მსხვერპლი გახდა, რომელიც ზემოთ დავახასიათეთ. მათ დაავიწყდათ, რომ ლიბერალური აზროვნება, პირველ რიგში, იმის კრიტიკასა და მუდმივ შემოწმებას გულისხმობს, ვინც ძალაუფლებას ფლობს.

 

შევეცდებით, რომ ყველა ეს ზემოჩამოთვლილი თემა თანდათანობით განვიხილოთ, არსებული პრობლემები და შეცდომები გავაანალიზოთ და, რაც მთავარია, პრობლემების ისეთი გადაჭრის გზებზეც ვისაუბროთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, უფრო დემოკრატიული და ლიბერალური იქნება; ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოსაზრებების განხილვა და გათვალისწინებაც, რომლებსაც თქვენ - ჟურნალის მკითხველი "ლიბერალის" ვებგვერდზე კომენტარების სახით გამოთქვამთ.

გიორგის ყველა მოსაზრებას არ ვიზიარებ , მაგალითად ვთვლი რომ ეს ხელისუფლება იყო ,არის და იქნება რეტროგრადული,მისი გენეზისი შევარდნაძიზმში უნდა ვეძებოთ ,მაგრამ ვამჩნევ აშკარად საინტერესოდ აზროვნებს და გადავწყვიტე ამ ფორუმშიც დამედო ეს წერილი.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

მეზარება.

არასაინტერსო ავტორის გამო.

არად ზუსტად წერს ყველაფერს...და მამენტ ავტორს რას ერჩი>??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არასაინტერსო ავტორის გამო.

მოდუსი ერთერთი ნათელი წერტილია ფორუმებში. კი ბავშვური აზრები აწუხებდა,მაგრამ აშკარად მუშაობს ,სწავლობს და ერთი იმათგანაა,ვისთანაც საუბარი საინტერესოა .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

lasha_alo

მე მაპატიეთ, ჩემს აზრზე დავრჩები.

საერთოდ როდესაც იცი თუ რას ილაპარაკებს ადამიანი, მაშინ უნდა გაინტერესებდეს ის თემა რაზეც იცი რომ იგი დაწერს.

და ეხლა კრუსუნი და გვემა:

რა საშინელებაა ეს მართლმადიდებლობა და რა საზიზღრები ვართ ეს ქართველები...

კერქით რა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

რა საშინელებაა ეს მართლმადიდებლობა და რა საზიზღრები ვართ ეს ქართველები...

მაგ პათოსშI გეთანხმები, თვითგვემა არ არის საჭირო,მაგრამ ამ სტატიასთან ეს არაა კავშირში...

 

და კიდევ პრობლემებზე რომ უნდა ვილაპარაკოთ, არ იცოდი?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

კი ვიცოდი კი.

და უნდა ვილაპარაკოთ კიდეც... მაგრამ როდესაც მეორე მხრიდან ხედავ არა პრობლემის გამოსწორების სურვილს, არამეტ შეცდომებზე წამოჭერის გზით განადგურების ჟინს... მე მაპატიეთ და მაგ ადამიანებთან არანაირი საერთო არ მექნება.

მტრები ვიქნებით სანამ ერთ ერთი მხარე არ გაიმარჯვებს.

არის ფორმები რომელთა გათვალისწინებითაც მოისმენ კრიტიკას. არანაირი პრობლემა არაა. პირიქით საჭიროა. და ასეთი ადამიანები და ჯგუფებიც უამრავი არსებობს. მათ ვუსმენ მე პირადად.

მაგრამ დაიცნვის და ქილიკის მცდელობა? :TAT: თან ვისგან? უპრინციპო, არშემდგარი ადამიანებისგან? მე მაპატიეთ :D ვერანაირად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეზარება.
არასაინტერსო ავტორის გამო

.dire

 

 

გიორგია არასაინტერესო ავტორი??? კარგით რა ერთერთი ნათელი წერტილია ფორუმის:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...