Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი: "არ მინდა, სააკაშვილი მოსკოვმა მოაშოროს"


Recommended Posts

11:19 / 27-01-2010

"არ მინდა, სააკაშვილი მოსკოვმა მოაშოროს"

"ახლა ისღა მაკლია, რომ ოპოზიციიდანაც გამოვიდეს ისეთი ხალხი, რომელიც რუსეთის თამაშს თამაშობს ან იმედი აქვს, რომ თავის სტატუსს დაიმკვიდრებს და დემაგოგიურ პოპულიზმს მოიპოვებს," - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. ოპოზიცის იმ ნაწილს, რომელმაც ბოლო დროს რუსეთში ვიზიტებს მოუხშირა, იგი "მარგინალებს" უწოდებს.

 

სალომე ზურაბიშვილი: ამ დიალოგს არც აზრი აქვს და ერთადერთი შედეგი, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს, არის დივერსია. იმის მაგივრად, რომ მთავარ საკითხზე ვიყოთ ორინეტირებული, სერიოზული მოძრაობა წავიდეს ამ მიმართულებით და შევცვალოთ ხელისუფლება, ხდება აქცენტების გადატანა, რაც შეიძლება ჩვენი ბრძოლის შემაფერხებელი იყოს. ხვალ, როდესაც შეიძლება ჩვენი ხმების დაცვა დაგვჭირდეს, რადგან ხელისუფლება გაყალბებისთვის რეალურად ემზადება, ყველაფერს რუსეთს დაუკავშირებენ. ხელისუფლებამ აქამდე ვერ მოახერხა ოპოზიცია რუსეთთან დაეკავშირებინა - ხან ბურჯანაძეზე იყო საუბარი, ხან პატარკაციშვილზე. ახლა კვლავ აძლევენ ამის საბაბს. ჩვენ მთელი ამ ხნის მანძილზე საპირისპიროს ვამტკიცებთ და ვდგებით იმ სიტუაციის წინაშე, როდესაც მოსკოვში ვიღაც ჩადის. არ ვამბობ, რომ დიალოგი არ შეიძლება, მაგრამ მოლაპარაკებებს აქვს თავისი წესი და ამ სიტუაციაში განსაკუთრებით უნდა დაიცვან.

 

 

 

http://www.ambebi.ge/politika/15913-qar-mi...moashorosq.html

 

ლიცემერი: სალომე!.. აი ლავ იუუუუ! მუდი გუკუცუ...მპუ :2kiss: :))

 

100% ვეთანხმები-თქვენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო

აზროვნებაში და საქციელში სტაბილურობა აკლიათ ოპოზიციონერების დიდი ნაწილს.

 

ამ შემთხვევაში მართალია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეჰ როგორ მინდა მეც ისე მიხაროდეს როგორც თქვენ.. აღარ მჯერა ამათი .. არაფრის აღარ მჯერა..
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აღარ მჯერა ამათი

SHARI

მეც არ მჯერა, მაგრამ ამ შემთხვევაში სწორი პოზიციაა აქვთ. ხოდა გამიკვირდა- გამიხარდასავით :(

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

არა მარტო ვეთანხმები, არამედ მეც პიროვნულად და ალიანსაც იგივე პოზიცია გააჩნია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალომე იტყვის კიდევ თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში. :D

 

 

ლაშა,სადა ხარ კაცო და აკი უნდა მოგვეწვია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალომე იტყვის კიდევ თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში. :)

ლაშა,სადა ხარ კაცო და აკი უნდა მოგვეწვია?

რას იტყვის... საქართველოს ქართველები ბომბავენ და რუსებს ვაბრალებთო.. :blink: .ან სიმღერა -დიალოგს გვიმღერებს :eshmak:: როგორც თქვა და საქართველო გაბრწყინდა :D

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალომე იტყვის კიდევ თავის სიტყვას ქართულ პოლიტიკაში.

lasha1997

მაქსიმუმი პარლამენტში მოხვდეს !

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღა დაგიმალოთ და...

ნელ ნელა ვიხრები იმისკენ რომ... ამ ადამიანის ეხლა წასვლა არ შეიძლება.

100% გარანტიით მოდით ვინმე მარიონეტი.

ან ალასანია.

ან ნოღაიდელი.

და ამათი თავიდან მოცილება არ გინდა?

ასე რომ მემგონი მირჩევნია ეს კვერცხი იყოს ( გასაგდებად გამზადებული ), სანამ ვინმე არ გამოჩნდება ნორმალური.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალომე ზურაბიშვილი: "არ მინდა, სააკაშვილი მოსკოვმა მოაშოროს", სალომე!.. აი ლავ იუუუუ!

 

ჩვენი ქვეყნის ტრაგედია ის არის, რომ ბევრი ისეა ნაცების უსამართლობით გამწარებული, გინდათ ირიბად გინდა პირადად, რომ ესენი მოაშოროს და რუსებს კი არა თათარ-მონღოლებს შეეკვრება.

 

ასე იყო გამსახურდიას დროსაც და ედიკას დროსაც.

 

ყველა დროში სამართალმა Y მომჭამაო, ისეთი სიტუაცია იყო, რა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რინციპში ასეც დგას საკითხი, ან პროდასავლელები მოაშორებენ, ან პრორუსები...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალომეს რა არ უნდა არ ვიცი მარა მე არ მინდოდა 2003-ში რომ ერტი ნაგავი მეორე ნაგავს შეეცვალა...ეხლაც არ მინდა იგივე.

სანაგვეში ჩიჩქნას რომ შევეშვებით შემატყობინეთ ერმა:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...