ლ ი ც ი Posted January 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 (edited) გახსოვთ კუპრინის მოთხრობა "ზღვის ავადმყოფობა" და ამ მოთხრობის მთავარი გმირის ელენე ტრავინას ვოიაჟი გემით? ერთი სიტყვით, ვისაც არ აქვს წაკითხული მოკლედ "მოვუყომარებ" შინაარს. მოთხრობის მთავარი გმირი ელენე ტრავინა ოდესიდან იალტაში მიდიოდა გემით. ქალი ზღვის ავადმყოფობამ უკიდურესად შეაწუხა, მაგრამ გემი მგზავრებით იყო გადაჭედილი და საწოლის პოვნა ვერაფრით ვერ მოახერხა. იძულებული გახდა გემბანზე გაეტარებინა რამდენიმე საათი. როცა ეს შენიშნა კაპიტანის თანაშემწემ, "სულგრძელად" შესთავაზა თავის კაიუტა... ღამით მორიგე ვარ და კაიუტა არ მჭირდებაო-უთხრა. მოკლედ, გადაყლაპა ანკესი ჩვენმა ელენემ. როგორც კი ზღვის ავადმყოფობით დაღლილი ქალი კაიუტაში შევიდა, შეუვარდა და გააუპატიურა. ძლიერ განიცდიდა და აწუხებდა ელენე მომხდარი ამბავი. სახლში დაბრუნებულმა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, ეთქვა თუ არა ქმრისთვის მომხდარის შესახებ. ბოლოს მაინც თქმა ამჯობინა და სერგეის უამბო , რაც შეემთხვა. სერგეიმ წყნარად მოისმინა. ელენეს მოეფერა, დააწყნარა . მოკლედ, ყველანაირად ეცადა, რომ ქალს მომხდარი გულთან ახლოს არ მიეტანა. მაგრამ სერგეის სიმშვიდე "ტრუხა" და სიაფანდი აღმოჩნდა. მასტმა მთელი ღამე თეთრად გაათენა , მთელი ღამე ბორგავდა და იტანჯებოდა. მთელი ღამე დაღალა და დატანჯა ელენე კითხვებით: ბავშვი, ბავშვი, რომ გაჩნდეს, ელენე? იქნებ ის ადამიანი ავადმყოფია? სიფილისი? და კლიენტმა "გასაღები დაკარგა". იგი ეხვეწებოდა ელენეს ეთქვა, რომ ყველაფერი მოგონილია, მსგავსი არაფერი მომხდარა, რომ ამ ისტორიით მისი გამოცდა ეწადა. მოკლედ, ელენე მიხვდა, რომ სერგეის არ ეყოფოდა სულის სიმტკიცე და კაცობა მიეტევებინა ცოლისთვის თავს დატეხილი უბედურება.დილით ელენე სახლიდან გაიპარა. სერგეის დაუტოვა წერილი, რომლითაც ატყობინებდა: ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელია, თუმცა, შენ ერთადერთი მამაკაცი ხარ, რომელიც მიყვარდა, ნუ დამიწყებ ძებნას. შენ იცი, რომ მე გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ხოლო წუხელ რაც გიამბე, ის სიცრუეა, მე გამოვიგონეო. უზერებო, ყველა დროში, ყოველ ხანაში, ადამიანებისთვის ყველაზე მწვავე ტრაგედია იყო, არის და იქნება სარეცელი, სარეცელის ტრაგედია. მაშ-ს ასე, მანდილოსნებო: მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყავით რას იზავდით,რა ხრიკებს მიმართავდით? : მამაკაცებო: სერგეის ადგილას როგორ მოიქცეოდით? Edited January 28, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kalaa Posted January 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 (edited) მაშ-ს ასე, აქედან გამომდინარეა ჩემი კითხვა: მანდილოსნებო: მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყავით რას იზამდით,რა ხრიკებს მიმართავდით? მიუხედავად იმისა რომ ძალიან გამიჭირდებოდა თქმა მაინც ყველაფერს გულწრფელად მოვუყვებოდი მაგრამ თუ რეაქცია სერგეინაირი ექნებოდა მეც "შევკრავდი ბარგს" და ჩემ გაზას მოვნახავდი.... Edited January 26, 2010 by kalaa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 (edited) მიუხედავად იმისა რომ ძალიან გამიჭირდებოდა თქმა მაინც ყველაფერს გულწრფელად მოვუყვებოდი მაგრამ თუ რეაქცია სერგეინაირი ექნებოდა მეც "შევკრავდი ბარგს" და ჩემ გაზას მოვნახავდი....kalaa გასაგებია შენი პოზიცია. მესმის რომ: "გონიერი ადამიანის ხელში სიმართლე ყველაზე ძლიერი იარაღია ყველა დროში"-ეს სიტყვები სოკრატეს ეკუთვნის...მაგრამ , ჩემო კარგო, თუ სიმართლე მოცემულ სიტუაციაში წამგებიანია? თუ სიმართლე ოჯახს დაგინგრევს? Edited January 26, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 რათქმაუნდა მოვუყვებოდი.რა თქმაუნდა წავიდოდი.თუ სიმართლე მოცემულ სიტუაციაში წამგებიანია?მოგება- წაგება - დროებითია. დროებითი ღირებულებაა არასიმართლეზე დამყარებული ყველა ღირებულება.ტყუილი გამონებს. სიმართლე გათავისუფლებს.თავისუფალი კი ყოველთვის მოგებულია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kalaa Posted January 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 მაგრამ , ჩემო კარგო, თუ სიმართლე მოცემულ სიტუაციაში წამგებიანია? თუ სიმართლე ოჯახს დაგინგრევს? იმას არ გავაკეთებ რაც მე არ მესიამოვნება ანუ მეც რომ დამიმალოს მეუღლემ რაიმე მსგავსი შემთხვევა და მერე გავიგო ბევრად უფრო მიუტევებელი იქნება ვიდრე გულწრფელად ყველაფრის თქმა.. მუდმივად ტყუილში ცხოვრებას მირჩევნია სიმართლე ვაღიარო რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს... თუ მე და ჩემ მეუღლეს ერთმანეთის ნდობა არ გვექნება მაშინ ის ჩემთვის არ არის სრულფასოვანი ოჯახი. ნდობა რომ გვქონდეს ამისთვის არაფერი არ უნდა იყოს დამალული ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 მოგება- წაგება - დროებითია. დროებითი ღირებულებაა არასიმართლეზე დამყარებული ყველა ღირებულება.ტყუილი გამონებს. სიმართლე გათავისუფლებს.თავისუფალი კი ყოველთვის მოგებულია.გამარჯობა nuaka "ქმნა მართლისა სიმართლისა ხესა შეიქმნს ხმელსა ნედლად"-800 წლის წინ დაგვიწერა ჩვენმა დიდმა წინაპარმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მოცემულ სიტუაციასაც ძლიერ ესადაგება. მაგრამ...ვისთვის როგორ, ჩემო კარგო. ქმარში თუ ასი პროცენტი არ იყო დარწმუნებული ელენე , მაშინ ჯობდა გაჩუმებულიყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kalaa Posted January 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 ლ ი ც იქმარში თუ ასი პროცენტი არ იყო დარწმუნებული ელენე , მაშინ ჯობდა გაჩუმებულიყო თუ მაგდენად შეუგნებელი ქმარი ჰყავდა რომ ის არ აპატია რაც პრინციპში მის დანაშაული არც იყო თან იმის მაგივრად რომ გვერდში დადგომოდა და მორალურად დახმარებოდა ისედაც სტრესში მყოფ მეუღლეს (ჯერ გააუპატიურეს, მერე ბევრი ინერვიულა და ძლივს გაბედა სიმართლის თქმა) მასეთ ქმარს ჯობია სულ არ გყავდეს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 თუ მაგდენად შეუგნებელი ქმარი ჰყავდა რომ ის არ აპატია რაც პრინციპში მის დანაშაული არც იყო თან იმის მაგივრად რომ გვერდში დადგომოდა და მორალურად დახმარებოდა ისედაც სტრესში მყოფ მეუღლეს (ჯერ გააუპატიურეს, მერე ბევრი ინერვიულა და ძლივს გაბედა სიმართლის თქმა) მასეთ ქმარს ჯობია სულ არ გყავდეს...kalaa მე მაინც ჩემსას ვაწვები. მართალია ნათქვამია "ჭირი დაუმალავი სჯობიაო", მაგრამ როდესაც ადამიანს ოჯახი გყავს, როდესაც სასწორზე შენი შვილების მომავალი დევს, მაშინ დაუმავალ ჭირს, ისევ დამალული ჭირი სჯობდეს იქნებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gurulo9 Posted January 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 როდესაც სასწორზე შენი შვილების მომავალი დევსშვილებს მომავალი შენც შეგიძლია შეუქმნა,უღირსი მეორე ნახევრის დაუხმარებლადაც :yes2: და მთელი ცხოვრების ტყუილში გატარება საშინელებაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kalaa Posted January 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 ლ ი ც ი მაგრამ როდესაც ადამიანს ოჯახი გყავს, როდესაც სასწორზე შენი შვილების მომავალი დევს, მაშინ დაუმავალ ჭირს, ისევ დამალული ჭირი სჯობდეს იქნებ მუდმივად საყვედურების მოსმენას პლიუს თუ ამას უნდობლობა და ეჭვიანობაც დაერთო მასეთ ცოლ-ქმრობას ისევ დაშორება ჯობია ... ვისთვის როგორ ადამიანის ხასათსაც გააჩნია... ჩემთვის ასეა და სხვა ალბათ სხვანაირად ფიქრობს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 (edited) შვილებს მომავალი შენც შეგიძლია შეუქმნა,უღირსი მეორე ნახევრის დაუხმარებლადაცgurulo9 ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგეს, მაშინ ასეთი კატეგორიული აღარ იქნება რა ხართ ეს გურჯის ქალები :2kiss: Edited January 26, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gurulo9 Posted January 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 ღმერთმა დაგიფაროს, მაგრამ საქმე საქმეზე, რომ მიდგეს, მაშინ ასეთი კატეგორიული აღარ იქნება რა ხართ ეს გურჯის ქალები :2kiss:მე მართლა ღმერთმა დამიფაროს :mamao: ,მაგრამ სულ ტყუილში და ეჭვში ცხოვრებას და თუნდაც იმ ბავშვის ნერვების გაფუჭებას, ისევ მარტო ჯობია იზრუნო შვილზე,მითუმტეს,თუ ამისი ე.წ. "ზურგი"გაქვს :rolleyes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 ,თუ ამისი ე.წ. "ზურგი"გაქვსდა თუ არ გაქვს "ზურგი"? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gurulo9 Posted January 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 მანდილოსნებო: მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყავით რას იზამდითმე რას ვიზანდი მსგავს სიტუაციაში ის დავწერე, იმისი შესაძლებლობა ყოველთვის მექნება,ჩემს შვილს არაფერი გაუჭირდეს,თუ გვერდით რაიმე მიზეზით ქმარი არ მეყოლება სხვას შეიძლება ზურგიც ქონდეს,მაგრამ სხვანაირად მოიქცეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 სხვას შეიძლება ზურგიც ქონდეს,მაგრამ სხვანაირად მოიქცესgurulo9 ჰყვავის ქალებით პარიზი, ნიცა,მაგრამ სულ სხვაა გურული ციცა :2kiss: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.