ძუკუ Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 lasha_alo გავიხსენებ გამსახურდიას სტრატეგიას გუმბარიძის წინააღმდეგ. ძალიან კონკრეტული მუხლები წარადგინა და არა გადადგომის მოთხოვნაკარგად მახსოვს ხალხის დიდი მასა როგორ იდგა რუსთაველზე და ყვიროდა ორასორი, ორასორი.ეს მომავალი უზენაესი საბჭოს დეპუტატების რაოდენობა იყო. ამ დროს ვერცერთი იქ მდგომი ვერ გეტყოდა რატომ ორასორი და არა მაგალითად ორასოცდაათი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 სწორი ბრძანდებით, მაგრამ საარჩევნო კანონის შეცვლის მოთხოვნით საქართველოში არავინ არ გამოვაგამოსულები ხომ იყვნენ, შემდეგ როგორც კომპრომისად ეგ უნდა "გაეყიდაათ", ანუ ან მიშა ანაც საჭირო კანონები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 ეს ყველაფერი "ერთი დიდი გამოცდილებაა"..., რომელსაც არასოდეს იზიარებენ.. და კიდევ, ბოიკოტის თემა, კარგი ფულის შოვნის შანსია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 და კიდევ, ბოიკოტის თემა, კარგი ფულის შოვნის შანსიაკონკრეტულად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 (edited) რა და.... ჩემ ბოიკოტში რამდენს გადაიხდი?????? ჩვენთან, პარტიების დაფინანსება არჩევნებში აღებულ ხმებსა და გაყვანილ დეპუტატებზეა.... ხოდა, რაც უფრო მეტს გავიყვან, მეტი ფული მაქვს,,,,ასე რომ, მიღირს გადახდა, ვიღაცამ რომ ხელი არ შემიშალოს და არ მეკონკურენტოს.. გადახდა კი შეიძლება მხოლოდ ფულით არა ... "ნატურითაც"... Edited January 28, 2010 by machkatela Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 ჭანო გამოსულები ხომ იყვნენ, შემდეგ როგორც კომპრომისად ეგ უნდა "გაეყიდაათ", ანუ ან მიშა ანაც საჭირო კანონებითქვენ არ იცით რა ძნელია იყო იმათი ვისაც მიტინგებზე პარადი მიყავდა, ამაში დაწმუნება.ეს ეხება პირველ რიგში ბურჯანაძეს, ბესელიას, სალომეს და კონსერვატორებს.მაგათი ლოზუნგი ვიდგებით მანამდე სანამ მიშა არ გადადგება, დასაწყისშივე იყო დასამარცხებლად განწირული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 .ეს ეხება პირველ რიგში ბურჯანაძეს, ბესელიას, სალომეს და კონსერვატორებს.თუ თავად ვერ აწონ-დაწონეს, რატომ არ გამოეყო ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც დაწმუნდა რომ მიშა უსისხლოდ არ გადაგებოდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 lasha_alo მაშინ საზოგადოების ზეწოლით ეს მიხერხდებოდა. გავიხსენებ გამსახურდიას სტრატეგიას გუმბარიძის წინააღმდეგ. ძალიან კონკრეტული მუხლები წარადგინა და არა გადადგომის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ჭკვიანურად მოიქცა და მორალურად გატეხა რეჟიმი.გუმბარიძე გუმბარიძეა, სააკაშვილი კიდევ სააკაშვილი. გაიხსენეთ 2 ნოემბრის აქცია. რა მოთხოვნები იყო მაშინ? საარჩევნო კოდექსის შეცვლა, პარლამენტის დაკომპლექტების მაჟორიტარული სისტემის შეცვლა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარება. რა ქნეს მაშინ ნაციონალებმა? ჯერ თქვეს პირველ სამ პუნქტზე თანახმა ვართო, მეოთხეზე არაო. 7 ნოემბრის შემდეგ ყველაფერზე დათანხმდნენ, მაგრამ რა შეასრულეს? რამდენიმე პოლიტპატიმარი მართლაც გამოუშვეს მაგრამ ყველა არა. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, მანდ სასიკეთოდ არაფერი შეუცვლიათ. დაელოდნენ აქციების დაშლას და მერე მაინც თავისი გაიტანეს. ახლაც იგივე სცენარი იყო. ვითომ საარჩევნო კოდექსზე რომ მუშაობდა ჯგუფი, რით დამთავრდა ეს ყველაფერი, გახსოვთ? ან ის შექმნილი საკონსტიტუციო კომისია ვინმეს ახსოვს ახლა საერთოდ? ნაციანალებს აქვთ ეგეთი სისტემა შექმნილი, რამეს დათმობენ და ჩამოიშლებიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted January 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2010 ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ თუ პოლიტიკური არჩევნები კანონის დაურღვევლად ჩატარდება, მაშინ ჩვენზე ბედნიერი ხალხი ამ ქვეყანაზე არ მოიძებნება. ესაა პრობლემის ცალმხრივი განხილვა. უფრო ნათლად _ ვთქვათ, საზოგადოებამ გადაწყვიტა კანონის სრული დაცვით ჩაატაროს არჩევნები _ შეარჩიოს ჯგუფი, რომელიც დალაშქრავს ევერესტს და ამით ასახელებს სამშობლოს. თუ ამ კანონიერი არჩევნებით შერჩეული ჯგუფი არ ფლობს ამ მიზნის შესასრულებლად საჭირო ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, გონივრულ და პროფესიულ პოტენციალს, მაშინ ყოველგვარი არჩევნები აზრს კარგავს იმიტომ, რომ ბუნებრივი კანონზომიერებისათვის მნიშვნელობა არა აქვს წესიერადაა ჩატარებული არჩევნები, თუ არაწესიერად. არჩევნების როგორი წესითაც უნდა შეარჩიოთ ჯგუფი, ის ევერესტს დაპყრობის ნაცვლად მიეყინება, თუ მას არა აქვს გააზრებული ბუნების ის კანონზომიერება, რომლის გარეშეც 8848 მეტრის სიმაღლის დალაშქვრის მცდელობა, უბრალოდ, თვითმკვლელობაა. დავიმახსოვროთ _ არჩევნები საშუალებაა და საშუალების მიზნად გამოცხადება, ეს უბრალოდ, ინფანტილიზმია.“მეფეები და მმართველები არიან არა ისინი, რომლებიც სკიპტრას ატარებენ; არა ისინი, რომელნიც ცნობილი, გავლენიანი პირებისაგან არიან არჩეულნი; არა ისინი, ვინც ძალაუფლება ჩაიგდო ხელში კენჭისყრით ან ძალადობითა და სიცრუით, არამედ ისინი, რომელთაც მართვა შეუძლიათ.” სოკრატეს ეს პოლიტიკური იდეალი კრიტიკულად განსხვავდება როგორც დემოკრატიის, ასევე არისტოკრატიის, ოლიგარქიისა და ტირანიის პრინციპებისაგან. ამიტომ ვერ იტანდნენ მას ვერც დემოკრატები და ვერც ტირანები. ის, არც ერთ, არც მეორე ფორმას არ თვლიდა სრულყოფილად. პლატონის აზრით _ იდეალური სახელმწიფო საუკეთესოთა (არისტოკრატთა) მიერ სიმართლით (და არა სამართლით) უნდა იმართოს. ის ეთანხმება სოკრატეს _ სიმართლე და კანონიერება არსით ერთი და იგივეა, რადგან მათ ღვთაებრივი (იდეალური) საწყისი უდევს საფუძველად. დემოკრატია, თუ მასში რაღაც არაა განზავებული, თუ არ ივსება რაღაცით, მაშინ ის აუცილებლად თვრება თავისუფლებით და მისგან მისივე საწინააღმდეგო იბადება. ჭანო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.