lasha_alo Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 (edited) რატომ?კანონიერმა ხელისუფლებამ თავის დროზე აღიარა იჩქერიის დამოუკიდებლობა. დღეს იქ ხელისუფლებაში ანტიქართული ბანდაა , რომელიც მზადაა ჩვენს შესაჭმელად წამოვიდეს. დროა(დაგვიანებულიც კია ): ა)დავადასტუროთ იჩქერიის დამოუკიდებლობის ლეგიტიმურობა;ბ)საჯაროდ განვაცხადოთ რომ ჩეჩენი ხალხის ნებაზეა დამოკიდებული მისი სტატუსი, მაგრამ არ ვცნობთ ოკუპანტების მიერ დასმულ ტერორისტ პრეზიდენტს;გ) ვინცაა დარჩენილი პანკისიდან ლტოლვილი, მიეცეთ შესაძლებლობა გახდნენ საქართველოს მოქალაქეები და მათ სოციალურ უზრუნველყოფაზე იზრუნოს ქართულმა სახელმწიფომ. რუსეთს ვაღიზიანებთ?იმაზე მეტად არა ,რაც წაიკადრეს.გარდა ამისა დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყებამდე პატარა სტატუს ქვოს ვიქმნით,რადგანაც ჩვენც არ ვცნობთ რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას ,რითაც არცთუ უმნიშვნელო დარტყმას ვაყენებთ ოკუპანტებს.ჩრდილო კავკასიელებს ვერ ვენდობით ?არც ვენდობი. განიხილება აქვთ თუ არა მათ დამოკიდებლობის უფლება . განსხვავებით აფხაზეთისგან , დამოუკიდებლობის ნება გამოხატა მოსახლეობის უმრავლესობამ. Edited January 27, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 სრულიად გეთანხმებით ბატონო ლაშა!პრობლემა იმაშია, რომ ჩვენს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს 5. 10, 20 წლიანი განვითარების პერსპექტიული გეგმა, სადაც ჩამოყალიბებული უნდა იყვეს, მათ შორის საგარეო ურთიერთობის კონკრეტული პრინციპები კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებაში. გათვალისწინებული და გაანალიზირებული უნდა იყვეს ასეთი ნაბიჯის შედეგები, მისგან გამოწვეული კონტრმოქმედებების ნეიტრალიზაციის საშუალებები.ამის გამკეთებელია ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 lasha_alo განიხილება აქვთ თუ არა მათ დამოკიდებლობის უფლება . განსხვავებით აფხაზეთისგან , დამოუკიდებლობის ნება გამოხატა მოსახლეობის უმრავლესობამ.აფხაზეთის გარდა ჩვენ მეორე კონფლიქტური რეგიონიც გვაქვს, სადაც დემოგრაფიული მდგომარეობა ცოტა განსხვავდება. და ასე რომც არ იყოს, საქართველო არაა იმ მდგომარეობაში რომ ორმაგი სტანდარტებით ითამაშოს. ორმაგი სტანდარტების ფუფუნება აქვს რუსეთს, აშშ-ს და იმ ქვეყნებს ვისაც საკმარისი ძალა აქვთ იმისთვის რომ ძალისმიერი მეთოდით მიაღწიონ თავისას. ამავე დროს სერბეთმა უარი თქვა ყველა ტერიტორიულ პრეტენზიაზე ხორვატიასთან და ბოსნიასთან. იმისთვის, რომ კოსოვოს ამბის განხილვისას ვერავინ დაადანაშაულოს ორმაგ სტანდარტებში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 არ ვეთანხმები ამ აზრს, კონფრონტაციის მეტს არაფერს მოგვიტანს, დასაკარგი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვსდა საერთოდ რადიკალურად უნდა შეიცვალოს რუსეთთან დამოკიდებულება თორემ უფრო დეგვერხევა, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 რატომ არ ვადასტურებთ იჩქერიის დამოუკიდებლობას?იმიტომ რომ ეს ორმაგი სტანდარტი იქნება ჩვენი მხრიდან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 რატომ არ ვადასტურებთ იჩქერიის დამოუკიდებლობას?რა აზრი აქვს რო? იმ ჩეჩნეთში რუსები ჩეჩნების ხელში აწყობენ გენოციდს. ერთმანეთს ახოცინებენ და აჟლეტინებენ. რეალურად იქ არაფერი შეიცვლება, საქართველომ რომც აღიაროს, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ რომ ავტონომიის გამოყოფა სახელმწიფოსგან ნორმალურია და მაშინ ჩვენ რაღა პრეტენზიები გვაქვს? თუ ჩეჩნეთს შეუძLია, აფხაზეთიც იგივე არ არის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბადრი_წიქორაძე Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 და საერთოდ რადიკალურად უნდა შეიცვალოს რუსეთთან დამოკიდებულება თორემ უფრო დეგვერხევა,რადიკალურად რუსეთთან დამოკიდებულების შეცვლა შესაძლებელია აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის გზით. შემდეგ დადგება ყაზბეგის და ჯავახეთის ჯერი, შემდეგ აჭარის და სამეგრელოს. რა ვქნათ ვათბოთ რუსეთთან ურთიერთობა სანამ თბილისელებს ქუთაიშში ჩასასვლელად ვიზა არ დაგჭირდებათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 (edited) რადიკალურად რუსეთთან დამოკიდებულების შეცვლა შესაძლებელია აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის გზით. შემდეგ დადგება ყაზბეგის და ჯავახეთის ჯერი, შემდეგ აჭარის და სამეგრელოს. რა ვქნათ ვათბოთ რუსეთთან ურთიერთობა სანამ თბილისელებს ქუთაიშში ჩასასვლელად ვიზა არ დაგჭირდებათ?მაგი არანაირად არ მიგულისხმია,პოლიტიკა ტონკი რამეა, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს ჩვენს სასარგებლოდ,საქართველოს და ქართველ ერს ვგულისხმობ,თუკი ჩვენ იჩკერიაზე დავიწყებთ ჩალიჩს ჯავახეტს წაგვართმევენ,ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი რომ რუსეთთან კონფრონტაციით რაიმეს მივაღწიოთ,სახეიროს, თორემ უბედურებას, უბედრურებას და ტანჯვას რამდენიც გინდა Edited January 27, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 ძაღლი ძაღლის ტყავს არ ხევსო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 აუცილებლად უნდა დავიწყოთ აქციები მთავრობის სახლთან რათა ჩვენმა ხელისუფლებამ ცნოს იჩქერიის ჩეჩენთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 რუსეთთან კონფრონტაციითუკვე ფაქტია და ამას ვეღარაფერი ვერ შეცვლის.ორმაგი სტანდარტიარ იყო ალბათ, როცა რუსებს ვაბარებდით ჩეჩენ მეომრებს და შემდეგ რუსეთი ცხვირზე გვაფარებდა ჩვენს წინააღმდეგ ანტიჩჩნურ პოლიტიკას.ეროვნული თვითგამორკვევის უფლება ერებს აქვთ ,მაგრამ სხვაობა სერიოზულია. აფხაზეთიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოყარეს, ცხინვალის რეგიონში კი გაუქმებულია ავტონომია ანუ გვაქვს არსებითი არგუმენტები და საერთოდ ესაა პარიტეტის შექმნის მცდელობა და არა რაიმე რეალური. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 ჩვენ ვაღიაროთ პლანეტა.გე აღიარებს იჩქერიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 (edited) lasha_alo არ იყო ალბათ, როცა რუსებს ვაბარებდით ჩეჩენ მეომრებს და შემდეგ რუსეთი ცხვირზე გვაფარებდა ჩვენს წინააღმდეგ ანტიჩჩნურ პოლიტიკას.ეროვნული თვითგამორკვევის უფლება ერებს აქვთ ,მაგრამ სხვაობა სერიოზულია. აფხაზეთიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოყარეს, ცხინვალის რეგიონში კი გაუქმებულია ავტონომია ანუ გვაქვს არსებითი არგუმენტები და საერთოდ ესაა პარიტეტის შექმნის მცდელობა და არა რაიმე რეალური.ლაშა, რაზე ვართ ორიენტირებული, დადებით შედეგზე თუ ემოციებზე ან პიარზე? Edited January 27, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 ლაშა, რაზე ვართ ორიენტირებული, დადებით შედეგზე თუ ემოციებზე ან პიარზე?ემოცია ზუსტად არაფერ შუაშია. გვაქვს კოზირი, რომელსაც არ ვიყენებთ . ფაქტია რუსი ჩეჩენის ხელითაც გვიტევს.ასე რომ თავდაცვის იმუნიტეტია. ცხადია ყველაფერს ჭირდება სათანადო გათვლები.მე მხარს ვუჭერ ჯერ საკითხის დასმას , შემდეგ გადაწყვეტილებას ეტაპები ესაჭიროება და კონსულტაციები :viking: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 არა მგონია აქედან რამე კარგი გამოვიდეს.გარდა იმისა რომ მართლაც ორმაგი სტანდარტები იქნება, ვისი ხელისუფლება უნდა ვაღიაროთ, ტყეში რომ ასი კაცი დარბის იმის? რეალურ კონტროლს კადიროვი ახორციელებს, მოგვწონს ეს თუ არა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.