Jump to content
Planeta.Ge

საარჩევნო და საპარლამენტო ბოიკოტის სტრატებია


Recommended Posts

lasha_alo

გავიხსენებ გამსახურდიას სტრატეგიას გუმბარიძის წინააღმდეგ. ძალიან კონკრეტული მუხლები წარადგინა და არა გადადგომის მოთხოვნა

კარგად მახსოვს ხალხის დიდი მასა როგორ იდგა რუსთაველზე და ყვიროდა ორასორი, ორასორი.

ეს მომავალი უზენაესი საბჭოს დეპუტატების რაოდენობა იყო. ამ დროს ვერცერთი იქ მდგომი ვერ გეტყოდა რატომ ორასორი და არა მაგალითად ორასოცდაათი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
სწორი ბრძანდებით, მაგრამ საარჩევნო კანონის შეცვლის მოთხოვნით საქართველოში არავინ არ გამოვა

გამოსულები ხომ იყვნენ, შემდეგ როგორც კომპრომისად ეგ უნდა "გაეყიდაათ", ანუ ან მიშა ანაც საჭირო კანონები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ყველაფერი "ერთი დიდი გამოცდილებაა"..., რომელსაც არასოდეს იზიარებენ..

 

და კიდევ, ბოიკოტის თემა, კარგი ფულის შოვნის შანსია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა და....

 

ჩემ ბოიკოტში რამდენს გადაიხდი??????

 

ჩვენთან, პარტიების დაფინანსება არჩევნებში აღებულ ხმებსა და გაყვანილ დეპუტატებზეა.... ხოდა, რაც უფრო მეტს გავიყვან, მეტი ფული მაქვს,,,,ასე რომ, მიღირს გადახდა, ვიღაცამ რომ ხელი არ შემიშალოს და არ მეკონკურენტოს..

 

გადახდა კი შეიძლება მხოლოდ ფულით არა ... "ნატურითაც"...

Edited by machkatela
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

გამოსულები ხომ იყვნენ, შემდეგ როგორც კომპრომისად ეგ უნდა "გაეყიდაათ", ანუ ან მიშა ანაც საჭირო კანონები

თქვენ არ იცით რა ძნელია იყო იმათი ვისაც მიტინგებზე პარადი მიყავდა, ამაში დაწმუნება.ეს ეხება პირველ რიგში ბურჯანაძეს, ბესელიას, სალომეს და კონსერვატორებს.

მაგათი ლოზუნგი ვიდგებით მანამდე სანამ მიშა არ გადადგება, დასაწყისშივე იყო დასამარცხებლად განწირული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
.ეს ეხება პირველ რიგში ბურჯანაძეს, ბესელიას, სალომეს და კონსერვატორებს.

თუ თავად ვერ აწონ-დაწონეს, რატომ არ გამოეყო ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც დაწმუნდა რომ მიშა უსისხლოდ არ გადაგებოდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მაშინ საზოგადოების ზეწოლით ეს მიხერხდებოდა. გავიხსენებ გამსახურდიას სტრატეგიას გუმბარიძის წინააღმდეგ. ძალიან კონკრეტული მუხლები წარადგინა და არა გადადგომის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ჭკვიანურად მოიქცა და მორალურად გატეხა რეჟიმი.

გუმბარიძე გუმბარიძეა, სააკაშვილი კიდევ სააკაშვილი. გაიხსენეთ 2 ნოემბრის აქცია. რა მოთხოვნები იყო მაშინ? საარჩევნო კოდექსის შეცვლა, პარლამენტის დაკომპლექტების მაჟორიტარული სისტემის შეცვლა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარება. რა ქნეს მაშინ ნაციონალებმა? ჯერ თქვეს პირველ სამ პუნქტზე თანახმა ვართო, მეოთხეზე არაო. 7 ნოემბრის შემდეგ ყველაფერზე დათანხმდნენ, მაგრამ რა შეასრულეს? რამდენიმე პოლიტპატიმარი მართლაც გამოუშვეს მაგრამ ყველა არა. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, მანდ სასიკეთოდ არაფერი შეუცვლიათ. დაელოდნენ აქციების დაშლას და მერე მაინც თავისი გაიტანეს.

 

ახლაც იგივე სცენარი იყო. ვითომ საარჩევნო კოდექსზე რომ მუშაობდა ჯგუფი, რით დამთავრდა ეს ყველაფერი, გახსოვთ? ან ის შექმნილი საკონსტიტუციო კომისია ვინმეს ახსოვს ახლა საერთოდ?

 

ნაციანალებს აქვთ ეგეთი სისტემა შექმნილი, რამეს დათმობენ და ჩამოიშლებიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ თუ პოლიტიკური არჩევნები კანონის დაურღვევლად ჩატარდება, მაშინ ჩვენზე ბედნიერი ხალხი ამ ქვეყანაზე არ მოიძებნება. ესაა პრობლემის ცალმხრივი განხილვა. უფრო ნათლად _ ვთქვათ, საზოგადოებამ გადაწყვიტა კანონის სრული დაცვით ჩაატაროს არჩევნები _ შეარჩიოს ჯგუფი, რომელიც დალაშქრავს ევერესტს და ამით ასახელებს სამშობლოს. თუ ამ კანონიერი არჩევნებით შერჩეული ჯგუფი არ ფლობს ამ მიზნის შესასრულებლად საჭირო ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, გონივრულ და პროფესიულ პოტენციალს, მაშინ ყოველგვარი არჩევნები აზრს კარგავს იმიტომ, რომ ბუნებრივი კანონზომიერებისათვის მნიშვნელობა არა აქვს წესიერადაა ჩატარებული არჩევნები, თუ არაწესიერად. არჩევნების როგორი წესითაც უნდა შეარჩიოთ ჯგუფი, ის ევერესტს დაპყრობის ნაცვლად მიეყინება, თუ მას არა აქვს გააზრებული ბუნების ის კანონზომიერება, რომლის გარეშეც 8848 მეტრის სიმაღლის დალაშქვრის მცდელობა, უბრალოდ, თვითმკვლელობაა. დავიმახსოვროთ _ არჩევნები საშუალებაა და საშუალების მიზნად გამოცხადება, ეს უბრალოდ, ინფანტილიზმია.

“მეფეები და მმართველები არიან არა ისინი, რომლებიც სკიპტრას ატარებენ; არა ისინი, რომელნიც ცნობილი, გავლენიანი პირებისაგან არიან არჩეულნი; არა ისინი, ვინც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში კენჭისყრით ან ძალადობითა და სიცრუით, არამედ ისინი, რომელთაც მართვა შეუძლიათ.” სოკრატეს ეს პოლიტიკური იდეალი კრიტიკულად განსხვავდება როგორც დემოკრატიის, ასევე არისტოკრატიის, ოლიგარქიისა და ტირანიის პრინციპებისაგან. ამიტომ ვერ იტანდნენ მას ვერც დემოკრატები და ვერც ტირანები. ის, არც ერთ, არც მეორე ფორმას არ თვლიდა სრულყოფილად.

პლატონის აზრით _ იდეალური სახელმწიფო საუკეთესოთა (არისტოკრატთა) მიერ სიმართლით (და არა სამართლით) უნდა იმართოს. ის ეთანხმება სოკრატეს _ სიმართლე და კანონიერება არსით ერთი და იგივეა, რადგან მათ ღვთაებრივი (იდეალური) საწყისი უდევს საფუძველად. დემოკრატია, თუ მასში რაღაც არაა განზავებული, თუ არ ივსება რაღაცით, მაშინ ის აუცილებლად თვრება თავისუფლებით და მისგან მისივე საწინააღმდეგო იბადება.

 

ჭანო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...