Siknadmo Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 (edited) რატომ ვიხდი ელექტრო ენერგიის საფასურს?ამით ხომ ჩვენ რუსეთს ვაძლიერებთ,გაზი?რუსული გაზიც ხომ შემოდის ჩვენს ბინებში, მე მინდა მოვიხმარო მხოლოდ ბაქოს გაზი, ვოტ :viking: რუსებს კი ფული არ გადავუხადოთ, ასევე გასარკვევია ვისია თბილწყალ-კანალი, არსებობს ეჭვი რომ ესეც რუსებისაა, მე პირობას ვდებ რომ თუკი ეს წყალიც რუსებისააარც მაგაში გადავიხდი ფულს, შეისხან თავისი წყალი უკან :TAT: Edited January 27, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...d=2510&ct=2 არ გვინდა ღორების წყალი თბილისის წყალში`` რუსული კვალი საბოლოოდ დამტკიცდა რეზონანსი კომპანია უკვე რუსულენოვან საქმისწარმოებაზეა გადასული თბილისის წყალმომარაგების სისტემის რუსეთისთვის გადაცემის ფაქტში ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ. ამის საფუძველს ის იძლევა, რომ კომპანიის ახალი გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე, ``ინტერ რაოს`` ყოფილი თანამშრომელი იური ლესია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ლესი წარმოშობით უკრაინელია და ამჟამად რუსეთის მოქალაქეა. ``მულტიპლექსში`` ამბობენ, რომ კომპანიის აქციონერები, რუსებთან ერთად, ბრინატელები და შვეიცარიელებიც არიან. ექსპერტების ინფორმაციით კი ``მულტიპლექსი`` მთავრობამ შვეიცარულ კომპანიად მონათლა, თუმცა მას სათავო ოფისი მოსკოვში აქვს და მის უკან ლიბერალური ეკონომიკის კონცეფციის ავტორი ანატოლი ჩუბაისი დგას. შედეგად, ენერგოობიექტებთან ერთად, ქვეყნისთის სტრატეგიული ობიექტები – ``თბილისის წყალი``, ``მცხეთაწყალკანალი``, ``რუსთავწყალკანალი``, გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა და ``საქწყალკანალი`` რუსეთის ხელშია. ``თბილისის წყალი``, ძირითადად, უკვე გადასულია რუსულენოვან საქმისწარმოებაზე, ანუ თარჯიმანთა ბიურო ყველაფერს რუსულად თარგმნის. ``მულტიპლექს ენერჯი ტრედინგს`` ელექტროენერგიის ბარტერის თაობაზე კონტრაქტი პირდაპირ ``ინტერ რაო ეეს``–თან აქვს. ``მულტიპლექსი`` დარეგისტრირებულია შვეიცარიაში. ცხადია, ისიც რუსული კომპანია გახლავთ, თუმცა საპირისპიროს გვიმტკიცებენ, ისე როგორც ერთ დროს ``კაპიტალ ვოსტოკის`` შვეიცარულ წარმოშობაში გვარწმუნებდნენ. უკვე ორჯერ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ქვეყნის პრეზიდენტმა ტენდერში გამარჯვების წესით ``მულტიპლექსს`` მყიდველის უფლებამოსილება მიანიჭა. ერთი ვალდებულება ის გახლდათ, რომ მყიდველს ორ კვირაში 40 მილიონამდე უნდა გადაეხადა, თუმცა ეს ქართულ–რუსული წარმონაქმნი შვეიცარიული ქოლგით რაიმე თანხის გაღებას არ აპირებს,`` – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი. ``თბილისის წყლის`` ტენდერში საკმაოდ ცნობილმა კომპანიებმა ვერ გაიმარჯვეს, თუმცა გაიმარჯვა უცნობმა ``მულტიპლექსმა``, რომელმაც სხვებზე ნაკლები თანხა გადაიხადა. კომპანია ``თბილისის წყალი`` ოფიციალურად 2008 წლის 14 მაისს გაიყიდა, ამ დღეს მხარეებმა ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ხოლო კომპანიის ``მულტიპლექსისთვის`` გადაცემის ბრძანებულებას პრეზიდენტმა სააკაშვილმა თანამდებობიდან გადაგომის წინა დღეს, 2007 წლის 24 ნოემბერს დაუსვა ავტოგრაფი. კომპანიის ფინანსური დირექტორია გიორგი სკორიკი. გენდირექტორის მსგავსად, მასაც მჭიდრო კავშირი აქვს ``ინტერ რაოსთან``. კომპანიაში წამყვან თანამდებობებზე მიიწვიეს ``თელასის`` კადრები, რადგან ამ კომპანიის მფლობელიც ``ინტერ რაო``–ა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მაინცდამაინც ``თელასის`` თანამშრომლებზე ``მულტიპლექსის`` ხელმძღვანელობას აქცენტი არ გაუკეთებია. კერძოდ, ``თბილისის წყალში`` სხვა კომპანიების თანამშრომლებიც მუშაობენ , მათ შორის ``ყაზბეგის``, ``ყაზტრანს გაზ თბილისის``. ასევე საინტერესოა, რომ ``თბილწყალკანალის`` ყოფილი გენდირექტორი იუზა ცარციძე კვლავ ``თბილისის წყალში`` მუშაობს და იგი ტექნიკური დირექტორია. კომპანიიდან საბოლოოდ გაუშვეს გიგი ქელბაქიანის მიერ მიღებული კადრები. ექსპერტების აზრით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ კერძო ინტერესები, რომელთა გამოც ``მულტიპლექსი`` შეირჩა, რუსულ ინტერესებს უკავშირდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 არასწორად მიმაჩნია ეგ დამოკიდეულება! მე არ მითქვამს კლასიკოსების წიგნები დავწვათ მეთქი,მაგრამ თუ ერი მტრად მიგვაჩნია არ უნდა ვეხმარებოდენ მათ ბიუჯეტის შევსებაში.მეტი არაფერი. აი ამიტომ ვაფასებ ამერიკელებს. არც მე ვყიდულობდი. დაჟე შემწვარ კატოფილს „ფრენჩ ფრაის“ აღარ იძახდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 lasha1997 არც მე ვყიდულობდი.არც მე ვყიდულობ რუსულ პროდუქტებს. სახლში მეუღლეც გაფრთხილებული მყავს რომ არ იყიდოს : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 13, 2010 (edited) თუ მტერია რუსეთი,რატომ.......... ამ თემის გახსნის შემდეგ ჩვენმა გონიერმა ხელისუფალმან ამოიღეს იმ ობიექტების ნუსხიდან რომელთა პრივატიზაცია არ შეიძლებოდა გაზსადენი,რკინიგზა და დღეს საჰაერო რადარების გაყიდვისაც აპირებენ,რომ მტერმა კარგად გააკონტროლოს ჩვენი საჰაერო სიტვრცე. Edited July 13, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შაქროII Posted July 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2010 როგორც ასინეტა იტყოდა "ასეა საჭირო და მიტომ" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted July 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2010 საქართველო და რუსეთი ომის მიუხედავად ბიზნესს მაინც აკეთებენ კონსტანტინ როზნოვი – ბიზნესრეპორტიორი; “BBC”]სამხრეთ ოსეთის გამო 2008 წელს მომხდარი შეიარღებული კონფლიქტის შემდეგ რუსეთმა და საქართველომ დიპომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს, მაგრამ როდესაც საქმე ბიზნეს საქმიანობაზე მიდგება, ორივე მხარე ხშირად უფრო პრაგმატულ მიდგომას არჩევს. ის, რომ რუსეთმა რამდენიმე წლის წინათ ქართულ ღვინის იმპორტი აკრძალა და ისიც, რომ ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიამიმოსვლების დეფიციტია, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ბევრი ქართველი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ნებისმიერ საშუალებას, მათ შორის ბიზნესის სფეროში ზეწოლას, რეგიონზე საკუთარი გავლენის მნიშვნელოვნად გაფართოვებისთვის იყენებს, მაგრამ ამ დაძაბული პერიოდის განმავლობაშიც კი, საქართველოში მაინც ბევრი რუსული კომპანია ოპერირებდა. საქართველოს პარლანეტში იმ წინადადების გარშემო, რომლის თანახმადაც, თავიდან უნდა შეიქმნას გასაყიდად ასაკრძალი სახელმწიფო საკუთრების ნუსხა, მწვავე დებატები გაჩაღდა. კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა პირველი სამი წაკითხვით დაამტკიცა, ტრანზიტული მილსადენი, რომელსაც რუსული გაზი საქრთველოს გავლით სომხეთში მიაქვს, შეიძლება პრივატიზაციას დაექვემდებაროს. რუსეთის გაზის მონოპოლია გაზპრომი იმ ერთადერთ პოტენციურ ინვესტორადაა მიჩნეული, რომელიც დაინტერესებულია და შეუძლია ამ მილსადენის მნიშვნელოვანი წილის შეძენა. ”პოლიტიკურად მოტივირებული”ამ ბოლო წლებში, რუსეთის ენერგეტიკულ კომპანიებსა და მათ კოლეგებს შორის მეზობელი ქვეყნებიდან ბუნებრივი აირის გამო რამდენიმე კონფლიქტი მოხდა. მოსკოვი აცხადებს, რომ დავები მხოლოდ ბიზნესის გამო მოხდა, ხოლო ოპონენტები რუსეთს იმაში სდებენ ბრალს, რომ ის ენერგეტიკული მიმწოდებლის სტატუსს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს. ”პრობლემა ის არის, რომ გაზპრომს რუსული კანონმდებლობის შესაბამისად, რუსეთის საზღვრებს მიღმა შეუძლია დაიცვას თავისი ინტერესები მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებითაც” - უთხრა BBC-ის ნოდარ ხადურმა, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა. ქართველი ეკონომისტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მილსადენი ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი არ არის და მას მხოლოდ ისეთი ”პოლიტიკურად მოტივირებული ინვესტორი იყიდის, როგორიც გაზპრომია”. მაგრამ მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის საერთაშორისო დეპარტამენტის თანამშრომელი ანდრეი სუზდალცევი ამბობს, რომ გაზპრომისთვის ბიზნესის თვალსაზრისით მილსადენის შეძენა საინტერესო იქნებოდა, რადგან მას აირი მნიშვნელოვან ბაზარზე გააქვს. გარდა ამისა, უთხრა მან BBC-ის, რუსეთმა საქართველოსთან ურთიერთობაში ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის ბიზნესს პოლიტიკისგან განცალკევებით განიხილავს. ლიბერალური ბაზარიდა მართლაც „თელასი“, საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანია, რუსული კომპანიის Inter RAO UES-ის მიერ კონტროლდება. ორი წლის წინ მიმდინარე ომის მსვლელობისასაც კი მას რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგება არ შეუწყვეტია. გარდა ამისა, კონფლიქტიდან სულ რამდენიმე თვეში Inter RAO UES-ი და საქართველოს მთავრობა აფხაზეთის საზღვართან მდებარე, ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ერთობლივ მართვაზე შეთანხმდნენ. საქართველოში სხვა რუსულ კომპანიებს შორის Itera-ც მუშაობს. ის თავად ფლობს გაზის რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიას რეგიონებში, VTB ბანკსა და მობილურ ოპერატორს VimpelCom-ს. გასულ წელს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა განაცხადა: ”ჩვენ არ ვაპირებთ რუსულ კომპანიებს საქართველოში შემოსვლაზე ხელი შევუშალოთ. რაც უფრო მეტ ბიზნეს ინტერესი გაჩნდება, მით უფრო მცირე იქნება პოლიტიკური ზეწოლა” – უთხრა მან Bloomberg-ს. სუზდალცევი აღიარებს, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო ახლა ”ლიბერალიზმის ოაზისია”. მაგრამ მისი აზრით, იმის გარანტია, რომ მომავალში რუსული ინვესტიციები საქართველოში დაცული იქნება ხელისუფლების ჩარევისგან, არ არსებობს. ”ეკონომიკური ინტერესი”რუსეთიდან სომხეთში მიმავალ გაზსადენზე მსჯელობისას, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური წევრები ამბობენ, რომ ქვეყანა, იმ შემთხვევაში ”თუ რუსული კომპანია მილსადენს იყიდის” ქვეყანა ”ენერგეტიკული დაეკონომიკური საფრთხის წინაშე დადგებოდა. ისინი საკანონმდებლო დონეზე ითხოვენ იმის გარანტიებს, რომ საქართველოს მთავრობა შეინარჩუნებს საკონტროლო პაკეტს. აქამდე კანონპროექტში არავითარი ასეთი გარანტიები არ შესულა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ მილსადენი ”არ მიეყიდება რუსეთის ფედერაციას”. ”ჩვენ ამ საკითხს ეკონომიკური პოზიციებიდან ვუდგებით. ასეთ საშუალებებს უკეთესია კერძო კომპანიები მართავდნენ”, – განაცხადა მან. გაზპრომისათვის მილსადენის მიყიდვის შესახებ საუბარი პირველად არ დაწყებულა. ხუთი წლის წინაც ასეთი დისკუსიები მიმდინარეობდა. მაგრამ მაშინ აშშ-მ და თბილისმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც თბილისს მილსადენის მოდერნიზებისთვის ფული მისცეს და საქართველომ სანაცვლოდ პირობა დადო, რომ მილსადენს არ გაყიდდა. ამ ხელშეკრულებას ვადა 2011 წლის აპრილში ეწურება. როდესაც კანონპროექტი მილსადენის პრივატიზაციის შესახებ პირველი წაკითხვით განიხილებოდა პარლამენტში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. თუმცა ცნობები იმის შესახებ, რომ მილსადენის საკითხი დაისვა სააკაშვილთან მოლაპარაკებების დროს, არ გავრცელებულა.ამ დროს საქართველოს პარლამენტართა უდიდესმა უმრავლესობამ კანონპროექტს ხმა მისცა. თუ პარლამენტსა და მთავრობას შორის ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ მხარდაჭერა არ გაქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული ბიზნესი საქართველოში კიდევ უფრო გაფართოვდება.foreignpress http://presa.ge/index.php?text=news&i=12118 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2010 საქართველო და რუსეთი ომის მიუხედავად ბიზნესს მაინც აკეთებენ ფული სჭირდება მიშას საკუთარი სიამოვნებისთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით არარეგულარული მრავალჯერადი რეისები შესრულდება თბილისი 16:17 - 18.08.10 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა120 ზომა: ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" და "სიბირი" თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით არარეგულარულ მრავალჯერად რეისებს განახორციელებენ. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ 20 აგვისტოდან ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" 3 სიხშირით კვირის მე-3, მე-5 და მე-7 დღეს, ხოლო ავიაკომპანია "სიბირი" 23 აგვიტოდან კვირის 1, მე-4 და მე-6 დღეს იფრენენ. http://ghn.ge/news-20657.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 lasha1997აი ამ 10 წუთიან ვიდეოში ეტევა ჩვენი დღევანდელი რეალობა. ბოლომდე ნახეთ რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 lasha1997 არც მე ვყიდულობ რუსულ პროდუქტებს. სახლში მეუღლეც გაფრთხილებული მყავს რომ არ იყიდოს :ოჯახური დესპოტიზმის გახასიეთებთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 ოჯახური დესპოტიზმის გახასიეთებთ? გაფრთხილებული ბოტვინიკ, გაფრთხილებული დესპოტიზმი იქნებოდა რომ დამეწერა "ვუბრძანე" მეთქი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 გაფრთხილებული ბოტვინიკ, გაფრთხილებული დესპოტიზმი იქნებოდა რომ დამეწერა "ვუბრძანე" მეთქი. პოლიციელის გაფრთხილება ვიცით ჩვენ როგორ გამოიყურება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted August 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 რუს ქალებთან ურთიერთობაც, "ცუდ საქციელად " ითვლებაა? არაპირდაპირი გაგებით ეგენიც "რუსული პროდუქცია" არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 19, 2010 აი ამ 10 წუთიან ვიდეოში ეტევა ჩვენი დღევანდელი რეალობა მართალს ამბობ. ესე იყო და ესე იქნება ყოველთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.