ლ ი ც ი Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 (edited) http://s001.radikal.ru/i193/1001/ed/38765c45c4f2.jpg 09:03 / 27-01-2010 იულია ლატინინა : ”ის, ვინც ბარბაროსების მხარეზე იბრძვის, თავადაც ბარბაროსია” კავკასიის რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და მათში რუსეთის ფაქტორზე საუბრობს პოპულარული რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა თავის საავტორო გადაცემაში ”Код доступа”. ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ომის გამომწვევ მიზეზებზე განსხვავებული ხედვა აქვს, პარალელს ავლებს მისი ქვეყნის, როგორც დამპყრობლის როლზე და აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოში ცივილიზაციის წინააღმდეგ, ბარბაროსების მხარეზე იბრძოდა. ამბები.ge. გთავაზობთ მცირე ამონარიდს იულია ლატინინას გადაცემიდან ”Код доступа” შეკითხვა პირველი - სად მდებარეობდა კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის რეზიდენცია? პასუხი - ტფილისში. მეფისნაცვლის მმართველობის ინსტრუმენტი კი არმია იყო. ძალზედ მნიშვნელოვანია ის, რომ რეზიდენცია იყო ტფილისში და არა მაგალითად, პიატიგორსკის სანატორიუმში. ჩვენ მივდიოდით კავკასიაში, რათა დავხმარებოდით საქართველოს. რუსეთი და საქართველო ქრისტიანული ცივილიზაცია იყო, შუაში კი ბარბაროსები. როდესაც პუშკინი ერზრუმისკენ მიდიოდა, უღელტეხილამდე პატრუქწაკიდებული პატარა ზარბაზნით მგზავრობდა და როგორც იგი აღწერდა, საკმაოდ უხერხულადაც. პუშკინს აფრთხილებდნენ, არ მიახლოვებოდა მდინარეს, რადგან გაღმა ნაპირზე ოსები იდგნენ, რომლებიც გამვლელებს ესროდნენ, უბრალოდ, ინტერესის გამო. პუშკინმა გადაიარა უღელტეხილი, ზარბაზანი უკან დარჩა და მან მარტომ, მშვიდად გააგრძელა გზა საქართველოს აყვავებულ ველებზე. ალექსანდრ სერგეის ძემ არ იცოდა, რომ მომავალი სამხრეთ ოსეთის მინდვრებზე მიჰქროდა. არც ის იცოდა, რომ ვლადიმერ ვლადიმერის ძე ათწლეულების შემდეგ ისტორიულ აღმოჩენას გააკეთებდა და უცხოურ ტელეარხებს ამცნობდა, რომ საქართველოს ეს ნაწილი სამხრეთ ოსეთია და იგი რუსეთს ნებაყოფლობით, საქართველომდე შეუერთდა. ალექსანდრე პუშკინმა ჩვენ ის აგვიღწერა, რაც დაინახა: უღელტეხილამდე იყო პატრუქწაკიდებული ზარბაზანი, უღელტეხილს აქეთ კი - ნორმალური ქვეყანა. და ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის არსებობს ბარბაროსობა და ცივილიზაცია, ისტორიაში მებრძოლი ორი ძალა. მე არ ვამბობ, რომ ცივილიზაცია კარგია, ბარბაროსები კი ცუდი, სინამდვილეში მე ძალიან მიყვარს ბარბაროსები და მათზე ბევრი წიგნი მაქვს, მაგრამ ეს ორი სხვადასხვა ისტორიაა. რუსეთიც ებრძოდა კავკასიაში ბარბაროსებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სისხლში არ აქვს ხელები გასვრილი. პირიქით, გასვრილი აქვს. ზარბაზანი ტყუილად არ ყოფილა პატრუქწაკიდებული, ზარბაზანი ისროდა. ცივილიზაცია კი ყოველთვის ბევრ ადამიანს კლავს, რადგან, იგი ტექნიკური შესაძლებლობებით აღემატება ბარბაროსებს და სწორედ ამიტომაც კლავს უფრო მეტს. საბოლოო არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ იყო რუსეთი და იყო საქართველო, შუაში კი რუსეთის მიერ განადგურებული ბარბაროსული ველი. ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც ჩვენ ვიბრძოდით საქართველოს წინააღმდეგ სამხრეთოსური ”ჰამასის” მხარეს, არ არის ისტორია იმის შესახებ თუ ვინ იყო დამნაშავე. ესაა ისტორია იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვიბრძოდით ბარბაროსების მხარეზე ცივილიზაციის წინააღმდეგ. ის კი, ვინც ბარბაროსების მხარეზე იბრძვის, თავადაც ბარბაროსია. ეს ძალზე საშინელი ისტორიაა, რომელიც გვართმევს კავკასიაში ცივილური ძალის უფლებას.http://www.ambebi.ge/politika/15898-iulia-...barbarosia.html ლიცემერი: ძლიერ მიყვარს და მომწონს ეს ქალბატონი.: სერიოზულად კი, ჩემო იულია, :გასაკვირი არაფერი არ არის, რამეთუ ყველა დროში , ყველა ხალხის შემაკავშირებელი ენა იყო და არის, სანამ ოსისათვის ქართული ენა იყო სახელმწიფოს, რელიგიის ენა, ისინიც ქართული ეროვნული სამყაროს ნაწილად თვლიდნენ თავს. როგორც კი ქართული რუსულმა შეცვალა (შეგნებულად შეცვალეს შენმა თანამემულეებმა) და სახელმწიფოს, რელიგიის ენად ოსისათვის რუსული გახდა, ისინი რუსულ ეროვნულ სამყაროში გადასახლდნენ და დედაც გვიტირეს. მაშ-ს ასე, რაში გვეთანხმებით მე და იულიას : და რაში არ გვეთანხმებით. Edited January 27, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც ჩვენ ვიბრძოდით საქართველოს წინააღმდეგ სამხრეთოსური ”ჰამასის” მხარეს, არ არის ისტორია იმის შესახებ თუ ვინ იყო დამნაშავე. ესაა ისტორია იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვიბრძოდით ბარბაროსების მხარეზე ცივილიზაციის წინააღმდეგ. ის კი, ვინც ბარბაროსების მხარეზე იბრძვის, თავადაც ბარბაროსია.:yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 (edited) ციტატა(licemer @ 27th January 2010 - 12:00 PM) ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც ჩვენ ვიბრძოდით საქართველოს წინააღმდეგ სამხრეთოსური ”ჰამასის” მხარეს, არ არის ისტორია იმის შესახებ თუ ვინ იყო დამნაშავე. ესაა ისტორია იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვიბრძოდით ბარბაროსების მხარეზე ცივილიზაციის წინააღმდეგ. ის კი, ვინც ბარბაროსების მხარეზე იბრძვის, თავადაც ბარბაროსია.შენ კი დაეთანხმე, მაგრამ ეტყობა, ჩემო ბატონო Saturn , მართალი სიტყვა აღარ არის ფორუმზე "ხოდში". კაციშვილი არ პოსტავს. არადა ადამიანი 100% ფაიზაღს უბნობს ნოღაიდელიზმი ხომ არ იმარჯვებს? Edited January 27, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 ლ ი ც ი ლატინინას სიტყვები რუსეთში არის: ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 ლ ი ც ი კი.მართალია.კარგია.გულს ვიფხანთ.მაგრამ რა?აი ეგღა რომ დაგვრჩენია ეგაა მაწაკობა... თორემ მაგ ქალმა რომ არ მითხრას რაც გააკეთეს რუსებმა და ვინც არიან ამის შემდეგ რომელიმემ არ ვიცოდით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 ლ ი ც ი ეს ქალი ვერ არის, ვერ გავიგე მაგის პოზიცია, ხან ლიბერალობას თამაშობს, ხან ჩეჩნების დახოცვას მიესალმება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 (edited) ლ ი ც ი ლატინინას სიტყვები რუსეთში არის: ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინაძუკუ მთლად მასეც არ არის ხან ჩეჩნების დახოცვას მიესალმება...newstudio ეს როდის თქვა? Edited January 27, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 newstudio როგორც აწყობს მაგიტომაც არ აქვს წონა.ნუ ჩვენს გარდა და ალბათ ესტონეთის გარდა არსად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 (edited) როგორც აწყობს მაგიტომაც არ აქვს წონა.dire ხომ ვერ მეტყვით, მუსიე dire, როდის და სად თქვა, ჩეჩნების დახოცვას მივესალმებიო? Edited January 27, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 ლ ი ც ი ჩეჩნების დახოცვის რა მოგახსენოთ, მაგრამ კადიროვის მიმართ გარკვეული სიმპატიები გააჩნია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 გააჩნია.ძუკუ გააჩნდა, ჩემო მიშა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.